tag:blogger.com,1999:blog-3142746030965300462024-03-17T23:03:41.787-07:00ერთი წითელთმიანი მაწანწალას ბლოგიAdventure without Risk is Disneyland..
ქართველ ქალს კი მარტო მოგზაურობა არ შეეფერება!Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.comBlogger32125tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-78293797291928879862016-09-26T12:40:00.003-07:002016-09-26T12:57:39.596-07:00СКОЛЬЗКИЕ УЛИЦЫის: "You will never live a boring life, right?"
მე: "I am telling you, I am going to write a book one day.. "
ის: "You must! I am sure it will be a great book!"
როცა იანვრვარში, კუბიდან უკან მომავალი თვითმფრინავში სიმწრით ჩუმად ვტროდი, ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, რომ სულ რაღაც რამოდენიმე თვეში, სექტემბრის ერთ თბილ საღამოს ვისხდებოდით ერთად ბრიუსელის კაფეში და ბავშვობის დაქალებივით ვიჭორავებდით, რა თქმა უნდა არ დავიჯერებდი...
ოდესმე მართლა დავწერ წიგნს, დავწერ ყველა იმ უაზრო, უცნაურ და დაუჯერებელ ისტორიაზე, ხანდახან მეც რომ ეჭვი მეპარება ნუთუ ეს მართლა გადამხდა თქო.. თუმცა სანამ ეს მოხდება, უკან სახლში მოსეირნეს უნებურად მახსენდება წარსული მოვლენების მთელი ჯაჭვი და ჩემდა უნებურად მებადება კითხვა, აი ეხლა, ამ წამს სად ვიქნებოდი, რომელიმე ამ მოვლენათაგან სხვანაირად რომ განვითარებულიყო ან საერთოდაც რომ არ მომხდარიყო?
- მართლაც საინტერესოა, როგორი იqნებოდა ჩემი ცხოვრება, რომ არ არ დავთანხმებულიყავი ბრიუსელში სამსახურს და წავსულიყავი ბუდაპეშტში, მესწავლა საერთაშორისო ურთიერთობები ან და საერთოდაც თბილისში დავრჩენილიყავი?
- რა მოხდებოდა გასაუბრებაზე სრულიად უმოტივაციო რომ არ გავსულიყავი, ბელგიაში წასვლის 0 სურვილით. რა მოხდებოდა თავისუფლად რომ არ მექაქანა და ჩემს უფროსს სწორედ ეს ჩემი უშუალობა და "დაუძაბველობა" რომ არ მოსწონებოდა...
- რომ არ გავქცეულიყავი ცხრა ზღვა და ცხრა მთას გადაღმა კუბაზე? რა მოხდებოდა რომ იქ ყველაფერი ისე წარმართულიყო როგორც მაშინ "ჩვენ" გვინდოდა?
- საერთოდ რომ არ გამეგზავნა ლონდონიდან ჩამოსულს cv-ბრიუსელში?
- ლონდონში გამოფენაზე მყოფს, რომ არ გამომცხადებოდა ბრისელიდან "ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ და გადმოდი ბრიუსელში საცხოვრებლად" სიტყვებით...
- მადაგასკარიდან სახლში გამოფრენის წინა დღეს წაშლილი watsapp რომ არ აღმედგინა, რომ არ მოვეკითხე და მეც რომ არ მეთქვა სულ რაღაც 2 დღეში ლონდონში ვიქნები თქო..
- ლონდოში წასასვლელად ვიზა რომ არ ამეღო მადაგასკარზე გაფრენამდე რამოდენიმე დღით ადრე... ირლანდიელ მწერალს რომ არ მოეწერა ჩუმად ლონდონში შეიძლება მიგიწვიონ გამოფენაზე, ვიცი მადაგასკარზე მიდიხარ, მაგრამ ვიზა წინასწარ აიღე და აუცილებლად ეცადე აქ ჩამოხვიდეო... ფაქტიურად რომ არ დაეძალებინა ჩემთვის ამის გაკეთება, მადაგასკარში ჩაფრენილს კი ბედად რომ არ შემომეწმებინა მეილი ჯუნგლებში წასვლამდე 1 საათით ადრე და არ მენახა ლონდონში მიწვევა..
- რომ არ გამემარჯვებინა Getty Images და Team SCA-ს კონკურსში, რომ არე მივეწვიე პორტუგალიაში, რომ არ დავმეგობრებულიყავი ირლანდიელ მწერალს ...
- რომ არ წავსულიყავი პაკისტანში და არ გადამეღო ფოტო კონკურსში რომ გაიმარჯვა. ჩემს მეგობარ ნიკას რომ არ მოეყოლა უამრავი ისტორია პაკისტანზე და სწორედ ამ ქვეყანაში წასვლის იმედით არ დავთანხმებულიყავი ფინკაში სამსახურს...
- რომ არ წავსულიყავი 6 წლის დამასკოში, არ გავჩერებულიყავი სწორედ იმ კონკრეტულ ჰოსტელში, გამეღვიძა თუნდაც 10 წუთით გვიან და სასაუზმოდ გასულს არ გამეცნო ორი ხორვატიელი მეგობრი ჰოსტელს რომ ტოვებდნენ იმ დილით... რა მოხდებოდა "მაღალი და სიმპათიურისთვის" არ მიმეცა ჩემი emai-ის მისამართი, თითქმის 5 წლის თავზე, კი მის მეგობარს არ მოეწერა "თბილისში ჩამოვდივარ და თუ სურვილი გაქვს იქნებ შემხვდეო" მეილი. სწორედ იმ დილით რომ არ მიმეხატა ფეხზე მორიგი ტატუ - ცხოვრების ცვლილების მტკიცე გადაწყვეტილებით, მაშინ როცა არც მაღალი და სიმპათიური ხორვატიელი მახსოვდა და მით უმეტეს არც მისი "უჟმური" მეგობარი...
ვიცი, ცოტა აბდაუბდა პოსტია... რატომღაც ამ ბოლო დროს მუზამ მიმატოვა, კუბაზე დარჩა... როცა დამიბრუნდება ამ ისტორიასაც სრულად დავწერ ალბათ, ან წიგნისათვის შემოვინახავ. უბრალოდ ეხლა მინდა ჩემს თავს და ყველა გოგოს ვუთხრა ერთი რამ, ჩვენ არ ვიცით რა გველოდება მომავალში, სად წაგვიყვანს ცხოვრების გზა, ვის შევხვდებით ამ გზაზე მყოფნი და რაც მთავარია წარმოდგენა არ გვაქვს თუ რა როლს ითამაშებენ ეს ადამიანები ჩვენი ბედის ფორმირებაში. როცა მას პირველად შევხვდი დამასკოში, გავიფიქრე რომ მაგარი უჟმური ვინმეა და მაშინვე დავივიწყე მისი არსებობა.. როცა 5 წლის შემდეგ თბილისში შვხვდი, გული დამწყდა, შეყვარებული მყავსო თქვა და მახსოვს გავიფიქრე, რომ სწორედ ასეთ "ჩემნაირთან" მოგზაურობა იქნებოდა კარგი.. როცა 7 თვის შემდეგ ლონდონში დავინახე ხალხის ტალღაში ჩემსკენ მომავალი ჩემს თავს ვუთხარი: "მაგარ შარში ხარ თათია!"... როცა კუბაზე ჩაჯდა მანქანაში და უკან მოუხედავად წავიდა, სიმწრისგან მინდოდა მიმეხრჩო...
ოდესმე, თუ მორიგ ემოციურ ქარტეხილში ამოვყოფ კვლავ თავს, როცა თავს ვიგრძნობ უძირო ოკეანის სკერზე, როცა კვლავ სიმწრისგან ცრემლები დამახრჩობს და ჩავთვლი რომ ცხოვრება მთავრდება, თუ შევძლებ და სწორედ ამ ისტორიას და ამ საღამოს შევახსენებ ჩემს თავს, ვიცი რომ შევძლებ მიწაზე დავბრუნდე და სუნთქვა გავაგრძელო.. თუ კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩემს თავს, რომ არ არსებობს სიტუაცია და ემოციური ქარტეხილი რომელსაც ვერ გადავლახავ და აი მაშინ კი ჩავთვლი რომ გავიზარდე...
მანამდე კი... დამშვიდობებისას გადავეხვიე, ვუთხარი რომ მისდაუნებურად ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, რომ მე ის ყოველთვის მეყვარება ჩემებურად და ყველაფრისთვის მადლობელი ვიქნები მისი... პასუხად გაეღიმა, ვიციო მითხრა...
ჰოდა, სექტემბრის ერთ, ბრიუსელისათვის შეუფერებლად თბილ და სასიამოვნო ღამეს უკან სახლისკენ მოსეირნეს უეცრად გამახსენდა ჩემი საყვარელი Bi2-ს სიმღერის ტექსტი. უცნაურია, ყველა ადამიანისთვის და ყველა ურთიერთობისთვის, როგორ არსებობს ზედმიწევნით შესაფერისი სიმღერა..
Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-91786480943393922772016-01-29T04:58:00.001-08:002016-02-05T02:14:37.832-08:00Earthquake means Whales are Bathing their Children or How 'not' to celebrate your 30th Birthday!ვზივარ პარიზის აეროპორტში, იატაკზე, ზურგით კედელს მიყრდნობილი და გულმოდგინედ ჩავყურებ ჩემი lonely planet travel guide-ს, აი წესით აქამდე რომ უნდა წამეკითხა, მაგრამ რა თქმა უნდა გაფრენამდე მოვიტოვე ეს საქმე. "Earthquake means Whales are Bathing their Children"- თვალს და გულს მტაცებს უეცრად ეს ფრაზა და ვგრძნობ როგორ მეღვრება სხეულში სითბო, ვთბები... შემდეგ წიგნს უხმოდ ვხურავ, ჩანთაში ვინახავ, ყურსასმენებს ვისწორებ და რაღაც უცნაური ბედნიერების შეგრძნებით ვხვდები, რომ არაჩვეულებრივი მოგზაურობა მელის წინ, რადგან უკვე მთელი გულით მიყვარს ეს ქვეყანა და ამ ფრაზის მომგონი ხალხიც ...
აეროპორტიდან ჰოსტელში ავტობუსით მივდივარ, მძღოლმა ვიცი სადაც არის ეს ადგილი და მიგიყვან არ იდარდოო. მეც ვენდე და ფანჯრასთან მოკალათებული ინტერესით ვათვალიერებ ანტანანარივოს ვიწრო და ქაოსურ ქუჩებს აქამდე ნანახ არცერთ ადგილს რომ არ ჰგავს თავისი უცნაური ზღაპრის ილუსტრაციების მსგავსი აგურის სახლებით, ერთმანეთში არეული ძველი ფრანგული მანქანებით, ველო პუს-პუსებითა თუ ხალხით, მანქანებს ლამის ბორბლებში რომ ედებიან და მათთან ერთად მოძრაობენ ტროტუარების არ ქონის გამო...
ჩემი ერთადერთი ფოტო ლემურთან!
ჰოსტელში ჩანთას ვაგდებ, თმიდან 4 აეროპორტის მტვერს ვიფერთხავ და ის არის გარეთ გაჭრას ვაპირებ ქალაქის აღმოსაჩენად რომ ჰოსტელის მისაღებში მჯოდმი შუახნის კაცის კეთილი ღიმილი იქცევს ყურადღებას. აქცენტზე ვხვდები ამერიკელია, ჩაცმულობაზე ეტყობა, რომ უკვე კარგი ნაწანწალებია კუნძულის გარშემო... არ დავაყოვნე, ურცხვად მივაჭერი, გამოვეცნაურე და გამარჯობის ნაცვლად სხაპასხუპით მივახალე წირიბიჰინა მდინარეზე მინდა კანოეთი დაშვება, შემდეგ კი წინგის პარკისა და ბაობაბების ავენიუს ნახვა, ანდრინგიტრას პარკში კიდევ მთაზე აძრომა და მზის ამოსვლის შეხვედრა მწვერლვალზე თქო... ამასთან არაფერი არ დამიჯავშნავს წინასწარ და წარმოდგენაც არ მაქვს რა როგორ ვნახო, ჩემი Lonely Planet-ის წაკითხვაც კი ვერ მოვასწარი და იქნებ დამეხმარო გევედრები ბიძია თქო...
გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, თუმცა ეტყობა შევებრალე და ისეთი რჩევები მომცა, რისი წყალობითაც ჩემი მთელი მოგზაურობა ერთ დაუვიწყად თავგადასავლად იქცა. განსაკუთრებული კი არაფერი უთქვამს, უბრალოდ მირჩია თუ მდინარეზე კანოეზე დაშვება, შემდეგ კი წინგის და ბაობაბების ნახვა ხვალ დილითვე ანწირაბეში წადიო, ჰოსტელიც კი მომინიშნა წიგნში, იქ გაჩერდი და დაგეხმარებიანო. ანდრინგიტრაში მთაზე აძრომა თუ გინდა ამბალავაოში წადი და იქ იპოვი რამეს აუცილებლადო (არცერთი ეს ქალაქი მანამდე არ მქონდა გაგონილი)....
მადლობას ვუხდი, ვუღიმი და გარეთ ისე ვიჭრები სახელსაც კი არ ვეკითხები.
"You are alone?! And you don't speak French?! nor Malagasy?! You won't make it!!" - ემოციებს ვერ მალავს Peace Corp-ში მომუშავე ახალგაზრდა, იმავე საღამოს ჰოსტელის ბარში სკამიდან გადმოვარდნილს რომ მეხმარებოდა ადგომაში. ვცდილობ დავამშვიდო და ავუხსნა, რომ აქამდეც მოვხვედრილვარ მსგავს სიტუაციებში და "უარესი" თავგადასავლებიც მქონია, მაგრამ უშედეგოდ. მისი სკეპტიციზმი ხასიათს ვერ მიფუჭებს და თუმცა ენთუზიაზმის გარეშე ვართმევ ქაღალდის ნაგლეჯზე წაწერილ იმეილის მისამართს დაჟინებით რომ მაწვდის, აუცილებლად გამაგებინე თუ როგორ ჩაივლის ჩემი მოგზაურობაო.
მეორე დილით უკვე ანწირაბეში მიმავალ მარშუტკაში ვარ ჩაჩეჭყილი, გვერდით მჯომი იქაური გოგონა კი თავის ოცნებებს და გეგმებს მიზიარებს მომავალზე. მარჯვნივ მჯდომ ბიჭს ტკბილად სძინავს და თავი ჩემს მხარზე უდევს, ირგვლივ კი ამ დროს ისეთი პეიზაჟები იშლება გულში მთელი ხმით გავკივივარ "I Love you Madagascar!"-ს. განა შეიძლებოდა ერთი ნახვითვე არ შემყვარებოდა ეს ხასხასა ბრინჯის მდელოები, თიხით გალესილი წითელ-ყვითელ სახლები, ზოგან ჩალით, ზოგან კი ჭრელი კრამიტით დახურულები, ლურჯი ზეცა და გზებზე ამაყად მოსირნე ძროხები?! უყურებ ამ პეიზაჟებს და ძალაუნებურად გიპყრობს გრძნობა, რომ ვიღაცის მიერ ნახატ ფერად ტილოს უმზერ... "სხვაგან მოვხვდი!"
ამერიკელის მირ ნარჩევ ჰოსტელში დილთ მარშუტკაში ჩემს წინ რომ იჯდა იმ კაცს მივყავარ ტუკ-ტუკით. თანხას მიხდის და ისე უჩნარდება თავის გზაზე ვერც მისთვის ვასწრებ მადლობის გადახდასა და სახელის კითხვას...
ჰოსტელში შესული პირველს რასაც ვხედავ გიდია, 2 ტურისტთან ერთად რომ შემოსხდომია მაგიდას და ტურზე საუბრობენ, ზუსტად იმ ტურზე მე რომ მინდა!!!. ჰოდა ყოველგვარი თავაზიანობის გარეში მივაჭერი, სახეალეწილმა და თვალებ გაბრწყინებულმა -"მეც დამელოდეთ! მეც შემოგიერთდებით" - სიტყვების ძახილით.
სულ რაღაც რამოდენიმე საათში კანოეში ვზივარ. ნამდვილ ხისგან გამოჩორკვილ კანოეში და მდინარის დინებას მივყვები სულგაკმენდილი.. აი იმ მდინარის, თავიდან რომ საშინელი ჭუჭყიანი გგონია და ზიზღით ჯდები ნავში, თუმცა უკვე რამოდენიმე საათში შიგნით ფეხებსაც ჰყოფ გასაგრილებლად და იქ გარეცხილი ჭურჭელში მომზადებული ბრინჯიც ყველაზე გემრიელი ბრინჯი გგონია მსოფლიოში. ზიხარ ასე გაუნძრევლად, რადგან, მკვეთრ მოძრაობებზე შეიძლება კანოე ამოტრიალდეს და წყალში მოადინო ტყაპანი... ფიქრებს მხოლოდ მენავეს მიერ მოსმული ნიჩბების ხმა და ნაპირთან მოჭყუმპალავე შავტუხა ბავშვების შეძახილები გირღვევს " Salute Vazaha!" ("Vazaha - უცხოელს ნიშნავს იქაურ ენაზე)...
რომ მკითხონ რას ვაკეთებდი მთელი 2.5 დღე ამ ხის კანოეში გაუნძრევლად მჯდომი ვერ ვუპასუხებ. უბრალოდ არ მახსოვს. მახსოვს რომ არ მეძინა და რომ თან წაღებული წიგნიც კი არ გადამიშლია... არც კამერის ჩხაკუნით მომიკლავს თავი მაინცადამაინც... იქნებ ვფიქრობდი? ეს ფიქრებიც რომ არ მახსოვს?... მახსოვს რომ ვიჯექი ნავში და მერე კიდევ არაფერი.. აი იმ ადამიანივით დავიკარგე დროში და გავცურე სივრცეში...
არც ის მახსოვს ბოლოს ასე როდის დავისვენე ფიზიკურად და სულიერად...
სამაგიეროდ კარგად მახსოვს პირველი ღამე. ის თუ როგორ დამავიწყდა კარვის ჩაკეტვა და როგორ გავათებე მთელი ღამე შიგნით შემოფრენილ მილიონობით ხოჭოსთან უთანასწორო ბრძოლაში. მახსოვს, როგორ მდიოდა სიცხისაგან ოფლი, სიმწრისგან კი ცრემლები და ის საშინელი შეგრძნება ტანსაცმლის შიგნიდან რომ მაღოღავდა ასობით პატარა არსება კანზე... ის რომ მინდოდა თითოეული თმის ღერის სათითაოდ ამოგლეჯვა თავიდან ამ არსებებმა შიგნით რომ დაიწყეს თავისუფლად წრიალი... ბოლო მახსოვს, თუ როგორ ავიფარე სახეზე შარფი, თვალებისა და პირის დასაცავად და გულში უხმოდ სრული კაპიტულაცია გამოვაცხადე... და აი სწორედ იმ წამის მას შემდეგ როდესაც საბოლოოდ დავნებდი ბედს, უკვე არაფერი აღარ მახსოვს...
იმ წუთიდან რაც ამ წითელ კუნძულზე ფეხი დავდგი, არ მტოვებს გრძნობა რომ საოცრებათა ქვეყანაში მოვხვდი სადაც ყველა და ყველაფერი მაოცებს. აქ ერთი ადგილიდან მეორემდე ჩაღწევაც კი ნამდვილი თავგადასავალია!. "It can be your best or worst adventure.. it's all about the way you look at it" - ეწერა ჩემს წიგნში ბორნით მდინარის გადაკვეთის შესახებ, მე კი ასეთი რამ ჩავჩხაპნე ჩემს დღიურში:
"ვზივარ ბორნის წვერში. ოფლში გაწებილი, გამურული, თმაგაწეწილი, მაგრამ მაინც კარგად ვარ. ყველაზე მეტად დედამიწაზე აქ და ამ დროს ყოფნა მინდოდა. საოცარი ცაა წინ. რკალი მთვარე, ვარდისფერი ცა და ღრუბლები. მიყვარხარ მადაგასკარო!"
აი ასეთი სახე მაქვს აბსოლიტურად ბედნიერს
გამაოცა იმ პატარა სოფლის რესტორნის პერსონალმაც, მდინარეზე კანოეთი მოგზაურობის შემდეგ წინგის პარკში მიმავალს ჩემი ქინდლი რომ დამრჩა. თუმცა 2 დღეში უკან იგივე გზაზე მომავალს და იქვე ისევ ლანჩზე გაჩერებულს, ღიმილით მომიცუნცულეს უკან (არა და უკვე თავი შევაგუე დანაკარგს).
ალბათ ვერასოდეს ვერ დავივიწყებ იმ გაოცების გრძნობას რაც მქონდა ზედ ქუჩაში მდგომი უზარმაზარი მანგოს ხეების დანახვისას, მიწამდე რომ დაეხარათ ნაყოფით დახუნძლული ტოტები და იმ სოფლის ბავშვების შემყურეს, ძირს მოგროვილი ხილით სავსე კალათები რომ შემოედგათ თავზე და ფეხშიშველა მიუყვებოდნენ შარაგზებს..
უმია ჯერ, მაგრამ მაინც მოვწყვიტე! ბუნგალოში დავტოვე და საღამოს დაბრუნებულს ნახევრად შეჭმული დამხვდა!!!
ვერ ვცნობ საკუთარ თავსაც, ერთ დღეში რომ ვთქვის სოციალურ ქსელსა და მგობრებთან კონტაქზე უარი და სანაცვლოდ ჩემი დღიურის ფურცლები ავაჭრელე უამრავი უმნიშვნელო წვრილმანზე ნაჩხაპნებით:
"16.11.2015
ბუნგალოდან რესტორნისკენ მიმავალმა გველი კინაღამ გავთელე. მწვანე, 1 მ სიგრძის იქნებოდა. ისეთი შევკივლე ალბათ საწყალს გული გაუსკდა. მანამდე ჩემს ბუნგალოში იგუანა შევნიშნე, დილით კიდევ ბაყაყი.."
ან კიდევ ასეთის: "ნიდერლანდელ-ესპანელის წყვილი ფრიად დაინტერესდა ჩემით. მეკითხებოდნენ მარტო მოგზაურობისას ცუდი რა გადახდენია თავსო. საოცარია, ადამიანებს რატომ აინტერესებთ ცუდი და საშიში ამბები პირველ რიგში?! რატომ სვამენ მაინცდამაინც პირველ კითხვას რა "საფრთხეში მოხვედრილხარო"?! როცა მილიონი სხვა კითხვის დასმა შეიძლება. იმ Peace Corp-ის ბიჭის არ იყოს, რომ მკითხა რამე უცნაური თუ გიჭამია და თუ მოწამლულხარო...
ხვალ ბაობაბებთან მივდივარ!"
აი ბაობაბები კი მთელი გულით შემიყვარდა. არა, ისინი ჯერ კიდევ მათთან შეხვედრამდე მიყვარდა, სადღაც შორეულ სიზმრებიდან, თუ წინა ცხოვრებიდან შემორჩენილი ემოციების გამო. და მაშინ როცა მოვეხვიე და ვუთხარი თუ როგორ ძლიერ მიყვარს და ის რომ მთელი ამოდენა გზა მხოლოდ მათთვის ამის სათქმელად გამოვიარე, ვიგრძენი რომ ჩემი ესმათ. საოცარი არსებები, დიახ, ცოცხალი არსებები არიან!
I love You, and Life!
I might be the most stupid traveler, but I am the luckiest one as well :)
მზის ჩასვლის ფოტო ისეთი ვერ გამოვიდა როგორიც მინდოდა, მაგრამ არა უშავს
თუ მადაგასკარზე წახვალთ, აუცილებლად
ამ გიდს მიმართეთ
ჩემს 7 დღიან ტრიპს კუნძულის დასავლეთით, მოზამბიკის არხთან ვასრულებ შუაღამისას. თუმცა წყალში ფეხის ჩაყოფას ვერც კი ვასწრებ, უკვე მეორე დილით 5 საათზე ერთადერთ დილის ტრანსპორტს უნდა გავყვე უკან ანწირაბეში. და მაშინ როცა 8 საათის მოჭეჭყილი ვმგზავრობდი იქაური მარშუტკთ თავზე იხვებით სავსე კალათები რომ ჰქონდა დამაგრებული, მივხვდი რომ ამ პირველი დღეების განმავლობაში გზად შეხვედრილი ადამიანებისაგან ყველაზე მეტად ჩემი მადაგასკარელი გიდით მოვიხიბლე. საოცრად მიამიტი ღიმილი და კეთილი თვალები რომ ჰქონდა და პატარა ბავშვივით უხაროდა როცა რაიმე საქებარ სიტყვას ეტყოდი მის მიერ ორგანიზებულ ტურზე. საჭმელებსაც ყველაზე გემრიელს ამზადებდა, ხან კანოეში ხარშავდა ბრინჯს, ხანაც მანგოს ხის ქვეშ წვავდა თევზს და ყოველ ჯერზე ისეთი გემრიელი და ლამაზად გაფორმებული კერძი გამოსდიოდა რომ ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. დიპლომიანი პოვარი აღმოჩნდა თან, რომელიც არატურისტულ სეზონზე უნარ შეზღუდულ ბავშვების სკოლაში უსასყიდლოდ მუშაობდა მასწავლებლად!
7 დღიანი მოგზაურობის შემდეგ გიდმა მორონდავაში ღამით რომ დაგვტოვა მისი საქმე დასრულებული იყო. თუმცა მეორე დილით ისევ 4:30-ზე მოგვაკითხა საკუთარი ინიციატივით და მანქანის წაგვიყვანა ავტოსადგურში მე და გერმანელები (ამ დილაუთენია მარტო ხომ არ მიგატოვებთო!!) ბილეთის ყიდვაშიც დაგვეხმარა და საუზმითაც გამიმასპინძლდა. არა და მე სულ ცოტა 4 ბაგეტი ვსანსლე! და გულით შევთავაზე მე დაგპატიჟებთ თქო, მართლაც მინდოდა მისთვის პატივისცემის გამოხატვა. მაგრამ მკაცრად მომიჭრა - I am the Man! I'll Pay- ო... ოქროს კაცი იყო კოლბერი, ოქროს!
It's 30!!
"So happy to see you guys here!"- სიხარულს ვერ ვფარავ როცა ანდრინგიტრას პირველ ბანაკს მიღწეულმა ორი მაერიკელი ტურისტს ვხედავ. ყოველგვარი ცერემონიის გარეშე ჩანთას მათ ფეხებთან ვაგდებ და იქვე მიწაზე ვიკავებ ადგილს.
გასაკვირი არც არის ასე რომ გამიხარდა ამ ტეხასელი მამა-შვილის დანახვა, მანამდე ხომ მთელს მოგზაურობაში ყველაზე რთული დილა გადავიტანე...
გქონიათ შემთხვევა, გხვდებათ ადამიანი ცხოვრების გზაზე, შიგნიდან მთელი შენი არსებით გრძნობ რომ მისი ნდობა არ შეიძლება, მაგრამ მაინც ვერაფერს ახერხებ? სწორედ ეს დამემართა წინა დღეს ამბალავაოში ჩასულს, იქაურ გიდთან საუბრისას. ერთი შეხედვით ძალიანაც სანდომიანი და სიმპათიური ჩანდა, მოციმციმე დიდი თვალებითა და თვალისმომჭრელი ღიმილით. მარშრუტიც ისეთი შემოგვთავაზა როგორც მე და გერმანელებს გვაწყობდა, 1 დღე ერთად ივლითო, მერე მე მეორე გიდდთან ერთად გზა უნდა გამეგრძელებინა ბანაკამდე. ჟიჟი - ეს სიმპათიური გიდი, გერმანელებს ჩააცილებდა პარკის გასასვლელთან და ბანაკში ამობრუნდებოდა, რათა ჩემთან ერთდად ასულიყო მწვერვალზე, მესამე დილით კი მთიდან დავეშვებოდით, წარანურის ველს გადავკვეთავდით და იმ არემარეში არსებულ ერთადერთ სოფლის, ასევე ერადერთი ავტობუსით დავბრუნდებოდით ამბალავაოში...
დილის 4 საათზე გამეღვიძა, ცივ ოფლში ვიღვრები, გული ლამისაა მკერდიდან ამომივარდეს. მივხვდი რომ პანიკურ შიშს ვყავარ ატანილი. ფანჯარას ვაღებ, ვცდილობ გონებით და სხეულით დავბრუნდე აქ და ამ ადგილას.. არაფერი გამომდის. წინა დღეს ძალაუნებურად ამეკვიატა მოგონებები და ავი ფიქრები შარშანდელი კილიმანჯაროს მოგზაურობიდან, ის თუ როგორ მოვტყუვდი და გაურკვეველ ხალხთან ერთად 6 დღე-ღამე ვიწანწალე მთაში დაფლეთილი კარვით... საფრთხის შეგრძნება განსაკუთრებით მაშინ გამიძლიერდა, როცა დღის ბოლოს ჟიჟი გამომეცხადა და აშკარად ახლად შეთხზული ტყუილით "კვირას ქორწილში უნდა ვიყო და გერმანელებს რომ ჩავაცილებ უკან ვერ დავბრუნდები" -თი ცდილობდა თავის დაძვრენას.
ფული უკვე გადახდილი მაქვს. ვეკითხები მე რა მელის თუ თავად ვერ დაბრუნდება ბანაკში დღის ბოლოს. მარწმუნებს რომ საფრთხე არ მემუქრება, რომ მე გზას ადგილობრივ გიდთან და პორტერთან ერთად გავაგრძელებ, რომ მათი ნდობა შეიძლება...
გარეგან სიმშვიდეს ვინარჩუნებ, ვხვდები რომ მატყუებს, რომ ქორწილში კი არ არის დაპატიჟებული, სავარაუდოდ სხვა კლიენტი იშოვა კვრისათვის და მოგების ხელიდან გაშვება არ უნდა, სანაცვლოდ კი მზად არის მარტოდარტო მიმატოვოს პარკში უცნობ გიდთან და პორტერთან ერთად. საბოლოოდ ვთანხმდებით, რომ ჟიჟი გერმანელებს ჩააცილებს, უკან ამობრუნდება, მე ამიყვანს მწვერვალზე და მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდება სოფელში. მხოლოდ 1 ღამე მომიწევს პარკში მარტო დარჩენა, 1 ღამე და 2 დღე...
"ნაბიჯი-ნაბიჯზე თათია, ნაბიჯი-ნაბიჯზე!" -ვცდილობ გავამხნევო ჩემი თავი. არაფერი გამომდის. სუნთქვა მეკვრის, ოფლში ვიღვრები, გულის ცემა ისე ღმამაღლა მესმის, რომ მგონია საცაა საგულედან ამომივარდება.. ვგრძნობ თუ როგორ გამიტაცეს უარყოფითმა ემოციებმა სადღაც შორს და რომ ვერაფრით ვახერხებ უკან დაბრუნებას. ვგრძნობ როგორ მეწამლება მთელი სხეული, გონება, სული ავი ფიქრებით, როგორ ვეჩხუბები და ვკიცხავ გულში ჟიჟის, იმის გამო რომ არ არის ისეთი როგორიც წინა გიდი, ისეთი როგორც ჩემი წარმოდგენით უნდა ყოფილიყო, რომ მისი მომხიბლავი ღიმილის უკან მხოლოდ ფულზე მონადირე არსებაა ამოფარებული.. ვგრძნობ რომ მთელი ენერგია მის განსჯაზე მიდის, შედეგად კი ეხლა ამ წამს ნაბიჯის გადასადგმელი ძალა აღარ მაქვს!
და მაშინ როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, როცა თავში ასობით საშინელი ფიქრი და სცენარი მეხატებოდა, როცა სუნთქვა გამიჭირდა და ნაბიჯს ვეღარ ვდგამდი, ჟიჟის მივუტრიალდი და ის ვუთხარი რასაც ალბათ 1 წლის წინ ვერასოდეს გავაკეთებდი. ვუთხარი, რომ შეეძლო აღარ მოტრიალებულიყო უკან, მას შემდეგ რაც გერმანელებს ჩააცილებდა. დავარწმუნე, რომ მზად ვარ გზა გიდთან და პორტერთან ერთად გავაგრძელო და 3 დღე მათთან ერთად ვიარო ამ უკაცრიელ პარკში. ჟიჟის კი ქორწილში კარგ დროს ტარებას ვუსურვებ და დამშვიდობებისას ზედმეტ ტიპსაც კი ვაძლევ "შენს შვილს კანფეტები უყიდე ჩემს სახელზე" -სიტყვებით... დამავიწყდა მეთქვა, მის ვაჟსაც 20 ნოემბერს ჰქონდა დაბადების დღე, ჰო, იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო :).
და მაშინ როცა ეს გავაკეთე მოხდა ის რასაც არ ველოდი. თითქოს გულიდან უზარმაზარი ლოდი მომეხსნა. ვგრძნობ როგორ ავმსუბუქდი და იმას რომ სიარული არარ მიჭირს. ვგრძნობ როგორ დავბრუნდი დედამიწაზე და აღარ მადარდებს ის ფაქტი, რომ კილიმანჯაროსაგან გასხვავებით, ეხლა მადაგასკარზე ყველაზე დიდი პარკში მარტო მე ვარ ვისაც იმ ჯანდაბა მწვერვალის დაპყრობა აქვს განზრახული. მარტო მე და ორი უცნობი იქაური მამაკაცი... დანამდვილებით ვიცი ერთი რამ, მე მიყვრს ჩემი სულელურად-მიამიტი გიდი, მუნჯი პორტერი, მიყვარს ეს პარკი, ეს ქვეყანა, მიყვარს სიცოცხლე და დღეს როცა 30 წლის გავხდი ვერანაირი სულიერი ვერ შემიცვლის ამ გრძნობას და გამიფუჭებს ხასიათს!
"20.11.2015
Happy Birthday to Me!
2400 მეტრზე ვარ პარკ ანდრინგიტრაში შეყუჟული პორტერების ქოხში, სველი შარვლით. გარეთ ქუხს და კოკისპრულად წვიმს, ნისლია. ნეტავი არის იმედი ხვალ სანრაიზი ვნახო?"
მართლაც საოცარი დაბადების დღე მაქვს, შუაცეცხლის ირგვლივ შემომსხდარ მადაგასკარელ გიდებთან და პორტერებთან ერთად, იქვე ჩემს წინდებს ვაშრობ ხვალ დილისთვის და ტორტის ნაცვლად ბრინჯსა და ხორც შევექცევი. და სწორედ ამ დროს ჩემდა უნებურად ვაღიარებ, რომ არაფრის გულისათვის არ გავცვლიდი ეხლა ამ მომენტს სადმე თბილისის თბილ ბარში მეგობრებთან ერთად დროს ტარებაზე... რა გემართება თათია?
ეს ჩემი მუნჯი პორტერიც გასაოცარი მზარეული აღმოჩნდა!
ჩემი პორტერი ერთ სიტყვასაც არ მელაპარაკება, მგონი მუნჯია, ან რცხვენია.. ჩემს გიდს ჟან-კლოდი ჰქვია. სულელის ჰაბიტუსი, მიამიტი სახე და კეთილი ღიმილი აქვს. დახეული ფეხსაცმელები აცვია. 3 შვილი ჰყავს, 2 გოგო და 1 ბიჭი. ყოველ დღე სკოლამდე 4 კილომეტრს გადიანო მითხრა. ვუთხარი რომ ახალი ფეხსაცმელები სჭირდება როცა დავინახე როგორ ცდილობდა დღის ბოლოს მახათით ძირ გავარდნილ ნაფლეთების შეკეთებას, ადიდასის კეტები რომ იყო ოდესღაც...
-"ვიცი მაგრამ ფეხსაცმელი ძვირია"- მეუბნება და მორცხვად ცდილობს სახის დამალვას...
-"კი მაგრამ ხომ მიიღებ ფულს ამ ჩემი ტრიპის გამო?"- არ ვეშვები მე.
-"ბრინჯი უნდა ვიყიდო ოჯახისთვის.. ძალიან გაძვირდა"...
საუბრიდან ვარკვევ რომ ჩემს მიერ ჟიჟისთვის გადახდილი 350,000 -დან მას მხოლოდ 50,000 ერგება, ფეხსაცმელი კი საშუალოდ 40,000 ღირს. ეჰ, ჟიჟი, ჟიჟი!!
"ვწევარ კარავში. კოკისპირული წვიმა და ქარი უმოწყალოდ ასკდება მის კედლებს, მე კიდევ საოცრად ბედნიერი ვარ. ამ ბედნიერებას ის ფაქტიც კი ვერ წამართმევს ხვალ რომ მზის ამოსვლა შეიძლება ვერ ვნახო, "არც კი იოცნებოო" -მითხრა ამერიკელების მხიარულმა გიდმა. მე კიდევ გავუღიმე და ვუთხარი, ამ დღის საჩუქარი უკვე მივიღე თქო. მგონი ვერ გაიგო რა ვიგულისხმე"
21.11.2015
"ბოლოს და ბოლოს მეც ჭეშმარიტ მადაგასკარელ ქალად ვიქეცი. მდინარეში გავრეცხე ჩემი მაიკა და ბენდენა და აქვე მივაფინე გასაშრობად. ფეხები წყალში მიწყვია - ცივ წყალში. ქარი ქრის, ჩიტების ჟღურტული ისმის შორიდან და მდინარის ხმა ახლოდან. მე კიდევ ბედნიერი ვარ. დილის 2 საათზე გაღვიძებული და ეხლა მდინარის ნაპირას მჯდომი სამყაროს მადლიერებას ვწირავ ამ მომენტისათვის."
"დილით 2 საათზე რომ გავიღვიძე და ჩიტების ჟღურტული გავიგონე ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, მით უმეტეს როცა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დავინახე. არა და გუშინ ყველა უკლებლივ მარწმუნებდა ხვალ დლით წვიმა იქნებაო!!"
3-ზე დავიწყეთ მე და ჩემმა გიდმა მწვერვალზე ასვლა. წინა ღამის წვიმის გამო ბანაკთან მთის მდინარე ადიდებული დაგხვდა, ის იყო ბათინკების გახდას და ყინულივით წყალში გატოპვას ვაპირებდი, რომ საიდანღაც ჩემი მუნჯი პორტერი გამოვარდა, ხელი მტაცა, ზურგზე მომიგდო და სანამ გონზე მოვეგებოდი მეორე ნაპირს გამიყვანა.. გასაოცარი კაცია!
"დღეს დილით მწვერვალისკენ მიმავალი მივხვდი, თუ რატომ ეძახიან ამ ადგილს Close to the Sky" -ს. ორიონის ვასკვლავი იმოდენა ჩანდა, რომ თავიდან ნათურა მეგონა. უზარმაზარი იყო, მეგონა ხელს თუ გავიწვდენდი შევეხებოდი!"
ლამის გულის ამოვარდნით ავირბინე მწვერვალზე და მაშინ როცა ვიფიქრე, მორჩა მეტ ნაბიჯს ვეღარ გადავდგამდი თქო, პირდაპირ მზეს შევეჩეხე!
და მერე იქვე დავჯექი, კლდის პირზე, გაუნძრევლად, ჩუმად... მე მზე მიხაროდა, მზეს კი მე და ვიყავით ასე ბედნიერები..
იმავე საღამოს ბანაკში ამერიკელებთან ერთად შევექცევი ფრანგულ ღვინოს, თვითმფრინავიდან რომ გამოიყოლეს და თავაზიანად მიწილადეს მეც. საოცარი ხალხია. ბიჭი სიმპათიურია, ჩემი ტოლი, ჩემსავით, მაწანწალურად მოგზაურობა უყვარს და სირია და ახლო ამოსავლეთიც ზუსტად ჩემსავით აქვს მოვლილი! თუმცა განსაკუთრებით მამით მოვიხიბლე, მთელი ცხოვრება ნავთობის ბიზნესში რომ მუშაობდა და ეხლა ჩემს გვერდით მოკალათებული უამრავ საინტერესო ისტორიას მიყვებოდა. მე ჩემს თავგადასავლებზე ვუამბობ და ვატყობ თუ როგორ ვერ მალავს აღტაცებასა და გაოცებას. ბოლოს გვარიგებს, იმოგზაურეთ შველებოო! ოღონდ ასე გააგრძელეთ "Stay away from 5
star hotels"-ო.
ცოტა ხანში პორტერი და გიდი მიცხადებენ, რომ ხვალ შეიძლება ის ერთადერთი ავტობუსიც ვერ ვიშოვოთ სოფლიდან. ხვალ კვირაა, კვირა დღეს კი მთელი მადაგასკარი ისვენებს!
ვატყობ, როგორ აღელდა მთელი ბანაკი ჩემს გამო... ამერიკელების გიდი მთავაზობს მათ დაველოდო, მეორე ღამე მათთან ერთად დავრჩე ეკო-ბანაკში (ღამე რომ 100 ევრო ღირს!!) და ორშაბათს მანქანით დავბრუნდე ამბალავაოში, მერე კი თავად გამომყვება ფიანარანცუმდე (მეორე ქალაქამდე) ... მე მშვიდად ვუღიმი, მადლობას ვუხდი გულისხმიერებისათვის, ჩემს პორტერსა და გიდს კი ვთხოვ, რომ დილით 2 საათზე დავიწყოთ მთიდან დაშვება და ვეცადოთ 9-საათიან ავტობუსს მივუსწროთ.. ვეცადოთ მაინც.
- "და თუ ვერ მიუსწარი ავტობუსს?" - შეშფოთებას ვერ მალავს 11 მამაკაცი.
- " თუ ვერ მივუსწარი? ...მმმ.. მაშინ სოფლეში რომელიმე სახლზე დავაკაკუნებ და ვთხოვ ღამე გამათევინონ! დარწმუნებული ვარ უარს არავინ მეტყვის!" - ვუღიმი ჩემს ირგვლივ შემოკრებილ ხალხს და მთელი გულით მჯერა ჩემი სიტყვების.
"At least I get another great story to tell my grandchildren!" - ვეუბნები ამერიკელს, ჩემს გვერდით რომ დგას და უხმოდ გასცქერის მზის ჩასვლას.
"I've been thinking about the same!" - მიღიმის და წარმატებას მისურვებს.
22.11.2015
"ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი დღევანდელი დილის ასეთ გაგრძელებას. საოცარი დილა იყო! საოცარი!"
ღამით მეხის ცემის ხმის ქვეშ ჩამეძინა 100 მეტრის მანძილზე რომ ეცემოდა... არ მახსოვს ასეთ ქარიშხალში ოდესმე თუ მოვყოლივარ, მით უმეტეს კარვით მთაში. უკვე შეგუებული ვიყავი იმ ფაქტს, რომ რომელიმე ადგილობრივი ოჯახისთვის უნდა მეთხოვა სოფელში ღამის გასათევი, თუმცა მაინც დავაყენე მაღვიძარა 2 საათზე, და ჰოი საოცრებავ! კარვიდან გამომძვრალს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დამხვდა.
ფართხა-ფურთხით დავლიეთ ყავა მე და გიდმა. პორტერმა კვლავ არ დამაცადა მდინარეში გატოპვა, ისევ ზურგზე მოგდებული გამიყვანა მეორე ნაპირს! სოფლამდე მისაღწევად ჯერ მთის მასივიდან უნდა დავეშვათ და გადავჭრათ წარანურის ველი. ჯამში 20 კმ... ვიცი რომ შეუძლებელია მივუსწროთ იმ ავტობუსს, მაგრამ მაინც მივსდევ ჩემს გიდს უკუნეთ სიბნელეში...
მზის პირველი სხივები სწორედ მაშინ წამოგვეწია როცა მთის მასივიდან დაშვება დავიწყეთ. და მაინც და მაინც მაშინ დავიხედე ძირს როცა ბილიკზე არხეინად გაწოლილ გველს გადავაბიჯე!!. საოცარი რამ დამემართა იმ წამის მეათედ მომენტში. შიშისგან შევკივლე, მაგრამ სანამ კივილის ხმა გულიდან ამოსვლას მოასწრებდა, გზად გონება გადაეღობა, გეფიცებით, ნათლად დავნახე როგორ გააწნეს შეშუნებულ თეას სახეში "ეხლა შიშის დროა გოგო?!" - სიტყვებით. და ეს კივილიც დარჩა ეგრე, უხმოდ, შუაგზად გაწყვეტილი და თან ამ მომენტში ნაბიჯის სვლაც კი არ შემიჩერებია.
სულ სირბილ-სირბილით ჩამოვირბინე ეს მთები
ცოტა ხანში შუა გზაზე პორტერიც წამოგვეწია. ჩემს გიდს ვემშვიდობები და ახალი ფეხსაცმელების საყიდლად სამყოფ ფულს ვაძლევ და სანამ სახეგაბრწყინებული და ცრემლებ მორეული მადლობას გადამიხდის, პორტერთან ერთად აჩქარებით დავუყვები სოფლის შარა გზას.
არ ვიცი კილიმანჯაროზე ასვლა უფრო გამიჭირდა თუ იმ ველის გადაჭრა. წინ ჩემი მუნჯი პორტერი მიდის. ფეხებზე ამასაც შლოპანცები აცვია და ფაქტიურად ფეხშიშველია. შიგადაშიგ მზერას ჩემსკენ აპარებს, რწმუნდება რომ მოვდივარ და სვლას განაგრძობს. ბავშვივით გაუხარდა როცა ხეზე დიდი ქამელეონი შენიშნა და მაჩვენა!
აღარ მახსოვს რამდენი აღმართი ავიარეთ და ჩავიარეთ... ირგვლივ გასაოცარი სილამაზის სოფელია გაშლილი ნელ-ნელა რომ იღვიძებს ძილიდან.. ჰაერში ლემონგრასის მძაფრი სურნელი ტრიალებს... მინდა აღტაცება გამოვხატო, გავჩერდე და იქაურ ხეებსაც მოვეხვიო, მაგრამ დრო არ მაქვს!
რაღაც მომენტში გულში ბანანზე ოცნება დავიწყე და ჰოი საოცრებავ - ჩემმა პორტერმა ბანანი მომაწოდა ჩანთიდან!
ჰოდა როცა უკვე კუნთებს ვეღარ ვგრძნობდი, სიცხისაგან დასიებული ტერფების აუტანელი ტკივილის გამო და თითოეული ნაბიჯი სიმწრის ცრემლს მადენდა გვერდით გაწკრიალებულა ლენდ კრუიზერმა ჩაგვიქროლა. იქ მოკალათებულმა ტურისტმა მე და პორტერს ფოტო გადაგვიღო ფანჯრიდან. მართლაც რომ საოცარი სასურათენი ვიყავით ღმერთმანი! და სწორედ მაშინ, როცა ალბათ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიჭირდა ფიზიკურად, ვაღიარე, რომ ამ მომენტსაც არ გავცვლიდი არაფრის დიდებით არაფერზე. რომ ეხლა ამ დროს, ამ წითელ შარაზე ყოფნა მერჩვნა ჩემს მუნჯ პორტერთან ერთად ვიდრე ამ ყველაფრის გაწკრიალებული ავტომანქანის ფანჯრიდან დანახვა!
წარმოუდგენლად გაიწელა ბოლო კილომეტრები... დანამდვილებით ვერ ვამბობ რა უფრო გამიხარდა კილიმანჯაროს მწვერვალის დანახვა 1 წლის წინ, თუ ეხლა სოფლის... კარგა ხანია 9 საათი შესრულდა და მეც შეგუებული ვარ იმ ფაქტს რომ ავტობუსს ვერ მივუსწრებთ, თუმცა მიუხედავად ამისა გულში მაინც სიყვარულს ვუხსნი მადაგასკარს... და როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, თიხით გალესილი სახლების ლაბირინთებში დაკარგულებს მანქანის მოტორის ხმა მოგვესმა! სადღაც შემორჩენილი ბოლო ძალები მოკრიბეთ მე და პორტერმა, გავიქეცით და ხელების ქნევით ბოლო წამზე მივუსწარით დაძრულ ავტობუსს სანამ მოსახვევში გაუჩნარდებოდა უკვალოდ!!!
გააჩერეს! ხალხი გადმოცვივდა, ჩემი ბარგი ზემოთ დაამაგრეს. მე ხელი მტაცეს, როგორც Vazaha-ს (უცხოელს) მძღოლის გვერდით ადგილი გამიჩნეს და მომათავზეს... ეს ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, რომ გულში ჯერ კიდევ გაოგნებული ვაგრძელებ "არ მჯერა, არ მჯერა!"-ს ძახილს...
ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერებაა ამ ავტობუსით მგზავრობა როცა 3 დღე ათობით კილომეტრი გაქვს გავლილი მთა-ღრეში
მგაზვრებს შორის ყველაზე ძუნძგლიანი მე ვარ, ისეთი შეშლილი სახე მაქვს და ისეთი სურნელი ამდის, რომ გვერდით მჯდომ მძღოლის ბავშვს შეეშინდა და მთელი გზა ჩემგან დამალვას ცდილობს. რა არ ვცადე, მაგრამ ვერაფრით მოვინადირე მისი გული.
იმავე დღის ბოლოს ამბალავაოს ქუჩებში სეირნობისას შემთხვევით ჟიჟის გადავეყარე. რა თქმა უნდა ქორწილში არ იყო. თუმცა ჩემდა გასაკვირად ამ ფაქტს არანაირი რეაქცია არ მოყოლია ჩემი მხრიდან. ვერნაირი უარყოფითი ფიქრი ვერ დავიჭირე გონებაში. პირიქით, მადლობა გადავუხადე, გიდი და პორტერი შევუქე, დავემშვიდობე და გავეცალე სანამ ისევ თავის თვალისმომჭრელ ღიმილს შემომანათებდა...
მართლაც, მადლობის მეტი რა მეთქმის. რომ არა მისი ტყუილი ხომ ვერასოდეს გავიცნობდი ჩემს გიდს და პორტერს, მისი ღიმილითა და ენაწყლიანობით მოხიბლული უბრალოდ ვერ შევამჩნევდი ამ ორ ადამიანს და შესაბმისად ვერც მათ დახმარებას შევძლებდი. ვერც იმ ფაქტს შევიგრძნობდი ასე მძაფრად თუ რა დამანგრეველი ძალა აქვს ნეგატიურ ფიქრებსა და განწყობას და როგორ შეიძლება მთელი experience შეცვალო, მხოლოდ საკუთარი ფიქრებისა და ქცევის ცვლილებით... რომ არა ჟიჟი და მისი ტყუილი, განა მივიღემდი ასეთ გაკვეთილს?
The Best gift you can ever give to yourself is Experience! - მაშინაც როცა მზის ამოსვლას ვუცქერდი, ან როცა ავტობუსში ჩაჭეჭყილი ამბალავაოსკენ ვბრუნდებოდი 3 დღის ოფლში და მტვერში ამოსვრილი, ვიცოდი და დღემდე მწამს რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მოგზაურობაში არ იყო მზე, არც ლამაზი მთა ბარი, არც ის საოცარი ფოტოები მე რომ გადავიღე. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება და დიდი საჩუქარი იყო ის, თუ როგორ ნათლად დავინახე რა ძალა აქვს სიყვარულს და პოზიტიურ განწყობას. მაშინ როცა ყველა და ყველაფერი შენს გარშემო თითქოს შენს საწინააღმდეგოდ არის მომართული... ვითომ ხომ არაფერია ამაში ახალი, ამ ყველაფერზე რამდენი რამ დაწერილა და თქმულა, მაგრამ როცა ეს მომენტი დგება თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში, რატომღაც შუსრულებელ მისიად რჩება ჩვენს თავს ვუთხრათ - "მე მაინც კარგად ვარ!".. და იმ მომენტში როცა ამას მაინც ვახერხებთ, ირგვლივ საოცრებები ხდება!
პ.ს. შემდეგ იყო უამრავი სხვა თავგადასავლი. კიდევ ერთხელ დამეკარგა ჩემი წიგნი... ისევ დამიბრუნეს :). შევხვდი უამრავ საინტერესო ადამიანს, უფრო მეტ კეთილ ადგილობრივს და ერთ ძალზედ უცნაურ კაცს, ცენტრალური მადაგასკარიდან აღმოსავლეთ სანაპირომდე რომ გამომყვა და ბოლოს მისი კომპანიისაგან თავი ვერანაირად რომ ვერ დავიძვრინე, იძლებული გავხდი სასტუმროდან დილის 5 საათზე გავპარულიყავი უჩუმრად... ჩავშალე სოფლის ფეხბურთის მატჩი და სკოლის გაკვეთილები, 7 საათის ნაცვლად 21 საათი მომიწია მატარებლით მგზავრობა და ბოლო დღეს ჰოსტელში შევეჩეხე ყველაზე "უსიამოვნო" ქალს ადრე რომ გადამეყარა სადღაც შუა კუნძულზე და ჩემდა გასაკვირად კვლავ საოცრების მომსწრე გავხდი: მაშინ როცა ყველაზე "unkind" -პერსონას გულით დავეხმარე ყველანაირი მოლოდინის გარეშე, აღმოვაჩინე, რომ მისი ავი ნიღბის ქვეშ, საოცარი პიროვნება იმალება!...
ამ ყველაფრისა და არა მარტო I love you Life! I love you Madagascar!
უფრო ვრცლად კი აქ მიწერია ძველ პოსტში -> Amazing People Everywhere!
საოცარია რამდენი კარგი ადამიანი არსებობს დედამიწაზე. მე კი ნამდვილად იღბალა ვარ, რადგანაც ბედი ყოველთვის კარგ ადამიანებთან შეხვედრით მასაჩუქრებს ხოლმე. აი ისეთებით როგორც ის შემთხვევითი პორტუგალიელი ბიჭი, ჩემი უგანდაში გაცნობილი იტალიელი მეგობრის დაკარგული ჩანთა რომ იპოვა ლისაბონში და მე მომწერა თბილისში იქნებ გააგებინო მეგობარს მე რომ მაქვს მისი ჩანთაო.
კიდევ ამერიკელი ჯენა, თავისი მოგზაურობის ბოლო დღეს რომ იპოვა ჩემი დაკარგული აიფონი ლისაბონში და მთელი 2 საათი მელოდა იქნებ მობრუნდესო. საბოლოოდ ჩვენი ისტორია BBC-ზეც მოხვდა :) -> Five stories of human kindness
სანდომიანი პორტუგალიელი ტაქსის მძღოლი, დაკარგული აიფონი რომ დამიბრუნა ლისაბონში. ან მაღაზიის გამყიდველი მადაგასკარზე, წიგნი რომ დამრჩა მის მაღაზიაში და ყდაზე მიწერილ ნომრებზე რეკავდა ჩემთვის ხმის მოსაწვდენად. ან კიდევ ესპანელი ბიჭი, მთელი ქუჩა რომ მსდია მადრიდში ჯიბიდან ამოვარდნილი თავსაბურავის დასაბრუნებლად და მერე ხალხის ტალღაში გაქრა უკვალოდ!
ყოველი ასეთი ადამიანი და მომენტი ისეთი ძვირფასია რომ მათი უბრალო მოგონებაც კი მათბობს ამ ცივ და რუხ ზამთარში;
გასული ზაფხული იყო მართლაც გამორჩეული. მე და ჩემს მეგობრებს დევიზად გვქონდა "არც ერთი შაბათ-კვირა თბილისში" და ძალი არ დავიშურეთ მის შესასრულებლად. მიყვარს ჩემი ამწვანებული მთა ბარი და ჩემი მოხეტიალე მეგობრები!
როცა ძალადობის მსხვერპლი ხარ, გაწუწული ხარ, გცივა მაგრამ მაინც გთბილა იმიტომ რომ .. <3
ჩემი ცხოვრება სავსეა კატასტროფებით, რომელთა შედეგადაც ყოველთვის ყველაზე საოცარ ადგილას ვხვდები. ეს ტენდენცია უკვე აღარ მაკვირვებს, უბრალოდ ვტკბები :)
"მე"-სთან მარტო დარჩენილი მთის მწვერვალზე მივხვდი, რომ არაფრის დიდებით არ გავცვლიდი აი ამ მომენტს თუნდაც მხიარულ წვეულებაზე, თუნდაც საყვარელ ადამიანებთან.
უკან ფოტოზე ლისაბონელი ლუიზაა. ფოტოს რომ ვუღებდი მომიტრიალდა და მითხრა "I am the witch and I like you! " :)
სცენაში ესენი სასტუმროდან გამოდიან და მანქანაში სხდებიან, მე კიდევ ამ სასტუმროს წინ დავსეირნობ უწყინარი სახით, ჩემი დახეული ზურგჩანთითა და გაწეწილი თმებით
კუბის მოგზაურობა კიდევ 2 რამედ ღირდა. ერთი რომ ნამდვილი მატარებლის მემანქანედ ვიქეცი მთელი 10 წუთი
უკვე ვიცი რას ვუსურვებ საკუთარ თავს 2016 წელს. ვუსურვებ, რომ საკუთარი მანქანის მემანქანე გამხდარიყოს :)
და მეორეც ის, რომ შობის დღეს შარშანდელი ოცნება ამისრულეს და ცურვა მასწავლეს. ჰო, როგორც იქნა ცურვა ვისწავლე, შობის დღეს, კარიბის ზღვაში.
Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com2tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-59040915656783638082015-07-17T06:33:00.003-07:002015-07-22T11:26:16.718-07:00Small Big Things or Amazing People Everywhere!Traveling is always about the people we meet along the way - მითხრა ერთხელ ჩემზე ათასჯერ მეტად გამოცდილმა მაწანწალამ ორიოდე წლის წინ თბილისის ერთ-ერთ ჩვეულებრივ კაფეში ჩვენს არაჩვეულებრივ მოგზაურობის ისტორიებს რომ ვუზიარებდით ერთმანეთს. მეც რა თქმა უნდა დავეთანხმე, მიუხედავად იმისა, რომ Solo მოგზაურის ქალის ტიტული უკვე მყარად მომეკერა, პირადად მე ვთვლი, რომ ყოველი ჩემი მოგზაურობის დასამახსოვრებელი ისტორია, სწორედ ამ ისტორიაში მონაწილე ადამიანების გამო არის ასეთი განსაკუთრებული.
ეხლაც მინდა ჩემს ბოლო მოგზაურობაზე დავწერო. კერძოდ კი იმ ადამიანებზე, რომელთა წყალობითაც ის მუდამ გამორჩეული იქნება ჩემთვის.
ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული ადამიანის ნახვის სიხარულით მიმიწევდა გული ლისაბონისაკებ. მას პალმირა ჰქვია, იტალიელია, ერთმანეთი წლების წინ უგანდაში გავიცანით, მაშინ როცა ეროპორტიდან პირდაპირ ნილოსის სათავეზე სარაფტინგოთ გავიქეცი და აქოშინებული ჩავუხტი ნავში აფრიკაში მომუშავე ექიმებს საზღვრებს გარეშე. მერე რა რომ ცურვა არ ვიცოდი და წყლის პანიკური შიშიც მქონდა, სამაგიეროდ გვერდით მეჯდა გოგონა, რომელიც მამხნევებდა და სახელად ერქვა პალმირა - რა თქმა უნდა ამ სახელის პატრონი, ისედაც განწირული იყო ჩემი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.
ჩემი აფრიკული თავგადასავალი უფრო დეტალურად აქ მაქვს აღწერილი ->აფრიკიდან და აღარ დავწვრილმანდები. ეხლა უბრალოდ იმას გიამბობთ, თუ როგორ მივიქციეთ მე და პალმირამ სიმპათიური ფრანგი სპეცნაზელების ყურადღება მეზობელ ნაში რომ ისხდნენ და რამოდენიმე საათი სამხედრო სიმღერებისა და ათასგვარი აკრობატული ილეთებით უძირო ნილოსში ხტომით გვაწონებდნენ თავს. თუმცა ჩვენდა გასაკვირად, რაფტინგის დასასრულს საკმაოდ მოკრძალებულად მოვიდნენ და საერთო ფოტოს გადაღება გვთხოვეს.
ეს მომენტი უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე ფერადი, ღიმილიანი და პოზიტიური მოგონებაა ჩემს ცხოვრებაში
ამ დღის შემდეგ ამ ფოტოს ხან მე და ხანაც პალმირა ქავერად ვიყენებთ facebook-ზე, ორივენი ვთვლით რომ აქვს მას რაღაცნაირი მაგიური ძალა, რითაც ყოველთვის კარგ ხასიათზე გვაყენებს.
დრო გავიდა, პალმირა ლისაბონში გადასახლდა და მოუთმენლად მელის, თუ როდის ჩავალ და თბილ აფრიკულ დღეს ისევ სიცილ-კისკისით გავიხსენებთ.
ერთ საღამოსაც, გამგზავრებამდე ორიოდე კვირით ადრე, უცნობი პორტუგალიელი ბიჭისგან შეტყობინებას ვიღებ. ბიჭი ბოდიშს მიხდის შეწუხებისათვის და მწერს, რომ ლისაბონის ქუჩებში სეირნობისას იპოვა ჩემი მეგობარი პალმირას დაკარგული ჩანთა. მიგზავნის ფოტოსაც სადაც ნათლად სჩანს მეგობრის ნივთები (მათ შორის საბუთები, პლასტიკური ბარათები, ფული...). მთხოვს, მე შენს მეგობარს ვერ ვწერ დახურული აქვს facebook-იო და იქნებ შენ გააგებინიოო. როგორც აღმოჩნდა, მე სწორედ იმ ჩვენი განსაკუთრებული რაფტინგის ფოტოთი მიპოვა ასე რომ ვგვიყვარს მე და პალმირას.
მეგობარს რა თქმა უნდა გავაგებინე, თან ერთნაირად აღფრთოვანებული და ბედნიერი ვიყავი ვიღაც სრულიად უცხო ადამიანის სიკეთით და იმ ფაქტიტაც, რომ სწორედ მე მემომწერა. ნამდვილად უცნაური და განსაკუთრებული გრძნობაა როცა თბილისიდან ეხმარები უგანდაში გაცნობილ იტალიელ მეგობარს იპოვოს ლისაბონში დაკარგული ჩანთა. ამ ისტორიამ კი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ამ ქვეყნად არსებობენ კეთილი და პატიოსანი ადამიანები და კიდევ ის, რომ facebook-ის ქავერ ფოტოს მართლაც რომ შეუძლია კარგი სამსახური გაგიწიოს.
რამოდენიმე საათია რაც ლისაბონში ჩამოვფრინდი, უძინარმა და დაღლილმა ჩემი ზურგჩანთა ჰოსტელში დავტოვე და ქალაქის ცენტრს მივაშურე საბოდიალოდ. პალმირა მუშაობს და საღამოს უნდა ვნახო, მანამდე კი თავს ჭრელა-ჭრულა ქუჩებში ხეტიალით და ფოტოაპარატის ჩხაკუნით ვირთობ. წავედი ბალემში, იქაურმა მუზეუმმა და მონასტერმა ვერანაირად ვერ მომხიბლეს და გოთიკური კედლების ცქერას იქვე სანაპიროზე წამოკოტრიალება და საკუთარი ფეხებისათვის ფოტოების გადაღება ვარჩიე.
ეგეც რომ მომეზრდა, იქვე კოშკის სახურავზე ავძვერი და ზემოდან გადმოვხედე ქალაქს. მომშივდა, ჩემს lonely planet-ში ნაქებ ცნობილი საცხობის რიგში მთელი 1 საათიც ვიდექი და ის-ის იყო გემრიელად სადილს ვაპირებდი, რომ აღმოვაჩნე მობილური ტელეფონი არ მაქვს. სავარაუდოდ სანაპიროზე დამრჩა, იმ სანაპიროზე ასობით ადამიანი რომ ირეოდა.. ვერაფერი კარგი დასაწყისია მოგზაურობის ღმერთმანი.
გუნება წამიხდა და საშინლად დავმძიმდი. ის იყო უკან ჰოსტელში დაბრუნებასა და ყველასთვის დავაპირე გამეგებინებინა რათა პირადი მესიჯი არ მოეწერათ watsapp-სა და viber-ში, რომ რატომღაც ფეხებმა უკან სანაპიროსკენ წამიყვანეს (გონება კი ამტკიცებდა აზრი არ აქვსო, მაგრამ მაინც).
მივუახლოვდი თუ არა იმ ადგილს სადაც ვიწექი, ვხედავ გოგონას, რომელიც იქვე ზის, მიღიმის და ხელში ჩემი ტელეფონი უჭირავს!
თურმე ნუ იტყვით, მე როგორც კი ავდექი მაშინვე დაუნახავს ტელეფონი. მიხვდა რომ დამრჩა... ჯერ იყო და იმ ნომრებზე ვისთანაც ბოლო სმს-ები მქონდა დაგზავნილი შეტყობინებები გააგზავნა თეომ ტელეფონი დაკარგაო. შემდეგ მთელი 2 საათი იჯდა სანაპიროზე და მელოდა იქნებ აღმოაჩინოს დანაკარგი და მობრუნდესო.
გოგონა ამერიკელი აღმოჩნდა, მთელი 5 თვე მოგზაურობდა დედამიწის გარშემო. იმ დღეს მისი მოგზაურობის ბოლო დღე იყო და გამთენიისას სახლში ბრუნდებოდა ტეხასში. რომ არ გამოჩენილიყავი, შენს ტელეფონს ჩემი ჰოსტელის მისაღებში დავტოვებდი და შენ კიდევ მეილზე მოგწერდიო მითხრა.
ვერც კი გავიგე როგორ გავიდა რამოდენიმე საათი ჯერ სანაპიროზე ჭორაობაში, შემდეგ კი რესტორანში ვახშამში. ერთმანეთს ერთ საღამოში მოვუყევით ათასგვარი ისტორიები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მოგზაურობაში ყველაზე მთავარი არის ის თუ ვინ შეგხვდება გზად.
მერე რა რომ მსოფლიოში ყველაზე დაბნეული და დაბდურა მოგზაური ვარ. სამაგიეროდ , ალბათ ნამდვილად ვარ ყველაზე იღბლიანიც, რადგანაც ზეცა მუდამ ასეთ კარგ ადამაიანებს მიგზავნის ხოლმე მხსნელად.
ჰო და იმ საღამოს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კაცობრიობას ნამდვილად აქვს შანსი გადარჩეს სანამ ჯენას და იმ პორტუგალიელი ბიჭისნაირი ადამიანები იარსებებენ.
ეს ბარათი ჩემს თავს დავუწერე და გამოვუგზავნე, რომ არ დამავიწყდეს! :)
Amazing Team SCA
პაკისტანური შვებულების დროს ერთხელ ქუჩაში გაფიცულ ქალებს ფოტო გადავუღე, მერე ეს ფოტო Getty Images საიტზე ავტვირთე და ჩემდა გასაოცრად იმ კონკურსშიც გავიმარჯვე Team SCA -ის რომ ჰქონდა გამოცხადებული ქალი ფოტოგრაფების წასახალისებლად. სწორედ ამის გამო ამოვყავი თავი პორტუგალიაში Volvo Ocean Race -ის ერთ-ერთ გაჩერებაზე. ვინც არ იცით ეს არის რეგატა რომლის მონაწილე გუნდები მსოფლიოს გარს უვლიან.
ჩვენი გუნდი Team SCA ერთადერთი ქალთა გუნდია და შესაბამისად მსოფლიოს მასშტაბით ახორიელებენ კამპანიას ეგიდით Amazing Women Everywhere, რომლის მიზანიც ჩვეულებრივი და ამავე დროს განსაკუთრებული ქალების წარმოჩენა და მსოფლიოსთვის მათი ისტორიების გაცნობაა. მე როგორც კონკურსის გამარჯვებულს, მევალება მთელი კვირა მათთან ერთად გავატარო, გადავიღო ფოტოები და გავაუმჯობესო ჩემი "ფოტოგრაფიული სქილები".
ასეთი ზარ-ზეიმით დავხვდით ჩვენს გუნდს ლისაბონის პორტში
ამ საოცარ ადამიანების თავგადასავალზე წაიკითხეთ აქ ->www.teamsca.com
When Figu wishes you a Good Luck
დილით ადრე გამოვცხადდი Team SCA-თან. მომდევნო 1 კვირა მათთან უნდა ვიყო მე კიდევ სწორედ იმ დილით გავაცნობიერე, რომ რეალურად აზრზე არ ვარ ფოტოგრაფიის, არც კი ვიცი როგორ გადავიღო სწორად ფოტოები (ტექნიკური ცოდნა-გამოცდილება მაქვს 0) და გული შემეკუმშა შიშისაგან. აქამდე აპარატს მხოლოდ ჩემთვის ვაჩხაკუნებდი იმ ერთადერთი მიზნით, რომ აღმებეჭდა და შემომენახა ჩემი მოგზაურობის მოგონებები. ეხლა კი უცებ, აღმოვჩნდი საერთოდ სხვა სამყაროში სადაც ჩემს თავს ასე აცნობენ "Teo is our Getty photographer" - და ამის გამგონეს მუხლები მომეკვეთა პანიკისაგან..
ძალიან მოწადინებული ბავშვია ეს!
დღე ინტენსიურად დაიწყო. მართალია, თავიდან დაბნეულად ვხეტიალობდი პავილიონებს შორის და თავს ნავებზე მოფუსფუსე პერსონალის თვალიერებით ვირთობდი, თუმცა მალევე დამასაქმეს და ხან ექსკურსიაზე მოსული ბავშვებისათვის, ხანაც ჩვენი გუნდის სუპერ ფანისათვის დამავალეს ფოტოების გადაღება.
სწორედ ამ ბოლო ინტერვიუს გდაღებისას ის იყო ერთ-ერთ სპორტსმენსა და ამ ფან გოგონას რომლებიც ნავისკენ მიემართებოდნენ უკან მივსდევ, რომ ვხედავ ჩვენი მიმართულებით, არც მეტი და არც ნაკლები ათობის ჟურნალისტით გარშემორტყმული ლუიშ ფიგუ მოაბიჯებს!!.
ფიგუმ გოგოებს გაუღიმა, უნიფორმით მიხვდა ალბათ რომ სპორტსმენები იყვნენ და ეცადა გამოლაპარაკებოდა, თუმცა მათ აშკარად არ შეიმჩნიეს და ისე ჩაუარეს ზედ არც კი შემოხედეს. ამაზე ფიგუმ მხრები გაოცებისაგან აიჩეჩა, სამაგიეროდ წამში მე აღმოვჩნდი მის წინ და ჩემი აპარატიც ცხვირწინ ურცხვად გავუჩხაკუნე.
ფიგუმ გამომხედა, გაიღიმა ისე როგორც მარტო მისნაირ ქარიზმატულ ტიპებს შეუძლიათ და Good Luck-კო მომაძახა. და სწორედ იმ წამს, როცა გავაცნობიერე, რომ პირველი ადამიანი ვინც პირველივე დღეს წარმატებები მისურვა იყო ჩემი ბავშვობის კუმირი , ვიღაც მადლიანმა ეს ფოტო გადაიღო. ალბათ სახეზე მაწერია რა ბედნიერიც ვარ :)
ეტყობა ფიგუც ძალზედ ბედნიერია რომ მე გადავუღე ფოტო :)
Stay away from Xuanitos!
გაგიგიათ ეს ხუმრობა? Моя жизнь прям как "Санта Барбара" - вот- вот должен быть HAPPY END, как появляется ещё какой-нибудь Хуанито...
სწორედ ასეთი უსინდისოდ სიმპათიური, ჭეშმარიტი ხუანიტო გამომეცხადა მეორე დილით და განმიცხადა შენი მენტორი ვარ, დღეს უნდა გასწავლო ფოტოების გადაღებაო.
მენტორობის და ფოტოების გადაღების რა მოგახსენოთ, მაგრამ მთელი ჩემი ოცნება, რომ ოდესმე ფოტოგრაფი გავხდებოდი სულ რაღაც 1 საათში გაფერკმრთალდა და დღის ბოლოს კი საერთოდ სადღაც გაქრა. ვუყურებდი თუ როგორ დაჰქროდა ერთი ობიექტიდან მეორეში, როგორ იღებდა მართლაც ძალიან კარგ ფოტოებს, თუმცა რაც მეტს ვაკვირდებოდი ვრწმუნდებოდი, რომ მე არ მინდა ოდესმე მას დავემსგავსო. ჩემთვის ფოტოგრაფია ყოველთვის დასვენების საშუალება იყო და არის. ამ დროს ვისვენებ სამსახურისგან, სტრესისგან, ადამიანებისგან. აქ მე ვარ, ჩემი კამერა და კიდევ ის რასაც ვიღებ. ეს პროცესი ყოველთვის ძალიან პირადული იყო ჩემთვის და იმ დღეს კიდევ აღმოვაჩინე, რომ ამ ურთიერთობაში გაჩნდა ზედმეტი მხარე - დამკვეთი და იმდენად დავითრგუნე ამ ყველაფრით, რომ მთელი ჩემი good luck ენერგია გამომაცალა და სადღაც გაქრა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ მენტორს დამშვიდობებისას პირდაპირ ვუთხარი "არასოდეს გაპატიებ ჩემი ოცნებების მსხვრევას თქო". რაზეც მან მხრები აიჩეჩა და ჭეშმარიტი ხუანიტოსათვის დამახასიათებელი თვალის მომჭრელი ღიმილით მიპასუხა, რომ აბა რა გეგონა, ფოტოგრაფია რთული საქმეაო...
"კიდევ ერთი დასტური გოგოებს, თუ რატომ უნდა დავიჭიროთ თავი შორს ხუანიტოებისაგან, ესენი არაფერს არ აკეთებ გარდა იმისა, რომ სასიცოცხლო ენერგიას გართმევენ!" - ვფიქრობ ჩემთვის სასტუმროს ლობიში ჩამომჯდარი და ის-ის იყო ჩემი ოცნების სანაგვეზე მოსრლას დავაპირე, რომ გვერდით ჩამავალმა სრულიად შემთხვევითმა ადამიანმა სვლა შეაჩერა, მომიჯდა და ისეთი რჩევები მომცა, რომლის წყალობითაც შემდეგი კვირა სავსე იყო ათასგვარი წვრილმანი საოცრებებით.
გაინტერესებთ რა მირჩია უცნობმა? განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ შემახსენა, რომ ირგვლივ ყველა კარგი ადამიანია და მთავარია ეს დაინახოო. შენ კიდევ ღიმილი გიხდება, გაიღიმე და ნახავ როგორ შეიცველება ყველაფერიო..
უცნობს დავუჯერე და რაც შემდეგ მოხდა გაგაოცებთ!
ვხუმრობ რა თქმა უნდა :)) უბრალოდ გამიმართლა, რომ როგორც კი ჩემს უცნობ მეგობარს დავუჯერე და გავიღიმე, უეცრად ჩემს ირგვლივ უამრავმა საოცარმა ადამიანმა მოიყარა თავი. რაღაც მომენტში მეუფლება გრძნობა, რომ მოვხვდი პარალელურ სამყაროში, სადაც ყველა გარუჯული და ჯანსაღი აღნაგობისაა, ყველა გულრწფელად იღიმის და მუდამ მზად არის დაგეხმაროს. აქ არ აღელვებთ ის კატაკლიზმები და კატასტროფები რაც პავილიონის მიღმა ტრიალებს, არც რუსეთია აქტუალური და არც ISIS. აქ ადამიანებს სიცოცხლე უყვართ და ამ სიყვარულით შენც გაავადებენ..
მგონი პირველი გურული ვიყავი ვინც Volvo Ocean Race-ზე მოხვდა :)
სხვა წვრილ-წვრილი გამართლებები
შემდეგ კიდევ მოხდა ის, რომ ისევ დავკარგე ტელეფონი. ამჯერად დამრჩა ტაქსიში. და სანამ მე და სასტუმროს ადმინისტრატორი ტაქსების კომპანიაში ვრეკავდით, ტაქსისტი თავისი ფეხით მობრუნდა და დამიბრუნა ჩემი აიფონი!
ძალიან გამიმართლა მეორე მენტორში. ფოტოების გადაღება დავიწყე 1985-წელსო მომიყვა (როცა მე დავიბადე!). ჯერ სპორტსმენი იყო იგივე ვოლვოს რეგატით 4-ჯერ შემოურა დედამიწას. ყველაფერს მიაღწია ფოტოგრაფიაში რაზეც მე ვოცნებობდი და ვოცნებობ. და ეხლა იდგა ნავში ჩემს გვერდით და მასწავლიდა თუ როგორ გადამეღო დინამიური ფოტოები. ჩემთვის აღმოჩენა კი ის იყო, წყლის პანიკური შიშისა და იმის მიუხედავად რომ ცურვა არ ვიცი, თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობდი. სწორედ ეს არის დიდი ადამიანების თვისება, მათ გვერდით თავს ყოველთვის მშვიდად და დაცულად გრძნობ (გავიფიქრე მაშინ).
მომწონს ეს ფოტო
იღბალს ვაბრალებ იმ ფაქტსაც, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული 1 გასეირნების ნაცვლად, ნავზე ჯერ მარტო 4-ჯერ ვიყავი. ეს ფაქტი ყველას უკვირდა, მათ შორის მეც. თუმცა ბედნიერება შევიფერე და სიამოვნებით ვიღებდი ჩვენი გუნდისა და არა მარტო უამრავ ფოტოებს.
In port race, Lisbon
ბოლო კადრი. ასე გავაცილეთ ჩვენი ნავი საფრანგეთისკენ
ერთ დღესაც ჩვენთან შვედეთის პრინცესა უნდა მოსულიყო სტუმრად. ჩვენს ნავს შვედური გიგანტი კომპანია SCA ასპონსორებს, პრინცესა კიდევ მისი ნათლიაა. სულმოუთმენლად ველი ამ ქალს, არა იმიტომ რომ მისი თაყვანისმცემელი ვარ, სიმართლე ითქვას სულ ორი დღის წინ ვნახე ინტერნეტში თუ როგორ გამოიყურებოდა. უბრალოდ ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ცოცოხალ მონარქს მოვკრავ თვალს და რაღაცნაირად აღელვებული ვარ. რა თქმა უნდა არც ვოცნებობ მასთან, ან მისთვის ფოტოს გადაღებაზე.
ვიზიტის წინა დღეს ჩვენი მენეჯერი გეგმას აყალიბებს და სწუხს რომ ფოტოგრაფი არ ჰყავს, ვინც ნავიდან გადმოსულ პრინცესას გადაუღებს ფოტოს. უეცრად მისი მზერა ჩემზე ჩერდება და თვალები უბრწყინავს...
გადავიღე პრინცესა ნავიდან გადმოსვლის დროს
და ასევე პრესკონფერენციის დროსაც, რომლის დასრულების შემდეგ, როცა ყველა ჟურნალისტი გამოაბრძანეს პავილიონიდან, მე იქვე კუთხეში მორიდებით ავიტუზე (სულ რაღაც კომპანიის კომპანიის ტოპ მენეჯერების გვერდით) და ასე ურცხვად მოვუსმინე ბოლომდე თუ როგორ უყვებოდნენ ჩვენი გოგონები ნათლიას გემზე ცხოვრების დეტალებს
და ის იყო პრინცესა წასვლას აპირებდა, ყველას (სპორტსმენებსა და ტოპ მენეჯერებს) დაემშვიდობა, რომ იქვე კუთხეში ატუზულთან მოვიდა და ხელი გამომიწოდა. მე კი ისე დავიბენი, სულ რაღაც მთელი 2 წამი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ თვით შვედეთის პრინცესა იდგა ჩემს პირდაპირ და ხელს მიწვდიდა დასამშვიდობებლად... აქაც გამიმართლა!
რამდენად გამართლებაა არ ვიცი, მაგრამ მთელი კვირა პორტში პატრულირებდნენ საშიში შესახედაობის სპეცნაზელები. ერთხელაც როცა ჩვენი ნავი მათსაც გაუსწორდა, არ ვიცი რატომ, გავუღიმე და მივაძახე "Hi Guys!" და მათი რექციით მე კია არა მთელი ჩვენი ნავი სახტად დავრჩით. ამ "საშიშმა" ადამიანებმა, ჯერ იყო და ხელები გვიქნიეს პასუხად, მერე კიდევ ფოტოები აქეთ გადაგვიღეს. პატარა, მაგრამ სახალისო მომენტი იყო მართლაც.
Amazing Women Everywhere
მოგზაურობა განსაკუთრებით იმიტომ მიყვარს, რომ ამ დროს თუ გამიმართლებს ვხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულწილად შემდეგ ჩემი შთაგონების წყაროები ხდებიან. რომლებისგანაც რაღაც თვისებებს ვიპარავ და ცოტაოდენ მაინც ვიზრდები პიროვნულად.
მართლაც, საოცარი გრძნობაა, როცა ხვდები ადამიანებს, რომელთაც ნაპოვნი აქვთ ცხოვრების მიზანი და Passion! განსაკუთრებით კი მაშინ ვიხიბლები, როცა ეს ახალგაზრდა ქალია. მატილდა სწორედ ასეთი გოგონაა, უდიდესი მომავლით. დარწმუნებული ვარ მალე თავის სიტყვას იტყვის დიდ სპორტში. პრინციპში ის უკვე სუპერსტარია და როცა ვუსმენდი თუ როგორ საუბრობდა თავისი ცხოვრების საქმეზე, ვგრძნობდი რომ მეც ვიმუხტებოდი მისი საოცარი ენერგიით.
ლუიზა მატილდასგან განსხვავებით სინიორია. მეტად უცნაური ქალია, დადის და ლისაბონი ქუჩებში საოცარ გრაფიტის აკეთებს. დამშვიდობებისას გადამეხვია და განმიცხადა I am the witch and I like you!-ო. ეგრეა, ყოველთვის უცნაურ და გამორჩეულ ადამიანებს მოვწონვარ მე.
უბრალოდ მოუსმინეთ თუ რას საუბრობს ეს ქალი ამ ინტერვიუში, რომლის ჩაწერის დროსაც ჩემი საყვარელი ფოტო გადავიღე ამ ტრიპში და შეუძლებელია პოზიტივით დამუხტვას გადაურჩეთ
ეს გოგონა არ ვიცი ვინ არის, უბრალოდ ეს ფოტო მაშინ გადავუღე, როცა გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავად ერთ-ერთ სკოლაში მიიწვიეს ჩვენი სპორტსმენები, ბავშვები კი მათ საპატივცემულოდ მუსიკალურ ნომერს ასრულებდნენ. რაღაცნაირად მეც ავყევი მისი ბარაბნის რიტმებს და ვიგრძენი რომ მასთან ერთად სადღაც შორს წავედი.
The View from the Top is Always Better
ერთ დღესაც სტუმრად ცნობილი გლამურ ბლოგერები გვყავდა. ექსკურსია ნავის დათვალიერებითა ანძაზე მათი აყვანით გაგრძელდა. ცნობისათვის, ანძაზე ასვლა იქ დიდ პატივად ითვლება და ჩვეულებრივი, ჩემნაირი მოკვდავებისათვის რბილად რომ ვთვათ, მასზე მარტო ოცნება თუ შეიძლება. მე კი იქ აძრომაზე მას შემდეგ ვიცნებობ, რაც პირველივე დილით ვიღაც ბიჭი დავინახე ჰაერში გამოკონწიალებული. ეხლაც ვიდექი ნავზე და ქვემოდან ვუცქერდი ამ გლამურულ ადამიანებს, გლამურულად რომ იხდენენ ჩემს ოცნებას.
ჰოდა რა თქმა უნდა აქაც გამიმართლა. ფოტოსესიის დასრულებისთანავე, სანამ ნავიდან გადმოგვაბრძანებდნენ დასაკარგი რა მაქვს მეთქი გავიფიქრე და მორიდებით ვიკითხე თუ შეიძლება მეც ავალ ზემოთ, ფოტოებისათვის მჭირდება თქო და თან კი მოვემზადე უარის მისაღებად. ყურებს არ ვუჯერებდი, როცა პასუხად მითხრეს ადი ოღონდ კამერას გაუფრთხილდიო! და სანამ იმის გააზრებას მოვასწრებდი, რომ მე იდეაში სიმაღლისაც პანიკურად მეშინია, უკვე 29 მეტრის სიმაღლეზე ვიყავი ჰაერში გამოკონწიალებული.
View from the top is always Better!
როცა ჩემი უცნობი მეგობარი პირველად დავინახე, სწორედ ის ანძაზე ასული ბიჭი ეჭირა თოკით - დაცვაში ედგა ანუ თავად. შემდეგ ჩემთან საუბარში აღიარა, რომ საოცარი გრძნობაა, როცა ადამიანი სიცოცხლე გიჭირავს ხელშიო.
უეცრად ქვემოთ დავიხედე და დავინახე, თუ როგორ უჭირავს იგივე ადამიანს თოკი ხელში რომელზეც ამჯერად მე და ჩემი სიცოცხლე ვკიდივართ და ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ საერთოდაც არ მეშინია. არ მაქვს არანაირი სიმაღლის შიში და შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი მემუქრება სანამ დაცვაში ის მიდგას.
მოგვიანებით ამ მომენტზე კიდევ უფრო მეტად დავფიქრდი. შეიძლება სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობაში და ცხოვრებაშიც? მართლაც რა ფასდაუდებლია ის წამი, როცა იაზრებ, რომ ყველაფრისდა მიუხედავად არანაირი საფუძველი არ გაქვს გეშინოდეს, რადგანაც იქვე ახლოს სწორი ადამინი დგას შენს დაცვაში.
"მე არ მჯერა იღბალის, ის არაფერ შუაშია!" - გამომიცხადა ჩემმა უცნობმა მეგობრმა, როცა ვუთხარი რომ ჩემი ეს მოგზაურობა სხვა არაფერია თუ არა და იღბლიანი მოვლენებისა და დამთხვევების ერთობლიობა და სანამ შეპასუხებას მოვასწრებდი დაამატა - "კარგი ამბები ხდება კარგი ადამიანების თავს. ადამიანი იღბალს თავად იქმნი საკუთარი "იკარგით"..
მე არაფერი არ ვუთხარი მაშინ, თუმცა დღეს დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი იღბალი ჩემს შინაგან განწყობაზე და იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ მწამს ადამიანების გარშემო. ამ რწმენას კი პალმირას, ჯენას და მისნაირი პიროვნებები გვაძლევენ, მაშინ როცა არსაიდან გაჩნდებიან ჩვენს გვერდით და უბრალო სიტყვითა თუ სრულიად ჩვეულებრივი ქმედებით კაცობრიობაში და რაც მთვარია საკუთარ თავში რწმენას გვიბრუნებენ.
მიყვარს ყველა ასეთია ადამიანი ჩემს ცხოვრებაში (მოგზაურობაში და მის გარეთაც).
პ.ს. რამოდენიმე კვირის წინ, ხუანიტომ მომიკითხა და ჩემი და ფიგუს ფოტო გამომიგზავნა, ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნაო. თან დაამატა, ვიცი ვერ იყავი მთლად კმაყოფილი ლისაბონშიო. თუმცა იმ წამს მისი ამ ქცევით მე იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ იქვე ვაპატიე ჩემი ოცნებების მსხვრევა :)Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com2tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-64554793795895267212014-12-24T05:53:00.003-08:002014-12-24T06:42:50.539-08:00Goodbye 2014!რაღაცნაირი გრძნობა მაქვს ეს წელი რომ მთავრდება, აი თითქოს მთელი წელი ისე მონოტონურად გავიდა, რომ არაფერი მოხდა...
ჰოდა როცა დავფიქრდი, მივხვდი ყველაფერი ცხოვრების სტილის შეცვლის ბრალია. ადრე თუ ბანკის რიტმით ვცხოვრობდი, ეხლა სახლის ჩუსტებში ვატარებ სამუშაო კვირის 30% -ს მინიმუმ. და თუ ადრე 12 სმ-იან ქუსლებზე აკოწიწებული შეხვედრიდან-შეხვედრაზე გადავრბოდი მითინგ რუმებში, ეხლა ერთი სკაიპ ქოლიდან მეორეზე ვერთვები და წარმოდგენა არა მაქვს თუ როგორ გამოიყურებიან ჩემი კოლეგების 98% რეალურ ცხოვრებაში. თვითონაც არ აქვთ წარმოდგენა პრინციპში, თუმცა ალბათ თვლიან, რომ საცარი ღიმილი მაქვს და ცხოვრებას დღემდე ვარდისფერი სათვალეებით ვუყურებ :))
თანამდებობისათვის შეუფერებელი ფოტო მიყენია :)
მოკლედ, ამ 2014-ის მიწურლს რატომღაც მომინდა წლის შეჯამება გამეკეთებინა და ყველა ამ კარგი, ცუდი, თუ ჭკუის სასწავლებელი მომენტებისათვის მადლობა გადამეხადა.
მაშ ასე, პა პუნქტამ:
#წლის weirdo
ამ კატეგორიაში უდაოდ ავღანეთის კონსულია ლიდერი. ვიზის მისაღებად ბაქოში, ჯერ ნამცხვრებითა და ჩაით გამომასპინძლდა, ჯიბეებიც კანფეტებით გამიტენა და ბოლოს ჩემი პასპორტის დაბრუნების სანაცვლოდ პაემანზე გაყოლა მომთხოვა (თან პასპორტს ხელში ატრიალებს და არ მიბრუნებს, პასუხს ელოდება!).
იმ დღეს მთელი ჩემი დიპლომატიური "სქილების" და ტყუილების კორიანტელის ჩართვა დამჭირდა საელჩოდან თავის დასაღწევად. უდაოდ წლის კი არა, ერთ-ერთი ყველაზე weird სიტუაცია იყო ჩემს ცხოვრებაში.
# წლის გამართლება
წელს ძალიან გამიმართლა, რომ პაკისტანში გამიშვეს მივლინებით. გამიმართლა, რომ მნიშვნელოვან მომენტებში, ყოველთვის ვუჯერებ მხოლოდ ჩემს გულსა და ინტუიციას და არა იმას თუ რას ამბობენ ჩემი კეთილსმსურველები ჩემს გარშემო. გამიმართლა, რომ ჩემი უფროსების, მეგობრებისა თუ ნათესავების პროტესტის მიუხედავად ( "პაკისტანში და ავღანეთში საბოდიალოთ გაგზარდე ასე სიმწრით?!" (c) დედაჩემი) მაინც მოვხვდი ლაჰორში, სწორედ იმ დღეს, იმ საათზე და იმ წუთებში. სულ რაღაც 5 წუთით რომ დამეგვიანებინა ჰოსტელში მისვლა, ვერასოდეს ვერ აღმოვჩნდებოდი პაკისტანურ ქორწილში, მით უმეტეს ვერ მივიღებდი მონაწილეობას ტრადიციულ საქორწილო რიტუალში. ეს უდაოდ წლის ყველაზე ფერადი, ემოციური და ამაღელვებელი საღამო იყო მთელი წლის მანძლზე. აი ისეთი, საკუთარ თავს რომ ვეკითხებოდი: ნუთუ ეს მართლა ხდება!
გამიმართლა იმაშიც, რომ ერთხელ ჰოსტელის გზაზე მომავალმა ქალების გაფიცვას გულგრილად ვერ ჩავუარე და ის ფოტო გადავიღე, რომელის წყალობითაც შემდეგ შვებულებას უფასოდ დავისვენებ.
ესეც პოსტი ამ მოგზაურობაზე Pakistani Zindabad!
# წლის ყველაზე უიღბლო პაემანი
ეს უდაოდ ათენში მქონდა. ხანდახან ცხოვრება გაძლევთ შანს ადამიანებს და ის უნდა გამოიყენოთ სწორედ იმ მომენტში. წინააღმდეგ შემთხვევაში, წლები ყველაფერს იმდენად ამძიმებს და ართულებს ახალი პერსონაჟებით ორივეს ცხოვრებაში, რომ იმ გაშვებული წამის დაბრუნება წარმოუდგენელი რამ არის ძალიანაც რომ გინდოდეთ.
და ეს განსაკუთრებით საწყენია, თუ ეს მეორე ადამიანი ყველაზე მაგარი travel buddy არის ვისთან ერთადაც ოდესმე გიმოგზაურია. მაგრამ არა უშავს, было поучительно.
კიდევ ერთხელ გამახსენდა ის ავადსახსენებელი საფერავის ბოთლის ისტორია. არ "გამაზოთ" რომანტიული მომენტები მეგობრებო, როცა ის გეძლევათ.
# წლის ყველაზე იდიოტური საქციელი
რაც დრო გადის წესით გამოცდილება უნდა დამიგროვდეს ამდენი მარტო მოგზაურობის შემდეგ. მე კიდევ სისულელს-სისულელეზე ვაკეთებ. აი მაგალითად, თურქეთში მიმავალმა, უკვე დაჯავშნული მარშუტი ბოლო დღეს შევცვალე, ახალი ბილეთი ვიყიდე და Online Check in-იც კი გავიარე და თბილისის აეროპორტში კი აღმოვაჩინე, რომ თურმე წინა დღის ბილეთი მიყიდია. უკან გამოფრენისას კი უკვე სტამბულის აეროპორტში აღმოვაჩნე, რომ ჩემი ბილეთი გაუქმებულია! მოვახერხე და ამ გადაცვლა-გადმოცვლაში გავაუქმე სწორი ბილეთი არასწორის ნაცვლად..
და ყველაფერი იმისათვის, რომ არ დამმგზავრებოდა ერთი ჩემი ძველი ნაცნობი "კარმას გამიფუჭებს!" მიზეზით. თუმცა, მეორეს მხრივ, მარშრუტი რომ არ შემეცვალა ვერც სანლიურფაში მოვხვდებოდი, ვერც ევფრატის წყლით გავგრილდებოდი და თან ავადსახსენებელი ISIS-ის წყალობით ღმერთმა უწყის კიდევ როდის იქნება ამ ადგილებში მარტოდ ხეტიალი ისევ უსაფრთხო.
#წლის უბედური შემთხვევა
ჯერ ერთი ავარია
ზუსტად ორი კვირის თავზე კიდევ მეორე
და საერთოდ მთელი ზაფხული იყო ერთი დიდი "უბედური შემთხვევა" იყო. კარგია რომ ჩაიარა.
#ყველაზე რთული კვირა ჩემს ცხოვრებაში
არ მახსოვს ცხოვრებაში ოდესმე ფიზიკურად და ემოციურად ისე გამჭირვებოდეს, როგორც კილიმანჯაროზე. ვერც კი ვარკვევ რა იყო უფრო რთღული, როცა პირველ ღამეს, თავით ბოლომდე გაწუწულმა და გაყინულმა აღმოვაჩინე რომ მომატყუეს იმ შავტუხებმა, თუ ის შემდეგი 5 დღე მზისგან დამწვარი და 3-ჯერ უფრო მეტად დასიებული სახით ფეხებს ძვლის მივათრევდი აღმართ - აღმართ, თუ ის, ქვემოთ ჩამოსვლისას მუხლების აუტანელი ტკივით თვალებიდან სიმწრის ცრემლები რომ მდიოდა და თან უღარ ტყეშ ჩემი გიდი "მეჩალიჩებოდა".
თუმცა ნამდვილად ვიცი, რომ სწორედ იმ მომენტში როცა მთის მწვერვალზე მზის ამოსვლას ვუმზერდი, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი. წლის ყველაზე მაგარი "მე ეს შევძელი" გრძნობა იყო ეს.
და შემდეგ კი ეს ყველაზე რთული კვირა, ალბათ ყველაზე ტკბილად გამახსენდება.
მართლაც!
ჩემი ბლოგპოსტი How (not) to Climb Mt Kilimanjaro რატომღაც ყველაზე პოპულარული პოსტია რაც კი აქამდე დამიწერია.
#ყველაზე უღიმღამო ტრიპი
ამერიკა. თუ შეილძლება, რომ სამოგზაუროდ წახვიდე ყველაზე ცუდ დროს და ცუდ პირობებში ეს ტრიპი იყო. რაღაც მომენტში იმდენად შეუფერებელი ვიყავი იმ მომენტში ამერიკისათვის, რომ თავი უცხო სხეულად ვიგრძენი. ოდესმე ალათ დავბრუნდები, ოღონდ წელიწადის სხვა დროს და მარტო არა.
თუმცა ბროდვეის მიუზიკლები და ამერიკული ჩიზქეიქები მომეწონა, თან ძალიან.
#წლის კარგი ამბები
რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს წელი ყველაზე წარმატებული იყო ჩემი არ არსებული ფოტო კარიერისათვის ვიდრე ყველა გასული ერთად აღებული. გავიმარჯვე BBC Travel-ის 2 კონკურსში: Images that changed our perspective და Your colourful life ასევე "გამოვიჭიმე" BBC.com -ის homepage-ზეც.
დღემდე მეცინება ამაზე
ჩემი ფოტოები Instagram-ზე გადააშეარეს @Lonelyplanet , @travelChannel, @Intrepidtravel, @Tourizm_Iran, @African_portraits @Dame_traveler და სხვა უამრავმა იუზერმა, რომელთა ნიუს ფიდები ჩემი პირადი შთაგონების წყარო რომ არის.
National Geographic Traveler-ის ფეედში ვერ მოვხვდი სამწუხაროდ წელს :(
ცალკე თემაა Getty Images კონკურსში გამარჯვება. პაკისტანური ფოტოს წყალობით ვოლვოს მსოფლიო რეგატაზე არა მარტო 2 კვირით წავალ და პირადად გავიცნობ ამ ადამიანებს http://www.teamsca.com/ (მე ხომ აღფრთოვანებაში მოვყავარ ეგეთ ქალებს), არამედ, ფოტოგრაფადაც ვიმუშავებ! ეს უკანასკნელი კი ფაქტიურად წლის კურიოზია.
მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ ეს გამიხარდა ამ ამბავში :"We will also provide you with practical tuition in the form a workshop with a photographer from Getty Images and Team SCA to help to further develop your skill set. "
ჰოდა აი ასე გემშვიდობები 2014 წელო. მადლობა ყველა ამ მომენტისთვის და იმათთვისაც, რაც აქ არ დამიწერია. მადლობა იმისათვის, რომ რეალურ საფრთხეებს ნაკაწრებით გადავურჩი ისევ. ყველა იმ მომენტისათვის რამაც ჭკუა მასწავლა და განსაკუთრებით იმათთვის რაც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში.
შარშან ვრცელი საახალწლო სურვილების პოსტი დავწერე. თუმცა წელს დამეზარა ახალი სიის მოფიქრება, ამიტომ ისევ აქტუალურ პუნქტებს ვუსურვებ ჩემს თავს და თქვენ, ვინც ამ პოსტ კითხულობთ ამ ძველი საახალწლო სურვილების სიიდან.
ამ პოსტს კიდევ აი ასეთი ბანალური სურვილებით დავასრულებ :)
Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com2tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-835149352919570292014-10-26T05:52:00.000-07:002015-08-19T01:32:35.169-07:00On the Roof of Africa or How (not) to climb Mt Kilimanjaro
ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოგონებებია, თუ როგორ ვისხედით ოზურგეთში ზამთარში შეშის ღუმელთან პატარა მაგიდის ირგვლივ სუფრაზე მე ბაბუა და ბაბუას ძმა. ისინი ბაბაუას დაწურულ ღვინოს წრუპავდნენ და მე კი თავიანთი ახლაგაზრდობის ამბებს მიამბობდნენ. ძირითადად ეს ბაბუას გიჟური თავგადასავლები იყო, რომელსაც თავისი ფილოსოფიის პროფესორი ძმა მე-3 პირში მიყვებოდა, ბაბუა ხანდახან ეწინააღმდეგებოდა, "მაიცა კაცო, ეს მასე არ იყო!" და თავის ვერსიას ყვებოდა, გარეთ კიდევ დიდი ფიფქებით ბარდნიდა თოვლი....
საერთოდ ბაბუას ხშირად უყვარდა შვილიშვილებისთვის ათასი ისტორიების მოყოლა, ხანდახან რაღაცაებს წერდა კიდეც. როცა გავიზარდე და დამჯერი ხუთოსანი გოგოდან გიჟ მოგზაურად გადავიქეცი, მივხვდი რომ ოჯახის წევრებიდან ყველაზე მეტად სწორედ ბაბუას დავემსგავსე. ალბათ ოდესმე მეც მასავთ მოვუყვები ჩემს ისტორიებს შვილიშვილებს, ჩემი და კი გზადაგზა გამაწყვეტინებს თხრობას და თავის ემოციებს ჩააქსოვს, თუ როგორ ინერვიულა როცა მე სადღაც აფრიკაში, თუ აზიაში ვიყავი.
მაგრამ სანამ ეს მოხდება, ბლოგს ვწერ, ჯერ მეგობრებისათვის გასაზიარებლად და იმიტომ რომ დეტალები არ დამავიწდეს.
კილიმანჯაროს დალაშქვრის იდეა მას შემდეგ ამეკვიატა, რაც შარშან ზანზიბარიდან ნაირობიში მიმავალმა დარ ეს სალამის აეროპორტში ორი ახალგაზრდა გავიცანი ეხლახანს რომ ჩამოვიდნენ მთიდან და ისეთი აღტაცებულები და დამუხტულები იყვენ ემოციებით, რომ მეც გადმომდეს. მერე ჩემმა თვითმფრინავმა სწორედ კილიმანჯაროს გადაუფრინა თავზე და სწორედ მაშინ როცა აი ამ ფოტოს ვუღებდი მწვერვალს, ჩემს თავს დავპირდი - აქ აუცილებლად დავბრუნდები მეთქი.
ჰოდა დავბრუნდი კიდეც.
Adventure is anything that puts us outside of comfort zone -ო ამბობს კორი რიჩარდსი, თავის ინსპაირინგ ვიდეოში წასვლამდე რომ დავაშეარე facebook-ზე. ყველამ იცის ჩემი სიყვარული ამ ადამიანის, მისი თავგადასავლებისა თუ ფოტოების მიმართ. მე თვითონაც სულ იმას ვამტკიცებ და გავიძახი Adventure without risk is Disneyland -მეთქი, მაგრამ რაღაც მომენტში კინაღამ წავიღე ჩემი სიტყვები უკან (მხოლოდ მომენტში).
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩემმა ტურისტულმა კომპანიამ, რომელსაც მთაზე უნდ ავეყვანე ადგილობრივი ტანზანიურ ლოკალურ კომპნიას მიმაბარა, რომლებმაც შეთანხმებული დილის 8 საათის ნაცვლად 12:30-ზე მომაკითხეს ჰოსტელში ისიც მრავალჯერ განცორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ. არც ისე კარგი დასაწყისია დღის და ტრეკინგის ღმერთმანი.
მოდის წარმომადგენელი სახელად ჯონსონი. ვეკითხები ჯგუფი არის? ამდენი ხანი რომ დააგვიანე სად არიან? (წინასწარ ვიყავი შეთანხმებული რომ სხვა მოგზაურების ჯგუფთან ერთად უნდა ავსულიყავი მთაზე). მეუბნება, ნუ ნერვიულობ გეიტთან გელოდებიან 5-ნი არიან რუსები და გერმანელებიო. ცოტათი დავმშვიდდი, მაგრამ მაშინვე ავღელდი, როცა მაჩამეს გეიტთან მისულმა აღმოვაჩინე რომ იქ მსგავსი ჯგუფი არ არის. ნუ ნერვიულობო, მამშვიდებს ეს ურცხვი ჯონსონი, ისინი უკვე წავიდნენ და გაუყვნენ ბილიკს და შენ მათ პირველ ბანაკში შეხვდებიო. კი მეეჭვა, გიდი ჩემთან არის და ვის გაყვნენ ეს ტურისტები თქო. მაგრამ ეს ჯონსონი დედას იფიცებს, არ ვიტყუებიო და მეც რა გზა მაქვს.
გიდზე დამავიწყდა მეთქვა, მიკრო ავტობუსშუ ჩემს გვერდით იჯდა და გაუთავებლად ლუდს წრუპავდა, მთვრალი გიდი კილიმანჯაროზე!
ამასობაში კოკისპირულმა წვიმამაც დაუშვა. მაჩამეს გეიტი არის ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, პირველი ბანაკი კი 3000 მეტრზე. გზად უნდა აიარო უზარმაზარი უღრანი ტყე. ჩემი მთვრალი გიდი რომელიც ფეხზე ძვლივს დგას მომიტრიალდა და მეუბნება: "გზას ხედავ? გაუყევი ბილიკს და მე წამოგეწევი".. მდაა..
გავუყევი, გვერდით მომყვება პორტერი სახელად ოსმანი, ჩემი ჩანთა რომ ადევს თავზე და Pole, Pole - Slowly, Sloowly -ის მეტი არაფერი არ გაეგება ინგლისურად.
ავუყევი ატალახებულ ბილიკს კოკისპირულ წვიმაში. სადრაც ნახევარი საათის შემდეგ მივხვდი, რომ აშკარად უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი, ვარჯიში რომ არ დავიწყე კილიმანჯაროსთვის. არა და ყველა ხომ წერს თავის ბლოგზე მინიმუმ 2 თვით ადრე უნდა დაიწყოთ ინტენსიური ფიზიკური მომზადებაო, მე კიდევ 3-ჯერ იოგაზე მისვლისა და 2-ჯერ ჯიქიაზე არბენა-ჩამორბენის შემდეგ ჩვათვალე, რომ კარგ ფორმაში ვარ. დურა ნუ!
მივდივარ პოლე-პოლე (Slowly-Slowly)... გული უკვე ყელში მებჯინება. ფოტოაპარატი ჩანთაში შევინახე, ისე წვიმს დასველდება. ვგრძნობ რომ ჩემი ნაქები წყალგამძლე ბათინკები ნელ-ნელა იჟღინთება წყლით, საწვიმარი გინდ მქონია გინდ არა... საბოლოო ჯამში სადღაც 4 საათიანი სიარულის შემდეგ თავით-ფეხებამდე სველი ვარ.
ავაღწიე ბანაკამდე. კილიმანჯაროს ყველა ბანაკში არის ერთი ფიცრული ადმინისტრაციის ქოხი სადაც ყველა ტურისტი და გიდი დიდ დავთარში რეგისტრაციას გადის და ხელს აწერს და ირგვლივ არე-მარე კი გადაჭედილია უამრავი კარავით. ყოველ მოგზაურთა ჯგუფს თან ახლავს გიდი (მინიმუმ 1), მზარეული და პორტერები, რომლებსაც მოაქვთ დიდი ჩანთები, საკვები და კარვები. ასე რომ თითეული ჯგუფი შესაძლებელია 4-5 კარვისგან შედგებოდეს.
ვდგევარ მარტო, გაწუწული, უკვე ღამდება და ვცდილობ გამოვიცნო რომელია ჩემი კარავი. ჩემი პორტერი სადღაც გაუჩინარდა, ლოთი გიდი კი ჯერ კიდევ მობანცალებს და არ სჩანს.
ბოლოს ვიპოვე ჩემი პორტერი, რომელმაც სიამაყით მიმითითა ერთ დაფლეთილ და გაუბედურებულ კარავზე, ეს არის შენი და შედიო. შევედი.. კარავის ძირი სულ სველია, ზემოდან წყალი ჩამოდის! ჩემი ჩანთა იქვე ერთ მხარეს აგდია, საძილე და პარალონი მეორეს. საძილე სველია! ჩანთას მივვარდი და ისტერიულად ვყრი ტანსაცმელებს იქედან. ყველაფერი სველია! ჩემი გამოსაცვლელი შარვალიც, ფლისიც, თერმო შავალიც! ერთადერთი რაც დასველებას გადაურჩა ორმაგ პარკში მოთავსებული თბილი წინდები და მაისურებია..
ლამისაა ტირილი დავიწყო, რომ კარავში ჩემი პორტერი ბრუნდება ჯამში ჩასხმული წვნიანით და Eat! მეუბნება. ვცდილობ ავუხსნა, რომ საჭმელს შევჭამ მას შემდეგ რაც ჩემი ჯგუფის სხვა წევრებს ვნახავ და მათთან ერთად. მაგრამ ვერაფერს ვაგებინებ! მერე მიდის და ვიღაც მოჰყავს ვისაც ინგლისური ესმის. ჰოდა ეს ბიჭი მეცნობა როგორც გიდი და მეუბნება, იცი დაიკო, აქ არავითარი ჯგუფი არ არის, ხარ შენ და შენი გიდი გუდლაკი მხოლოდო.
შოკი, არ არის ის სიტყვა რაც მაშინ დამემართა. ვცდილობ ავუხსნა ამ ტიპს, რომ აქ რაღაც შეცდომაა, რომ მე ჯგუფთან ერთად მაქვს დაჯავშნული ეს მოგზაურობა და არა მარტო.
დარწმუნებული ვარ შენ გეშლებაო, მიმტკიცებს ეს ტიპი. წეღან გუდლაკმა დამირეკა და მითხრა ერთი ტურისტი მყავს და შეიძლება თქვენს ჯგუფს შევუერთდეო (ანუ მზარეული და სხვა პორტერები გავიყოთო). ვეკითხები თუ შეიძლება მისი ტურისტების ჯგუფს შევუერთდე, რაზეც ცივ უარს ვიღებ..
რაღაც მომენტში მობილური იჭერს და ვურეკავ იმ ჯონსონს. ვეკითხები, სად არის დაპირებული ჯგუფი, რომელზეც აგერ რამოდენიმე სააათის წინ მარწმუნებდა არისო. პასუხად ყურმილიდან მესმის ხარხარი: "But you are traveling alone. I'm sure will be Ok!". არა წარმოგიდგენიათ? ცხოვრებაში ასე გაცოფებული ვინმეს სიურცხვით არ ვყოფილვარ. ყურმილს ვკიდებ და წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვქნა.
ამასობაში ჩემი მთვრალი გიდიც მობრძანდა. ეხლა ამას ვუხსნი მთელი 2 საათი რომ შეცდომას აქვს ადგილი. რომ მე ჯგუფთან მქონდა დაჯავშნული და არანაირად არ მინდოდა კილიმანჯაროზე მარტო ასვლა. კი, მართალია მე მარტო ვმოგზაურობ, მაგრამ არანაირი სულვილი არ მაქვს 1 კვირა მარტომ ვიძრომიალო მთაზე მათ კომპანიაში. როგორც ჩანს არ სჯერა ჩემი, ან სჯერა მაგრამ ჰკიდია. მარტო მოგზაურობის დროს ხშირად ვყოფილვარ რთულ სიტუაციებში, ისეთებშიც ძარღვებში რომ სისხლი გამყინვია ადრენალინისა და საფრთხის შეგრძნების გამო, მაგრამ არასოდეს ასე ცუდად და უმწეოდ თავი არ მიგრძვნია როგორც მაშინ. ისიც კი არ ვიცი რა ვქნა. ავიკიდო ზურგჩანთა და დავბრუნდე უკან? და ვედავო შემდეგ ტურისტულს? თუ გავაგრძელო გზა ამ საეჭვო ტიპებთან ერთად? გარეთ უკვე უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა და ისევ კოკისპირულად წვიმს, ჩემი კარავი კი ისეთი ძველია, რომ თავზე მაწვიმს..
"გინდოდა შვილო თავგადასავალი და straggle -აი მიიღე კიდეც! Pushing boundaries-ო რომ ამბობს კორი მე მგონი დამებედა. არ ვიცი სადამდე მეყოფა ან ენერგია ან ჯანმრთელობა" - ამონარიდი ჩემი დღიურიდან (08.10.2014, ზღვის დონიდან 3 770 მ).
ვზივარ ჩემს გიდთან და სხვა გამურულ პორტერებთან ერთად მათ საერთო კარავში, სადაც შუაში კერასინკის ბალონი დაუდგამთ და ზედ საჭმელს ამზადებენ.
არ ჩანს მაგრამ ის ქუდიანი ტიპი ბოსტნეულს ჭრის საჭმლისათვის
გარეთ ნისლი და წვიმაა, ჩემი კარავიც გაყინულია, მუხლებზე შარვალი მაქვს გადადებული რომ რამენაირად იქნებ გაშრეს. თავი ჩარგული მაქვს და ვწერ. ვწერ ღია ბარათებს მეგობრებს და ვჩხაპნი დრიურში. ჩემს თავს ვუმეორებ: "Keep Calm Teo! It's just another experience!", ვამხნევებ ისე როგორც არასოდეს გამიმხნევებია. ვეუბნები რომ მას ყველაფერი შეუძლია, მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოს და ნაბიჯი-ნაბიჯზე გადადგას წინ... ვახსენებ ჩემს თავს თუ რატომ გადავწყვიტე ეხლა კილიმანჯაროზე წამოსვლა. რომ მე მჭირდებობა ეს ფიზიკური სირთულეები და ახალი გამოწვევები და თუ ეხლა ამას გავლახავ "მერე აღარაფერი აღარ მომკლავს"...
მესამე დილით ადრე კარვიდან გამომძვრალს ეს ხედი მხვდება და ვშეშდები. როცა ასეთ რამეს უყურებ, წამით ყველა სირთულე სადღაც უჩნარდება, რჩებით მარტო შენ და ბუნება და სუნთქავ ისე როგორც აქამდე არ გისუნთქავს.
"იფიქრე იმაზე, რომ ეხლა სხვა ჯგუფები უკვე მწვერვალზე არიან და თავიანთ წარმატებას ზეიმობენ!" - მეუბნება ერთი გერმანელი გვერდით კარვიდან. მასაც საკუთარი მეთოდი აქვს თავის გასამხნევებლად.
წვიმამ როგორც იქნა გადაიღო. ჩემს პატარა ზურგჩანთაზე ჯერ კიდევ სველ ტანსაცმელს ვკიდებ, მხარზე ვიგდებ და ბილიკს ვაწვები. ჩემმა გიდმა ისევ მითხრა, გაუყევი და წამოგეწევიო. როგორც იქნა ჩემი ფოტო აპარატი ჩანთიდან ამოვიღე და ეხლა გულთან მიკიდია, ტყვიასავით მძიმეა, მაგრამ ჩემი ერთადერთი მეგობარია ამ ტრიპში.
გზად იმ სამ გერმანელს წამოვეწიე, რომელთან ერთადაც ბანაკს ვიყოფ, მაგრამ სასტიკად მაქვს აკრძალული მათთან კონტაქტი და საჭმლის ერთად ჭამა ( შეაწუხებო გამომიცხადა იმათამა გიდმა, გაგიჟება შეიძლება!). ვუყვები ჩემს ისტორიას და შემოთავაზებას ვიღებ გზა მათთან ერთად გავაგრძელო.
- Have you climbed any mountain before?
- No... I've never been above 2000 m before..
- Are you Crazy?!
- Hmm.. People say that too..
ამასობაში ჩემი გიდი წამომეწია. ცდილობს დამიყოლიოს რომ ხვალ 2 ბანაკი ერთ დღეში გავიაროთ და მე-6 დღის ნაცვლად მე-5 დღეს ავიდე მწვერვალზე! ჩემდა ბედად ეს საუბარი ერთმა ხანში შესულმა გერმანელმა მოისმინა გვერდით რომ მოაბიჯებდა და კატეგორიულად გამაფრთხილა არ დათანხმდე, ვერ ააღწევ მწვერვალამდე, არ გეყოფა არც აკლიმატიზაცია და არც ენერგიაო.
რა თქმა უნდა დავუჯერე, მაგრამ ჩემი გიდი მანამ არ მომეშვა, სანამ არ ვუთხრი გულის პრობლემა მაქვს და შეიძლება ხელში ჩაგაკვდე, თავი დამანებე თქო. თუმცა როგორც სჩანს არ დაიჯერა და მე-2 დღეს კატეგორიულად ამიკრძალა იმ გერმანელებთან ერთად გავყოლიდი ბილიკს.
არ მეგონა, თუ ჩემი ნაკვთები ოდესმე
ჩეულ ფორმას დაიბრუნებდნენ
"დღე მე-4. ჩემი სახე 3-ჯერ უფრო დიდია. ცხვირზე სათვალე აღარ მეტევა ისეა გასიებული. თვალები აღარ მიჩანს. არც კი მახსოვს ოდესმე ასე ცუდად თუ გამოვიყურებოდი ცხოვრებაში. დღეს აშკარად ენერგია შემომაკლდა. უფრო მეტი ტკბილი უნდა ვჭამო, მართალია ჩემი გიდი.. ჩემი კარავი გინდ ყოფილა გინდ არა, ყოველი მხრიდან მიბერავს... არა მაინც რა საშინელებაა, როცა ცხვირის მოხოცვაც კი ვერ ახერხებ, რა ჯანდაბისათვის დაგავიწყდა მზის დამცავი კრემის წასმა თათია?!" - ამონარიდი ჩემი დღიურიდან.
ჩემი სულის კვეთება სადღაც უჩინარდება. ან როგორ არ გაუჩინარდება, როცა სარკეში იყურები და იქედან კი ასეთი არსება გიმზერს. ენერგიაც გამომეცალა. სულ უფრო მეტად მიჭირს ხოლმე სიარული, რაღაც ძალიან დავმძიმდი. სწორედ ამ დროს საკუთარ თავსაც ვუწერ ღია ბარათს. აღვწერ როგორ ვარ და ვაფრთხილებ, როცა პრობლემები შემომაწვება და წუწუნს დავიწყებ - ამოვიღო ეს ღია ბარათი, წავიკთხო და აზრზე მოვიდე.
ეხლახანს მოაღწია ჩემამდე :)
ჩემი კარავი, ჩემი ტკივილია. იმისათვის რომ ქარისაგან არ წაიქცეს, ჩემმა პორტერმა ირგვლივ ქვები შემოუწყო. თუ დაიჯერებთ, იმასაც გეტყვით, რომ ალაგ-ალაგ ნახვრეტები თან წაღებული ნემსით და ძაფით დავაგრე.
ამ ჭკვიანებმა სადღაც მე-3 დღეს მოიფიქრეს თავზე ცელოფანი გადეფარებინათ, ღამით წვიმის წყალი რომ არ ჩამომსვლოდა ისევ
ზღვის დონიდან 4000 მ-ზე ისე მიბერავს ყოველი მხრიდან, რომ მიკვირს როგორ არ გავცივდი. ან შეიძლება იმის წყალობით გადავურჩი ანთებას, ყოველ საღამოს ჩაის ნაცვლად ნიმესილს რომ ვსვამდი თავის დაზღვევის მიზნით, შემდეგ კი თბილად ვეხვეოდი ჩემს ორმაგ საძლეში მე-3 დღეს, რომ გავაშრე წვალებით.
ჩემდა გასაკვირად, რაღაც მომენტში ვაფიქსირებ რომ ლოცვას მოვუხშირე. საოცარია, არასოდეს არ დამიფიქსირებია მსგავსი რამ. არ გამომდის და არ ვარ ზოგადად არც რელიგიური და არც მორწმუნე ადამიანი, მაგრამ იქ სადღაც მთაში მარტოდმარტო ვაღიარებ რომ მომენტებში გჭირდება ადამიანს ვიღაც, რაღაც მაღლა ზეცაში და შიგ გულში, რომ ელაპარაკო... სხვანაირად საშინლად მარტო და უმწეო ხარ... ვაფიქსირებ, ვლოცულობ იმაზე რომ იყოს მზიანი ამინდი. რომ არ გავხდე ავად და არ დამეწყოს სიმაღლის ავადმყოფობა როგორც სხვებს, რომ მეყოს ენერგია ნაბიჯი - ნაბიჯზე გადავდგა და არ დავეცე სულით...
"ასეთ მომენტებში ხვდები რა არის ბედნიერებისათვის საკმარისიო" - ამბობს დომენიკი, გვერდით კარავიდან რომ გამოძვრა ერთ-ერთ დილით და თავისი სველი ტანსაცმლის გაშრობას ცდილობდა. "აი მაგალითად, ეხლა ჩემთვის სრულებით საკმარია მშრალი ფეხსაცმელი და ცხელი ჩაი და მსოფლიოში უბედნიერესი კაცი ვიქნებიო"...
მივხვდი, რომ ასეთ დროს იწყებ გადაფასებას. აფასებ ყველაფერს, პირველ რიგში კი სირთულეებს რაც მანამდე გზად შეგხვედრია. ის პრობლემები რაზეც ქვემოთ ნერვებს იწყვიტავ, ისეთი უმნიშვნელო და არარაობა ჩანს იქ ზემოთ სიმაღლეზე, რომ გრცხვენია - რაზე ვდარდობდიო.
აფასებ იმას, იმას თუ რეალურად რა არის მართლაც საჭირო, რომ თავი უკეთ იგრძნო. აი ჩემთვის მზე, კარგი ამინდი და მშრალი ტანსაცმელი საკმარისი იყო ხასიათის გამოსაკეთებლად.
როცა არც ინტერნეტ გაქვს და არც ტელეფონი, იმასაც ხვდები თუ ვინ გენატრება და გაკლია ყველაზე მეტად, რომ გაგამხნევოს... ვისთვის მოგინდა რომ გაგეზიარებინა შენი ამბები და მერე უეცრად შენი ვრცელი ნაცნობ-მეგობრების წრე ისე ვიწროვდება, რომ სახტად რჩები...
ისევ კარვიდან გამომძვრალი გადავაწყდი ასეთ მზის ჩასვლას
"დღეს დიდი დღეა. ღამით მწვერვალზე ვიწყებთ ასვლას. არ ვიცი რას როგორ მოვახერხებ. სახე ისევ 3-ჯერ დიდი მაქვს... ძალიან მეშინია ისევ სუნთქვის პრობლემები არ დამეწყოს" - (11.10.2014 , 4600 მ ზღვის დონიდან).
არც მიკვირს, რომ ძალიან შეშინებული ვიყავი. დილიდან სუნთქვა მიჭირდა ისე, როგორც ამ ზაფხულში მჭირდა - ჩასუნთქვა მავიწყდება და უჰაერობისგან თითქოს ვიხრჩობი. გიდმა მითხრა ეცადე დაიძინო 11 საათამდე 12-ზე გავდივართო, მაგრამ, ეს შეუძლებელია როცა შენს კარავს ქარი ისე ეხეთქება გული გისკდება შენთან ერთად არ გადააფრინოს კლდიდან.
ეს ვიდეო მხოლოდ იმიტომ გადავიღე, რომ ტურისტულს გავუგზავნო და ვკითხო, როგორ შეიძლება ვინმე 4600 მ-ზე ასეთ პირობებში იყოს
ვუყურებდი ამ მთას ბოლო ბანაკიდან და არ მჯეროდა, რომ ღამით ამ მწვერვალზე ასვლა უნდა დამეწყო
შუა ღამისას ასვლას ვიწყებთ. მაცვია 3 შარვილი და 4 ზედა ლეიერი. ძვლივს ვმოძრაობ, მაგრამ სამაგიეროდ არ მცივა და ეს კარგია. ცოტა ტერფები მეყინება და სახე - კი მაქვს შემოხვეული ჩემი თბილი შარფი და 2 ქუდიც მახურავს, მაგრამ მაინც უმოწყალოდ მსუსხავს მთის ქარი.
უცნაური სანახავია უკუნეთ სიბნელეში კილიმანჯაროს მწვერვალისკენ მიმავალი ჯგუფები. მაღაროელებს ვგავართ თავზე დამაგრებული სანათებით.
პოლე-პოლე, იმეორებს ჩემი გიდი. მე კიდევ გაუჩერებლად ვესაუბრები ისევ ჩემს თავს: "ნაბიჯი-ნაბიჯზე თათია! ნაბიჯი-ნაბიჯზე!"
დღემდე არ მჯერა როგორ ავაღწიე. ჩემი გიდი წინა დღით მეუბნებოდა კარგ ფორმაში ხარო. არა და საოცარია, ცხოვრებაში არასოდეს არ ვყოფილვარ 2000 მ-ზე მაღლა, არც ამდენი არ მივლია არცერთ ლაშქრობაში ერთად, არც ფიზიკურად მოვმზადებულვარ წამოსვლამდე და მთელი ზაფხული კი დაბალი წნევითა და სუნთქვის უკმარისობებით ვიტანჯებოდი... მით უმეტეს არასოდეს არ ვყოფილვარ ასეთ სტრესულ სიტუაციაში.
მაგრამ როცა მწვერვალზე ხარ და როცა უყურებ როგორ ამოდის მზე ჰორიზონტზე,
როგორ იფერება ყველაფერი საოცარი ფერებით
გული ლამისაა ამოგივარდეს, თვალებიდან ცრემლები კი რატომღაც თავისით მოგდის და უცებ ძალიან ამაყი ხდები. ამაყობ, რომ ყველაფრის მიუხედავად შენ ეს მაინც მოახერხე.
I'm on the Roof of Africa! - მაგარი გრძნობაა
ხალხი იქ დროშებით იღებდა სურათებს, მე კიდევ ჩემი გურული ნაბეღლავი წავიღე, ასე სულ მარტო არ ვიყავი :)
დილის 10 საათზე უკვე ბანაკში ვარ, ჩანთა ჩალაგებულია და მე და ჩემი გიდი დაშვებას ვიწყებთ. წესით კიდევ 1 ღამე უნდა დავრჩე, მაგრამ ამათთან ერთად და ამ დაფლეთილ კარავში გაჩერებას ვარჩიე სასწრაფოდ გავცლოდი იქაურობას..
2 საათის თავდაღმართში სიარულის მერე მივხვდი რომ ნამდვილად ზედმეტი მომივიდა. წარმოუდგენლად სულელური გადაწყვეტილებაა დაეშვა მთიდან ბარში 1 დღეში, მაშინ როცა სულ რაღაც რამოდენიმე საათის წინ 5895 მეტრზე იყავი. ცოტა ხანში მუხლებმა ისე დაიტყო ტკივილი ყოველი ნაბიჯისი გადაგმა ქვემოთ სიმწრის ცრემლს მადენს.
ჩემი გიდი გარბის წინ და მე ასე მივსდევ უკან
ჩამოვიარეთ ალპური უდაბნო, ჯუჯა ხეების ზონაც და ეხლა ისევ უღარ ტყეში მოვაბიჯებთ. გიდი მარწმუნებს გეიტთან მალე მივალთო. იქ მანქანა გველოდება და სასტუმრომდე გაგიყვანო (ისე მამადლის, თითქოს ჩემს მიერ გადახდილ ფულში არ შედიოდეს!)...
და ამ დროს ჩემმა პატივცემული გიდი მეკითხება, ბედნიერი ხარ რომ ყველაფერი კარგად დასრულდაო? მეც ვარწმუნებ ძალიან ბედნიერი ვარ მეთქი. მაშინ მადლობა უნდა გადამიხადოო. ვერ ვხვდები რას გულისხმობს და მიკონკრეტებს - "მადლობის სხვანაირად გადახდა უნდა, რომ ჩემი მიცემული ტიპი არ არ არის მისთვის საკმარისი, რომ სასმელზე მეპატიჟება და მერე ვნახოთო!" ....
უკვე მე-5 საათია მოვდივართ და ამ ტყეს ბოლო არ უჩანს. ბილიკზე კაცისშვილის ჭაჭანება არ არის. ყველა ჯგუფი 2 დღეს ანდომებს ჩამოსვლას და ჩემსავით არავინ გამოქცეულა. ვეკითხები როდის მივალთ გეიტთან, 20 წუთშიო, არა და უკვე 40 წუთია მოვდივართ და გეიტი კი არ ჩანს და ეს კიდევ ჩემგან პასუხს ელოდება "ხომ გადავუხდი მადლობას?!"...
ასეთ ადგილას რომ მოაბიჯებ და ეს შავტუხა "გეჩალიჩება" :/
ამ დროს ბედად ფეხი ქვას წამოვკარი და ცერი ისე მეტკვინა ტკივილისგან ტირილი დავიწყე და ხმამაღლა ქართული კურთხება (არასოდეს არ შემიგინებია არა და). მოვდივარ კოჭლობით და ვცდილობ რაც შეიძლება ისტერიული შეხედულება მქონდეს და ამ იდიოტის ხმა გადავფარო... რაღაც მომენტში ვაღიარებ, ეხლა ასე ფეხნატკენს, ძალა გამოცლილს რომ მწვდეს ეს გორილა რა უნდა ვქნა? არა, თავს რამენაირად დავიცავ, ბოლო ბოლო, ჩემი ფოტო აპარატი რომ ჩავარტყა მინიმუმ თავს გავუტეხ, მაგრამ მოწმეც არ მყავს რომ მერე ვამტკიცო ეს თავდაცვა იყო თქო. ჩემს წივილ-კივილსაც ვერავინ ვერ გაიგებს ამ უღრან ტყეში...
ამ და კიდევ უამრავ საშინელ ფიქრებით ჩამოვაღწიე გეიტამდე. მანქანა რა თქმა უნდა არ არის! იქვე პარკის ადმინისტრაციის შენობაა, მივვარდი ვიღაც კაცს მანქანაში რომ ჯდება, ეტყობა იქ მუშაობს და სახეშეშლეილი ვევედრები ქალაქამდე გამოგყვებით მეთქი. სამწუხაროდ ადგილი არ მაქვსო მომიბოდიშა, მაგრამ ეტყობა ისეთი სასოწარკვეთილი სახე მქონდა, მეორე მანქანა გამოაყვანინა და პარკის მუშაკს გამომაყოლა ქალაქამდე.
ჩემი გიდი ისე დავტოვე, არც დავმშვიდობებივარ....
ხშირად ვამბობ იღბლიანი ვარ მეთქი და მიმართლებს მოგზაურობებისას. მაგრამ ამ მოგზაურობაშ ჩემმა იღბალმა აშკარად ზურგი მაქცია და უკან მოუხედავად მიმატოვა. როცა მთიდან ჩამოსული ჩემს ისტორიას ვუზიარებდი შემხვედრებს იმ შვიდმა რუსმა ბიჭმაც და ამერიკელმა გოგომაც ერთი და იგივე მითხრეს: შენ ძალიან ძლიერი ადამიანი ყოფილხარო... "at least now you know that you are bloody strong and that you can achieve so much in your life, just because of you without any other person. Travelling is opening the mind for one's own strength as we go to our limits. What do people know about themselves if they never get close to their limits?"- მომწერა ერთმა გიჟმა ფოტოგრაფმა გერმანიიდან, უკვე მერამდენე წელია დისტანციურად რომ ვუცვლით ხოლმე ერთმანეთს ჩვენ-ჩვენი ტრიპების ისტორიებს.
ბევრ რამეს მივხვდი ამ მოგზაურობაში. დავრწმუნდი იმაში, ჩემი ჩვეული დაბნეულობა-გაფანტულობა ყველაზე კრიტიკულ მომენტში სადღაც ქრება. ვაღიარე ისიც, რომ მე ჩემი თავი არ მიყვარს და სათანადოდ არ ვუფრთხილდები და ვზოგავ, რომ ამ მხრივ სამუშაო მაქვს აშკარად. კიდევ აღმოვაჩინე ისიც, რომ ხანდახან როცა გამოუვალ სიტუაციაში ხარ, ქალური ისტერიკა-ტირილი ერთადერთია, რამაც შეიძლება მართლა გადაგარჩინოს.
ალბათ წლების მერე მეც ბაბუაჩემივით დავჯდები და მოვუყვები შვილიშვილებს რა თავქარიანი ვიყავი ახალგაზრდობაში: "Hey, anyone climbs Kili but who can tell his grandchildren the stories of fucked-up tents and how you made it anyhow? Looking back on the Kili experience, you won't repeat it but a much more interesting adventure, isn't it?" (იმედია არ მიწყენს მისი ციტატები რომ გამოვაჭენე საქვეყნოდ).
და მართლაც, ძნელია არ დაეთანხმო. რომ არა ყველა ეს სირთულე ერთად, ვინ იცის იქნებოდა კი ეს ლაშქრობა ასეთი "საამაყო" დღეს პირადად ჩემთვის? რამდენი ხანია არ მქონია სწორედ ასეთი - "მე ეს შევძელი!" - გრძნობა..
პ.ს. აი ეს სიტყვები დავიბედე წასვლის წინ და გასაკვირი აღარ არის, რომ ის მივიღე რაც მინდოდა, უფრო სწორად რაც მართლა მჭირდებობა :)
Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com7tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-8850859493500163122014-09-22T10:00:00.000-07:002014-11-06T02:55:19.977-08:00ეგვიპტე ისე, როგორც მე მიყვარსწელს მთელი ზაფხული თბილისში გავატარე და სულ შავი შურით ვათვალიერებდი სოციალურ ქსელში ჩემი მეგობრების მიერ გამოფენილ ფოტოებს. ზოგიერთმა მათგანმა ფარაონების მიწასაც მიაშურა და მათი ფოტოების შემყურეს მომინდა ადრე დაწერილი პოსტი ამომექექა და გადამეწერა თავიდან.
ყოველი მოგზაურობა ასოცირდება რაიმესთან, ჩემი ეგვიპტური დღეები კი მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება როგორც The Sunset-Sunrise Trip. მართლაც, აქამდე არსად იმდენი მზის ამოსვლა ჩავსლას არ შევსწრებივარ, რამდენსაც ეგვიპტეში და დღესაც თითქმის 2 წლის თავზე სულ მათბობს ამ ზამთრის მზიანი დღეების მოგონებები.
მზე, ქაირო და რევოლუცია
ქაიროს ჩამავალ მზეს ტაქსის ფანჯრიდან მოვკარი თვალი, აეროპორტიდან Downtown-ში რომ მოვყავდი. შავტუხა მძღოლს დიდხანს ვეკამათე ფასზე, 100 ეგვიპტური ფუნტიდან 50-ზე შევთანხმდით ($8) და შემდეგ კი საბოლოოდ კი მის მიერ დაბრუნებული ხურდა ის დაკლებული 50 ფუნტი იქვე ჰოსტელის ძიებისას სადღაც ქუჩაში დავკარგე, ახია ჩემზე!.
დილით ადრე მუზეუმში მივდივარ, თუმცა ნამდვილად არ ვარ მათი მოყვარული, ეხლაც ძალიან მომბეზრდა მარტო ხეტიალი და ის იყო გასვლას ვაპირებდი, რომ ერთ მხიარულ და 3 სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე გიდს თვალში მოვუხვდი, კეთილად გამიღიმა და თავის ჯგუფთან შეერთება შემომთავაზა "რაღაც ძალიან მოწყენილი ხარ შენ მარტოო". გზადაგზა უამრავი მხირალური ხუმრობებით გაგვართო და ბოლოს თანხაც კი არ გამომართვა (აი ასეთი ეგვიპტელებიც არსებობენ).
ცოტა ხანში იქვე თაჰრირის მოედანის ცენტრში ვდგევარ და იქედან ვაცილებ მზეს. ირგვლივ უამრავი ათასი დემონსტანტია შეკრებილი. "აი იქ ალჯაზირას ოფისი დაწვეს" -მეუბნება ერთი საეჭვო ტიპი და ხელს იშვერს გამომწვარი ფანჯრებისკენ, "შენ რომელ ტელე არხზე მუშაობ?'" და თან გამომცდელ მზერას არ მაშორებს. "მე ტურისტი ვარ"- ვპასუხობ ცივად და ასევე ცივსისხლიანად ვაგრძელებ ფოტოების გადაღებას.
აბეზარი მაინც არ მეშვება, მაგრამ ამ უაზრო და მომაბეზრებელ საუბარში თავისდა უნებურად გამოსადეგი რჩევაც მომცა: "როცა წუილის ხმას გაიგონებ, პირზე აიფარე, და სასწრაფოდ გაეცალე იქაურობას, ე.ი. მომწამლავი გაზი გაუშვეს!"
რამოდენიმე საათში უკვე ქაიროს ცეტრალურ მატარებლის სადგურის ბაქანზე ვარ და მოთმინებით ველოდები ლუქსორისაკენ მიმავალ ღამის მატარებელს მტვერსა და აურზაურში.
მზე, ლუქსორი და ველოსიპედი
ლუქსორის მზეს ჯერ კიდევ მატარებლის ფანჯრიდან მივესალმე. ჩემ გვერდით ერთი სანდომიანი ლიტერატურის პროფესორი დგას. ჩილედან არის, 6 თვე ევროპაში იმოგზაურა, შემდეგ თურქეთში და ეხლა ჩემთან ერთად შეჰყურებს მზის ამოსვლას მატარებლის ფანჯრიდან. დილა უკვე ლუქსორში გავაგრძელეთ, არაბული ყავის სმით, იქაური ღირსშესანიშნაობების დათვალიერებითა და საინტერესო საუბრებით ღმერთზე, რელიგიაზე, მოგზაურობაზე და კულტურულ განსხვავებულობებზე. მიყვარს ასეთი ადამიანები, რატომღაც ასე 1 საათის გაცნობილ უცნობს უფრო თავისუფლად ვესაუბრები ამ თემებზე, ვიდრე უმეტეს ჩემს ახლობელსა თუ მეგობარს.
დამშვიდობებისას რჩევაც მივეცი, თუ როგორ მოეარა ლუქსორის West Bank და მკვდართა ქალაქი. "ველოსიპედებს აქირავებენ ნილოსის მეორე მხარეს"-ვეუბნები წიგნიდან ამოკითხულ ინფორმაციას. მეპატიჟება, რომ მასთან ერთად გავაგრძელო დღე, მაგრამ ზრდილობიანად ვუბოდიშებ, "მეგობარს უნდა შევხვდე" - მიზეზით.
-"ველოსიპედის ტარება იცი?" - მეკითხება იმავე საღამოს ჩემი შვეიცარიელი მეგობარი ირანში რომ გავიცანი წინა მოგზაურობის დროს და ეხლაც ერთმანეთს გადაეკვეთა ჩვენი გზები.
-"ვიცი. მაგრამ დიდი ხანია პრაქტიკა არ მქონია.." რა თქმა უნდა არ ვაკონკრეტებ, რომ "პრაქტიკა არ მქონია" ნიშნავს ველოსიპედზე პირველად სულ რაღაც ერთი კვირის დავჯექი და ისიც პედლები ძვლივს დავატრიალე.
მეორე დილით 7 საათზე მივადექით ველოსიპედების გაქირავების ჯიხურს, ჩვენი სასტუმროდან 20 მეტრში რომ იყო გზის პირას. ავარჩიე ჩემთვის ლურჯი ველოსიპედი და ჰოი სირცხვილო, დაჯდომის შემდეგ ზუსტად 1 საათი ვერ დავატრიალე პედლები, მუხლები ამიკანკლდა ნერვიულობისაგან. ბოლოს და ბოლოს მეგობარსაც მობეზრდა ეს გაუგებრობა და გაუყვა ტრასას - შვეიცარიელი ნუ! მაშინ კი ვიკადრე და გავედევნე.
მთლიანობაში ლუქსორის ვესტ ბანკი 12 მილია. სანამ უდაბნოში გახვალ, უნდა გაიარო მცირე სოფელი. მივდივარ რის ვაი ვაგლახით, წინ ხალხი ირევა, ბავშვები სკოლებში მიდიან. საჭეს ისე ვარ ჩაფრენილი, რომ სიმწრისაგან ყველა ნერვი დამებერა, ცივ ოფლში ვიწურები. ის ის იყო წინ შემხვედრი ლიანდაგი მშვიდობით გადავიარე, რომ ბრახ! გზაზე თავისათვის პატიოსნად მიმავალ არაბს დავეჯახე. სიჩქარეში დაბნეულობით და კიდევ იმის გამო რომ ველოსიპედს წინა-უკანა მუხრუჭები არეული ჰქონდა არასწორად დავამუხრუჭე. გადავფრინდი წაქცეულ არაბსაც და ჩემი ველოსიპედიც ზემოდან დამეცა. ავიტყავე მუხლი, იდაყვი, შარვალიც გავხიე.
გადაირია მეგობარი. მაგრამ სანამ რაიმე საყვედურის თქმას მოასწრებდა სწრაფად წამოვდექი, ჩანთიდან პერეკისის ხსნარი ამოვიგე, მოვიწმინდე იარები, სანტავიკები გადავიკარი და გავუღიმე: "მე მზად ვარ!" სიტყვებით.
იმ დღეს კიდევ რამოდენიმეჯერ გადავვარდი ტრასიდან, ხან ბუჩქებში, ხანაც გაჩერებულ მანქანას შევეჯახე თავისთვის რომ იდგა ტროტუართან, იმის გამო რომ ისევ ვერ დავამუხრუჟე დროულად. ეხლაც ჩამესმის ჩემი მეგობრის განწირული კივილი: "Teo! Use the brakes! It's very dangerous! Use the damn brakes, please!"
დღემდე, როცა მორიგ სისულელეს ჩავდივარ და გაურკვეველი მიმართულებით მივექანები აწყვეტილი, ჩემს თავს ენდის ტემბრით ვუმეორებ -"Use the brakes, Teo!" და თქვენ წარმოიდგინეთ ხანდახან მშველის კიდეც.
მეორე დღეს მზეს დავასწარით გაღვიძება და ჰაჩეფსუტის ტაძართან დავხვდით, შემდეგ კი ტუტანხამონის სამარხასაც ვეწვიეთ, ჯამში სადღაც 20 კმ გავიარეთ. ჩემდა გასახარად მხოლოდ 2-ჯერ ავყირავდი.
ეგვიპტეში ძეგლები უნდა მოინახულო მზის ამოსვლისას ან ჩასვლისას, აბსოლიტურად სულ სხვა ფერებია
მე-3 დღეს ენდის უკვე ნერვებმა უმტყუნა. მე დავიღალე მზის დევნითო თავი იმართლა, (მზის კი არა ჩემი დევნით დაიღალა, ხომ ვიცი არა) ჰოდა ძილი არჩია მეფეთა ველზე მზის ამოსვლის შეგებებას. თუმც, ჩემი აზრით ბევრი რამ დაკარგა. სულ შავი შურით აივსო, როცა ნიშნის მოგებით ვათვალიერებინებდი ფოტოებს მოგვიანებით.
აი აქ ვიარე
ჰაერში გასეირნებიდან სასტუმროში დაბრუნებულმა უკვე მარტო გამოვიყვანე ველოსიპედი და გავეშურე იმ ტაძრების სანახავად რაც წინა დღეებში ვერ მოვასწარით. მთელი უდაბნო მოვიარე მარტოდ-მარტომ და რაგინდ საოცარი უნდა იყოს, არცერთი ინცდენტი არ გადამხდენია.
მართალია ტრასაზე დიდი ავტობუსები, მინიბუსები თუ ტაქსები განუწყვეტლივ მისიგნალებდნენ, მაგრამ მათთვის არ მეცალა, ყურებში აიპოდის ყურსასმენები მქონდა გარჭობილი და მივქროდი გამთბარი და ბედნიერი. და დღემდე როცა სიმღერა Stand by Me მესმის, სულ ისევ უდაბნო, მზე და ჩემი ლურჯი ველოსიპედი მახსენდება.
აბუ სიმბელი
ჯერ კიდევ ასვანში ვიყავით, როცა ჩვენს მიერ ამოჩემებულ ერთ ვიწრო თევზის რესტორანში გვერდით მაგიდასთან მჯდომი სანდომიანი არაბი გამოგეცნაურა. აინტერესებდა ვინები ვიყავით და საითკენ გვქონდა გეზი. როცა გაიგო აბუ სიმბელში მივდიოდით, მეგობრული რჩევა მოგვცა: "თვითმფრინავში მარცხენა მხარეს დაჯექით და დაფღენისას აბუ სიმბელის ტაძარს ზემოდან დაინახავთო".
მართალი იყო ის კაცი
თუ ოდესმე ეგვიპტეში იმოგზაურებთ, აუცილებლად უნდა ნახოთ აბუ სიმბელი. თუმცა გირჩევთ ტრადიციულად მანდ ავტობუსით არ წახვიდეთ, არამედ ჩაფრინდეთ და მინიმუმ 1 ღამე მაინც დარჩეთ. საოცარი სანახაობაა ეს ადგილი ოქროს საათებში და ღამით.
მეგობარი ვერ მიმიხვდა, თუ რატომ მიხარია ამ "სულელური" ბოთლით ფოტოების გადაღება :)
-"სად გაიცანით ერთმანეთი?"- გვეკითხებიან ერთობლივი მოგზაურობის ბოლო დღეს საუზმეზე მაგიდასთან შემოკრებილი 2 ამერიკელი პენსიონერი ქალი და ერთიც ინგლისელი ვეტერანი ჟურნალისტი, თავის დროზე BBC-ის კორესპონდენტი რომ იყო ახლო აღმოსავლეთში;
-"თეირანში!" - ვპასუხობთ ერთხმად და ვუყურებ როგორ გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთს. ისტორიის მოსმენის შემდეგ კი ერთხმად აღმოხდათ: "რა რომანტიულია!"
ენდის ვუყურებ, აშკარად ეტყობა რომ ერთობა ამ საყვარელი მოხუცების რეაქციითა და სრულებითაც არ ადარდებს ასე უსინდისოდ რომ იტყუება. შემდეგ გვაყრიან კითხვებს, ჩვენს სამომავლო გეგმებზე, ისიც უკვირთ, თუ რატომ ვცხოვრობთ სხვადასხვა ნომრებში: "ეს საქართველოდან არის, ტრადიციული ქვეყანაა" - განუმარტავს შვეიცარიელებისათვის ჩვეული ცივსისხლიანობით.
"კი მაგრამ, შენც ხომ ატყუებ ბაზარში გამყიდველებს, თითქოს ორივენი სტუდენტები ვართ საქართველოდან?!" - თავი იმართლა, როცა ვუსაყვედურე.
იმავე დღეს მეგობარს ასვანში ვემშვიდობები. და მაშინ როცა ის ჭრელი ხალხის ტალღაში უგზო უკვლოდ გაუჩნარდა, თავი ყველაზე მარტოდ ვიგრძენი მთელი ჩემი მარტოდ მოგზაურობების მანძილზე.
თუმცა მარტოობაში ყოველთვის კარგ ფოტოებს ვიღებ
"არასოდეს არ იცი დანამდვილებით, თუ როდის შეხვდები ადამიანს ხელმეორედ" - მეუბნება ჩემივე ტექსტს და ბერძნულ ღვინოს წრუპავს ათენის ბარში. შემდეგ უხერხულად ეღიმება და ამატებს: "ალბათ, შემდეგში როცა კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, შენ გათხოვილი იქნები, მე კიდევ ცოლიანი და ორივეს გვეყოლება შვილები"...
ქაირო, ქაოსი, საყურე
ყველა მაფრთხილებდა, ქაიროს ძველ უბანში მარტო არ წახვიდე საბოდიალოდო. მაგრამ როგორც ყოველთვის, ეხლაც არავის დავუჯერე და ქაიროს ჰოსტელში დაბინავებისთანავე მივაშურე ამ ადგილს. დღემდე მახსოვს ის ქაოსი და აურზაური, თვალებს რომ გიჭრელებს და ყურებს გჭრის. ის უბრალო მომენტები, როცა ქუჩაში შენ ხალხს უღიმი და მათაც ღიმილი ეხატებათ პირქუშ სახეებზე. როცა ფოტოებს უღებ და გაბრაზების სანაცვლოდ ათასგვარი ტკბილეულით გიმასპინძლდებიან. რა ვქნა, ნებისმიერ მუზეუმზე მეტად, ასეთ ადგილებში ხეტიალი მიყვარს და ეს მმუხტავს ენერგიით.
თუმცა ამ ხეტიალის დროს დავკარგე საყურე, რომელიც ირანში, შირაზის ბაზარში ვიყიდე. საშინლად მეწყინა, იმის გამო, რომ უფრო მოგონება იყო ჩემთვის, ვიდრე უბრალოდ ნივთი.
მეორე საღამოს ჰოსტელში გაცნობილ ამერიკელ და ჰოლანდიელ მეგობრებთან ერთად მივაშრე ქაიროს ძველ ქალაქს. შემდეგ ბაზარშიც შევიჭყიტეთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია მთელს ახლო აღმოსავლეთში.
ნამდვილად არ ვიცი, რატომ მომივიდა თავში აზრად ეს, მაგრამ ამოვიღე ცალი საყურე და სათითაოდ დავიწყე ყოველი დახლის ჩამოვლა კითხვით: "do you have exactly the same?"
ბიჭებმა ჯერ გაოცებით და გაფართოებული თვალებით შემომხედეს, ნამდვილად ფიქრობ აქ ამის ასლის პოვნასო. თუმცა არ მიმატოვეს და ჩემთან ერთად დახეტილობდნენ დახლიდან-დახლთან.
ამ ხეტიალში ერთი ძალიან საინტერესო კუთხეს მივადექით და ჩემი ყველაზე საყვარელი სელფი გადავიღეთ ერთად.
სულ რაღაც 2 საათიანი ხეტიალის შემდეგ ერთ-ერთ ვიწრო მაღაზიის თაროზე ვიპოვე ზუსტად ისეთივე საყურე!
უკან რომ ამოვიარე ყველა მაღაზიის პატრონი მეკითხებოდა, "რა ქენი, იპოვეო?" მეც სიამაყით ვაჩვენებდი ყველას ჩემს შენაძენს. საღამოს ამ ისტორიას, ჩემზე მეტი ენთუზიაზმით ჩემი თანამგზავრები უყვებოდნენ სხვა მობინადრეებს. 'Today that girl did something amazing!' სიტყვებით.
ეხლა მე განსაკუთრებული წყვილი საყურე მაქვს, ცალი ირანის, ცალი კი ეგვიპტის მოსაგონებლად!
ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ ამერიკელი მეგობარი სკაიპში მწერს. გამომკითხა რას ვაკეთებ და როგორ ვცხოვრობ. მეუბნება, რომ თავად ისევ ქაიროშია. შემდეგ, მეკითხება ხომ არ მახსოვს რა თარიღში ვიყავით ბაზარში როცა დაკარგულ საყურეს ვეძებდით. თარიღს ვეუბნები და პაუზაა. ბოლოს მიგზავნის ფოტოს და მიყვება, რომ როცა ქაიროში ჩამოვიდა დიდხანს ხეტიალობდა ქუჩებში და ბოლოს ვერ მიხვდა თუ როგორ აღმოჩნდა ამ სარკეების წინ. ის მომენტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოო, სწორედ ამ დღეს შენმა დაჟინებამ გეპოვა ეს სულელური საყურე, გადამაწყვეტინა მე რაღაც ნაბიჯები გადამედგა მომავალშიო..
ალბათ, ასეთი სიტყვების მოსმენა ერთ-ერთი ყველაზე საისიამოვნო რამ არის, თუნდაც დისტანციურად.
თეთრი უდაბნოს მზე
თეთრ უდაბნოში წასვლა მას შემდეგ მინდოდა, რაც ინტერნეტში თეთრი სოკოს ფორმის კლდეებოს ფოტო ვნახე. მთელს უდაბნოში იყო ერთი წყვილი კლდეები/მაშრუმები, რომელთა ნახვაც ყველაზე მეტად მინდოდა. როცა უდაბნოში მივედით უკვე ღამე იყო. მეც ხასიათი საშინლად წახდენილი მაქვს. "არ ინერვიულო, ჩვენს ბანაკთან ბევრი საინტერესო ფორმის კლდეების ნახვა შეიძლებაო" -მითხრა მძღოლმა, მაგრამ მე რა თქმა უნდა არ დავუჯერე და ბევრი ვიწუწუნე, როგორც მჩვევია ხოლმე.
დავანთეთ კოცონი, ბევრი ვსვით ბედუინების ჩაი და მოვწიეთ შიშა. "U guys from where?"- გვეკითხება ერთი ბედუინი. "From everywhere!"- ვპასუხობთ ერთხმად.
სახე მაქვს საოცარი
მართლაც, მე ქაიროს ჰოსტელში შევხვდი ჩინელ ვიკის, ის და მექსიკელი ლუისი აპირებდნენ უდაბნოში წამოსვლას და რა თქმა უნდა ავეკიდე. მოგვიანებით, მე ჩვენს ჯგუფს იქვე გაცნობილი 2 ამერიკელი ბიჭი შევმატე. დილით კი ქაიროდან უდაბნოსკენ მიმავალ ავტობუსში ერთი მარტოდ მოგზაური იაპონელი გოგო შევნიშნე და ხელი ვტაცე, ჩვენ შემოგვიერთდი თქო (შემებრალა, მე ხომ კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს ეგეთ ადგილებში მარტო ხეტიალი). უდაბნოში მისულებს კი შემოგვიერთდნენ ავსტრალელი, კოლუმბიელი და ესპანელი.
აი ასე მიყვარს მოგზაურობა მე.
ჩვენ-ჩვენი ფერადი ისტორიების გაცვლის შემდეგ ერთად დავიძინეთ ვარსკვლავების ქვეშ გაქუცულ პლედებსა და საძილე ტომრებში გახვეულებმა.
ძილის წინ ამერიკელმა მთხოვა, მეც გამაღვიძე თუ მზის ამოსვლის სანახავად წახვალო.
აუტანელმა სიცივემ მზის ამოსვლამდე გამაღვიძა. კანკალით გამოვძვერი ტომრიდან, ბნელოდა, ციოდა... მეგობარს გვერდით მშვიდად ეძინა. კი მთხოვა შენთან ერთად მინდა მეც მზის ნახვაო, მაგრამ სულაც არ ვაპირებდი იმ მომენტის მისთვის გაზიარებას. მაგრამ, ბოლო წამს სანამ სიბნელეში გზას გავუდგებოდი, მაინც გავკარი ფეხი, "მე მივდივარ" - წავიბურტყუნე და გაურკვეველი მიმართლებით გავუჩინარდი. სხვა თუ არაფერი, უკვე მე-3 დღეა ამ ბიჭის თბილი ქურთუკი მაცვია (მე არ მქონდა თბილი არაფერი წაღებული) და დიდი ეგოისტური საქციელი იქნებოდა ჩემგან მისი თხოვნის დავიწყება.
სიბნელეში და სიჩუმეში სადღაც 10 წუთის ხეტიალის შემდეგ, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, სწორედ იმ ორ კლდეს მივადექი, რომლიც გულისთვისაც უდაბნოში მოვედი. გული შემეწურა სიხარულით.
მალე მეგობარიც წამომეწია და მასთან ერთად მზეც...
ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ, სხვა რომ არაფერი არ ვნახო, ეგვიპტეში კიდევ ერთხელ დავბრუნდები ბუნების ამ საოცრების სანახავად, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მზის ამოსვლა იყო რაც კი მინახავს, არა და ბევრი მინახავს...
- "აუცილებლად წადი თეთრ უდაბნოში და მზეს მიესალმე ჩემს ნაცვლად, როგორ მინდა მეც ეხლა მანდ ვიყო!" -ვეუბნები ისევ იგივე სკაიპ ჩეთის დროს ამერიკელს.
- "მე მანდ აღარ წავალ!" - მიჭრის ცივად და როცა ძალიან გავიკვირვე დაამატა, არსებობს გარკვეული მოგონებები და მომენტები, რომლებიც იმდენად კარგია, რომ არ უნდა სცადო გაიმეოროო. მაინც არ გამოგივა, ისეთივე ემოციებს ვეღარ მიიღებ და ეს პირველ მოგონებასაც გაგიფერმკრთალებსო.
მე პირადად დღემდე მახსოვს ის აღტაცების გრძნობა რაც იმ მომენტში მქონდა
უდაბნოდან გამოსვლა დავაგვიანეთ. სოფლის ავტობუსი ქაიროს მიმართულებით გადიოდა დილის 10 საათზე. ჩვენი მძღოლი ისეთი სისწრაფით მიჰქროდა უდაბნოს გზებზე, რომ ყველას გული გვისკდებოდა შიშით..
ბრახ! საბურავი გასკდა... მძღოლმა სწრაფად გადმოგვსხა მანქანიდან და გამოცვლა დაიწყო. სადღაც 15 წუთში ისევ გზა გავაგრძელეთ. კიდევ უფრო მეტი სისწრაფით გაუყვა გზას. 10-ს აკლია 10 წუთი. უკვე ჩავთვალეთ, რომ მორჩა, ვერ მივუსწრებთ ავტობუსს...
და ამ დროს ისევ, ბრახ! მეორე საბურავი დაიწვა... ის ის იყო, პლან ბ-ზე ფიქრი დავიწყეთ, ღამე სად გავათენოთო, რომ მეორე ჯიპი წამოგვეწია. ჩვენმა მძღოლმა სთხოვა და ყველანი იქ ჩავსხედით. ამ ძღოლმა საერთოდ კოსმოსური რაკეტის სისწრაფით გაგვაქროლა...
როცა პირველად დავწვით საბურავი
ავტობუსი უკვე დაქოქილი იყო, როცა ჩენი მანქანა დაეწია და ლამის წინ გადაუდგა. მძღოლმა ჩანთები პირდაპირ ჰაერში გვესროლა, ჩვენ ასევე ჰაერში ავტობუსის გამცილებელს გადავაწოდეთ და საოცარი ადრენალინის გრძნობით ავცვივდით დანჯღრეულ და გაუბედურებულ იკარუსში. ისიც კი არ გვადარდებდა, რომ ბოლო რიგში ვისხედით და ამ მტვერსა და ნაგავში 6 საათი უნდა გვემგზავრა.
მერე რა რომ არ არის კომფორტული, სამაგიეროდ ესეც ექპირიენსია!
თუმცა ამ დღის შთაბეჭდილება ამით არ დასრულებულა. დღემდე მახსოვს ის უცნაური გრძნობა რაც დამეუფლა გვერდით მჯომი ეგვიპტელის გაცნობის შემდეგ. ეს ადამიანი 2 სიტყვას ვერ აბამდა ინგლისურად, მაგრამ ინგლისურის პედაგოგად გაგვეცნო (საბრალო მისი მოსწავლეები!). მახსოვს, როგორ გვეკითხებოდა, რას ფიქრობთ ეგვიპტეში მიმდინარე მეორე რევოლუციაზეო. თავად პრო მორსი აღმოჩნდა და იძახდა, ეგვიპტეში სიტუაციას მუბარაქის მომხრეები ურევენ, თორემ ჩვენ ბევრი რამეს კეთება შეგვეძლოო.
ვუყურებდი ამ ადამიანს და მის მონათხრობზე ეგვიპტის ნაცვლად ჩემი ქვეყანა დამიდგა თვალწინ. მას და მისნაირებს ქვეყნის შენების ამბიცია ჰქონდათ, მაგრამ ციხეში მყიფ მუბარაქს აბრალებდნენ წარუმატებლობას, სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა და 2 სიტყვას ვერ აბამდა ამ ენაზე... რაღაც ძალიან მეცნო ეს ყველაფერი და მართლა შევწუხდი.
ისევ რევოლუცია
უკან დაბრუნებულები, ნადვილი რევოლუციის ეპიცენტრში აღმოვჩნდით.
ყოველ საღამოს ჩვენს ქუჩაზე დემონსტრატები აივლიან-ჩაივლიან და იქვე თაჰრირის მოედანზე იკრიბებიან. საღამოს ლოცვის შემდეგ, პოლიცია არბევს და ათობით ადამიანს ჟლიტავს, ისე როგორც არაფერი. მე ყოველ დღე მივდივარ მოედანზე და კითხვაზე რომელი გაზეთიდან ვარ ამჯერად უკვე ვპასუხობ "Georgian Times!" და ურცხვად ვაგრძელებ ფოტოების გადაღებას.
ალექსანდრიაში გამგზავრებამდე ქაიროში მუცლის ცეკვის სანახავად გადავწყვიტეთ წასვლა. Lonely Planet-ის წიგნში ნაქები ბარი ავარჩიეთ და მივაშურეთ.
არცერთ საშინელებათა ფირმში არ მინახავს ასე საშინლად მოხატული ქალები, სახეზე კილო გრიმითა და ხელოვნური თმებით. თუმცა, ხორცი უჩანდათ და იქვე შეკრებილი ეგვიპტელი მამაკაცებისათვის ესეც საკმარისზე მეტი მიზეზი იყო აღსაფრთოვანებლად - გამეტებით უკუჭავდნენ ფულებს სადაც ეკუჭებოდათ თუ არ ეკუჭებოდათ.
ცხოვრებაში არასოდეს არ მქონია ამაზე უფრო ცხადი ასოციაცია ქალის ხორცთან, როგორც მაშინ და გამაჟრიალა. რეალურად კი ყველგან ასეა, არა მარტო ეგვიპტეში.
რაღაც დასკვნის მაგვარი
ძლაიან მომეწონა ეგვიპტური მოგზაურობა. განსაკუღებით კი იმიტომ, რომ ეს ჩემი მოგზაურობა მაინც არგავდა ჩემი უამრავი მეგობრის მოგზაურობას.
გულის სიღრმეში ძალიან გავოცდი და მომეწონა პირველი 10 დღე, როცა ჩემნაირ ადამიანთან ერთად მოვიარე მთელი Upper Egypt. მომეწონა ის სასაცილო სიტუაციები, ერთად რომ ვეხვეოდით ძირითადად ჩემს გამო და მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ ერთხელაც არ უმტყუნა ამ ცივსიხლიან არსებას ნერვებმა და ამიტანა ბოლომდე. მხოლოდ ერთხელ გაეცინა, როცა ერთ აბეზარ ეგვიპტელს გაბრაზებით შევუბღვირე: "ეხლა ვხვდები როგორები არიან გურული ქალებიო" - წინასწარ მყავდა გაფრთხილებული გურულების ხასიათზე.
მომეწონა მასთან ერთად უამრავი მზის ამოსვლისა და მზის ჩასვლის შეხვედრა და ასე მდუმარედ, მზის დევნაში შემოვიარეთ ნახევარი ეგვიპტე.
Old Cataract Hotel- ის ტერასა, ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია მზის ჩასვლის საცქერად მთელს ეგვიპტეში
მზის ამოსვლა კარნაკის ტაძარში
მაგრამ ალბათ უფრო მომეწონა ის დღეები ჩინელ, მექსიკელ და ამერიკელთან ერთად რომ გავატარე. როცა ერთად შემოვირბინეთ ქაირო, თეთრი უდაბნო და ალექსანდრია. როცა დღეები და მოვლენები ისეთი სისწრაფით იცვლებოდა ჩემს გარშემო, რომ დღიურში ჩანიშვნასაც კი ვეღარ ვასწრებდი. მიყვარს ეს ემოციებისგან დაღლილობის გრძნობა და როცა სუნთქვა გეკვრება იმის გაფიქრებაზე: "ნუთუ ეს მართლა ხდება?"
ბოლო მზის ჩასვლას უკვე ქაიროში ვხვდები მაღალ გორაზე ქალაქში არსებულ ერთადერთ მწვანე პარკში. გავცქერი ოქროსფერ შუქზე ამოზრდილ მინარეთებსა და ვაკვირდები ირგვლივ შეკრებილ ახალგაზრდებს, ძირითადად შეყვარებულ წყვილებს და რატომღაც საშინელი მარტოობა მეუფლება.
შემდეგ ჩემი ამერიკელი მეგობრის მოწერილ სმს-ს ვპასუხობ (ალექსანდრიაში რომ დარჩა) და ვუყვები ჩემი და ლუისის დილანდელ ისტორიას, თუ როგორ გვინდოდა მზის ამოსვლას შევგებებოდით პირამიდებთან და როგორ არ შეგვიშვეს ბოროტმა მცველებმა. ბოლოს კი ვწუწუნებ, რომ ეხლა სულ მარტოდ-მარტო გავცქერი ბოლო მზის ჩასვლას ეგვიპტეში თქო.
"როგორ შეგიძლია მარტო იყო, როცა მეც ამ წამს მზის ჩამსვლას ვუყურებ იმ ადგილიდან სადაც გუშინ ვისხედით?!"
და მართლაც, როგორ შეიძლება ასეთი სიტყვების მერე იყო მარტო?
აი ამ მზის ჩასვლას გულისხმობდა თავად
პ.ს.
ხომ ვამბობდი, ნამდვილად Sunset-Sunrise ტრიპი იყო.
Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-76497075534539727462014-09-08T02:58:00.003-07:002014-11-06T02:55:57.697-08:005 reasons why I am not happyგუშინ საერთო მეგობრის ქორწილში დიდი ხნის უნახავი მეგობრები შევიკრიბეთ. ვსაუბრობდით ამა თუ იმ თემაზე. შევეხეთ 4 წლის წინ მოხვეჭილ MBA სტატუსსაც. შალვა, რომელიც ერთ-ერთი უნიჭიერესი ფინანსისტი იყო ჩვენს ჯგუფში, ამტკიცებდა რომ კარგი CEO არ არსებობს ფინანსების კარგი ცოდნის გარეშე და თუ კიდევ არ გინდა CEO გამოხვიდე საერთოდ რატომ აბარებ მაშნ MBA-ზეო.
შემდეგ მე მომიტრიალდნენ და მკითხეს რას ფიქრობო. ჰოდა მეც ვუთხარი, რომ პირადად მე არ მაინტერესებს არც ფინანსები და არც CEO-ობა, იმიტომ რომ არცერთი არ მიყვარს და ბედნიერს არ მხდის. შესაბამისად, ბოლო დროს ვცდილობ აღარ დავიტვირთო გონება იმ თემაზე ფიქრით და დრო კი აღარ გავფლანგო იმ საქმის კეთებითა და ისეთი კარიერის აწყობით, რომელიც მე არ გამხდის რეალურად ბედნიერს და დავამატე, რომ მომავალში კვლავ საქმიანობის სფეროს შეცვლას ვაპირებ.
მეგობრების რეაქცია იყო ცალსახა: "გვეგონა ამას კიდევ უფრო ადრე იტყოდი და გააკეთებდიო".
დავფიქრდი მათ სიტყვებზე. ისედაც ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ თემაზე, თუ რატომ არ ვართ ბედნიერები. არა და ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია რომლებიც ყოველი წესის მიხედვით "ბედნიერები" უნდა იყვნენ (ჩემი თავის ჩათვლით). გამახსენდა ჩემი ძველი ამერიკელი მეგობარი და მისი სიტყვები და ეს ძველი პოსტი ადრე რომ დავწერე ბედნიერებაზე. ჰოდა გადავწყვიტე ამჯერად უფრო დეტალურად ჩამომეყალიბებინა ის მიზეზები, რაც პირადად მე მიშლის ხელს ვიყო ბედნიერი:
#1. გვეშინია ნაბიჯის გადადგმა - ხშირად გამიგია "აუ როგორ მინდოდა წითელი თმები, მაგრამ ვერ გავრისკე"... "ძალიან მინდოდა კენიაში წასვლა, მაგრამ მშობლებმა არ გამიშვეს" და ა.შ. - მეგობრებო, ყველანი თავისუფალნი ვართ არჩევანის გაკეთებაში. ეს ჩვენ ვართ, რომლებიც საბოლოოდ ვირჩევთ არ შევიღებოდ წითლად თმები და ვიყოთ ქერები ან წაბლისფერთმინები, ეს ჩვენ ვართ, რომლებიც კენიის ნაცვლად მივდივართ უკვე გადატკეპნილ თურქეთის ან ეგვიპტის სანაპიროებზე. ეს ჩვენ ვართ, რომლებიც ვირჩევთ არ გავრისკოთ და არ გადავდგათ ნაბიჯი და ბოლოს დანანებით ვამბობთ "აუ როგორ მინდოდა, მაგრამ..." . ჩემი პასუხი - ე.ი. ძალიანაც არ გვინდოდა, თორემ ვერავინ დამაჯერებს - რაიმე ძალიან გვინდოდეს და ვერ გავაკეთოთ. უბრალოდ ჩვენ ვირჩევთ, რომ შიში იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე ჩვენი სურვილი.
#2. ვირჩევთ არასწორ პროფესიებს - რამდენი თქვენგანი (ჩემის ჩათვლით) აკეთებს ზუსტად იმ საქმეს რაც მისი მოწოდებაა? ერთის მხრივ ეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ბრალიც არის, რომ არ გვაქვს ფუფუნება საკუთარი მოწოდებით (მხატვრობით, ფოტოგრაფიით, გეოლოგიით თუ ა.შ.) ვიარსებოთ. შედეგად ვირჩევთ პროფესიებს პრესტიჟულობის და აზღაურების მიხედვით და მთელი ჩვენი ენერგიისა და ნერვული სისტემის 99% ვაქსოვთ კარიერის აშენებაში და საქმის კეთებაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვძაგს და შემდეგ პარასკევობით ერთმანეთს ვეზუზუნებით კოლეგებზე და უფროსებზე. რეალურად, კი ისევ ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა. ისევ ჩვენ ვმუშაობთ უინტერესო სამსახურებში და ისევ ჩვენ ვითმენთ კოლეგების ხუშტურებსა და უფროსების მიერ მაგიდაზე მუშტების ბრახუნს.
#3. ვისახავთ არასწორ მიზნებს - რამდენ ჩვენგანს დაგვისახავს მიზანი და მიგვიღწევია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შინაგანი ინტერესისა და სულიერი სიამოვნებისათვის? მიზანი, რომლის მიღწევის შემდეგ რეალურად ბედნიერი ხარ და არ აქვს ქვეტექსტი "აი ეხლა მე ჩავაბარებ პრესტიჟულ უნიში, MBA დიპლომს ავიღებ და დამაწინაურებენ სამსახურში!". კი ბატონო, მეც ჩავაბარე, ავიღე დიპლომი, დამაწინაურეს კიდეც, ყოჩაღ მე! მაგრამ გამხადა კი ამან იოტისოდენ ბედნიერი? ამ კითხვაზე მე კი ვიცი ჩემი საკუთარი პასუხი და თქვენი თქვენ იცით?
#4. ვეჯიბრებით ერთმანეთს - ესეც ერთის მხრივ წინა პუნქტის გაგრძელებაა. არ ვიცი რა დავარქვა, სპორტული მეტოქეობა (არ მინდა "შური/ბოღმა" ვიხმარო)? მაგრამ რატომღაც ირგვლივ ადამიანებს რომ ვუყურებ, გრძნობა მრჩება თითქოს რაღაც ერთ უზარმაზარ რბოლაში ვმონაწილეობთ, რომელშიც ყველას უკლებლივ მიზანია მეორეს გაუსწროს და აჯობოს. და ამ უაზრო მეტოქეობა "გადასწრება/გადმოსწრება", ან "ახევა/დახევაში" გვავიწყდება მთავარი - ეს ყველაფერი ნამდვილად ბედნიერს გვხდის? დაუსვით თქვენს თავს ეს კითხვა და თუ პასუხია "კი", ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ყველას უკლებლივ.
#5. ვართ არასწორ ადამიანებთან - მე მგონი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ხშირად ვართ უბედურები იმის გამო რომ მეგობრებმა, შეყვარებულებმა, ოჯახის წევრებმა იმედები გაგვიცრუეს. რეალურად კი ჩვენ თავად ვირჩევთ ამ ადამიანებს ჩვენს თანამგზავრებად. ჩვენ ვირჩევთ და ვენდობით მათ და შემდეგ კი იმედები გვიცრუვდება. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ხშირად ამ იმედგაცრუებების შემდეგაც ვაგრძელებთ მათთან ყოფნას, იმიტომ უბრალოდ არ გვყოფნის გამბედაობა გზის მარტო გასაგრძელებლად. გვეშინია, რომ უფრო ცუდად ვიქნებით და შესაბამისად "ცუდად და მარტოდ" ყოფნას ისევ ვარჩევთ ვიყოთ არასწორ ადამიანებთან. საბოლოო ჯამში კი მაინც მარტოსულები ვართ, იმიტომ რომ ასეთი არც მეგობარი, არც შეყვარებული და არც მეუღლე არ გვხდის ჭეშმარიტად ბედნიერს.
არ ვიცი ვინმესთვის ეს ნაცნობია თუ არა, შეიძლება ბანალურიც მოგეჩვენოთ, მაგრამ მეწერებოდა და დავწერე.
ყველას გისურვებთ იპოვოთ საკუთარი მიზეზები და გამოასწოროთ. მე კი ნამდვილად ვიცი რა უნდა გამოვასწორო დღეს, იმისათვის რომ ხვალ ბედნიერი ვიყო.
Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com1tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-86365322434460611622014-07-16T08:04:00.001-07:002016-02-03T03:46:10.668-08:00Out of Africa or Life is All About How You Handle Plan B"Life is all about how you handle plan B" - ამ საკმაოდ ბანალურ გამოთქმას ინტერნეტში გადავაწყდი წლების წინ და რატომღაც დამამახოვრდა. და ეხლა როცა ჩემი არ შემდგარი კუბის მოგზაურობა მახსენდება, სხვა ვერაფერი აღწერს მას ისე ზუსტად, როგორც ეს სიტყვები.
"კოკა ყოველთვის წყალს არ მოგიტანსო" - ყოველი მოგზაურობის წინ მაფრთხილებს მეგობარი ნაცდათო, მაგრამ ვინ უჯერებს. კუბისთვისაც ისევ ისე დაუფიქრებლად ვიყიდე ბილეთები, ისევ გაფრენამდე 2 დღის ადრე მივიღე Lonely Planet-ის წიგნი და გულიანად შევინახე ზურგჩანთაში, "აეროპორტში და სტამბულში გადავხედავ"-ის იმედით. შესაბამისად, გადამხდა ის, რაც გადამხდა.
Loosing my Luck
სტამბულში წესით 1 დღე უნდა გავჩერებულიყავი, სანამ ჰავანაში გავფრინდებოდი. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ ჩემმა იღმალმა აშკარად ზურგი მაქცია. ჯერ იყო და ცნობილი პარკის გამოსვლების გამო (რომელიც ზუსტად იმ დილით დაიწყო) ჩემს ჰოსტელამდე 3 საათით დაგვიანებით მივაღწიე. მერე მიტინგზეც გავედი და მომწამვლავი გაზიც ოხრად ვიყნოსე.
მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი მაინც ის იყო, რომ ადამიანს რომელიც წლების წინ შემხვდა ერთ ქვეყანაში და რომელიც ამ მოგზაურობამდე რამოდენიმე ხნის წინ თბილისში გადამეყარა კვლავ და რომლის სიტყვებმა და წერილებმაც ერთ დროს მე შემცვალეს, სწორედ იმ დაწყვევლილი 3 საათის გამო ავცდი. ბედის ირონიით სწორედ იმ დროს როცა მე შევსახლდი, ის გამოსახლდა იგივე ჰოსტელიდან (ესეც შემდეგ აღმოვაჩინეთ, როცა სხვადასხვა მხარეს გავფრინდით, თორემ იმ დღეს არც მე და არც იმან არ ვიცოდით რომ ორივენი თურქეთში ვართ).
უფრო დიდი შოკი მაშინ მივიღე, როდესაც დილის 5 საათზე, აეროპორტში რეგისტრაციისას გამომიცხადეს, რომ კუბაში ვერ წახვალო. ყურებს არ ვუჯერებდი, პრინციპში არც თვალებს. პანიკაც მქონდა - მთელი ხუთი წუთი. სწორედ ამ პანიკის დროს მებაჟეს ხელიდან მობილური გამოვტაცე და მეგობარს დავურეკე თბილისში "მგონი შარში გავები და ყოველი შემთხვევისათვის ფული ჩამირიცხე ანგარიშზე თქო". მებაჟეს თვალები გაუფართოვდა და ცივად გამომაცილა რიგიდან. "გოგონი ჯერ კარგად გაარკვიე ვიზის ამბები და მერე იყიდე ბილეთი"- სიტყვებით.
თავის გასამხნევებლად ვიტყვი, რომ წლების განმავლობაში მარტო მოგზაურობამ ერთი რამ მაინც მასწავლა, თუ პანიკას დროზე შეეშვები, ხელ-ფეხს და ტვინს გაანძრევ, ნებისმიერი სიტუაციიდან გამოძვრები ადამიანი. მთავარია ამ დროს შიშმა უკან არ დაგაბრუნოს და სხვა ყველაფერს ეშველება.
Plan B
აეროპორტიდან სამარცხვინოდ გამოძევებიდან უკვე 3 დღის შემდეგ ნაირობიში, კენიაში მივფრინავ. ქაიროს აეროპორტში, სადაც თვითმფრინავი უნდა შემეცვალა ბევრი ვიხეტიალე მარტოდმარტო და სელფები ვიღე აზიელი სამხედროების ფონზე და ბოლოს ერთი თავაზიანი ეგვიპტელმა ბარმენი კაპუჩინოთიც კი გამიმასპინძლდა Facebook-ზე დამეგობრების სანაცვლოდ.
ავუხსენი, რომ ჩემი ამ უჩვეულო ენაწყლიანობის მიზეზი სტრესი და ცოტათი, შიშიც იყო. თან ვლაპარაკობ ჩქარა, სიცილით, ერთ ამოსუნთქვაში (როგორც მჩვევია ხოლმე ქოთქოთი), პარალელურად ჩანთას ვაწვდი მებაჟეს სკანერში გასატარებლად, ქამარს ვიხსნი და თავიდან ვიკეთებ. ვხედავ, რომ ბიჭს სახე ეცვლება, მაგრამ მე ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებს. საბოლოოდ კი მაშინ გაგიჟდა, როცა ჩემი პროფესია ვუთხარი, თავისი აპარატურით გატენილი ჩანთები იატაკზე დაყარა: "Are you F*ng kidding me?!" - რანაირი რისკ მენეჯერი შენ ხარო, შემომიტია.
საბოლოოდ ჩვენი ნაცნობობა იმით დამთავრა, რომ ჩასხდომამდე უკვე სამსახური შემომთავაზა თავის გუნდში, რომელიც კონგოში მიდიოდა აჯანყებულების ჩასაწერად. მე შენნაირი იღბლიანი არ ვარ და ცოტათი შენი იღბალი მიწილადე, ეხლა ეს ძალზედ მჭირდებაო.
Nai-robbery
ხომ გინახავთ ჰოლივუდურ ფილმებში სცენები, სადაც ჰარლემში ანდა დეტროიტში გადაღებულ სცენებს აჩვენებენ დანგრეულ გაპარტახებული შენობებით და კაპიშუნ წამოხურული და იარაღ გარჭობილი შავკანიანი მსახიობებით? ჰოდა აი სწორედ ასეთ უბანში აღმოვჩნდი აეროპორტიდან პირდაპირ დილის 3 საათზე და ასეთივე კაპიშუნ წამოხურულმა შავტუხა ბიჭმა თვალების ფშვნეტით გამიღო რკინის კარები.
ეს არ იყო ჩემი სასტუმრო, მაგრამ ამის გვერდით იყო და დიდადაც არ სჯობდა :)
მეორე დილით თითქმის 1 საათი ხეტიალი დამჭირდა კენიატა ავენუემდე რომ გავსულიყავი. კენიელ პოლიციელს გზა ვკითხე და გზის ჩვენების ნაცვლად თავის მოტოციკლის უკანა ადგილზე მიმითითა, შემომისკუპდიო. მდას!
ცენტრიდან walking distance არისო ეწერა სასტუმროს ვებ გვერდზე :)
კენიატა ავენუემდეც მივაღწიე და მაშინვე შემომეხვივნენ შავტუხა და გაოფლილი ხალხი, ყველა თავისი საფარი კომპანიის ვიზიტკას მიკუჭავს ჯიბეში და აქეთ-იქეთ მექაჩება. და ის იყო, რომ ძალიან დავიძაბე და თავბედის წყევლა დავიწყე რა ჯანდაბის გამო ავირჩიე აფრიკა თქო, რომ ქუჩაში გამოკრული ერთი ტურისტული კომპანიის აბრა შევნიშნე, არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მომწონა ეს აბრა და პირდაპირ შევაბიჯე ოფისში და მოთმინებით დავუწყე იქ მომუშავე სიმპათიურ ბიჭს ლოდინი, სანამ ტელეფონზე საუბარს დაასრულებდა.
დღემდე ვთვლი, რომ მაშინ ძალიან გამიმართლა. ყველა ნორმალური ადამიანი 1 წლით ადრე გეგმავს და აკეთებს რესერჩს საფარიზე. მე კიდევ, ნაირობიში ჩაფრენის შემდეგ პირველივე დილით ცენტრალურ ქუჩაზე პირველივე ოფისში შევვარდი, რომლის ლოგოც მომეწონა და ჩემი ისტორია უკვე მეორედ მოვუყევი იქაურ გაყიდვების მენეჯერს და შემდეგ დამატებითი 5 წუთი ველოდე სანამ ეს უკანასკნელი კისკის დაასრულებდა. კიდევ უფრო გამიმართლა, როცა ეს უცხო ადამიანი ჩემით მოიხიბლა, მომწონს შენნაირი გოგონებიო მითხრა და "Don't worry, I will help you!"-ო დაამატა.
მერე ქალაქის რუკაც მომცა, ზანზიბარში წასასვლელად რჩევები მომცა და მიმასწავლა თუ როგორ მიმეღწია ცენტრალურ ჰოსპიტალამდე - აცრა გაიკეთე აუცილებლადო დამარიგა.
კადრი ჰოსპიტალის ავტობუსის ლოდინში :). დღემდე მახსოვს, თუ როგორი შავი შურით ვუცქერდი იქაური ქალების მრგვალ ფორმებს.
აი აქ მიჩხვლიტეს ეს ავადსახსენებელი ნემსი
უკვე 2 საათის შემდეგ ნაირობის ცენტრალური ჰოსპიტალის მიმღებში ვარ და ველოდები თუ როდის მოვა ჩემი რიგი რათა ყვითელი ცხელების აცრა გამიკეთონ. ჯოშუას ოფისიდან გამოსულმა გზად ინტერნეტ კაფეში შევიარე და ზანზიბარისკენ ბილეთი ვიყიდე. ეხლა კი ვზივარ და გაუჩერებლად ჩემს დღიურში ვჩხაპნი აბდაუბდას. ნერვებს მიშლის ერთი აზიელი კაცი, ჩემს გვერდით რომ ზის და საეჭვოდ ახველებს. Damn! გადავჯექი ოთახის მეორე ბოლოში, ეხლა რაიმე უცნობი ვირუსიღა მაკლია! ეს ტიპი ადგა რაღაც იკითხა რეგისტატურაში და ამოდენა მოსაცდელში ისევ მე მომიჯდა გვერდით!!!
საბოლოოდ აცრა გავიკეთე და სერთიფიკატიც ავიღე. ეხლა შემიძლია ჩემს გუშინდელ გაცნობილ ჟურნალისტსაც შევხვდე და ვიღაც კენიელის სახლის სახურავზე ავძვრეთ ფოტოების გადასაღებად.
რატომღაც მიყვარს ეს ფოტოები
Hakuna Matata!
დილით ადრე მზეს დავასწარი გაღვიძება. აეროპორტში კი ნამდვილი კულტურული შოკი მივიღე, როცა თვითმფრინავებს შორის ქათმებივით მისიარულე მგზავრები ვიხილე - ჩემი თავის ჩათვლით.
ცაში აფრენისთანავე ჩამეძინა და ჩემდა ბედად სწორედ იმ მომენტში გამეღვიძა, როცა ღრუბლებში გახვეულ კილიმანჯაროს გადავუფრინეთ.
სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ისე არ მოვკვდები აქ რომ არ ავძვრე
ფეხის დადგმისთანავე მოვიხიბლე ზანზიბარით, ნამდვილად ღირს მისი მონახულება, მაგრამ თუ ჩემსავით რომანტიული პერსონა ხართ, მარტო წასვლას არავის გირჩევთ :).
თუმცა აქ ყველაფერი შეიძლება გადაგხდეთ სულ რაღაც 4 დღეში. შეიძლება გაიცნოთ ძალიან საინტერესო ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და საერთო ჯამიდან შეექცეთ ერთ აფრიკულ ქოხში იქაურ საჭმელებს.
ან, ცხელი დღის ბოლოს, ზანზიბარული კოქტეილების წრუპვით გართუმა უცქიროთ მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე ლამაზ მზის ჩასვლას სირენა ჰოტელის ულამაზესი ტერასიდან.
გაბურძგნული მე!
შეგიძლიათ მიირთვათ ყველაირი ზღვის ბინადარი ზედ შუა პარკში გამართულ ბარბექიუზე, ან კიდევ მზეს მიეფიცხოთ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ პლაჟზე და მოიგერიოთ აბეზარი ნარკო მოვაჭრეები, გარუჯვას რომ არ გაცდიან!
და რა თქმა უნდა ბოლო დღეს ერთი ნახვით მოიხიბლოთ მწვანეთვალება სამხრეთ აფრიკელით, კეიპტაუნიდან ტანზანიამდე ველოსიპედით რომ ჩამოვიდა. ბევრი ვისეირნეთ, მე და ამ უცნაურმა ყმაწვილმა იმ დღეს და უამრავი საინტერესო ამბებიც ვუამბეთ ერთმანეთს ჩვენი წარსული მოგზაურობებიდან.
რა ჯანდაბით იკვებებიან, ასეთები რომ არიან?!
მისი ვიქტორიას ჩანჩქერიდან გადმოხტომის ვიდეოს ნახვის შემდეგ კი მეც ამეკვიატა იგივეს განმეორების იდეა. ფრედი მერკურის სახლშიც ვიყავით, ბავშვებსაც ვეთამაშეთ და საღამოს კი ვიღაც ებრაელის ბინაშიც აღმოვჩნდით ცნობილი ზანზიბარული მოსაწევის გასასინჯავად.
ჰოდა იმ მომენტში ისევ მქონდა "ნუთუ ეს ყველაფერი მართლა ხდება" - გრძნობა. ვიჯექი და ვისმენდი არარეალურ, დაუჯერებელ ისტორიებს ორ ებრაელ ტყუპის ცალ ბიჭზე დაკარგული მამა, რომ იპოვეს ტანზანიაში. დღემდე არ ვიცი მართლა მომიყვა იმ იესო ქრისტეს რომ ჰგავდა იმ ბიჭმა ეს ისტორიები, თუ ყველაფერი კვამლში გახვეული ჩემი წარმოსახვის ბრალია.
ჩვენთან ქუჩაში 'ზანგების' ძახილი ისმის,
იქ კიდევ მე აღმოვჩნდი დისკრიმინაციის მსხვერპლი :)
მეორე დღეს უკვე მომბასას ქუჩებში დავეხეტები და ტუკ-ტუკის მძღოლებს თბილისელი ტაქსისტებივით ვევაჭრები. ქალაქში ბავშვები "მუზუნგუ, მუზუნგუ!" -ს შეძახილებით დამსდევენ (რაც თეთრ ადამიანს ნიშნავს), კაცები კი პირდაპირ ქუჩაშივე მთავაზობენ სექს მომსახურებას. პირველად ძალიან დავიბენი, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კენიის სანაპირო ცნობილი სექს ტურიზმის ადგილი ყოფილა ევროპელი ხანში შესული ქალებისათვის.
ეხლაც მახსოვს აი ის გაურკვევლი გრძნობა, როცა ამ ერთმანეთთან ჩახუტებულ შავ-თეთრ წყვილებს ვუცქერდი.
სტუმრად
ვაღიარებ, ყველაფრისდა მიუხედავად მოვიხიბლე აფრიკათი. შეიძლება იმიტომ, რომ აქ მოგზაურობა ნამდვილი გამოცდაა, მით უმეტეს თუ ქალი ხარ და მით უმეტეს თუ მარტო ხარ. რა თქმა უნდა არაფერს ვამბობ იმაზე, როცა სულ დაუგეგმავად და უგზო უკვლოდ ჩახვალ იქ.
მომბასას შოკიდან ჯერ გამოუსვლელი ვიყავი, როცა უკვე მასაი მარას პარკისკენ მივემგზავრებოდი ინგლისელ, ინდოელ, კორეელ და რუს თანამგზავრებთან ერთად.
გიმგზავრიათ ოდესმე აფრიკის გზებზე? ეს არის ნამდვილი კულტურული შოკი. მიდიხარ ტრასაზე, ამ დროს უეცრად მძღოლი ანელებს მანქანას, წინ კიდევ ზებრა გადაგიკუნტრუშებს!
აქ გზის გასწვრივ ისეთი სიღარიბე იშლება, რომ გული გეკუმშება და გრცხვენია შენი ვითომდა პრობლემების გამო. ან კიდევ როცა უყურებ გზის განაპირას ზურგჩანთა აკიდებულ სკოლის მოსწავლე ბავშვებს, ათეულობით კილომეტრს რომ გადიან ყოველდღე სკოლამდე მისასვლელად.
ყოველთვის მეგონა, რომ საფარით ვერ მოვიხიბლებოდი. ვთვლიდი, რომ ძალიან უინტერესოა მთელი დღე ცხოველებს სდიო მანქანით. მაგრამ, გავოცდი! ეს არის ცალკე სამყარო, ნამდვილად განსხვავებული გამოცდილება და გრძნობაა. აქ შენ ხარ სტუმრად ბუნების ბინადრებთან. არავინ და არაფერი არ ხარ მათ წინაშე, ერთადერთი რაც დაგრჩენია გახდე დამრკვირვებელი და მოიხიბლო ამ საოცარი ქმნილებებით.
ფოტოს ვუღებდი იმ ყვითელ ჩიტებს, როდესაც ეს ჭრელი უცხვად ჩამეჭრა კადრში
ანტილოპა გნუ - ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი კეთილშობილი არსებები არიან <3
აი ის გრძნობა, როცა ათეული სპოლოს ჯოგით გარშემორტყმული ხარ, მანქანა კი არ იძვრის, ვაი თუ რომელიმე გაღიზიანდეს და გადაგვაყირავოს შიშით :)
მაგრამ, ყველაზე მეტად ეს ჩემი საფარის დღეები მიყვარს ალბათ ლომის გამო. მიდიხარ პარკში და უეცრად ხედავ მას, აგერ შენგან 5 მეტრში რომ წამოკოტრიალებულა. ზედაც არ გიყურებს, მაგარი ჰკიდიხარ. ის თავის სახლშია, შენ კიდევ კეთილი ინებე და სტუმარივით მოიქეცი. ის მეფეა, შენ - მაწანწალა და გამოხედვის ღირსიც კი არ ხარ!
ასე გემრიელად ეფიცხებოდა მზეს
ვერ წარმოიდგენთ, თუ როგორ მინდოდა შემოეხედა ჩემთვის, თითქოს დიდი ხნის ნაცნობს ვუყურებდი და ის კი არ მიმჩნევდა :(
მიყვარს ასეთი მომენტები ჩემს ცხოვრებაში, როცა გაგაჟრიალებს დენის დარტყმის მსგავსად და სამუდამდ გამახსოვრდება ეს შეგრძნება Zzzzz!
ასე ვიფარავდი კანს ხელებზე მზისგან
და კიდევ იცით რა არ დამავიწყდება არასოდეს? ლომმა როგორც კი ზურგი მაქცია, ჩემმა კანმა ისეთი საშინელი წვა დაიწყო თითქოს ცეცხლი წამეკიდა. წარმოიდგინეთ შეგრძნება, როცა მზისგან მიიღებ საშინელ დამწვრობას, დაუმატეთ მას აუტანელი ქავილი და ძვლების ტკივილი და მიხვდებით რა დღეში ვიყავი. როგორც ჩანს ჩემმა ორგანიზმა ვეღარ აიტანა აფრიკის დაუნდობელი მზე, რამოდენიმე დღის წინ გაკეთებული აცრა და მალარიის წამლები ერთდროულად და შედეგად 'გამაჟრიალა'.
მასაებმა, ვერაფრით მიმკურნალეს :(
ვარ მასაი მარას პარკში. უახლოესი დასახლებული პუნქტი მხოლოდ მასაების სოფელია. აფთიაქზე არც უნდა ვიოცნებო. დავლიე ყველა გამაყუჩებელი რაც კი მქონდა, არ მშველის! ღამით სიმწრის ცრემლები მდის, ხმის ამოღება და ხმამაღლა ღრიალი კი მერიდება, გვერდით ინგლისელ მეგობარს სძინავს და არ მინდა შევაწუხო. პირსახოცს ვასველებ ცივ წყალში და ვიხვევ ხელებზე. ტკივილი ნელნელა ამდება და მეც მეძინება, მაგრამ 15 წუთში კვლავ ვიღვიძებ, როცა ჩემი სიმხურვალე პირსახოცს ათბობს...
Lucky Girl!
ბევრი ჩემი უცხოელი მეგობარი მეუბნება რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. პირადად მე კი მიყვარს თქმა, რომ თუ ადამიანს გაქვს უნარი უფასოდ გასცე 3 რამ 'Smile, Help and Kindness' - ეს ყველაფერი ათმაგად დაგიბრუნდება უკან, მაშინ როცა ყველაზე მეტად გჭირდება.
ჩემი ბოლო დღე ნაირობიში და
ალბათ საუკეთესო სელფი :)
თუმცა ვთვლი, რომ ამ მოგზაურობაში მაინც ძალიან გამიმართლა. გამიმართლა იმაში, რომ კუბაში ვერ წავედი და იმაშიც, რომ აფრიკაში მოხვდი სწორედ იმ დროს და სწორედ ისე დაუგეგმავად და მოუმზადებლად. გამიმართლა, რომ წინა დღეს ვგეგმავდი მეორე დღეს სად წავსულიყავი და როგორ და ამ ყველაფრის შემდეგ უკან მაინც მთელი დვბრუნდი "მე ეს შევძელი!" გრძნობით.
თანამგზავრებშიც გამიმართლა. ჟურნალისტმა, უამარავი კარგი რჩევა მომცა და დღემდე მეპატიჟება მასთან სამუშაოდ. გამიმართლა ინგლისელ დებორაში, 7 დღე რომ ერთად მოვიარეთ კენიის ყველა დიდი პარკი. მოვიხიბლე რუსი ცოლ-ქმარითაც. დღემდე მახსოვს, თუ როგორი შურით ვისმენდი 65 წლის ასაკის ცოლ-ქმარის აფრიკულ თავგადასავლებს. იმ მომენტში რატომღაც მომინდა მათ ასაკში მეც ეგრე ვიარო.
ამ რუს ცოლ-ქმარს 4 შვილი ყავდათ. ოთხივენი დიდები და თავად ყოველ წელიწადს 2-3 თვე მოგზაურობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში
თუმცა გულ დამწყდა რაღაცნაირად ფაქტზე, რომ ამ მოგზაურობაში ვერავინ შემხვდა ისეთი ვის გამოც მე ვიქნებოდი Impressed. პირველად ცხოვრებაში აღმოჩნდა, რომ ჩემს თამაგზავრებს შორის ჩემი "I supposed to be in Cuba right now" ისტორიის წყალობით თავად აღმოვჩნდი სხვებისათვის სიგიჟისა და გაბედულობის მაგალითი და რატომღაც ამ ფაქტმა დამაბნია.
აფრიკიდან გამოფრენამდე ბოლო დღეს ნაირობიში ჯოშუას შევუარე მადლობის სათქმელად. მოვუყევი რაც გადამხდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. დიდხანს მიცქირა გაოცებულმა, მერე ისევ ბევრი იკისკისა და ამ სიტყვებით დამემშვიდობა "You really impressed me girl! You know how to survive! ". სიმართლე რომ ვთქვა, ჯოშუას ეს შეფასება ჩემზე უფრო მეტად მომეწონა, ვიდრე ყველაფრის უბრალოდ გამართლებისათვის დაბრალება.
Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com1tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-83320485594081612632014-05-27T11:30:00.000-07:002014-11-06T02:56:49.966-08:00მაროკოული მოზაიკა
"Ты что офигела?!"- აი სწორედ ეს სიტყვები აღმოხდათ თვითმფრინავში გაცნობილ რუს ტურისტებს, როცა ვუთხარი რომ მაროკოში მარტო ჩამოვედი და 3 კვირა მარტოდ მარტო ვაპირებდი მხოლოდ ჩემს ზურგჩანთასთან და ფოტოაპარატთან ერთად მოგზაურობას. როცა გაიგეს რომ ქართველი, ვარ ჯერ იყო და აეროპორტში ყველა კაცს თვალები დაუბრიალეს "А ну ка отвалите от нашей девочки грузинки!" სიტყვებით, თითქოს მაგათი ნათესავი ვყოფილიყავი, შემდეგ კი გულით მთხოვეს მათ მხიარულ კომპანიას შევერთებოდი. მე რა თქმა უნდა ზრდილობიანი უარი ვუთხარი, თუმცა გულის სიღრმეში ძალიანაც დამთბა - სასიამოვნოა ყურადღება და სითბო იმათგან, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელი.
ეს ქალი 5 გზის ჩემპიონი იყო ბოდიბილდინგში
აფეთქებული კაფე ჩემი ფანჯრებიდან
არა და მე მაროკოში სულ სხვა განწყობით წავედი. იმ უმნიშვნელო ფაქტმაც კი არ შემაშინა ალქაიდამ რომ ზედ ჩემი სასტუმროს წინ მოინდომა კაფის აფეთქება და ათეულობით ტურისტის იმქვეყნად ნაადრევად გამგზავრება. თუმცა საბოლოოდ მგონი ამიხდა ამ რუსი ტურისტების სიტყვები.
მოზაიკა - სწორედ ეს ასოციაცია მაქვს ამ ქვეყანაზე. ის ჭრელია და ფერადი, მაგრამ ამავე დროს სხვა არაფერია თუ არა ათასობით ნამსხვრევის ერთობლიობა და შესაბამისად ეს არ არის ბუნებრივი სილამაზე. თუმცა, ეს ჩემი შთაბეჭდილებების შედეგია, ზოგი გადამეტებული და ზედმეტი, მაგრამ ყველა მათგანი პირადია. ყველა მოგზაური ხომ ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისას საკუთარ გზას გადის და უკან საკუთარი შთაბეჭდილებებით ბრუნდება. ზოგიერთ ჩემს შთაბეჭდილებას ქვემოთ გაგიზიარებთ.
ყველაზე ცუდი კაცები მსოფლიოში
არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ დედამიწის ზურგზე არსად კაცებს ისე არ შევუწუხებივარ როგორც მაროკოში. ჯერ კიდევ თვითმფრინავში 40 წლის ტიპი მომისკუპდა (არა და გემრიელად მეძინა 3 სკამზე, თავისი ადგილი კი წინა რიგებში იყო) და მთელი 4 საათი არ მომასვენა საკუთარი თავის რეკლამირებით. ამერიკის მოქალაქეა (ტოჟე მნე!), თავს უვლის, დარბის და 40 წლის ასაკისათვის მაგარ ფორმაშია! ჩავალთ მაროკოში და მშობლებს გამაცნობს! ფაქტიურად მთელი მომავალი დამიგეგმა.
მაროკოს მოსახლეობის საშუალო ასაკი 27 წელია, მათი უმრავლესობა კი ახალგაზრდა, უმუშევარი ყმაწვილები არიან. ამიტომაც, არც არის გასაკვირი, რომ როცა მარტო ხარ და წითელი თმები გაქვს ქუჩაში ვერასოდეს გაივლი წყნარად. ირგვლივ ყველანი სახეში გაშტერდებიან და ათას რამეს გეძახიან. გაგიმართლებს თუ მხოლოდ "Hello! Salam! Bojour!"-ით შემოიფარგლებიან. რაგანაც შესაძლებელია პირდაპირ ტურისტებით და ადგილობრივებით გადაჭედილ მოედანზე რომელიმე კაფის ოფიციანტმა სექსი, ან უკეთეს შემთხვევაში ქმრობა შემოგთავაზოს! და თუ ყურადღებას არ მიაქცევ, სახალხოდ ისე გამოგლანძღავს, რომ მიწის გახეთქვა ინატრო. ან კიდევ ზედ ავტობუსის გაჩერებაზე მოგვარდეს გაბურძგნული და თვალებამღვრეული ბარიგა "Hey! Do you smoke? I've got something for you!".
ხშირად ეს ბირჟავიკი და უცხოელი გოგონების მოსადკავე ტიპები აგედევნებიან და ხელით ხელით შეხებასაც ცდილობენ! ერთი-ორმა მე პირადად ძალიან შემაშინა. ერთხელ რაბათიდან ტანჯიერში მივდიოდი დილის მატარებლით, კუპე სავსე იყო მგზავრებით. უეცრად ერთი მომიტრიალდა და მეუბნება: "შენ ის გოგო არა ხარ რამოდენიმე დღის წინ მეკნესში მავზოლეუმის წინ ორ სკოლის მოსწავლესთან ერთად რომ იღებდი ფოტოებს?" - გავოგნდი. ეს ორი ქალაქი ისეა ერთმანეთისაგან დაშირებული, რომ ძალზედ მცირე ალბათობა იმისა, რომ ვინმე ნაცნობს შემთხვევით შეხვდები, მით უმეტეს ასეთ დეტალებს რომ გეტყვის.
ან კიდევ მეორე ეგზემპლარი. ფეზიდან კასაბლანკაში მივდივარ. ამოვიდა, მთელი გზა ნიცშეს კითულობდა, თავი არც აუწევია. ჩავედით თუ არა კასაბლანკაში წიგნი ჩანთაში შეინახა, მომიტრიალდა და ტონით მიცხადებს: "შენ ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე, გეპატიჟები რესორანში". უარზე ისე განაწყენდა: "მე შენი გულისათვის წამოვედი კასაბლანკაში, ისე რაბატში მივდიოდი მაგრამ გადავიფიქრე, არ ჩამოვედი ჩემს გაჩერებაზე და გამოგყევი!"- გაგიჟება შეიძლება!
აქაური ვაჭრები მსოფლიოში ყველაზე აბეზრები, აგრესიულები და მატყუარები არიან მსოფლიოში. არა და იცით რა ლამაზი ბაზრობები აქვთ? თვალებს მოგჭრით ტექსტილისა და ტყავის ნაწარმის სიჭრელე. ფერების ისეთი ფეირვერკია, რომ ნებისმიერი ფოტოგრაფისათვის მისწრებაა.
მაგრამ რა ჯანდაბად გინდა?! ვინ გაგახარებს! თუ ჩემსავით მარტო წახვალთ შანსი არ გაქვთ იხეტიალოთ დაკარგვამდე. ამ ფერადი მაღაზიების პატრონები ჩამოგახევენ კალთებს:"Come here!", "Have a look!", "Don't shoot!", "Give me money!" და ვაი შენს ტყავს თუ ფოტო გადაიღე, ისეთი აგრესიულები ხდებიან, რომ ისღა დაგრჩენია სასწრაფოდ გაეცალო იქაურობას.
მართალია კარგი მაღაზიის მეპატრონეებიც შემხვდნენ. ისეთები, რომლებთანაც გულიანად ვისაუბრე ჭიქა ჩაიზე, ვინც მრავალი საინტერესო ისტორია მომიყვა და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთებიც კი შემხვდნენ საკუთარი პროდუქციის შემოჩეჩების ნაცვლად საჩუქრებით რომ გამომიშვეს უკან. ასე ერთმა სამაჯური მაჩუქა, მეორემ ბერბერი ქალის ტრადიციული პარფიუმერია, მესამემ ქოშები, მეოთხემ კი საყურე. მაგრამ ზოგადად იმდენად უარყოფითი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამათმა ვერ გააქარწყლეს :(.
დღემდე მაქვს ამ კაცის ნაჩუქარი სამაჯური
წვიმა და სეტყვა საჰარაში
საჰარას უდაბნოში მას შემდეგ მინდოდა მოხვედრა რაც ბავშვობაში ბრუკ შილდსის ფილმი ვნახე ამავე სახელწოდებით. მინდოდა ამ უსაზღვრო დიუნების ნახვა და უდაბნოს სულის შეგრძნება. არაფერს დავწერ იმაზე, რომ უდაბნოსკენ მიმავალს გზად მანქანა გავიფუჭდა, ისიც რა მოსაყოლია რომ ვიღაც გიჟი მძღლის მანქანაში გადაგვსვეს, არც იმაზე ვისაუბრებ ბევრს, თუ როგორი საოცარი პეიზაჟები იშლებოდა მანქანის ფანჯრიდან, აი ზუსტად ისეთები ფილმებში რომ აჩვენებენ ხოლმე - ეს გასაგებიცაა, მთელი ჰოლივუდი ხომ აქ იღებს ყველა ფილმს რომელშიც ცოტა ეგზოტიკის ჩვენება სჭრდებათ. იმის თქმა მინდა, რომ მთელი გზა მზე აცხუნებდა და საოცარი ამინდი იყო, მაგრამ როგორც კი საჰარას უდაბნოს მივადექით და აქლემებზე ამხედრებული ქარავანი უდაბნოს დიუნებს დაუყვა კოკისპირული წვიმა და სეტყვა წამოვიდა!
უკვე მოიღრუბლა
გიდმა თქვა, ამ დროს ასეთი ამინდი ბოლოს 5 წლის წინ იყოო. მე ხომ უნდა გამმართლებოდა!
მშვიდობით ჩემო უდაბნოს ფოტოებო. ვერც ის საოცარი მზის ჩასვლა-ამოსვლა ვიხილე ასე მაგნიტივით რომ იზიდავს ხალხს. სამაგიეროდ ნაწვიმარ დიუნებზე სნოუბორდით ვიხალისე და ნამდვილად ვისიამოვნე ღამით სიბნელეში უზარმაზარი ქვიშის მთის კენწეროში არაბ გოგონასთან საუბრით. ხანდახან თავს იმითაც ვიმშვიდებ, რომ ჩემსავით წვიმიანი საჰარას ნახვის ბედნიერება მხოლოდ ერთეულ ტურისტებს თუ ჰქონიათ :).
არ იმგზავროთ ლოკალური ავტობუსებით!
უდაბნოს შემდეგ მძღოლმა იქვე სოფელში ჩამომსვა სადაც ავტოსადგურის მსგავსი რამ უნად ყოფილიყო წესით. ფეზში მინდა წასვლა. ხანდახან მოგზაურობისას აღმოვჩნდები ხოლმე სიტუაციაში, რომელიც რატომღაც იმდენად განსხვავდება ჩემი ყოველდღიური რეალობისაგან, რომ თავი ძალაუნებურად რომელიმე სათავგადასავლო ფილმის გმირი მგონია. აი იმისი, დაკარგულ და ღვთისაგან დავიწყებულ ადგილას რომ მოხვდება ხოლმე. ავტოსადგური, ან უფრო სწორედ ის რასაც ავტოსადგური ერქვა იყო უფანჯრო-უკარებო მიტოვებული, ბინძური და ნახევრად დანგრეული შენობა. დღემდე ვერ გამიგია თუ რატომ იყო ქალების ტუალეტის კარები ბოქლომით ჩაკეტილი.
მარტო ერთადერთი ქალი ვარ და ისიც უცხოელი. ირგვლივ გამურული და უდაბნოს მზით გადამწვარი ხალხი ირევა. ვიღაცამ დანჯღრეულ იკარუსის ტიპის ავტობუსსზე მიმითითა - ეს არის შენი ავტობუსიო. მოვთავსდი, ნელნელა ღელვა მეწყება, ან როგორ არ დაგეწყება როცა გასვლამდე 1 საათია დარჩენილი და ვიღაც კაცი კი ეხლა არის შემძვრალი ავტობუსის ქვეშ მის გასაკეთებლად! ეხლა აკეთებს!!!
ავტობუსი ნელნელა ივსება, მე თეთრი და ფითქინა ისე გამოვირჩევი ამათგან რომ... თუმცა თავს ვუმეორებ, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთი თავგადასავალია და მეტი არაფერი. ფეზამდე 9 საათია. ავტობუსში ისეთი ჭყლეტვაა, რომ 2 სავარძელზე 3 და ზოგან 4-იც ზის. ჩემს გვერდით მჯდომი მგზავრი ერთი 10-ჯერ მაინც შეიცვალა. ბოლოს ერთი ახალგაზრდა არაბი გოგონა მომიჯდა. ერთ-ერთ გაჩერებაზე ვაშლი ვიყიდე, მარტო ჭამა მომერიდა და ამ გოგონას ვუწილადე. მანაც მადლობა ჭესტებით გადამიხადა (ინგლისური არ იცოდა 1 სიტყვაც). მერე კი თავისი ორცხობილაც გამიყო.
ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, არასოდეს დამავიწყდება ამ არაბის გოგონას სახე, როცა ჩემი ფანჯრის ქვეშ ბორბალმა შავი კვამლი გაუშვა. ავტობუსი ისე მალე აისვო ამ შავი კვამლით, რომ წესიერად შეშინებაც კი ვერ მოვასწარი. ის იყო მძღოლმა ავტობუსი გააჩერა, რომ გოგომ მე აქედან მივდივარო მანიშინა, ხელი მაგრად ჩამავლო და ჩანთის აღებაშიც კი დამეხმარა. მერე გზად მიმავალი ტაქსი გამიჩერა, ჩემს ნაცვლად აუხსნა სადაც მივდიოდი და მე ამ სიტუაციით გაოგნებულმა მხოლოდ ფანჯრიდან ხელის დაქნევაღა მოვასწარი მისთვის. არა და დღემმდე მახსოვს როგორ მიცემდა იმ მომენტში გული, როცა უკან მოუხედავად გავეცალეთ ამ შავი კვამლით სავსე ავტობუსს.
ჩემი მფარველი ანგელოზი
დღემდე მგონია, რომ ადამიანი სახელად ჰამზა შაჰიდი ჩემი ანგელოზია, რომელიც იმ მომენტში მოგზაურობის ღმერთმა გამომიგზავნა.
ძალიან მინდოდა ტანჯიერში მოხვედრა, იქ სადაც ხმელთა შუა ზღვა ოკეანეს უერთდება. ასეთ ადგილებში ყოველთვის ენერგიით ვიმუხტები ხოლმე. თუმცა ძალიან შევწუხდი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო და პლაჟს მივაშურე. ბანაობაზე არც მიფიქრია, უბრალოდ ფეხზე გავიხადე და დავიწყე წინ-და უკან სეირნობა. ამ სეირნობისას თვალში მომხვდა ორი ახალგაზრდა. ერთი თინეიჯერი, მეორე კი მოზრდილი, თავგადადახოტრილი და მეტად ათლეტური - გარეგნობით ძალიან მაგონებდა ვანდამის ფილმებში რომ იყო თავხოტორა უარყოფითი პერსონაჟი. უცნობმა შორიდან გამიღიმა, მეც გავუღიმე და გზა განვაგრძე.
ცოტა ხსნის ხეტიალის შედეგ ვიღაც აბეზარი მომიახლოვდა, ამღვრეული თვალებით და შეუხედავი ფიზიონომიით. რა თქმა უნდა ზურგს ვაქცევ და სხვა მიმართულებით მივდივარ. აბეზარი არ იშლის და გზას მიღობას, თვალით იმ თავხოტორას და მის მეგობარს ვეძებ და მათი მიმართულებით ვიწყებ მოძრაობას. რატომღაც ვიგრძენი, რომ მათი იმედი შეიძლება მქონდეს. ქვიშაზე მჯდომმა თავხოტორამ შემამჩნია, წამოდგა და ჩემსკენ გამოემართა. უეცრად სახე შეეცვალა და მთელი ძალით ღრიალით გამოიქცა ჩემსკენ, მომვარდა, ამ სანახაობით გაოგნებულს ხელი მკრა და სანამ მე გონს მოვეგებოდი ჩემს გამნაწყენებელს ეცა. თურმე ნუ იტყვით, ის ვიღაცა იმდენად გამწარებულა ჩემი იგნორით, რომ იქვე დღისით მზისით პლაჟზე გადაწყვიტა ჩემი აკუწვა :).
ცოტა გონს რომ მოვეგე, გამომკითხა ვინ ვიყავი და რა ჯანდაბას ვაკეთებდი აქ მარტო. "კატასტროფე! კატასტროფე!" იმეორებდა აღშფოთებული. მომიყვა თავის შესახებაც, ჰოლანდიაში მოღვაწე პროფესიონალი კიკბოქსიორი ყოფილა. ამიხსნა, რომ ჩემი გამნაწყენებელი ნარკო ბარიგაა. რომ აქაურობა სავსეა მისნაირებით და რაც ყველაზე ცუდია პოლიცია უარესია.
წიგნზე თავისი ნომერი წამიწერა და თითის ქნევით გამაფრთხილა, თუ რაიმე დაგჭირდეს ან ვინმემ გაწყენინოს არ მოგერიდოს დარეკვაო. ბოლოს ტაქსიც კი თავად გამიჩერა, მძღოლს სულ მუშტები უღერია ცხვირთან, ეს გოგო პირდაპირ სასტუმროში მიიყვანე თორემ ვერ გადამირჩებიო და უკან მოუხედავად წავიდა.
ხომ ჰგავს ვან დამის ფილმებში რომ იყო იმ ბოროტ ტიპს? :)
მე რომ ჩავჯექი იკ უკვე იჯდა ერთი ზანგი ბიჭი (მაროკოში შეარ ტაქსებია ძირითადად) და როცა მის გაჩერებას მივუახლოვდით "თავაზიანად" შემომთავაზა აქ ჩამოდი და მე გაგაცილებ სასტუმრომდეო. ეს რომ ტაქსისტმა გაიგო, სულ კინწისკვრით ჩააგდო მანქანიდან "ხომ მომკლავს ის გიჟი" სიტყვებით :).
ტანცი აბნიმანცი
no comments! :)
ერთ საღამოს ფეზში სასტუმროს პატრონმა, მე და ერთი ამერიკელი გოგონა დასალევად დაგვპატიჟა. დალევა ზოგადად მაროკოში აკრძალულია, ქუჩაში თუ ლუდის ბოთლით დაგინახეს, ციხე არ აგცდება (ნუ, ციხე თუ არა, პოლიციის განყოფილებაში გასეირნება მაინც). სასმელი რომ გაყიდოს, დაწესებულებას სპეციალური ლიცენზიის მოპოვება და რა თქმა უნდა მთავრობიის წრეებში კარგი ნაცნობ-პატრონები სჭირდება. ჰოდა, ეხლა ამას თუ დასვალური დისკოთეკაც ემატება და მიხვდებით, თუ რა რიგ განსაკუთრებულ ადგილას წაგვიყვანა ამ ყმაწვილმა.
ყმაწვილი, ყმაწვილად, ეს სხვა ისტორიაა და მასზე ალბათ ოდესმე წიგნში დავწერ. უბრალოდ, რაც იმ საღამოსგან დამამახსოვრდა, იყვნენ მაროკოელი გოგონები. შუა კლუბში საცეკვაო ადგილზე, მხოლოდ რამდენიმე მაროკოელი გოგონა ცეკვავდა. კლუბურად იყვნენ გამოწყობილები. ისეთი არაფერი, მოკლე კაბა, მოშიშვლებული ადგილები, მკვეთრი მაკიაჟი, მომღიმარი სახე. ჰოდა ცეკვავდნენ ეს გოგონები მარტონი, ირგვლივ მაგიდებზე კი სავარაუდოდ ფეზის ნაღები საზოგადოების მამაკაცები მოკლათებულიყვნენ, ცეკვით რა თქმა უნდა არავინ ცეკვავდა. მარტო სასმელის წრუპვით და ხარბი თვალების ცეცებით იყვნენ დაკავებულნი.
იმ მომენტში ამ სიტუაციამ ე.წ. "სოფლის დისკოთეკა" გამახსენა, აი ჩემს ბავშვობაში რომ იმართებოდა გურიაში. გოგონები ვცეკვავდით, ბიჭები კი გარშემო ჩაცუცქულები გვიცქერდნენ. ჰოდა ისეთი უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა, რომ რატომღაც მომინდა ამ გოგონებს გამოვცნაურებოდი. ალბათ მართლაც ფემინისტკა ვარ :)
კარგები
რა თქმა უნდა კარგი მოგონებებიც მაქვს მაროკოზე. ასე მაგალითად, მიყვარს მოგონება, თუ როგორ გავიცანი ერთხელ რაბათის ქუჩებში ხეტიალისას ორი ლესბოსელი გოგონა და შემდეგ მათთან და მათ სხვა არატრადიციული ორიენტაციის მეგობრებთან ერთად როგორ ვერთობოდით ასევე არატრადიციულ და მოროკოს კონტექსტიდან ამოვარდნილ ბარში.
მიყვარს მოგონება კალიფორნიელ დანიელაზე და მაროკოელ მეჰდიზეც, ჩემი წყალობით რომ გაიცნეს ერთმანეთი და დღეს დაქორწინებულები არიან.
ის მოგონებაც მიყვარს, ერთ მაროკოელი ხელოსნის სახლში რომ ვჭამ მის ოჯახის წევრებთან ერთად საჭმელს ერთი საერთო ჯამიდან.
ძალიან კარგი დრო გავატარეთ ერთად ფეზში, მაგრამ
ახალ Facebook ექაუნტში რატომღაც აღარ დავიმატე არცერთი
იმ დიალოგზეც სულ მეღიმება მე და ინგლისელ ყმაწვილებს რომ გვქონდა:
მე: "Do you have a Facebook?"
ის: "Yes!" - და მაწვდის Phrase Book-ს
მე: "No, I mean Facebook!"
ის: "Ah Sorry! Here!" - და მაწვდის Fez Guidebook-ს
მე: No, no! I mean FACEBOOK!" - ამ დროს უკვე მეც, ისიც და მისი 2 მეგობარიც გულიანად ვხარხარებთ.
როგორც მსუნაგი ვერ ავუვლი გვერდს სამზაურელოს. მართლაც რომ საოცრად გემრიელი კერძები აქვთ!
რაღაც დასკვნის მაგვარი
ჩემი მეგობრები გამუდმებით მიმტკიცებენ, რომ მე ჭკუას ვერასოდეს ვერ ვსწავლობ. შეიძლება აქ რაც დავწერე და უფრო მეტად კი რაც არ დავწერე იმის შემდეგ (მინდა მშობლებს წყნარად ეძინოთ ხოლმე როცა წავალ სადმე კიდევ), სხვა აღარც კი წასულიყო მარტო სახეტიალოდ უცხო ქვეყანაში. პირადად მე ასე ვუყურებ, ნებისმიერი ცუდი გამოცდილებაც გამოცდილებაა, მას ვერ შევცვლით, მაგრამ არასოდეს არ უნდა მივცეთ უფლება რომ ჩვენს ირგვლივ სამყაროს აღმოჩენაში შეგვიშალოს ხელი.
მე ალბათ არასოდეს გამოვსწორდები, თუმცა სავარაუდოდ ეს უკეთესიცაა. რომ გამოვსწორდე, ვინ უნდა ვიყო რო?
#ქორწილი
მთელ $6-ად დავჯავშნე ჰოსტელი ლაჰორის ხმაურიან უბანში. აეროპორტიდან გამოსულმა ჯერ დიდხანს ვეძებე, შემდეგ მე-3 სართულზე ჩემი ზურგჩანთა დიდი ვაი ვაგლახით ავათრიე და პასპორტიც მოვიმარჯვე რომ რეგისტრაცია გამევლო. სწორედ ამ დროს ერთი გოგონა მომვარდა და სტანდარტული 'გამარჯობა, გაგიმარჯოს, საიდან ხარ'-ის შემდეგ მეკითხება:
- ქორწილში მივდივარ, წამოხვალ ჩემთან ერთად?
- მმ, კი მინდა, მაგრამ როდის მიდიხარ?
- აი ამ წამს მივდივარ!
- კი მაგრამ პრობლემა ხომ არ არის?
- ეს პაკისტანია! რა თქმა უნდა არ არის პრობლემა!
ჰოდა იქვე კუთხეში მივაყუდე ჩემი ზურგჩანთა და ჩემოდანი, ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და ამ გოგონას გავედევნე. კიბეებზე ჩამავალს კი ერთი ჩინელიც შემოგვიერთდა. თვად ქორწილი ხომ საოცრება იყო, ფერების და მუსიკის ზეიმი. მაგრამ ყველაზე საოცარი ის ფაქტი იყო, რომ აეროპორტიდან 5 წუთის მოსული მანდ აღმოვჩნდი. ეს გერმანელი გოგონა იცნობდა ერთი რიქშას მძღოლს, რიქშას მძღოლი იცნობდა მუსიკოსს ძმებს, ეს უკანასკნელები კი ქორწილში იყვნენ დამკვრელებად მიწვეულები.
ყველაზე მაგარი პაკისტანელი ძმები. უფროსი აბსოლიტური ყრუა, მაგრამ ისე საოცრად უკრავს რომ გაგიჟდება კაცი!
თუმცა პირადად მე ყოველთვის მიზიდავს მოგზაურობაში, ის რომ შეიძლება რაღაც საოცარ ისტორიაში გავეხვე სრულიად დაუგეგმავად. ის, რომ ხანდახან მხოლოდ ღიმილია საკმარისი ადამიანების კეთილგანწყობის დასამსახურებლად.
ქორწილში ნამდვილი საპატიო სტუმარი 'გავიჩთე'. ჯერ იყო და ყველა ინტერესით გვათვალიერებდა მე და ჩემს მეგობარს, საიდან ხართ, სიძის მხრიდან ხართ თუ პატარძლისო. როცა გაიგეს რომ მუსიკოსების 'ახლობლები' ვიყავით კიდევ უფრო მეტად გაუხარდათ. ათეული ადამინის საოჯახო ალბომში აღმოვჩნდი გამოჭიმული, ჩემს გერმანელ და ჩინელ მეგობართან ერთად ფარდულში მოფარებული თბილ ვისკისაც გეახელით - გცივათ თქვენო და საიდან გაგვიჩინეს არ ვიცი.
მე და გერმნანელმა სიძს გამოცილების ცერემონიაშიც კი მივიღეთ მონაწილეობა
და მის გვერდითაც დავიკავეთ საპატიო ადგილი, მანამ სანამ პატარძალი მოვიდა და არ გაგვყარა :).
'Bride is very fat! very very fat! You'll see!'-ჩუმად ჩამჩურჩულა ერთმა ჭორიკანამ და სხვები კი დაეთანხმნენ. პატარძალი რომ გამოჩნდა ამ გოგომ თვალებით მომძებნა და გამიღიმა "გითხარი"-ს ნიშნად.
- გათხოვილი ხარ? - მეკითხებიან ქალები
- კი ვარ -ვპასუხობ მე, ასე დამარიგა გერმანელმა, ჩვენი ასაკის ქალებისათვის ეს დიდი სირცხვილია აქო.
- მაჩვენე აბა შენი ქმრის სურათი!- მომთხოვა ერთმა და ერთბაშად 5 თავი მომაჩერდა ინტერესით. არ დავიბენი, და რამოდენიმე წამის ძიების შემდეგ მობილურშ ერთ-ერთი მეგობრის ფოტო ამოვარჩე და ვაჩვენე -"აი ეს არის!" სიტყვებით. დიდი იტერესით ათვალიერეს, მობილური ხელიდან -ხელში გადააწოდეს და ბოლოს დამიბრუნეს - "შენ უფრო ლამაზი ხარ!" სიტყვებით.
უძინარი, უმაკიაჟო და დაღლილი აეროპორტიდან პირდაპირ ქორწილში
საღამო მუსიკოსებთან ერთდ ერთ მაგიდასთან და ერთი თეფშიდან ბრინიჯის ჭამით დავასრულე.
აი ამ ყმაწვილის ფონზე ვიგრძენი რომ უკვე დავბერდი :(
#წვრილმან-წვრილმანები
ერთხელ ერთი შემთხვევით გავიცანი ირანში და შემდეგ ერთადაც ვიმოგზაურეთ ეგვიპტეში. როცა ის სამშობლოში ბრუნდებოდა და მე კი კაიროში მივდიოდი, სადაც რევოლუცია იყო და ყოველ დღე ათეულ ადამიანებს ხოცავდნენ მოედანზე, ამ სიტყვებით დამემშვიდობა: "You'll be OK! You are an experienced traveler!" - მაშინ ძალიან გამიხარდა მისგან ეს სიტყვები, იმ მომენტში და დღესაც ეს ადამიანი იყო მოგზაურის ეტალონი ჩემთვის.
იმის მერე დრო გავიდა და მე უფრო მეტ შარში გავეხვიე და გამოვძვერი კიდეც. როცა პაკსტანზე ვამბობდი წასვლა მინდა მეთქი, ყველა უკლებლივ მეუბნებოდა "გაგიჟდი?! რა გინდა მანდ?!". არ ვიცი ის მეგობარი იყო მართალი და უკვე მართლაც გამოცდილი მოგზაური ვარ, იღბლიანი ვარ, ან იქნებ უბრალოდ პაკისტანელი ხალხი არ არის ისეთი როგორიც აქ წარმოგვიდგებიან მედიის თვალით. ფაქტი ერთია, პაკისტანის მოგზაურობა იყო ჩემს მოგზაურობებს შორის ყველაზე უსაფრთხო და უექსტრიმო.
ლაჰორში საათობით ვიკარგებოდი მარტოდმარტო ძველი ქალაქის მიხვეულ მოხვეულ ლაბირინთებში. ძალიან ბევრ ძველ ქალაქში ვყოფილვარ და დღემდე მიზიდავს ეს გაურკვეველი სიჭრელე და სიბინძურე. არის იქ რაღაც გასხვავებული, ის რაც თვალს ჭრის და ყნოსვის რეცეფტორებს აღიზიანებს
წავედი ინდოეთის საზღვართან, რათა მენახა დროშების დაშვების ცერემონია და მაშინ როცა ინდოეთის მხარე გადაჭედილი იყო ტურისტებით, პაკისტანის მხარეს მხოლოდ ერთიტურისტი ვიყავი.
მათთან ერთად გავკიოდი მთელს ხმაზე - Pakistani Zindabad!
კიდევ ერთი ფოტო ჩემი სულელური კოლექციისათვის
ამ ცერემონისაათვის საგულდაგულოდ არჩევენ საუკეთესო გარეგნობის კაცებს, შეუფერებლად მაღლები რომ არიან თან
მძღოლმა 5 წუთით დაგვტოვა და ჩვენც დრო ვიხელთეთ
იქაურ რიქშას მძღოლებს თბილისელი ტაქსისტებივით ვევაჭრებოდი და ერთხელაც არ დავკარგულვარ 10 მილიონიან ქალაქში. პრინციპში ეს არც ისე ძნელი იყო, მერე რა რომ ინგლისური 1 სიტყვა არ იციან, მთელმა პაკისტანმა იცის Charman Ice Cream -ცნობილი სანაყინე ჩვენი ქუჩს გადაღმა რომ იყო და სადაც არ უნდა გამეჩერებინა რიქშა, უპრობლემოდ მოვდიოდი უკან ჰოსტელში
თუმცა ამ რიქშებით მგზავრობა კი არის ნამდვილი ექსტრიმი
ერთ საღამოს ჰოსტელისკენ მომავალს გზა გადაკეტილი დაგხვდა. ათასობით ქალი ზედ ქუჩაზე იჯდა, ზოგს პლედები მოეხვია და იწვა კიდეც. უკან პოლიციელები იდგნენ შეიარაღებულები და საკმაოდ მშვიდი სახით აკვირდებოდნენ მათ.
როგორც შემდეგ ამ ქალებთან საუბრისას გავარკვიე, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული პაკისტანელი ქალები აპროტესტებდნენ კონტრაქტის კაბალურ პირობებს. რაღაც უცნაური გრძნობა იყო იქ პაკისტანში ამ აქციის დანახვა, უეცრად საოცარი პატიცისცემით აღვივსე ამ ქალების მიმართ, თვიანთ უფლებებს რომ იცავენ ასე მდუმარედ და რა თქმა უნდა გულგრილად ვერ ჩავუარე.
ერთ დღესაც ჰოსტელის მენეჯერის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად მე და ჩემი მეგობარი ჩინელი მაინც გავეშურეთ ფერადი სატვირთო მანქანებს სანახავად. "იქ პაშტუ ხალხი ცხოვრობს და არ არის უსაფრთხო ტურისტებისათვისო" - გვარწმუნებდა ეს კაცი.
კი მაშინებდა ჰოსტელის მენეჯერი, უცნაური ხალხი არის მანდო, მაგრამ არ დავუჯერე
საბოლოოდ ერთ-ერთ მანქანაში აღმოვჩნდით გამოკეტილი მძევლად. ცოტა უცნაური გრძნობაა ერთი 5 კაცი რომ არის შეყუჟული დიდი მანქანის სალონში და 20 წყვილი თვალი კი ქვემოდან მოგჩერებია.
თან ამ დროს ერთი ყმაწვილი ბასრ დანას ატრიალებს შენს ცხვირწინ, ბოლოს კი ამ დანით გათლილ ვაშლს გაწვდის მაზუთიანი ხელით.
მაგრამ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ღიმილმა აქაც მიშველა :)
თუმცა ამ დღის მოვლენად ნამდვილად არის ეს მოხუცი მხატვარი. საიდანღაც რომ გამოძვრა, გაგვართრია გვერდით რათა თავისი მოხატული კედელი ეჩვენებინა. როცა დაინახა ფოტოს გადაღება მინდოდა, დიდი ქუდი მოიხადა და თითი მაღლა აწია, მე მგონი იმ წარწერის ციტირებას ახდენდა რაც ამ ფერად კედელზე ჰქონდა მიწერილი
ვფიქრობ ყველაზე იღბლიანი კადრია ამ მოგზაურობაში
ვიყავი Sufi Night-ზე, ყოველ ხუთშაბათს ღამით რომ იმართება და იქაურებისათვის ნამდვილი მოვლენაა. ჩემმა ძველმა მეგობარმა მუსიკოსებმა მიცნეს თავიანთ ფეხებთან გამინთავისუფლეს ადგილი, რა სიამაყით ვიჯექი ნეტავი გენახეთ - "მე ამათი მეგობარი ვარ!". ვიჯექი და ვუსმენდი ამ საოცარ მუსიკას, ვუცქერდი საოცარ ცეკვას და ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა მეც ვიჟღინთები ჰაშიშის კვალით, ტრანსში წასული ყმაწვილები, რომ აბოლებდნენ ჩემს ირგვლივ. ბოლოს ერთმა ასეთმა კანფეტებით სავსე ჯამი მაჩუქა, რა თქმა უნდა თან ჩამოვიტანე და დღემდე ყრია შიგ პაკისტანური ტკბილეული..
პაკისტანს უდაოდ ყველაზე გემრიელი ქუჩის საჭმელი აქვს. სულ რაღაც ნახევარ დოლარად შეგიძლია იყიდო უგემრიელესი შაურმა, ან სულ რაღაც 2 დოლარად მთელი დღის საჭმელი შუკვეთო ჩემს საყვარელ ქუჩის რესტორანში. როგორ მომენატრა კეთილ ღიმილიანი მზარეული და მისი უგემრიელესი კერძები.
ამ ყველაფერში 4 დოლარი გადავიხადეთ 2-მა
აქ ყველას ძალიან უყვარს ფოტოების გადაღება. როცა მარტო დავბოდიალებდი ქუჩაში მაჩერებდნენ და ფოტოების გადაღებას მთხოვდნენ, მაგრამ საკმარისი იყო ვინმე ადგილობრივთან ერთად მომხვდარიყავი, რომ მას ნებართვას სთხოვდნენ ჩემთან ერთად გადაეღოთ ფოტო. ასე და ამგვარად ასეულობით ადამიანის საოჯახო ალბომში მოვხვდი :).
ჯერ ერთი მოვიდა ფოტოს გადაღების თხოვნით და სანამ ჩემმა გიდმა ფოტოაპარატი მოიმარჯვა, ასეთ 'გაუგებრობაში' გავიჩთე
დუბლი 2
თუმცა ყველა ფოტოთაგან რაც აქ გადამიღია, ეს ყველაზე მეტად მიყვარს
ამ ბავშვებმა მთელი ყურანი ზეპირად იციანო მითხრა, ჩემმა პაკისტანელმა გიდმა
# ანარკალი
-ანარკალი ნახე? - მეკითხება ერთი უცნაური მოხუცი, ჰოსტელში საუზმის დროს თავზე რომ წამომადგა და თავისთან სახლში რომ დამპატიჟა სტუმრად
- არა, ვყოფილვარ მანდ ჯერ..
-იქ ეხლა სანახავი ბევრი არაფერია, მარტო ბაზრობაა, მაგრამ ანარკალის ისტორია ხომ იცი? უნდა გაიარო იმ ქუჩებზე აუცილებლად...
- არა, არ ვიცი ეს ისტორია
ჰოდა, არ დაიზარა, გვერდით მომიჯდა და მომიყვა. მე თვითონაც არ ვიცი რატომ მოახდინა ამ ისტორიამ ასეთი განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩემზე. რომანიტული გულისგამტეხავი ისტორიები არც ცხოვრებაში გვაკლია და არც წიგნ-ფილმებში, მაგრამ რატომღაც პაკისტანის ხსენებაზე იმ დღის შემდეგ ყოველთვის ანარკალი წარმომიდგება ხოლმე თვალწინ და ეს ქვეყანა ამ ქალის სახელთან ასოცირდება.
ის ერთი უბრალო მოცეკვავე იყო, რომელსაც ზეცამ განსაკუთრებული ნიჭი და სხვებისგან გამორჩეული გარეგნობა უბოძა. ერთხელაც ანარკალი ერთი გატუტუცებული და განებივრებული ბიჭის საპატივცემულოდ გამართულ წვეულებაზე ცეკვავდა. ცეკვავდა ისე, რომ მის გარშემო ყველაფერს ალი ედებოდა ვნებისაგანო, ჰოდა ბიჭის ყურადღებაც მიუპყრია და როგორც ლეგენდები ამბობენ გულიც იმაზე წამს დაუპყრია. დამავიწყდა მეხსენებინა, რომ ეს გატუტუცებული ბიჭი უფლისწული სალიმი იყო იმპერატორ აკბარის საამაყო ვაჟი (შემდეგში იმპერატორი ჯაჰანგირი), რომელთა სახელებსაც პაკისტანის სახელმწიფოობას უკავშირებენ დღემდე.
ჯაჰანგირსა და ანარკალის შორის ისეთი რომანი გაჩაღებულა, რომ ამაყ უფლისწულს გადაუწყვეტია მოცეკვავე ცოლად შეერთო. ეს რომ იმპერატორმა აკბარმა გაიგო, ისე განრისხებულა, რომ ქალი შეიპყრო და ციხეში გამოკეტა. ბევრი მცდელობის შემდეგ პრინცმა და მისმა მეგობრებმა შეძლეს ანარკალის ციხიდან განთავისუფლება. უფლისწულმა იცოდა, რომ იმპერატორი არასოდეს მისცემდა უფლებას თვისი ბედი მდაბიო ქალისათვის დაეკავშირებინა და საკუთარი ჯარით შეუტია იმპერატორის მრავალრიცხოვან არმიას. რა თქმა უნდა უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა და საკუთარი მამის ტყვეც აღმოჩნდა.
მამამ მარტივი არჩევანი შესთავაზა ტახტის მემკვიდრეს: ან ანარკალი გაეცა, ან სიკვდილით დასჯილიყო. და მაშინ როცა ამას არავინ არ მოელოდა გაზულუქებული და გატუტუცებული უფლისწულმა, მან სიკვდილით დასჯა ამჯობინა საყვარელი ქალის გაწირვას.
თუმცა, როცა ანარკალიმ გაიგო ეს ამბავი, მიაშურა იმპერატორის კარს და მუხლმოდრეკილი შეავედრა აკბარს თავისი სიცოცხლე უფლისწულის სანაცვლოდ. მე თუ მკითხავთ გაიძვერა იმპერატორმა ისედაც იცოდა რომ ასე მოხდებოდა და ქალი არ დაუშვებდა საყვარელი ადამინის სიყვდილს თავის სანაცვლოდ, ამიტომაც სიხარულით გაანთავისუფლა თავისი ვაჟი, ანარკალის სიკვდილით დასჯა კი ბრძანა. თუმცა ბოლო თხოვნა მაინც შეუსრულა ქალს და 1 ღამე აჩუქა საყვარელთან რომ გაეტარებინა.
ამბობენ, ჯერ კიდევ ღამე იყო და ჯაჰანგირსაც ტკბილად ეძინა თბილ საწოლში ანარკალი ჩუმად რომ გაიპარა სიკვდილის შესახვედრადო. იმასაც ამბობენ, აკბარი იმდენად იყო გამწარებული მოცეკვავეზე, რომ მისი ცოცხლად ციხის კედელში ჩაყოლება ბრძანაო. ამით თავისი ვაჟიც დასაჯა და მას საყვარლის საფლავზე მუხლის მოდრეკვის საშუალებაც კი წაართვაო.
ბევრი ვიარე უბანში სადაც ლეგენდის თანახმად ანარკალი ჩააყოლეს კედელს და დღემდეც მის სახელს ატარებს. ვეცადე დამეჭირა რაიმე ენერგია, თუმცა უშედეგოდ. მერე ერთმა პაკისტანელმა მეგობარმა მითხრა, რომ ამ ამბავს სხვა უფრო ბედნიერი დასასრულიც აქვსო. ზოგის ვერსიით აკბარმა ბოლოს მაინც ვერ გაიმეტა ანარკალი სასიკვდილოდ და სიცოცხლე შეუნარჩნა იმ პირობით, რომ სამუდამოდ გაეცლებოდა მის სამეფოს და უკან არასოდეს დაბრუნდებოდა და არც საყვარელს ნახავდაო. იმასაც ამბობენ ჯაჰანგირმა იხსნა ანარკალი ბოლო წამს სიკვდილისაგან და სიცოცხლის ბოლომდე საიდუმლოდ ერთად ცხოვრობდნენო.
თუმცა მე თუ მკითხავთ ამ სამი დასასრულთაგან ყველანი ერთნაირად სევდიანია. სევდიანია სიკვდილი სიყვარულისთვის, მასთან სამუდამოდ დაშორება, ან კიდევ სიცოცხლის ბოლომდე დამალული ყოფნა.
# რაღაც დასკვნის მაგვარი
შვებულების ბოლო საღამოს ბადშაჰის მეჩეთს მივაშურე ღამის ფოტოების გადასაღებად. შესასვლელში მკაცრმა დაცვამ შტატივი ჩამომართვა - არ შეიძლება ამის შეტანაო. ძალიან გავბრაზდი, შევედი მეჩეთის ეზოში და მიწაზე ფეხმორმულმა ვცადე ფოტოს გადაღება. ბევრი ვიწვალე სანამ ნორმალურ კადრს მივიღებდი, მერე უეცრად ავიხედე და ვიგრძენი...
საოცარი სანახავია ეს ადგილი, თითქმის ცარიელი და მდუმარე. ზიხარ მიწაზე ფეხმორთხმული და თითქოს სივრცე გეღვრება სულში. მერე რაღაცნაირად მშვიდდები, ფოტოს სულ ფეხზე იკიდებ და იწყებ სუნთქვას!
Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com6tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-38342244386277532912014-01-03T09:14:00.000-08:002014-11-06T02:57:36.061-08:00შემთხვევით თანამგზავრებივნერვიულობ სამხრეთ სუდანზე. უფრო სწორედ ერთ ფრანგ გოგონაზე უგანდაში ენტებეს აეროპორტში რომ შევხვდი ტანზანიისკენ მიმავალი. თვითმფრინავის მომლოდინეებს შორის მხოლოდ ორი თეთრკანიანი მანდილოსანი, უფრო სწორედ, ბეკპეიკერებივით გამოწყობილები ვიყავით და ერთმანეთი მაშინვე შევამჩნიეთ. მერე დარ ეს სალამის აეროპორტშიც ვიზის მისაღებადაც ერთად ვიდექით რიგში და ბრაზიან მებაჟეებაც რიგ რიგობით ვუღიმოდით.
როცა გავიგე რომ არც სასტუმრო ჰქონდა დაჯავშნული და არც აზრზე არ იყო ის 1 დღე რა გაეკეთებინა ქალაქში, ჯერ წიგნი ვათხოვე და სასტუმრო ამოვარჩევინე, მერე რჩევა-დარიგეგები მივეცი (მე ხომ იქ მეორედ ვიყავი და უკვე მქონდა გამოცდილება აქაურ ყალთაბანდებთან) და ბოლოს როცა ისიც აღმოვაჩნე, რომ ჩვენს სასტუმროს რომელიც ყველაზე 5 ვარსკვლავიანი იყი ქალაქში 4 ადამიანის დასახვედრად 2 მანქანა გამოეშვა (რა პაკაზუხობაა..), ჰოდა არც დავფიქრებულვარ უფროსს ვთხოვე გავიყოლოთ ეს გოგონა ქალაქამდე, სხვა თუ არაფერი დარ ეს სალამისნაირი ცუდი რეპუტაცია მთელს აღმოსავლეთა ფრიკაში ცოტა ქალაქს აქვს თქო. ნამდვილად ვიცი, რომ იმ მომენტში აშკარად არ ვიყავი 'საუკეთესო' თანამშრომელი, ისიც ვიცი, რომ უკვე თავქარიან და ქარაფშუტა გოგოდ შემრაცხეს რაფტინგის ისტორიის გამო, მაგრამ როცა ვხედავ ქალაქში გზააბნეულ ზურგჩანთა აკიდებულ მოგზაურს, მით უმეტეს ქალს, ყოველთვის მიჩნდება დახმარების სურვილი. პირადად მეც ხომ, სწორედ ასეთი უცხო ადამიანების დახმარების იმედად ვბოდიალობ აქამდე...
ჩემს კოლეგებზე მეტად კლემენტინას გაუკვირდა როცა აეროპორტის ტაქსების გაჩერებაზე დავედევნე აწითლებულ-აქოშინებული, წამოდი წაგიყვან თქო. 100-ჯერ მკითხა, ამის გამო სამსახურში პრობლემები ხომ არ შეგექმნებაო, იმედია არა მეთქი... ქალაქისკენ მიმავალ გზაზე კი მომიყვა, რომ თურმე სამხრეთ სუდანში ლტოლვილთა ბანკში მუშაობდა, რომ ეს მისი პირველი შვებულება იყო და 'ჩემი სიკეთე' კი პირველი რაც უცხო ადამიანისგან დაინახა დიდი ხნის მანძლზე..
დიდი ხნის ძიების მერე ჩემს Lonely Planet-ში ნახსენე ჰოსტელსაც მივაგენით სასტუმროს მძღოლის ბუზღუნის თანხლებით. მერე ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მეც გზა გამრუდებული დაგვიანებით მივედი სასტუმროში.
დღეს ძალიან მინდა რომ კლემენტინა მშვიდობით იყოს. მისნაირი გოგონები ცოტა შემხვედრია, არა და ბევრნი უნდა იყვნენ გოგონები, რომლებიც პარიზს გაცვლიან სამხრეთ სუდანის ლტოლვილთა ბანაკზე, რომლებიც აკეთებენ რაღაცას, მართლა მნიშვნელოვანს, ისეთს, წლების შემდეგ რომ გაიხსენებ სიამაყით.
მე რა, მე უბრალოდ ქარაფშუტა წითელთმიანი მაწანწალა ვარ მათ ფონზე...Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com1tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-91126131791544634442013-12-27T21:22:00.001-08:002014-11-06T02:57:46.240-08:00Dear Santa - ანუ საახალწლო სურვილები ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვისდიდხანს ვფიქრობდი საახალწლო სურვილებზე, რა ჩამეფიქრებინა და როგორ. ადრე საქართველოს ბანკში დაფაზე მარკერით ვწერდით ხოლმე ჩვენ-ჩვენს საახალწლო სურვილებს და რაგინდ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ყოველთვის მისრულდებოდა ნაწილი. ან რატომ უნდა ყოფილიყო პრინციპში გასაკვირი, მე ხომ მთელი მომავალი წელი მათ ასრულებაზე ვმუშაობდი, მაგრამ მაინც :).
წელს არც საქართველოს ბანკში ვარ, არც დაფა მაქვს და არც მარკერი, ჰოდა გადავწყვიტე აი აქვე ჩამოვწერო ის რაც მინდა ჩემს თავს, ჩემს ყველაზე ახლობელ მეგობრებს და უბრალოდ იმათ ვუსურვო, ვინც ამ პოსტს წაიკითხავს.
მოკლედ ასე, 2014-ში მე ჩემს თავს და თქვენ გისურვებთ:
#1.
გისურვებთ ბევრ "აჰ!" გრძნობას. აი ისეთს, რომელიც მქონდა როცა პირველად 3 წლის წინ უვიზოდ მივადექი სირიის საზღვარს, როცა შემიშვეს და როცა გავოცდი. იმ "აჰ"- გრძნობას, როცა მანდ მეორედ დავბრუნდი, როცა პალმირაში მზის ამოსვლა, ომაელთა მეჩეთში კი მზის ჩასვლა ვიხილე, პეტრაში 59 მეტრიან ტაძარზე რომ ავბობღდი, ან მაშინ როცა უძირო ნილოსში ვხტებოდი ცურვის უცოდინარი და წყლის პანიკური შიშით და ისეთსაც რომელიც მქონდა ეგვიპტეში მარტოდ-მარტო უდაბნოში ველოსიპედით ხეტიალისას, მაშინ როცა ზურგს უკანს წამოწერული ავტობუსის მძღოლები განუწყვეტლივ მისიგნალებდნენ, ხალხი კი რაღაცას მიყიჭინებდა , მაგრამ არ მადარდებდა არაფერი, მივქროდი უდაბნოს მზის ქვეშ გამთბარი და ბედნიერი. ისეთივე გრძნობას გისურვებთ თეთრ უდაბნოში მზის ამოსვლის ცქერისას რომ მქონდა და წითელში მზის ჩასვლისას, ან ისეთს, პირველად როცა დავხედე ზემდან კილიმანჯაროს. გისურვებთ ბევრ იმ "აჰ!"-ს, ლომის დანახვისას რომ დამეუფლა პირველად კენიაში, მაშინ როცა გვერდიდ ჩამიარა და ზედაც კი არ შემომხედა..
#2.
მოგზაურობაში გისურვებთ თანამგზავრს ისეთს როგორიც ენდია. არ მეგონა თუ ოდესმე ვინმეს გზაში სადმე გავუძლებდი 5 დღე გადაბმულად, მას 10 დღე გავუძელი და ჩემდა უნებურად აღმოვაჩნე, რომ თურმე ამ დედამიწაზეც შესაძლებელი ყოფილა იდეალური მეწყვილის პოვნა სამოგზაუროდ. ისეთის, რომელთანაც არ გჭირდება თამაში, ან ზედმეტი სიტყვები, ის შენნაირია და შენ მისნაირი და ასე უსიტყვოდ შეიძლება მოაროთ მთელი ქვეყანა. გისურვებთ გზად გადაგეყაროთ ბევრი კეთილი შემთხვევითი გამვლელი, ისეთები ალმოდებული ავტობუსიდან რომ გამოგათრევენ, ან ნარკომოვაჭრის თავდასხმისას გამოგექომაგებიან და რეალურ 'სიკვდილს' გადაგარჩენენ, ან უბრალოდ ცხენს მოგიყვანენ სადღაც უდაბნოში "მიდი გააჭენე, გავიგე გიყვარს" სიტყვებით.
#3
გისურვებთ გვერდით მუდამ გყავდეთ ნამდვილი მეგობრები, რომლებიც თქვენი სარკეები იქნებიან. ჩვენ ხშირად გვეშლება და გვგონია, რომ უნდა გვყავდეს მეგობრები, რომლებიც ყველაფერში მხარს აგვიბამენ და გვერდით დაგვიდგებიან. რეალურად, გაცილებით მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანის ყოლა, რომელიც სარკეში ჩაგახედებს, თავისი მწარე ენით ცივ წყალს გადაგასხამს და პირდაპირ გეტყვის "Теа, ты Вася!. ისეთს, დეპრესიაში მყოფს რომ გაგამხნევებს სწორად შერჩეული სიტყვებით, ან დილის 5 საათზე რომ დაურეკავ სტამბულის აეროპორტში გაჭედილი, მიშველეო და ისიც გიშველის.
#4
გისურვებთ ბევრ რომანტიკულ მომენტს ცხოვრებაში, ისეთს როგორიც იყო თეირანში, ან ეგვიპტეში, ან თუნდაც უგანდაში და კიდევ ბევრგან. მერე რა, რომ ბოლო დღე თითქმის ყოველთვის უიღბლოა და მეგობრებიც ამ ისტორიების მოსმენის შემდეგ თავში ხელებს იხლიან "ვაიმე თეა!!" სიტყვებით. სამაგიეროდ, როცა ერთხელაც სახლში ძალიან ცუდ ხასიათზე იქნებით, ცხოვრებაზე და ზოგადად მთელს 'საკაცეთზე' გულ აცრუებული, შეიძლება ოკეანის გაღმიდან მიიღოთ წერილი სიტყვებით : "I was so attracted to you because you had such a beautiful smile and loud laugh. You saw the world in a beautiful way and it was responsive to you. When I looked into your eyes I would forget all my worries, all bad things seemed to fall away. You brought peace. Since you left, your words are coming from a place of turmoil. I want you to have the same peace you give to others." -  და დამიჯერებთ, სახლიდან უკვე გაღიმებული და 'იმედიანი' გამოხვალთ :).
#5
გისურვებთ იღბალს, აი ისეთს როგორიც მე მქონდა კენიაში, როცა შემთხვევით ავღმოვჩნდი სრულიათ დაუგეგმავად უცხო კონტინენტზე, როცა შემთხვევით გადავეყარე გზად უამრავ კეთილ ადამიანს და ძალიან შემთხვევით უვნებელი დავბრუნდი უკან. იმ იღბალს გისურვებთ, ირანში ნაყიდ და ეგვიპტეში დაკარგული საყურის ზუსტ ასლს რომ გაპოვნინებთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზრობაზე. ისეთ იღბალს გისურვებთ, მოგზაურობისას როცა უყვები შენზე მეტად იღბლიან და გამოცდილ ხალხს საკუთარ თავგადასავლებს, არავის სჯერა და "Are you fucking kidding me!" -სიტყვებს იმსახურებ.
#6
ამის წინ რადიოში მოვისმინე სიტყვები:"ცხენმა ადრე პრინცი მოგვიყვანა და თქვენც გისურვებთ მოგიყვანოთ რაშზე ამხედრებული პრინციო" - ჰოდა, თუ სადმე არსებობენ ოცნების პრინცები, სავარაუდოდ ის ალბათ იმ სამხრეთ აფრიკელ მწვანეთვალება პილოტს გავს და თქვენც გისურვებთ ასეთ პრინცებს ცხოვრებაში (მე არაფერი გამომასწორებს მაინც).
#7
გისურვებთ ვნებას, ისეთს ნარკოტიკზე დამოკიდებულს რომ გამსგავსებს, რომელიც სულ ზუის თავში, რომელიც არ გადის 1 დღეში, 1 თვეში და მოკლედ აღარ გავაგრძელებ.. ბევრ Zzzz -ს გისურვებთ.
#8
გისურვებთ გამბედაობას, ისეთს, რომელიც შეგაძლებინებთ დაძლიოთ შიში და შეცვალოთ თქვენი თავი, ან გარემო თქვენს ირგვლივ. ისეთს, რომელიც დაგაფიქრებთ ცხოვრების რეალურ ფასეულობებზე და მერე გაიძულებთ ადგეთ და გადადგათ ნაბიჯები, წახვიდეთ, გზას დაადგეთ და ერთხელაც რაიმე გააკეთოთ რეალურად ღირებული, ან უბრალოდ იაროთ და ეძებოთ. გამბედაობას, რომელიც არ მოქცემთ საშუალებას უბრალოდ იჯდეთ ამ ცხოვრებაში ერთ ადგილას (ქუხნაში). დამეთანხმეთ, წყევლაა გზის განაპირას ჯდომა, მაშინ როცა სხვები ამ გზას ადგანან და გვერდს გივლიან.
გისურვებთ ამ გზაზე შეგხვდეთ ბევრი ისეთი ადამიანი ვინც გაგაოცებთ, ვისი გავლილი გზითაც მოიხიბლებით და ვისგანაც ბევრ კარგ თვისებას 'მოიპარავთ'.
#9
გისურვებთ ყველა იმ უიღბლობას, რაც ჭკუას გასწავლით და კარგ გამოცდილებას შეგძენთ. გისურვებთ, რომ ამ უიღბლობას კიდევ უფრო მეტი ძალა და ენერგია მოეცა თქვენთვის გზის გასაგრძელებლად.
#10
და ბოლოს, გისურვებთ რომ არასოდეს შეგეწყვიტოთ ოცნება! არასოდეს გამოგლეოდეთ ფანტაზია, ჩაგეფიქრებინოთ სურვილები (ოცნებები) საახალწლოდ და შემდეგ ყველაფერი გეღონოთ მათ ასასრულებლად. პირადად ჩემი ცხოვრება ძალიან უფერული, უღიმღამო და სხვების მსგავის იქნებოდა რომ არა ჩემი ფერადი ოცნებები. რეალურად რომ დავფიქრდეთ, სწორედ ჩვენი ოცნებებია ჩვენი განმასხვავებელი ნიშანი.
p.s. ბევრ ადრენალინს, თავგადასავალს და ემოციას გისურვებთ და ისეთ მოვლენებს, ჰოლივუდელ ბანალურ სცენარისტებს რომ აღარ ესიზმრებათ :).Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-8516228409114906722013-12-22T16:50:00.000-08:002015-02-23T07:37:29.097-08:00გამორჩეული მოგზაურობა ირანში
"რა გინდა გოგო ირანში?!"- ვისაც არ დაეზარა ყველამ ეს კითხვა დამისვა გამგზავრებამდე. ალბათ ზოგს გული მართლა შესტკიოდა, ზოგიც ალბათ თავისივე გამოგონილი თეორიის სიმართლეში რწმუნდებოდა.
მე არც მაშინ და მითუმეტეს არც ეხლა არ მესმის რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სხვა რას ფიქრობს. მე ყოველთვის იმიტომ მივდივარ, რომ ჩემი საკუთარი შთაბეჭდილებები შევიქმნა, ჩემი საკუთარი მოგონებები მოვაგროვო, ჩემი 'დაუჯერებელი' თავგადასავლები გადამხდეს და უკან ცოტათი შეცვლილი დავბრუნდე.
უცნაურია რომ ეს მოგზაურობა იყო ყველაზე უსაფრთხო და თითქმის მონოტონური. თუმცა, ეს მოგზაურობა მაინც განსაკუთრებულად მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მანდ არ გადამილახავს საზღვარი უვიზოდ საომარი მდგომარეობის ქვეყანაში, არ ავმძვრალვარ 59 მეტრიან ტაძრის სახურავზე, არ დამდევნებია აქლემი შესაჭმელად, არც კონტრაბანდისტებთან ერთად გადამიზიდავს ტვირთი, არც ჩემი მოკვლა უცდიათ და არც მიმავალ ავტობუსს გასჩენია ცეცხლი მაშინ როცა შიგნით ვიჯექი...
და მაინც იყო იქ რაღაც განსაკუთრებული.
#თბილისი - თეირანი
თეირანის რეისზე რეგისტრაციისათვის
პირველი გამოვცხადდი
თეირანში ნამდვილი კუკურუზნიკით მივფრინავ. მგზავრების აბსოლიტური უმრავლესობა ირანელები არიან. ერთი ქართველი ბიჭი უკან მიზის და დიდი ინტერესით მაკვირდება, ალბათ უკვირს რისთვის მივდივარ იქ და თავის ვერსიებს ხარშავს თავში. ჩასხდომისას მარიამი გავიცანი, ირანელი გოგონა, თეირანში რომ ცხოვრობს. მაშინვე ნომერი მომცა და ჩემი სასტუმროს მისამართი ჩაიწერა, მპირდება რომ ხვალვე დამირეკავს და დამაკვალიანებს. გვერდით რუსი გოგონა მიზის და გუთვალავ პირად ისტორებს მიყვება თავის ირანელ ექიმ ქმარზე. ჩემს კითხვაზე, თუ როგორები არიან ირანელი კაცები, მპასუხობს რომ სანერვიულო არ მაქვს "ირანელები ძალიან მოკრძალებით ექცევიან ქალებს და არაფრის შეგეშინდეს!". ვმშვიდდები...
მებაჟემ პასპორტი გამომართვა და ისე დაარტყა ბეჭედი, არც კი უკითხავს მოგზაურობის მიზანი.
აეროპორტში სასტუმროს მძღოლი მხვდება და სასტუმროში მიმაქანებს. დილის 2 საათია, თეირანის ქუჩები ცარიელია, მაგრამ გაჩახჩახებულია. პირველივე რაც თვალში მომხვდა უამრავი სიმეტრიულად განლაგებული დროშაა, მიუხედავად იდეოლოგირი დატვირთვისა, იყო რაღაც ესთეტიური ამ სანახაობაში..
სასტუმროს მენეჯერმა თვალები მოიფშვნიტა, როცა ჩემი ზურგჩანთა იქვე კარებთან მივაგდე და პასპორტი გავუწოდე. ხელი მომაწერინა დავთარში და პასპორტი უჯრაში ჩაკეტა და შემდეგ ისეთი გაოცებული სახით ამომხედა, აშკარად უკვირდა აქ რას აკეთებ ჯერ კიდევო. პირველად სწორედ მაშინ ავნერვიულდი.
-"სასწრაფოდ დამიბრუნე პასპორტი!" - ვეუბნები წარბშეკრული და ცოტა აღელვებული.
-"ეს აქ დარჩება" - მეუბნება მთქნარებით - "შენ წადი დაიძინე."
-"რას ქვია მანდ დარჩება?!, მომეცი ჩემი პასპორტი!" -უკვე საკმაუდ ხმამაღლა ვპასუხობ.
როგორც იქნა მიხვდა რატომაც დავიძაბე ასე. კეთილად მიღიმის და ცდილობს ამიხსნას, რომ ასეთი პროცედურა აქვთ. მაგრამ, როცა მიხვდა რომ სადაცაა წივილ-კივილის ავტეხავ, მაგიდის მთელი უჯრა გამოიღო და ზედ დახლზე გადმოაპირქვავა.
-"შეხედე! აგერ საფრანგეთის პასპორტი, აგერ შვეიცარიის! გერმანიის! ისევ გერმანიის! შენი თვალით შეხედე! ყველა ტოვებს!" - სათითაოდ ვიღებ და ვშლი სხვა მოგზაურების პასპორტებს. ცოტათი ვწყნარდები, ვერ ვხვდები რატომ არ შუძლიათ პირველი გვერდი დააქსეროქსონ და პასპორტი მგზავრს დაუბრუნონ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ვიღებ ჩანთას და ავდივარ ოთახში. დეგენერატები!
# თეირანი
მომეწონა ჩემი პირველი დღე თეირანში. მომეწონა საუზმეზე გაცნობილი ნიკოლა და ბენი. ნიკოლა ქალია და ისიც ჩემსავით მარტო მოგზაურობს. ჩემზე ბევრად უფროსი და ცოტათი გიჟია, მაგრამ მე ხომ მიყვარს ეგეთი გიჟი ხალხი.
მომეწონა მათთან ერთად ხეტიალი, მთელი ქალაქი რომ შემოვირბინეთ ერთ დღეში. ბაზარშიც ვიყავით, ხალიჩების სახელოსნოშიც, მუზეუმებშიც. ბოლოს მთაზეც ავძვერით და ჩამავალი მზის ფონზე ტრანსპორტის გამონაბოლქვში გახვეულ თეირანსაც გადმოვხედეთ..
რა თქმა უნდა ბევრი ფოტო გადავიღე. ერთხელ შემთხვევით კადრში რომელიღაც სამინისტრო მომხვდა, უეცრად გამოცვივდნენ ფორმიან-ავტომატიანები და წრე შემოგვარტყეს. ბევრი ვუხსენი, რომ შენობას კი არა, ჭიშკარზე გაკრულ ყურანის ნაწყვეტს ვუღებდი ფოტოს. ჩემდა გასაოცრად, როგორი აგრესიითაც მომვარდნენ, ისევეთივე გამეტებული მშვიდობით დამშორდნენ.უცნაური ხალხია!
მეორე დღეს ნიკოლას ყოფილი ამერიკის საელჩოს ნახვა უნდა, აი ის, ბენ აფლეკის ფილმში რომ ჩანს, დღეს იქ სამხედრო დაწესებულებაა, მაგრამ გაერედან საინტეროსად არისო მოხატულიო და უნდა ფოტოები გადაიღოს. ვუთხარი გამოგყვები მეთქი, მაგრამ მკაცრად მეუბნება უარს. "შენ შარიანი გოგო ხარ და რაღაცას გადამყრი, მარტო წავალ!".
თუმცა მე მაინც მოვხვდი იქ, მართალია სხვა დროს და სხვასთან ერთად.
# ქაშანი
გასაოცრამდე მარტივი აღმოჩნდა თეირანის მეტროთი ჯერ ავტოსადგურამდე მისვლა, შემდეგ კი ქაშანის ავტობუსის პოვნა. მეტროდან გამოსვლისას ერთმა მკითხა (ჟესტებით, აბა ინგლისური არ იციან) საითო, მეთქი "ქაშან!". გამომყევიო მანიშნა უცებ ხელით და სალაროსთან მიმაცილა. იქ ბილეთიც მომყიდეს, მართალია ვერაფერი გავიდე ზედ რა წააწერეს, მაგრამ იქვე მდგომმა კაცმა ავტობუსამდე მიმაცილა (ძალიან სუფთა და კომფორტულ ავტობუსამდე!) ეს არისო მანიშნა. მეც მოვკალათდი ერთ ჩადრში გახვეული ქალის გვერდით ასე მშვიდად ვიმგზავრე რამოდენიმე საათი. გზად ხილის წვენი და კექსითაც გამიმასპინძლდნენ და მაშინ უკვე შავი შურით შემშურდა ირანელების საგზაო ინფრასტრუქტურის.
ძალიან მომბეზრდა მარტო ბოდიალი ქაშანში. თუმცა ვისიამოვნე ქუჩაში ნაყიდი საზამთროთი და იმ ისტორიებით, საზამთროს სანაცვლოდ რომ მომიყვა ავტრალიელი გიჟი მოგზაური.
ძალიან მომეწონენ იქ გაცნობილ ფრანგი ბიჭები და მათთან ერთად ხეტიალი უგზო უკვლოდ და ძრომიალი აბანოებისა და ბაზრობის სახურავებზე. ხანდახან მართლა რა მარტივია გადააწყდე შენნაირ მაწანწალას. "No problem! Only solution! " - იმეორებდა ჟან-ბატისტი, როცა მორიგი წინააღმდეგობა გვხვდებოდა და მე და ბერტრანიც ვცდილობდით მის უზარმაზარ ნაბიჯებს ავდევნებოდით.
ერთ-ერთი ასეთი ხეტიალისას, სადღაც მივიწყებული სამლოცველოს რომ ვეძებდით ქალაქიდან 9 კმ-ის მოშორებით გზად მავალი მანქანის გაჩერება ვცადეთ. პაპანაქება მზე აჭერდა და გზაც აშკარად დავკარგეთ. პირველივე ჯერზე გაგვიმართლა. მანქანაში 2 თინეიჯერი იჯდა, შუაში ვებერთელა შიშა ჩაედგათ და შიგ მანქანაშვე ეწეოდნენ , კვამლზე არაფერს ვამბობ, ჩაწეული შუშდან რომ მეცა სახეში, ენრიკე იგლესიასი ისეთი განწირული ხმით მღეროდა 'ბაილამოს', რომ ნახევარ ირანს ესმოდა ალბათ. საით მიდიხართო, ჟესტებით გვკითხეს. ჩვენც დამტვრეული სპარსული გამოთქმით ვეცადეთ აგვეხსნა რას ვეძებდით ამ უდაბნოში. ხელით გვანიშნეს ჩასხედითო. ამ უცნაური ხალხის 'გამაზვა' არ იქნეოდა და პირველი ჩავხტი უკან და რა თქმა უნდა ბიჭებიც მომყვნენ..
ჯერ კიდევ ნორმალურად ჩამსხდარები არ ვიყავით, მანქანა ისეთი სისწრაფით მოატრიალეს, რომ ერთმანეთ ავეკარით უკან. მალე გზიდანაც გადაუხვიეს და ცოტა ხანი ისეთ გაურკვეველ ხრეშიან გზაზე გვატარეს, რომ აშკარად დავეჭვდი ამ იდეის 'ჭკვიანურობაში'. მერე ისევ უეცრად დაამუხრუჭეს და როგორც ფილმებშია მანქანის კარებები რომ თავისით იღება და მგზავრები იყრებიან აქეთ-იქედან, აი დაახლოებით მსგავსი სცენა 'გაიჩითა'. და სანამ ერთმანეთს გადავხედეთ და პირის გაღებას მოვასწრებდით, ისე მოატრიალეს მანქანა და გაიქცნენ, რომ სამივეს დღემდე ეჭვი გვეპარება მათ რეალურობაში.
და შემდეგ ჩვენს პატარა ერთობლივ ირანულ თავგადასავალს დავარქვით 'The Mahmoud operation'.
# ისფაჰანი
სასტუმროს დილის 6 საათზე ვტოვებ. წინა დღეს ჩემს ფრანგ მეგობრებს შევუთანხმდი ავტოსადგურში შეხვედრაზე, ერთად უნდა გავემართოთ ისფაჰანისკენ 7 საათიანი ავტობუსით.
ქუჩები ცარიელია. რამოდენიმე წუთის ძიების შემდეგ, ძვლივს ერთ ტაქსს გადავაწყდი. გინახავთ ოდესმე ჰოლივუდური ფილმი, მოქმედება რომ ახლო აღმოსავლეთში ხდება? სწორედ ამ ფილმის გმირი მეგონა თავი. მანქანა იყო ძელზე-ძველი და დანჯღრეულზე-დანჯღრეული (დანამდვილებით მახსოვს რომ ერთი კარი სხვა ფერის იყო თან!), მძღოლი იყო მოხუცზე-მოხუცი და ყრუზე უფრო მეტად ყრუ, იმიტომ რომ ვერაფრის ავუხსენი ავტობუსამდე მივეყვანე. 'ბუს! ბაას! ოტობუს! სტაციონე!' ბოლოს, როგორც იქნა მანქანა დაძრა, მგონია მეშველა და გაიგო სადაც უნდა მიმიყვანოს. რამოდენიმე წუთის შემდეგ ჟესტიკულაციით მეკითხება საით მიდიხარო, მეთქი 'ისფაჰან!'. იცოცხლე ეს კი გაიგო, გაუხარდა, მანქანა მოატრიალა და პირდაპირ ჩქაროსნულ ტრასას დაადგა. აი მაშნ მივხვდი, ისფაჰანში მივყავარ!
'No Isfahan! No! No!' ! ვკივივარ გაცოფებული. სად მაქვს იმდენი ბიუჯეტი, რომ ტაქსებით ვიმგზავრო აქეთ-იქეთ და თანაც მეგობრები მელოდებიან. ჩემი წივილ-კივილით ძალიან განაწყენებულმა, როგორც იქნა ბუზღუნით მოატრიალა მანქანა და ისევ უკან გამოვემართეთ ქაშანისკენ. მაგრამ მთლად ქაშანშიც არ შედის და რაღაც უცნაურ გარეუბანში მივყავარ. ავნერვიულდი. გიჟია ვიღაც!
თურმე ნუ იტყვით, ავტობუსების გაჩერებაზე კი არა, რომელიც ქალაქის ცენტრშია, პირდაპირ გარაჟში მიმიყვანა, საიდანაც ქაშანში გადიან ავტობუსები. არაფერია, ისიც მიხარია, რომ ამ ანტიკვარ ტაქსისტს დავუსხლტი ხელიდან. სალაროსთან მივედი და იმედი მაქვს ვიყიდი 7 საათიანი ავტობუსის ბილეთს, ჯერ ხომ 10 უკლია 7-ს.
უკაცრავად მაგრამ ავტობუსი უკვე გავიდაო, მომიბოდიშა მოლარემ. მეორე 8 საათზე გადის, შეგიძლია მეორეს გაყვე, ან იმ წინა ავტობუსს დაედევნო და ქალაქის გაჩერებაზე მიუსწროო. ქუჩაში გამოვრბივარ, ტრასაზე ვდგები. ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლო, თავის ავტობუსის მინებს რომ წმინდავდა დილაუთენია, ჩემთვის 'პაპუტნის' აჩერებს და ასე მივქრივარ ქალაქში. წესით თავიდანვე რომ აქ მოვეყვანე ჩემს ტაქსისტს ამ ხათაბალაში არც გავეხვეოდი, მაგრამ ყველა ყრუ ხომ მე უნდა გადამეკიდოს!
მე და ჩემი მძღოლი სწორედ იმ დროს მივედით გაჩერებაზე, როცა ისფაჰანისკენ მიმავალი ავტობუსი მოსახვევში გაუჩინარდა. ისეთი სასოწარკვეთილი სახე მქონდა, რომ იქვე საქმის გასარჩევად მოსულმა პოლიციელმა უკვე მეორე 'პაპუტნი ' გამიჩერა და მითხრა ავტოსადგურში წადი ჯობიაო.
დავბრუნდი უკან. ვიყიდე 8 საათიანი ავტობუსის ბილეთი. მოვკალათდი, უკვე 8 საათი სრულდება და საოცრად დაღლილი ვარ. დაიძრა ავტობუსი. ესეც ისევ ჯერ იმ დაწყევლილ გაჩერებაზე გაჩერდება და მერე წავა ისფაჰანში. ვდარდობ, რომ დილის აურზაურის გამო მეგობრებს ავცდი და სავარაუდოდ ისევ მარტოს მომიწევს ხეტიალი ისფაჰანში. და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა იმ გაჩერებაზე ნაცნობი სახეები დავინახე. ეტყობათ მათაც გაუხარდათ ჩემი დანახვა - 'It's crazy!' -იო აღმოხდათ. მე რა თქმა უდა ინგლისური სიტყვების მარაგი არ მეყო ამ ისტორიის მოსაყოლად და ბანალურად ავუხსენი, რომ უბრალოდ ჩამეძინა. როგორც ჩანს მათაც.
მოვიხიბლე ისფაჰანით!
სუნთქვის შეკვრამდე მომეწონა მისი გასაოცარი არქიტექტურა. რომც ვეცადო, მაინც ვერ ვიპოვი შესაფერის სიტყვებს, თუ რას ვგრძნობდი მაშინ იქ მოხვედრილი.
მიყვარს ქალაქები, რომლებსაც საკუთარი სული გააჩნიათ! ისინი შენ გამდიდრებენ და უკან მართლა სხვანაირი ბრუნდები!
მომეწონა ისევ ჩემს მეგობრებთან ერთად ხეტიალი ბაზრობის ლაბირინთებში და ვაჭრობა უბრალოდ გართობის მიზნით.
ულამაზესი ჩანთა ვიყიდე ამ საყვარელი მოხუცისგან
მომეწონა ფოტოების მალვით გადაღება, ადგილობრივებთან ჭორაობა და ისიც, თუ როგორ მივირთმევდით ყველაზე იაფიან ფალაფელის სენდვიჩს ქუჩის ტროტუარზე ჩამომსხდარები.
გავერთე სომხურ ტაძრებში შეპარვის მცდელობით და იმ უამრავი სასიამოვნო წვრილმანით, მოგზაურობას რომ დაუვიწყარს ხდის: 'You will get 3 marriage proposals soon!" - ვერ აღმოჩნდა ჟან-ბატისტის პროგნოზი მთლად ზუსტი :)
ისფაჰანში პირველად მოვირგე ჩადრი და მაშინ მივხვდი, თუ რატომ ვგონივარ ყველას ირანელი.
მაგრამ, ვერაფერი ვერასოდეს ვერ შეედრება უნდილაძის ხიდის ქვეშ ჩაის სმას.
აქ შეიძლება დღისით მოხვიდე და ჩაის სმაში და იქვე უამრავი ადგილობრივის თვალიერებაში დრო ისე გავიდეს, რომ ვერც კი შეამჩნიო რომ უეცრად ამ საოცრების ქვეშ ზიხარ
ისფაჰანში დრო სხვანაირად გადის.
ძალიან მიყვარს ეს ფოტო, ჩემთვის ჩემი ირანში მოგზაურობა სწორედ ამ ერთი ფოტოთი გამოიხატება
გული დამწყდა როცა ჩემს ფრანგ მეგობრებს ვშორდებოდებოდი, თითქოს დიდი ხნის მეგობრები გამომეცალნენ.
თუმცა უკვე რამედენიმე საათში ისფაჰანის ჰოსტელის ეზოში ვიჯექი ერთი დანიელი, ორი ფრანგი, ორი შვეიცარიელი, ინგლისელი, ორი ერაყელი მოგზაურების კომპანიაში და ერთმანეთს ვუზიარებდით ემოციებს.
თეოს პორტრეტი
სადღაც შუა საუბარში, ინგლისელმა ერთ მაღალ და მკაცრი გარეგნობის ერყალეს კითხა, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ამერიკელების მოსვლის შემდეგო. ეხლაც მახსოვს ის უცნაური გრძნობა რაც ერაყელის სიტყვების შემდეგ დამრჩა. "სადამის დროს ქვეყანაში მარტო ერთი გაზეთი იყო და ერთი ტელევიზიის არხი გვქონდაო, ეხლა კიდევ უამრავი გაზეთი გამოდის ფერადი სურათებით და 1000-მდე უცხოურ არხს ვიჭერთო..." - თქვენი არ ვიცი, მე კი დიდხანს ვფიქრობდი, როგორ ახსნა ამ უცნაურმა ადამიანმა "პროგრესი". თუმცა, როგორც აღმოჩნდა მე მისი განსაკუთრებული ყურადღება და კეთილგანწყობა დავიმსახურე და დამშვიდობებისას ჩემი Lonely Planet-ის წიგნიც კი მომიხატა :):
# იაზდი
ვერ მოვიხიბლე იაზდით. აქ უფრო იმ ფაქტმა გამახარა, რომ ჰოსტელში, რომელიც მე ერთადერთი ქალი მოგზაური ვიყავი შევხვდი ბენს -მანამდე რომ თეირანში გავიცანი, ფრანგ ბენუას, ჯერ თეირანში და შემდეგ ისფაჰანში რომ შემხვდა, ინგლისელ ჰექტორს, ისიც ისფაჰანში შემხვდა და კიდევ ერთ უცნაურ რუსს. მისი გაცნობა იმიტომ გამიხარდა, რომ მთელი შეკვრა პრიანიკები მაჩუქა (ბავშვობის მერე არ მქონდა ნაჭამი).
საღამოს ჩემმა მეგობარმა ბიჭებმა ერთხმად გადაწყვიტეს შიშა მოეწიათ. მეც მარტო ხომ არ დავრჩებოდი სასტუმროში, რა თქმა უნდა ავედევნე. გზად ბევრჯერ დავიკარგეთ ბნელი ბაზრობის ლაბირინთებში, ბოლოს მაინც მივაგენით. სავარაუდოდ ერთადერთი ქალი სტუმარი ვიყავი, ვინც იმ შიშა სახლში ოდესმე დადგა ფეხი. რადგანაც, როცა ჩვენს კუპეში დავსხედით, ყველა იქ მყოფმა კაცმა სტუმარმა სათათაოდ შემოიჭყიტა, ბიჭებს მიესალმა, ხელი ჩამოართვა და მალულად ჩემსკენ გამოაპარა თვალი. რა თქმა უნდა ნირი არ გავიტეხე. ვიჯექი იქვე კუთხეში წელში გამართული.
ეს წინდებ გამოხეული ბიჭი აუცილებლად მოხდება ჩემს წიგნში, როდესაც მას დავწერ
ცოტა ხანში შიშაც მოიტანეს და პირველივე ნაპასზე ისეთი ეფექტი მოახდინა, რომ ვგრძნობ როგორ მერთმევა გრძნობა ყველა კიდურში და მიბუჟდება ხელები. რა თქმა უნდა არ მინდა ამ ბიჭებთან შევიმჩნიო, რომ ვერ ვარ მთლად კარგად. ვიღებ ბლოკნოტს და საშინელი ხელის კანკალით ვიწყებ აბდაუბდის წერას. მთავარია არ გავითიშო. არა ვიცი არაფერიც არ მომივა, მაგრამ მაინც არ არის ლამაზი, ქალი წავიდეს შუა ირანში 4 ბიჭთან ერთად, სადღაც მიყრუებულ შიშა სახლში და გამოპრუტუნდეს!
# შირაზი
რასთან ასოცირდება შირაზი?
პერსეპოლისთან, რომელმაც სიმართლე გითხრათ და ისეთი გრანდიოზული შთაბეჭიდლება ვერ მოახდინა რასაც ველოდი. ალბათ როგორც იტყვიან 'I'm getting spoiled' :(
ასოცირდება საოცარ ფერებთან და ბაზრობასთან საათობით რომ ვიკარგებოდი ამ სილამაზეში. საოცარია და აქ ერთხელაც არავის მოსვლია თავში რომ ირანელი არ ვარ.
კიდევ, ასოცირდება ფრანგ ბენუასთან სპარსულ პოეზიაზე რომ იყო შეყვარებული უგონოდ და მთელი 2 დღე პოეტების საფლავები მომატარა და თან უამმრავ საინტერესო ისტორიას მიამბობდა.
ასოცირდება ულამაზეს აყვავებულ ბაღებთან და იმ შეყვარებულ წყვილებთან ხეებს ამოფარებული რომ ემალებიან უცხო თვალს.
იმ სკოლის მოსწავლეებთან ერთ ერთ პარკში დაღლილს რომ გარს შემომეხვივნენ ჟივილ-ხივილით და ბოლოს მასწავლებელმა იქაური მუზეუმის დაცვის ბიჭებს დაუძახა მათ დასაშლელად. ისე მოვეწონე აღარ მშორდებოდნენ :)
მაგრამ ყველაზე მეტად მოვიხიბლე იმ საოცარი ავსტრალიელ ცოლქმარით, ავსტრალიიდან ბელგიამდე რომ მიდიოდნენ ოვერლენდ. ქმარი მოტოციკლით, ქალი ხან ავტობუსით, ხან მატარებლით და ასე ქალაქიდან ქალაქამდე ელოდებოდნენ ერთმანეთს <3.
# თეირანი
შრაზიდან თეირანამდე წესით 10 საათი უნდა მემგზავრა ღამის ავტობუსით, თუმცა გზად ადგილობრივმა პოლიციამ გაგვაჩერა, ავტობუსიდან გადმოგვსხვა დილის 2 საათზე და ჩანთების სათითაოდ ჩხრეკა დაიწყეს ძაღლებითურთ. არ შემშინებია, მაგრამ საკმაოდ არასასიამოვნო იყო, შუა ტრასაზე როგორ ყრიან ხალხს, ერთად აქუჩებენ და დაგეშლი ეძებენ თითოეულ ჩანთაში "რაღაცას".
თეირანში 2 საათის დაგვიანებით ჩავედი. მერე ავტოსადგურიდან გამოსულს გზა ამერია და სულ სხვა ავტობუსში ჩავჯექი. ერთმა კეთილმა ქალმა, არა მარტო სწორ ავტობუსში გადამსვა, არამედ გზის ფულიც კი გადამიხადა. ისევ ძველ სასტუმროს მივადექი, ჩანთის დატოვება და საღამოსთვის ტაქსის გამოძახება ვთხოვე. მენეჯრი დახმარებას აღმითქვა და ერთი ნომრის გასაღებიც გამომიწოდა, შეგიძლია თავი მოიწესრიგოო.
და როცა ვფიქრობ რეალურად, თუ რა იყო ირანის მოგზაურობაში განსაკუთრებული, ის რაც შეიძლება ოდესმე სადმე გამოვიყენო ფონად, უნებლიედ მეფიქრება, ისე როგორც ტრადიციულ გამოუსწორებელ რომანტიკოსს სჩვევია, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით რომ წასულიყო, პოლიციას რომ 2 საათით არ გავეჩერებინეთ, მე რომ არ ამრეოდა გზა და სწორ ავტობუსში ჩავჯდარიწავი, სასტუმროს მენეჯერს რომ გულისხმიერება არ გამოეჩნა და გასაღები არ გამოეწოდებინა, მე ვერ შევეჩეხებოდი სასტუმროდან ქალაქში მიმავალი მას.
თუმცა ე უკვე სულ სხვა ისტორიაა და ის შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან რომანტიული ფილმის სცენარი, მე რომ არ ვიყო ჩემპიონი რომანტიული ისტორიების გაფუჭებაში.
უხდება ჩემი ზურგჩანთა
-შენ წარმოიდგინე და კი მოვახერხე ერთი-ორი ფერადი მოგონების მოგროვება...
მერე საუბარი ვეღარ გავაგრძელე და რადგანაც ალბათ ამ პოსტს წაიკითხავს, მირჩევნია აქ დავწერო, ბარემ სხვისთვისაც ვისაც არ ეზარება კითხვა...
არადა, წესით არც არაფერი არ უნდა გადამხდენოდა, სამოგზაუროდაც არ მივდიოდი. წინასწარვე შეგუებული ვიყავი, რომ მთელი დღეები სასტუმროს საკონფერენციოში ვიქნებოდი გამოკეტილი დილიდან საღამომდე.
მაგრამ ...
#1
- დიდი მადლობა შენი ღია ბარათისათვის! ყოველთვის მიხარია შენგან ახალი ამბების გაგება, განსაკუთრებით როცა მოგზაურობ! - მომდის შეტყობინება ერთი მეგობრისგან, შარშან მაისში 2 დღით რომ დამემგზავრა ირანში და იმის შემდეგ დედამიწის სხვადასხვა წერტილებიდან რომ ღია ბარათებით ვუზიარებთ ერთმანეთ ჩვენ-ჩვენი მოგზაურობის ფერად ემოციებს.
-უგანდიდანაც გამოგიგზავნი 1 კვირაში!
- მე კიდევ ინდოეთიდან!
მერე ერთმანეთისათვის გეგმების გაზიარებას ვიწყებთ და აღმოვაჩენთ, რომ მე უგანდისკენ, ის კი ინდოეთისკენ მიმავალი ერთ და იგივე დღეს სტამბულში ვიქნებით..
თვითმფრინავი სტამბულში კი დაჯდა განრიგის მიხედვით, მაგრამ სანამ საბაჟო კონტროლი გავიარე, მეტროში ჩავჯექი და ქალაქამდე მოვაღწია 45 წუთი გადაცდა იმ დროს, რომელზეც შეხვედრა გვქონდა დათქმული. თუმცა როცა სახელეწილი და აქოშინებული შევვარდი ჩემს საყვარელ ჩაიხანაში, მეგობარს საყვედური რა თქმა უნდა არ დასცდენია.
1.5 საათში ერთმანეთს სხაპა-სხუპით ვუყვებით რაც ამ წელიწად ნახევარზე მეტი ხნის მანძლზე გადაგხვდენია. უცნაურია, ხშირად დამიფიქსირებია, თუ როგორ ვიხსნებით ერთმანეთთან რეალურად სრულიად უნცნობი ადამიანები და ხანდახან როგორ უკომპლექსოდ და ზედმეტი შეზღუდვების გარეშე შეგვიძლია სწორედ ასეთ უცნობ ნაცნობებს გადავუშალოთ ხოლმე გული და მოვუყვეთ ის ამბები, რასაც ხშირად გვერდით მჯომს არ ვუზიარებთ. მართალია, ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ როცა ასეთი გამონაკლისი ადამიანები გხვდებიან გზად, მათთან შესახვედრად და ჩაის დასალევად აეროპორტიდან გამოქცევაც არ დაგენანება.
ვსაუბრობთ ყველაფერზე, პირადზე, სამსახურზე, მოგზაურობაზე, გეგმებზე. საურისას ჩემს წილ ტკბილეულთან ერთად მისასაც ვსანსლავ. მერე საათზე ვიხედები და ჩემდა გულის დასაწყვეტად ვხვდები რომ ჩვენი დაშლის დროა.
ტრამვაის გაჩერებისკენ მიმავალს ფოტოს გადაღებას ვთხოვ. რატომღაც უკვირს და უხერხულად ეღიმება. მე კიდევ პირდაპირ ვეუბნები, რომ ძალიან მიხარია მისი ნახვა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ბელგიელია, მე ქართველი, ერთმანეთს ირანში გადავეკვეთეთ, ეხლა კი, ამ მომენტში მე უგანდაში, ის კიდევ ინდოეთში მიმავალი ორივენი ვდგევართ აია სოფიას წინ. რატომღაც მიყვარს ჩემი ცხოვრების ასეთი მომენტები...
მერე, როგორც მჩვევია, ისევ უკანმოუხედევად ვჯდები ტრამვაიში და მხოლოდ რამოდენიმე გაჩერების შემდეგ, ჩემდაუნებურად ვაცნობიერებ, რომ დაჰკრავდა ამ ყველაფერს რაღაც უიმედო რომანტიზმის ელფერი...
არ იქნა შენი გამოსწორება თათია! ვეჩხუბები საკუთარ თავს და ცხვირს Lonely Planet-ის მორიგ წიგნში ვრგავ.
#2
გამგზავრებამდე 3 დღით ადრე ვარკვევ, რომ უგანდაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი არის რაფტინგი და თუ დროში ჩემსავით შეზღუდული ხართ, მეც გირჩევთ სხვა ყველაფერი დაივიწყოთ და ირაფტინგოთ ჩემი Lonely Planet-ის წყალობით ვიპოვე კომპანია, რომელმაც შემომთავაზა, ერთადერთი შანსი დაგეხმაროთ, არის რომ პირდაპირ აეროპორტიდანვე წაგიყვანოთ ჯინჯაში -ნილოსის სათავეებთან და რაფტინგის შემდეგ უკან ენტებეში დაგაბრუნოთო. არც კი დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი მაგათ წინადადებას.
გამგზავრებამდე ჩემს სკეპტიკოსი მეგობარი მეკითხება თუ რა სირთულისაა რაფტინგი, მგონი 3 თქო, ვპასუხობ.. ეგ არაფერიაო მეუბნება მეგობარი, მაგრამ ვაი როცა თვითმფრინავში მჯდომი ვკითხულობ წიგნში რომ 3 კი არა, ძირითადად 4-5-ის და შიგადაშიგ 6-ის სირთულის მონაკვეთებიც არის მარშტზე. "ვაი შენს დღეს თათია!" - ვეჩხუბები ჩემს თავს, მაგრამ დიდადაც არა, ეხლა დაღლილი ვარ და ხვალ მოვიფიქრებ ადგილზე თუ როგორ გამოვძვრე!
ჩემს გვერდით მჯდომი მგზავრების შეშფოთებული ჩურჩული ძილს მიფრთხობს. უკან მჯომ ინგლისელ ბიჭებს ვეკითები რა ხდება თქო.. უამინდობის გამო ვერ ვჯდებით აეროპორტშიო, მპასუხობონ თავადაც შეშფოთებულები. ავნერვიულდი. ისედაც ყოველი წუთი სათვალავზე მაქვს, ეხლა კი თუ თვითმფრინავი თუ ვერ დაჯდა, Goodbye Nile and Rafting!
ბევრს ეცადა ჩვენი კაპიტანი, ორჯერ დაარტყა წრე ენტებეს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს გამოგვიცხადა საწვავი გვითავდებაო და რუანდაში გადაგვაფრინა. რუანდაში! ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დილის 4 საათის ნაცვლად უკვე 6 საათი იყო როცა ამომავალი მზის და ვიქტორიას ტბის ფონზე ჩვენმა თვითმფრინავმა დაჯდომა მოახერხა უგანდის მიწა წყალზე.
და მაშინ, როცა მგონია რომ ჩემი მძღოლი ალბათ უკვე დაიღალა ლოდინით და რაფტინგზე უკვე არც უნდა ვიოცნებო, ჰოი საოცრებავ, იქ არ დგას?!
-აზრი აქვს ეხლა ჩემს ჯინჯაში წამოსვლას? -ვეკითხები და გულში იმედი მაქვს, რომ რაიმე იმედიანს მეტყვის..
- რაფტინგს ვერ მიუსწრებ - მპასუხობს უდარდელად და თან ჩანთას უკანა სავარძელზე ათავსებს - მაგრამ მე დამავალეს წამოიყვანეო და წავიდეთ!
უცნაურია, მაგრამ მაინც ვჯდები მის დანჯღრეულ მინი ავტობუსში და დაძრული არ არის, რომ განწირულუი ხმით ვიწყებ ზუზუნ-წუწუნს: "იქნებ, რამენაირად ვიჩქაროთ? იქნებ მაინც მივუსწროთ? ეხლა რომელი საათია? 7? რამდენია საათია ჯინჯამდე? აა 3 საათი?.. იქნებ რაიმე შანსი არსებობს რომ 8-ის ნაცვლად უფრო გვიან დაიწყონ?!"
ეტყობა, ძალიან მობეზრდა ამ კაცს ჩემი გაბმული წუწუნის მოსმენა, ან იქნებ მართლა გულით შევებრალე? მე ხომ მართლა გულით მინდოდა რაფტინგზე მოხვედრა. უეცრად ტელეფონი მოიმარჯვა, გადარეკა, მერე მე გამომიწოდა და ჰა უფროსს ესაუბრეო...
ვიღაც ინგლისური აქცენტის მქონე ახალგაზრდა ბიჭს ნახევარ წუთში მოვუყევი მთელი ისტორია. ავუხსენი, რომ უგანდაში მხოლოდ 1 თავისუფალი დღე მაქვს და ერთადერთი შანსია ნილოსის სათავეები ვნახო და ვირაფტინგო. ბიჭმა მისმინა, მერე ღრმად ამოისუნთქა და შენ ჩვენს ბანაკში აღარ მოხვიდე, მძღოლს უთხარი პირდაპირ ნავების დაშვების წერტილთან მიგიყვანოსო და მე აქ ამათ რაც შემიძლია დავაკავებო..
გზად რამდენჯერმე გადარეკ-გადმორეკა კიედვ ჩემმა მძღოლმა: "ეხლა საუზმეს მორჩნენ.. ეხლა ავტობუსი ნავების დაშვების წერტილისკენ წავიდა... ეხლა მივიდნენ." თან გზად ისეთი სისწრაფით მიქრის, რომ ორივე ხელით სავარძელს ვარ ჩაბღაუჭებული. გული ასე დიდი ხანია არ გაუეხათქავს არცერთ მძღოლს ჩემთვის..
ასეთ საუცრებებს ჩავუქროლეთ რეაქტიული სისწრაფით -"for cooking" - ამიხსნა მძღოლმა
ძალიან მომეწონა უგანდა, ის რაც ელვის სიწრაფით მიმავალი მარშუტკიდან დავინახე და ვფიქრობ, რომ ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები
როგორც იქნა მივაღწიეთ! ყველანი ნავებში უკვე არიან ჩამსხდარნი. ორივე ხელით მივათრევ ჩემოდანს საპირფარეშოსთან, ვიღაც რომ მიმითითა, გამოცვლა აქ შეიძლებაო. ელვის სისწრაფით ვიცვლი და მხოლოდ ამის შემდეგ კითხულობ სად დავტოვო ჩემი ჩემოდანი თქო. და არა მარტო - ლეპტოპი, ფული და პასპორტიც. პასპორტიც! "აი იმ ავტობუსში"-იო მანიშნებენ ნახევრად დაჟანგულ ავტობუსზე ყველა ფანჯარა და კარი რომ ღია აქვს..
ფიქრის და რისკების ანალიზის დრო არ მაქვს, ვიღაც გამურული ბიჭი ჩემს ჩემოდანს მიათრევს, მე მივდევ და სავარძელზე "მზრუნველად" ვათავსებ ლეპტოპის ჩანთას, მთელი ჩემი ცხოვრება და "თავისუფლება" რომ არის შიგ მოთავსებული.
მერე თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ მდინარის პირას და იმ ერთადერთ ნავში ვხტები, რომელიც არის დარჩენილი ნაპირზე.
ის იყო ნავი ნაპირს მოშორდა და ჩვენმა უსიმპატიურესმა ინსტრუქტორმა ბობმა ძირითადი წესების ახსნა დაიწყო, რომ ჩემდა გულის გასახეთქად ვაცნობიერებ - ნილოსი სათავეებთანაც ისეთივე განიერი და უძიროა, როგორც იქ ქვემოთ ეგვიპტეში!
"ეხლა ნავს ამოვატრიალებ" - ამბობს ბობი. ასეთი მეთოდი აქვს, რომ წინასწარ გააკეთოს ყველა იმ მომენტის სიმულაცია, რაც ქვემოთ დინებას წაღებულებს შეიძლება გადაგხვდეს .. და უეცრად აკანკალებული ვეუბნები:
-იცით, მე ცურვა არ ვიცი... - ყველა ჩუმდება და მე მიყურებს.
- რას ქვია ცურვა არ იცი! აბა აქ რა გინდა?! -მეკითხება თვალებ გაფართოებული ინსტრუქტორი და ერთიანი შეშფოთებული კითხვების ტალღა უვლის მთელს ნავსაც: "სულ არ იცი? საერთოდ ვერ ცურავ? როგორ შეიძლება ცურვა არ იცოდე?!"
-მოდი ასე მოვიქცეთ. შენ ეხლა ადექი და წყალში გადახტი და ეცადე იტივტივო... -მეუბნება ბობი
-არ შემიძლია ეგრე.. -ვეუბნები, თან ვგრძნობ რომ მუხლები მიკანკალებს და იმასაც ვხვდები, რომ ცივი წყალი აქ არაფერ შუაშია.
-Sweet! - ბიჭის ნილოსივით მუქი მწვანე თვალები უცებ ამ წყალივით ყინულივით ცივი ხდება -ეხლა შენ ან გადახტები წყალში, ან ჩემი ნავით უბრალოდ ვერ დაეშვები! - მეუბნება და ვხვდები რომ მართლა არ მაქვს სხვა გზა. არ გაჭრის ამასთან გულის ამაჩუყებელი ტირილი. ან უნდა გადავხტე თავით ამ უძირო სიმწვანეში, ან უნდა დავემშვიდობო რაფტინგს, ან რაც უარესია, სამარცხვინოდ სხვის ნავში გადაჯდე .
არა რასისტი არ ვარ, არც არასოდეს ვყოფილვარ, გთხოვთ სწორედ გამიგოთ. მაგრამ როცა არჩევანი დგება ამ მწვანე (თუნდაც ყინულივით) ცივ თვალებიანსა და სხვას შორის - ღრმად ვისუნთქავ და ვხტები ცივ და უძირო სიმწვანეში!.
და მერე იყო, ყველაზე ბნელი, მწვანე, ცივი და გრძელი 3 წამი ჩემს ცხოვრებაში. ასე არასოდეს არ შემშინებია და შემცივებია ცხოვრებაში. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ წყალი სხეულში შემივიდა, ძარღვებში სიხლს შეერია და გული მომიყინა შიგნიდან...
ბოლოს და ბოლოს ჟილეტმა თავის ქნა და ამომაგდო ზედაპირზე.. სხვები ამ დროს გართულები იყვნენ, ბობს ნავი გადმოეტრიალებინა და ასწავლიდა ამ სიტუაციაში რა ექნათ.. ჩემთან კაიაკი მოცურდა, მოვეჭიდე.. ბიჭმა შემხედა და რატომ გეშინია ეგრეო მკითხა. წყლის მეშინია თქო ვუპასუხე. დიახ, წყლის მეშინია, პანიკურად და ისიც კი არ მიმცირებს ამ შიშს, რომ ჟილეტი მაცვია და ჩაფხუტი მახურავს...
ბოლოს ბობმა აგვკრიფა ნავზე პანტა-პუნტად მოტივტივეები და დავეშვით მდინარეზეც...
http://nalubalerafting.com/ - რეკომენდაციას ვუწევს! ნამდვილი პროფესიონალები არიან!-სიმპატიურებიც :)
ეხლაც თითქოს არ მჯერა, რომ მე ეს მე გადამხდა. ხანდახან ეჭვი მეპარება ხოლმე საკუთარ ადეკვატურობაში. თუმცა, გასამართლებელს ყოველთვის ვპოულობ სიტყვებით - "სამაგიეროდ გასახსენებელი მექნება!" -გასახსენებელი და ცოტა სატრაბახოც :).
რა თქმა უნდა არ ვნანობ, პირიქით! მოგვიანებით ჩემს კოლეგებს ვუყვები ამ ამბავს, მერე ერთი მომიტრიალდა და : "You went to white water rafting and you can't swim?! Are you crazy?!!" . "F*ck! მაინც შევირცხვინე თავი! " -ვფიქრობ გულში და თან უხერხულად ვიჩეჩავ მხრებს.
მეორეჯერაც იგივეს გავაკეთებდი, იმის მიუხედავად, რომ ისევ პანიკურად მეშინია წყლის!
#3
დანარჩენზე არ მოვყვები. არც მზის დაბნელებაზე და არც იმაზე ზანზიბარზე გადაფრენა მხოლოდ იმიტომ, რომ თევზი ვჭამო იმ უცნაურ ბუნგალოს რესტორანში ზედ ინდოეთი ოკეანეში რომაა, დიდი ვერაფერი თავგადასავალია. არც იმაზე მოგაწყენთ, როგორ ვათრიე ორი უზარმაზარი ანანასი ზანზიბარიდან ტანზანიამდე და იქედან სტამბულის გავლით თვილისში და ბოლოს კი ბებოს გავუგზავნე. მე თუ არა, სხვა ვინ გაასინჯებს მას მსოფლიოში ყველაზე ტკბილ ანანსს, ისეთს როგორიც თავად არის ჩვენთვის..
#4
ტანზანიიდან მომავალს, სწორედ იმ მომენტში გამომეღვიძა, როცა ცა ათასგვარ ფერად შეღება ამომავალი მზის სხივებმა. სად არ შევხვდერივარ მზის ამოსვლას, ვისთან ერთად და რა განსაკუთრებული ისტორიებით, მაგრამ ალბათ ყველაზე გულის გამწურავად ლამაზი სწორედ ეს მზის ამოსვლა იყო ჩემთვის.
და უცებ მთელი გულით შემშურდა მისი...იმისი, ვინც ალბათ ზუსტად ასეთივე მზის ამოსვლას ბევრჯერ უყურებს ალბათ... და ისევ "არ იქნება შენი გამოსწორება თათია!!" - ვეჩხუბები საკუთარ თავს...
Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-86191530759300914872013-10-20T09:27:00.000-07:002013-10-20T11:50:01.154-07:00ვიწრო და პატარა მსოფლიოცოტა ხანში აფრიკაში მივფრინავ. თრეველ კომპანიამ ვერა და ვერ გადაწყვიტა, თუ როგორ დაეჯავშნათ ჩემთვის მარშუტი. საბოლოოდ მომიბოდეშეს, ერთი დამატებითი დღე მოგიწევს დარ ეს სალამში გაჩერებაო, მაგრამ კომპენსაციისათვის შეგიძლია ზანზიბარში გადახვიდე, ულამაზესი კუნძულია და რაიმე საინტერესოს აუცილებლად იპოვიო.. რა თქმა უნდა გულითადი მადლობა გადავუხადე და მეტი არაფერი მიხსენებია, თქვენ კი ჩემს ბოლო ზანზიბარული ბოლო დღის მოგონებას გაგიზიარებთ...
მას მსოფლიოში ყველაზე მწვანე თვალები და გაბურძგნული თმები ჰქონდა. როცა წინ ჩავუარე ისეთმა გაუცებულმა შემომხედა და ისე აუკიაფდა ეს თვალები გარუჯულ სახეზე, რომ მეც ძალაუნებურად ფეხი შევანელე. ეტყობოდა, ძალიან გაუკვირდა თეთრი და წითელთმიანი გოგოს დანახვა ამ გამურული ხალხით გატენილ სანაპიროზე და მიუხედავდ იმისა, რომ ირგვლივ უამრავი ცარიელი სკამი იყო, რა თქმა უნდა მასთან მივედი და "შეიძლება დავჯდე თქო" ვკითხე.. "Oh, please do it!" - დღემდე მახსოვს როგორი ინტონაციით აღმოხდა..
ლამაზმანი სამხრეთ აფრიკიდან იყო, კეიპტაუნიდან დაიწყო და ტანზანიამდე ველოსიპედით ჩამოვიდა. მაჩვენებს განვლილი გზის ფოტოებს და ვიდოებს თუ როგორ ხტება ვიქტორიას ჩანჩქერიდან ფეხზე თოკ გამობმული. მერე მე ვუყვები ჩემს ისტორიებს და "You are f*ing crazy"-საც ვიმსახურებ.. დღეს ვიწრო ქუჩებში ხეტიალით, ფერდი მერკურის ბარში ლუდის სმით, სანაპიროზე მზის ჩასვლის ცქერითა და იქვე გრილზე შემწვარი თევზის ჭამით ვაგრძელებთ.
მოკლედ, იდეალური რომანტიული ფილმის სიუჟეტი გამოვიდოდა, თუმცა ჩემი პოსტის თემა ამჯერად ეს სულაც არ არის. ნუ, ოდესმე შეიძლება ეგეთებიც დავწერო, ოღონდ ეხლა არა. ეხლაც იმიტომ ვახსენე, რომ მის გარეშე ქვემოთ ისტორიას ვერ მოვისმენდი.
მოგვიანებით სანაპიროზე ჩემი მეგობარი ებრაელი გოგონა ვიპოვეთ, აი ის წინა დღეს რომ გავიცანი და ერთად ვიგერიებდით ნარკო ბარიგებს პლაჟზე... ცოტა ხანში შემოგვიერთდნენ ჰოსტელის მეპატრონე ქალი და მისი მეგობარი გაურკვევლი რჯულის გამურული და ფერად ქუდებიანი ახალგაზრდები. ვსხედვართ ასე პარკში პორტის წინ, წინვე გაგვიშლია მოსაწევი შიშა და წრეში ჩამოატარებით ვეწევით. ჩვენს ირგვლივ უამრავი ხალხი ირევა, ფუსფუსებს, ანალოგიურად ჭამენ-სვამენ და ერთობიან. მეორე დღეს 7 საათზე ბორანით უნდა დავბრუნდე აფრიკის კონტინენტზე, მაგრამ ეს რატომღაც არ მადარდებს და თავს უცნაურად მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ ამ ქაოსსა და გაურკვევლობაში.
და უეცრად წინ ერთმა ახალგაზრდამ ჩაგვიარა, გამჭირვალე სათვალეებით, ხაკისფერი მაისურით, შორტებითა და სანდლებით. გრძელიტალღოვანი თმები მხრებზე ეცემოდა და მოგრძო სახეს კიდევ უფრო უგრძელებდა... ჩაგვიარა თუ არა მე და სამხრეთ აფრიკელს ერთდროულად აღმოგვხვდა "Hi Jesus!"... არ ვიცი, იქნებ ზედმეტი მოგვივიდა ზანზიბარის ცნობილი შიშა, მაგრამ ფაქტია, ბიჭი მოტრიალდა მოვიდა ჩვენთან და გაბრაზების ნაცვლად გაგვიღიმა. "აი ასე არის სულ" შეწუხებულმა ჩაილაპარაკა და არც დაელოდა ჩენს შემოთავაზებას იქვე წინ მოკალათდა.
საინტერესო ვინმე აღმოჩნდა, ისრაელიდან. ჯარი დაამთავრა და მიატოვა ყველაფერი. ცოტა ხანში მე, ლამაზმანი და ებრაელი გოგო თავის სახლში მიგვიპატიჟა, იქვე პარკის გადაღმა რომ ჰქონდა ნაქირავები. სამხრეთ აფრიკელი და ჩემი მეორე მეგობარი გოგოც სიხარულით დასთანხმდნენ.
ხანდახან ვფიქრობ, რომ როცა ვმგზაურობ, ადამიანებს ზედმეტად ვენდობი ხოლმე და ურიგო არ იქნება, უფრო მეტი სიფრთხილე რომ გამოვიჩინო მომავალში. თუმცა იმ მომენტში დებილივით რომ არ წავხეტიალებულიყავი ამ სრულიად უცხო ხალხთან ერთად, ალბათ იმ მოგზაურობაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ამბავსაც ვერ მოვისმენდი. ამ ისტორიას ოდესმე გავალამაზებ, განვავრცობ და რამე კარგ სიუჟეტადაც გამოვიყენებ (თუ არ დამეზარა), ამიტომაც მადლობა ჩემს ებრაელ მასპინძელს.
ისტორია ამ ებრაელის ორ ტყუპ ძმაკაცზეა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მართალია, იქნებ ებრაელს უნდოდა ჩვენზე შთაბეჭდილების მოხდენა, ან იქნებ ჩემი მტკიცების მიუხედავად რომ "არ ვბოლდები", მაინც იმოქმედა ჩემზე ცნობილმა "ზანზიბარულმა", მაგრამ ფაქტია, რომ იმ ღამესვე სასტუმროში მისულს არ დამეზარა და ბლოკნოტში ჩავიწერე შემდეგი:
ტყუპების მშობლებმა ერთმანეთი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს კიევში გაიცნეს. ქალი უკრაინელი ებრაელი იყო, კაცი - სამედიცინოს სტუდენტი ტანზანიიდან. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და მალე ტყუპებიც მოევლინენ ამ ქვეყანას, მაგრამ არაფერი არ გრძელდება სამუდამოდ. დრო შეიცვალა და ცოტა ხანში კაციც იძულებული შეიქმნა უკან გაბრუნებულიყო სამშობლოში. ქალს ამ ფაქტმა გული ისე ატკინა, რომ შვილებს გვარი შეუცვალა ხელი დაავლო და ისრაელში გადაბარგდა.
დრო გავიდა, ბავშვები გაიზარდნენ და ჯარში წავიდნენ. იქ ჩემს ებრაელ მეგობარს შეხვდნენ, აი იმას იესო ქრისტეს, რომ ჰგავდა ძალიან. ბავშვები უმამომაბს ძალიან განიცდიდნენ და გადაწყვიტეს ჯარის შემდეგ რადაც არ უნდა დაჯდომოდათ მამა მოეძებნათ. რა თქმა უნდა საუკეთესო მეგობარმაც დახმარება აღუთქვა.
ჯარი დაამთავრეს და ტყუპებმა და მათმა მეგობარმა ერთად მიაშურეს დარ ეს სალამს. წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ საიდან უნდა დაეწყოთ ძიება. ერთადერთი რაც იცოდნენ იყო გვარი და ის, რომ 20 წლის წინ რომელიღც ჰოსპიტალში მუშაობდა ექიმად. მეგობრებიც ადგნენ და ყველა ჰოსპიტალის კარებზე დააკაკნეს და არქივები გადაქექეს. ბოლოს, დიდი ხნის ძების შემდე, ერთ-ერთი ჰოსპიტალის თანამშრომელმა გაიხსენა ასეთი სახელის მქონე ექიმი. აღმოჩნდა, რომ მას მედიცინა მიეტოვებინა და პოლიტიკაში გადაბარგებულიყო. ისიც გაიგეს, რომ ტაგას პროვინციაში მოღვაწეობდა. მიაშურეს ტაგასაც და ძალიან გაოცდნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ეს კაცი მთელი პროვინციის გუბერნატორი ყოფილა - ამავე დროს პროვინციის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანი.
ძალიან დაბნეული, ცოტათი შეშფოთებული 3 მეგობარი, გუბერნატორის კარს მიადგნენ. როგორც ჩემი მეგობარი ყვებოდა, როცა დაცვამ კითხა, თუ რა გადაეცათ გუბერნატორისათვის, ვინ გკითხულობსო, ძმებმა ერთდროულად მიუგეს "თქვენი შვლებიო!".
დაცვა გატრიალდა და მეგობრები რამოდენიმე ხანმოკლე და ყველაზე გრძელი წუთი ელოდნენ მის უკან დაბრუნებას.. ბოლოს გამოჩნილა "I've been waiting for my sons" -ო გუბერნატორის ამ სიტყვებით.
მითხარით, რომ მსგავსება მე არ მომლანდებია
ვერ აგიღწერთ გამომეტყველებას, რაც ჰქონდა ჩემს ებრაელ მასპინძელს ამ მომენტის მოყოლისას. თითქოს თავადაც იპოვა მამა მამაშინ. თვალები უბრწყინავდა და წინადადებებს შორის ამატებდა, აუცილებლად იქნებიან ერთად ისინი, ვისაც ეს ბედით უწერიათო...
ბიჭებმა მამა იპოვეს, მამამ შვილები.. ცოტა ხანში მეგბარს მობეზრდა სტუმართმოყვარეობით სარგებლობა ბარგი ჩაალაგა და მადაგასკარში გადაბარგდა (მეც მეუბნებოდა, აუცილებლად წადი, მოგეწონებაო)... წლები გავიდა, ბიჭები დაიფანტნენ, გაიზარდნენ და 4 წლის შემდეგ, ისევ შიეკრიბნენ 3-ვენი ისევ დარ ეს სალამში და ეხლა უკვე საკუთარი საქმის დაწყებას აპირებდნენ. ერთ სასტუმროს ზანზიბარში ხსნიდნენ, მეორეს არუშაში. წინ მიმავალი დიდი გეგმები ჰქონდათ. იყო რაღაც მართლაც ამაღელვებელი ამ ამბავში და მთელს ისტორიაში და ეს მეგობარიც ისე ყვებოდა, რომ 3-ვენი გულისყურით ვუსმენდით.
ბოლოს მოსაწვი ჩაიფერფლა და მეც დავემშვიდობე მეგობრებს. ავიღე ფოტო აპარატი და უკანმოუხედავად გამოვიხურე ყველა კარი. დღემდე არ მესმის ასე რატომ მოვიქეცი მაშინ. ეხლა კი უკვე ძალიან ვნანობ. პირადად მე ვეუბნებოდი ყველას, რომ არასოდეს არ უნდა გაწყვიტო არავისთან კონტაქტი, მაშინაც კი თუ დარწმუნებული ხარ, რომ ადამიანს ვერასოდეს შეხვდები და რამოდენიმე წუთის წინ მოყოლილმა ისტორიამაც ვერაფერი მასწავლა :(. ვერ ვისწავლე დღემდე, რომ დედამიწა არის ძალიან ვიწრო და პატარა, არასოდეს არ იცი სად მოხვდები და ვის შეხვდები (again and again). მაშინ მეგონა, რომ ამ ადგილებში არასოდეს არ დავბრუნდებოდი და მათაც ვერასოდეს შევხვდებოდი და რატომ მეგონა ასე, ეს კი გაუგებარია, ადრეც ხომ დავბრუნებულვარ და შევხვედრივართ კვლავ და კვლავ...
ზემოთ მოყოლილი ისტორიით და ჩემი საკუთრი სხვებით, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს მსოფლიო შეიძლება იყოს საოცრად ვიწრო და პატარა თუ არის სურვილი და გწყალობს მცირედი იღბალიც... როგორც ეს ებრაელი ბიჭი იტყოდა, თუ იღბლიანი ხარ ბრუნეის მოსახლესაც შეხვდები, იმისდამიუხედავად, რომ ძალიან ცოტანი არიან და შესაბამისად სადმე სხვა ქვეყანაში მათთან შეხვედრის შანსი ფაქტიურად 0 არისო....
ეხლა ეს მოგონებიბი იმიტომ ამომიტივტივდა, რომ ცოტა ხანში ჩემდა გასაოცრად ისევ იმ არემარეში ვბრუნდები, გამახსენდა ის ერთი ლამაზი დღე სამხრეთ-აფრიკელ ექსტრემალთან და უცნაური ისტორია ებრაელი ბიჭის მეგობრებზე, ეხლა რომ საშინლად მაინტერესებს მართალი იყო თუ არა ეს უკრაინელ-ებრაელების ტანზანიური თავგადასავალი, ან როგორ დასრულდა მათი ოცნებები-გეგმები. იქნებ მართლა ყველაფერი გამოიგონა იმ ჩვენმა მასპინძელმა, ან სულაც მე მოვბოდე ეს ისტორია? თუმცა ამას ალბათ ვერასოდეს ვერ გავიგებ. ნუ, თუ რა თქმა უნდა ზანზიბარში არ გადავალ და იმ უცნაური ებრაელის კარებზე არ დავაკაკუნებ და ვეტყვი "Hi Jesus!"Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-62023217603349627812013-10-06T05:10:00.001-07:002014-08-09T07:35:17.021-07:00იორდანიული მოგონებები -Did you also have an accident in Petra? - მეკითხება ერთი, ჯერ ირანში შემდეგ კი ეგვიპტეში რომ დამემგზავრა.. ჩემსავით მასაც ისევ უდაბნოსკენ გაუწია გულმა და ეხლა რჩევებისთვის გამიხსენა.
-Not really.. - ვპასუხობ საკმაოდ ამაყი, მაგრამ მერე მახსენდება და ვუყვები, თუ როგორ დავკარგე ტელეფონი პეტრას კლდეებში ძრომიალისას, როგორ დამებლოკა ყველა პლასტიკური ბარათი ბედუიონებთან ერთად უდაბნოში წასვლამდე და რომ არა ჩემი ბანკირი მეგობრების დისტანციური დახმარება, რომელიმე ბედუინის მე-9 ცოლობა არ ამცდებოდა.
- Why I'm not surprised?! As you say - Lucky you! -რა თქმა უნდა არ უკვირს, ერთობლივი ეგვიპტური თავგადასავლების შემდეგ ჩემგან უკვე აღარაფერი აღარ უკვირს.
მასთან საუბარისას გაოცებული აღმოვაჩენ, რომ მახსოვს საკმაოდ ბევრი დეტალი და თუ მოვინდომე, ალბათ მშვეინერ Guide book-საც დავწერ. აღმოვაჩინე, რომ ველაპარაკები Lonely Planet-ის ტემბრით და კიდევ უფრო მძაფრად მომინდა მათთან მუშაობა (Someday!) ..
მარშუტი დავგეგმეთ, სასტუმროებიც ისეთები შევარჩიეთ, ჩვენნაირებს რომ ადვილად შეხვდეს. ისეთი კმაყოფილების გრძნობა მაქვს, თითქოს მეც მივდივარ მასთან ერთად.
მეკითხება რითი იყო ეს მოგზაურობა გამორჩეული სხვებისგან. ვუამბობ ისტორიებს. ნაწილი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ აქვს მოსმენილი.. მერე ერთად მივდივართ დასკვნამდე, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, რას ათვალიერებ, მთავარი ამ დროს, რაც გამახსოვრდება და რაც წლების შემდეგაც კი გათბობს და გაღიმებს, არის ის წვრილმანი, უმნიშვნელო დეტალები და მინი ისტორიები, რომლებიც ნებისმიერ მოგზაურობას თავგადასავლის ელფერს სძენს. სწორედ ამ წვრილ-წვრილი ისტორიების გამო არის ჩემი მოგზაურობები განსხვავებული თქვენისგან და თქვენი კი ჩემისაგან. ამ ისტორიებს ქმნი თავად. შენზეა დამოკიდებული, რომ ერთი ჩეულებრივი მოვლენა აქციო განსაკუთრებულ მოგონებად.
ესეც ჩემი იორდანიული მოგონებები:
#1 - რაიმონდი
ის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადამიანია ვინც შემხვედრია. პირველად მას სირიაში შევხვდი ჩემი პირველი მოგზაურობისას. უფრო სწორედ, ჯერ ინტერნეტ ფორუმზე გავიცანი, შემდეგ დამასკოში მის ჰოსტელში დავბინავდი და მოვიხიბლე მისით.
როგორც ჩანს თვითონაც დავამახსოვრდი, რადაგანაც როცა შემდეგ წელს უკვე ბეირუთში გაჩხერილი ვგეგმავდი იორდანიაში გადასვლას სირიის გავლით და ისევ ფორუმზე ვპოსტავდი, მიცნო და მომწერა. მიამბო, რომ თავად სირიაში აღარ ცხოვრობს შექმნილი პრობლემების გამო, რომ ეხლა ამანში დაიდო ბინა და ახალ სასტუმროს ხსნის. მომწერა, დამასკოში თუ ჩახვალ ჩემს ჰოსტელში გაჩერდი უსასყოდლოდ და იქაური პერსონალიც ყველაფერში დაგეხმარებაო. მთხოვა, იორდანიაშიც რომ ჩამოხვალ ჩემთან გაჩერდი, სასტუმრო ჯერ არ გამიხსნია მაგრამ ადგილს გამოგიებნიო. ძალიან გამიკვირდა და გავოცდი.
დამასკოში სხვადასხვა მიზეზის გამო სხვა ჰოსტელში გავჩერდი, ახალ გაცნობილ მეგობრებთან ერთად რომ ვყოფილიყავი. ამანშიც ვარჩე ხალხით სავსე ჰოსტელში დავბინავებულიყავი, თან მომერიდა რაიმონდის კართან გამოვცხადებულიყავი. მაგრამ ძალიან გავოცდი როცა ჰოსტელის მისაღებში დამიბარეს ტელეფონზე გთხოვენო. კიდევ უფრო გამიკვირდა როცა რაიმონდმა მომაკითხა, მანქანით მთელი ქალაქი დამათვალიერებინა, ვახშამით გამიმასპინძლა და ბოლოს მსოფლიოში ყველაზე მაგარ ტკბილეულის მაღაზიიდან დატვირთული გამომიშვა.. და ეს იმ დღეს, როცა მე კონტრაბანდისტ ტაქსისტთან ერთად გადავკვეთე სირია-იორდანიის საზღვარი და ნერვიულობისგან გაფითრებული და თვალებ გაფართოებული ვერც ვაცნობიერებდი რომ უკვე სამშვიდობოს ვარ.
რაიმონდს ჩემი მეგობარიც იცნობს.. ისიც ჩემსავით შეყვარებულია მასზე თავისი შორეული სირიული მოგზაურობის შემდეგ და ეხლა აპირებს მის სასტომროში დაბინავებას. ჩემგან დიდ მოკითხვებსა და გულწრფელ Hug-ს ვატან. "რა თქმა უნდა გადავცემ!" - მპირდება და მეც მჯერა.
თუ რომელიმე თქვენგანი იორდანიაში მოგზაურობას გადაწყვეტს, გულით გირჩევთ აქ გაჩერებას :http://www.ammanpashahotel.com/
# 2 -პეტრა
არასოდეს არ მინდოდა პეტრას ნახვა. ყველა მეუბნებოდა, რომ საოცრად ლამაზია, მაგრამ მაინც არ მიმიწევდა მისკენ გული. მაგრამ იყო ერთი რამ - ჩემი წიგნის გარეკანს ამშვენებდა ბედუინის ფოტო, რომელიც უზარმაზარი ტაძრის სახურავზე გამოჭიმულიყო. ვიცოდი, რომ ეს ტაძარი პეტრაში იყო და რა თქმა უნდა ჩემს თავს დავპირდი იგივე ადგილას გადავიღებდი ფოტოს უკვე წიგნით ხელში.
მე და ერთმა მხიარულმა კანადელმა ამანი სადღაც დილის 5 საათზე დავტოვეთ. ავტობუსში ძილი ამომავალი მზის სხივებმა დამიფრთხო. პეტრას კარიბჭემდე ჯერ ფრანგ-ირლანდიელი გოგო-ბიჭის უცნაურ წყვილთან ერთად ვიარე, გოგო გაუთავებლად ბაზრობდა თავისი მოგზაურბის დეტალებზე და რაღაცნაირად მოვახერხე რომ ხალხში დავკარგვოდი. ცოტა ხანში ისევ გადავეყარე ჩემს კანადელ მოგზაურს და გზა ადგილობრივი ბედუინების შეძახილების ფონზე ერთად გავაგრძელეთ. "Hi!" "Where are you from? " "Donkey donkey like Ferrari! With air conditioning! " ეს ბედუინები ისეთი გამხდრები არიან, ვოცდები და უნებლიედ ვიწყებ ფიქრს, თუ რაში უდგათ სული. მეგობარმა ვერ გაუძლო შავგრემანი ბედუინის შარმს და მონასტრამდე გზა ჯორზე ამხედრებულმა გააგრძელა. მე ადგილობრივ ფერარიზე უარი ვთქვი და ფეხით ავიარე 800 საფეხურიანი კიბე.
ავაღწიე! ვიპოვე მონასტერი, ის რომელიც ჩემი წიგნის ყდაზეა გამოსახული.
ვიპოვე კანადელი მეგობარიც... ვზივარ მონასტრის წინ და ვუყურებ როგორ ეფლირტავება პეტრას ყველაზე სიმპათიური ბედუინი ტურისტ გოგონებს. აგერ ერთს ჩაით გაუმასპინძლდა.. ვფიქრობ მივიდე თუ არა მასთან და გამოცნაურო. ვიცი ვინც არის, საერთო ნაცნობი გვყავს, ლონდენელი ლი და ავსტრალიელი ქვინი, შარშან რომ გავიცანი სირიაში. ვიცი რომ, ლიმ ჩემზეც მიწერა რამოდენიმე დღის, შეიძლება კიდეც დამეხმაროს და ტაძრის სახურავზე ამიყვანოს.. მაგრამ ბიჭი აშკარად დაკავებულია ქერა გოგონათი, სად მე და სად მოკლე შორტებიანი სლავური გარეგნობის ქალი..
ადგილს ვიკავებ კანადელის და ჰოლანდიელის შორის და სანამ ჩემს შეკვეთილ პიტნის ჩაის მომიტანენ, ამსტერდამის ნარკოტიკებზე საუბარში ვერთვები...
-როგორ შეიძლება ამ ტაძრის სახურავზე აძრომა? - ვეკითხები ბედუინს პიტნის ჩაი, რომ მომიტანა.
-შენთვის? არანაირად! - მიყურებს და ირონიულად ეცინება.
-კი მაგრამ ეს ფოტო ხომ ამ ტაძრის სახურავზეა გადაღებული?!- ვაგრძელებ და ცხვირწინ წიგნის გარეკანს ვუფრიალებ
-ეგ გამონაკლისია! ტურისტებისათვის კი აქ ასვა არ შეუძლება! პოლიციას ხედავ?! დაგიჭერენ მცდელობისთვისაც კი!
ზურგი მაქცია და წავიდა.. ჰოლანდიელი და კანადელი გაოცებით მიყურებენ. "Are you crazy?!" მეკითხება ერთი. "შეიძლება მანდ ასვლა! მაქვს ნანახი ფოტოები ინტერნეტში!" -ვაგრძელებ ჯიუტად. უბრალოდ მთავარია გავარკვიო როგორ.
ისევ მივედი მუსტაფასთან. ისევ გავუღიმე, თვალები ჩავუკარი, ცრემლით ავივსე... არაფერი არ სჭრის. "პოლიცია დაგვიჭერს!" მეუბნება ჯიუტად.
ბოლო გზა მრჩება.
-იცი მე საიდან ვარ?! მე ვარ საქართველოდან, გსმენია ამ ქვეყანაზე?
-არა -მპასუხობს აშკარად გაღიზიანებული
-ჰოდა წარმოიდგინე რა შორს ვართ, რომ არც კი გსმენია ჩვენზე. მე კიდევ ბავშვობიდან ვოცნებობ აქ მოხვედრაზე და ამ ტაძრის სახურავზე აძრომაზე! (სახე ეცვლება ნელ-ნელა) მთელი 3 წელი ვაგროვებდი ფულს აქ რომ ჩამოვულიყავი და ოცნება ამესრულებინა! და შენ კიდევ მეუბნები ეს შეუძლებელია?! არ მივდივარ აქედან, სანამ იქ არ ამიყვან! - ვგრძნობ, რომ კისერზე ყველა ნერვი მებერება და თვალები მიწითლდება. არც მრცხვენია რომ ასე უნამუსოდ ვიტყუები.
-ჰოდა იჯექი აქ სანამ არ მოგბეზრდება! -ზურგს მაქცევს და მიდის.
დავჯექი, არ ვინძრევი. ჰოლანდიელი წავიდა, დამშვიდობებისას დამცინავად მისურვა Good Luck. რონდას ეტყობა, რომ აშკარად ერთობა სანახაობათ, იქვე ახლოს მოკალათდა და ფოტოების თვალიერება დაიწყო..
ხალხი ნელ-ნელა იშლება. თვით სიმპატიურმა ბედუინმაც კი შორტებიანი ქერა გოგოს გაცილება დაიწყო ქვემოთ. ბოლოს აღმოჩნდა რომ მთელს კომპლექსში მხოლოდ მე, რონდა, მუსტაფა და პოლიცილები დავრჩით. მე ურჩად მიჭირავს წიგნი, ვუყურებ ტაძარს და მუსტაფას ყოველ-გავლა გმოვლაზე "It's my dream!" გავიძახი. ბოლოს პოლიციელებმაც დაიწყეს ქვემოთ ჩასვლა. აი მაშინ კი წამოვფრინდი და მივვარდი ბედუინს.
-ეს ჩემი ბოლო შანსია! დამეხმარე ავისრულო ოცნება. იცოდე მთელს ცხოვრებას დამინგრევ, ვერ წავალ აქედან აქ თუ არ ავედი. მე გურული ვარ! ჩვენ ცოტა გიჟები ვართ, იცოდე რამეს ჩავიდენ! გავიშალე წითელი თმები..
არ ვიცი რომელმა ჩემმა ტყუილმა იმოქმედა, ან იქნებ მართლა განწირული სახე მქონდა, ბედუინმა ხელი ჩამკიდა და წამოეთრიეო ჩაიბურტყუნა..
მერე იყო ცოცვა მაღლა 59 მეტრის სიმაღლის კლდის ტაძარზე.
თავიდან კი მივძვრებოდი გაბედულად, მერე სიმაღლემ იმატა და მასთან ერთად სიმაღლის შიშიც გამიმძაფრდა.. მუსტაფამ იგრძნო და ფოტო აპარატი გამომართვა..
ავაღწიე! სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში არც მჯეროდა, რომ მართლა ავცოცდებოდი. მაშნაც კი როცა განწირული სახით ვევედრებოდი ამ ბიჭს.. მაგრამ, თუ არ ეცდები, ვერასოდეს ვერ გაიგებ გაგიმართლებს თუ არა!
მერე მუსტაფამ თავზე თავისი ხელით წამიკრა თავსაფარი და გადამიღო ფოტო Lonely planet-ის სტილში
(c) Rhonda Lucas
არასოდეს არ დამავიწყდება ის გრძნობა რაც მაშინ მქონდა. გრძნობა "მე ეს შევძელი" - მაშინ როცა საერთოდ არ ელოდები მას და ცოტა სინდისიც ქენჯნაც იყო, ეს ბიჭი რომ მოვატყუე.
მაგრამ ერთი რამ ცხადია, ხედი ზემოდან ყოველთვის უკეთესია და შენც ყველაფერი უნდა იღონო მის სანახავად, თუ გინდა რომ შენი საკუთარი მოგონება შექმნა!
სწორედ ამ ფოტოს National Geographic-ყიდის :)
ჩემს მეგობარს ბედუინ მუსტაფასთან მოკითხვას ვაბარებ. არ ვიცი დღესაც იმ კაფეში მუშაობს თუ არა, ან ვახსოვარ თუ არა, მაგრამ მაინც...
#3 Petra by Night
უკვე ღამდებოდა მე და რონდამ ტაძრიდან რომ დავიწყეთ დაშვება. მე იმ ღამით ღამის პეტრას ტურის ბილეთი მქონდა უკვე შეძენილი. რონდამაც მოისურვა მხარი ამიბას. ვხვდებით, რომ კომპლექსიდან გასვლას უკვე აზრი არ აქვს. პირველივე ტაძართან ვჩერდებით, ადგილს ძელ სკამზე ვიკავებთ და ერთმანეთს ვეკვრით გაყინულები. უცნაურია, ეს ადგილი ჯერ კიდევ მზის შუქზე ათობით ათასი ტურისტით იყო სავსე, ეხლა კი ვზივართ მხოლოდ მე და რონდა აბსოლიტურ უკუნეთში და მდუმარებაში ერთმანეთს მიხუტებულები და სიცივისგან აკანკალებულები.
ცოტა ხანში ბედუინები გამოჩნდნენ, ისინი ვინც ღონისძიებისათვის უნდა მოამზადონ გარემო.
თავიდან ძალიან უკვირთ ჩვენი დანახვა, ბილეთებს გვიმოწმებენ და შემდეგ თერმოსიდან ჩამოსხმულ ცხელ ჩაისაც კი გვთავაზობენ. ბოლოს ვიღაცამ პეჩენიის ნატეხი გვიწილადა. უეცრად დამთბა და თვალები გამინათდა..
ცოტა ხანში ამ ჯგუფის წინამძღოლი მოდის საქმიანი წინადადებით: "მაინც ტუილად ხართ, არ გინდათ დაგვეხმაროთ და თან გათბებით კიდეც". რა თქმა უნდა სიხარულით წამოვხტი, ერთ ბედუინს ფანარი ვეთხოვე, მეორე მასწავლის სანთლებს როგორ მოვახვიო ქაღალდი და ქვიშაში მყარად ჩავარჭო... თან არც მჯერა... ღამის პეტრას უამრავი ფოტო მაქვს ინტერნეტში ნანახი, მაგრამ მე თუ ჩემი ხელით გავანათებდი მას ნამდვილად არ მეგონა.
ცოტა ხანში ტურისტებიც მოგროვდნენ და ადგილები დაიკავეს. ჩემგან განსხვავებით მომზადებულები არიან შტატივებით... ვინანე, რატომ არ არ მაქვს თან ჩემი შტატივი.. "ვერ გადავიღებ კარგ ფოტოს!" გავიფიქრე და ის იყო ხასიათი უნდა გამფუჭებოდა, რომ ერთმა ბედუინმა, აი ჩაი ვინც დამალევინა, გვერდით გამიყვანა, ერთი კლდის უცნაურად გამოშვერილ ადგილზე მიმითითა "აქედან ყველაზე კარგი ხედია" მითხრა და გვერდით მოკალათდა, აშკარად აინტერესებს თუ როგორ კადრს გადავიღებ...
აი ეს სანთლები ჩემი ჩარჭობილია!
#4 უდაბნო
მე და ჩემმა ინგლისელმა მეგობარმა პეტრა ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე დავტოვეთ და ადგილობრივების მინი ავტობუსით გავემართეთ უდაბნოსკენ. გზა საკმაოდ მხიარულად გავლიეთ, ჰოლანდიელი ფიზიკოსისა და მეხსიკელი ბიოლოგის კომპანიაში. მათ ფონზე რომ არ დავჩაგრულიყავი მეც თავი გამოვიდე მათემატიკოსი ვარ მეთქი (მერე რა რომ ყოფილი).
მოვიხიბლე წითელი უდაბნოთი. სულის შეკვრამდე მომეწონა მისი ხასხასა ქვიშა, მშვიდი ცა და იდუმალი კლდეები.
მომეწონა ჯიპებით გადასერილი ქვიშის საოცარი პეიზაჟები.
და შემიყვარდა აქაური მზრის ჩასვლაც
არ მომეწონა ჩემი ინგლისელი თანამგზავრი, დღემდე რომ ვერ მაპატია პეტრას კანიონებში მიტოვება. მაგრამ მაინც მე ამედევნა უდაბნოს ტურში და სხვა ნაცნობების კითხვაზე: "Are you traveling together?", "We are traveling alone, but together"- ო პასუხობდა ჩემს ნაცვლად.
მომეწონა ბედუინების ბანაკი და ბედუინი სალიმი, უფრო სწორად მომეწონს მისი ათასგვარი ისტორიების მოსმენა, მაშინ როცა მე ზურგზე დაწოლილი ავცქეროდი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და გვერდით კი თავად ბედუინი იყო მოკალათებული.. ერთადერთი, რაც იმ მომენტში იდილიას და რომანტიკას მიფუჭებდა ეს წუწუნა ინგლისელი იყო, გაუთავებლად რომ შტატივს ეჩალიჩებოდა ღამის ცის ფოტოს გადასაღებად.
და მერე ბედუინიც და ინგლისელიც სადღაც გაუჩნარდნენ. აღარ მესმოდა არც ერთის წუწუნი, არც მეორეს უდაბნოს ისტორიები. უეცრად ვიგრძენი, რომ ეს მე ვარ მარტოდმარტო აქ მიწაზე გაშოტილი. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ჰაერში ვლივლივებ და მგონია ხელის თუ გავიწვდენ ვარსკვლავებს მივწვდები. (აშკარად ნაკლები უნდა დამელია ბედუინების ვისკი, ხომ მაფრთხილებდნენ, მასთან ფრთხილადო!)
უკან აქლემებზე ამხედრებულები ვბრუნდებით. სანამ ქარავანი დაიძრებოდა ინგლისელის აქლემს ყურთან მოვეფერე...
ქარავანი დაიძრა, მე წინ მივდივარ, უკან ინგლისელი მომყვება თავისი აქლემით. და უცებ ზურგზე რაღაც ვიგრძენი... აქლემს იმდენად მოეწონა ალერსი, ისევ მოუნდა, ან თავად გამოხატა სიყვარული და ცდილობს მიკბინოს! "გაწიე იქეთ!" ვუკივივარ გაცოფებულ-შეშინებლი.. "არ შემიძლია" იძახის გაოცებული ინგლისელი.. ისევ გამოიწია აქლემი და ისევ ჩაავლო კბილები ჩემს მოსასხამს. "გაწიე იქეთ!"
საქმე იქამდე მივიდა, გიდმა დაუგეგმავად დაგვასვენა და ქარავანში ისე გადააგვადგილა, რომ აქლემს არ დავეკბინე. და მაშინ როცა აქლემს ვტუქსავ უმსგავსო საქციელისათვის, ინგლისელმა ერთადერთი ღირებული რამ გააკეთა მთელს ჩვენს ერთობლივ ტრიპში - ყველაზე მაგარი ფოტო გადამიღო.
You are very very bad camel!!!
ყველა აქლემი ერთნაირია რა! ერთხელ მიუალერსებ და მერე ჰგონიათ, რომ შენი შეჭმის უფლება აქვთ!!
#5 შოპინგი
უდაბნოდან წითელ ზღვაზე ამოვყავი თავი ინგლისელ-ფრანგ თანამგზავრებთან ერთად. ჩემი ზურგჩანთა გატენილია კოჭებამდე შარვლებითა და მუხლებამდე პერანგებით. უნდა ვიშოპინგო!
ჩვენი სასტუმრო აქაბადან 10 წუთის სავალზეა მანქანით. სასტუმროს წინ ტრასაზე დავდექი და პირველივე ტაქსი, ჩემებურად გავაჩერე. არაბული 2 სიტყვა ვიცი, ტაქსისტმაც 2 სიტყვა ინგლისური იცის, მაგრამ ერთმანეთის მშვენივრად გვესმის. ვეუბნები, რომ ღარიბი სტუდენტი ვარ, ღარიბი ქვეყნიდან, რომ ცოტა ფული მაქვს და იაფიანი მოკლემკლავებიანი მაისურის ყიდვა მინდა. ტაქსისტმაც, "I will help you" -ო, ისეთ იაფიან ადგილას წაგიყვან, სადაც ჩემი ოჯახი დადისო.
მიჰქრის ტრასაზე და მიყვება უამრავ ისტორიას: "მოპირდაპირე მხარეს ეგვიპტეა, მის შემდეგ ისრაელი, უკან საუდის არაბეთი"- იშვერს ხელებს.. ვიგებ, რომ ჰყავს 9 შვილი, 9-ვე ბიჭი.. აქლემის რძეს სვამს-ადგილობრივი ვიაგრას... მამამისი ინდიანა ჯონსში არის გადაღებული...
ქალაქამდე საკმაოდ მხიარული მგზავრობის შემდეგ მანქანაც გამიჩერა და მოვედითო მითხრა.. ჩვეული სისწრაფიდ შევვარდი იმ შესასვლელში, რომელზეც მიმითითა და დახლებს შორის გავჩერდი. აი მაშინ კი მივხვდი, რომ ტაქსისტმა ცოტათი გადაამეტა. ყოფილხართ ლილოში? წარმოიდგინეთ ლილოს ბაზრობა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ყველა გამყოდველი ახალგაზრდა კაცია და ქალი კი თუ ვინმე ჩითავს, მხოლოდ თავით ფეხამდე ჩადრში გახვეული. ჩემმა კეთილსმყოფელმა ტაქსისტმა მართლაც ისეთ ადგილას მომიყვანა, სადაც ტურისტები არასოდეს დადიან და მხოლოდ ადგილობრივები შოპინგობენ. ამაზე, დახლებზე გამოფენილი ჩადრ-აბაიებიც მიუთითებდნენ.
ვდგავარ ამ დახურულ სივრცეში, ვიკრიჭები უაზროდ და პირველივე ახალგაზრდას ვეკითხები "შორტები გაქვს? სარაფანი? " ალბათ ძალიან გადავიღალე წინა დღეებში გადატანილი ემოციებით. ჩვეული მოკრძალება სადღაც გაუჩინარდა, ერთადერთი რაც მინდოდა, სარაფნის, ან მაისურის, ან შორტის ყიდვა იყო. გასაგებია, რომ საცურაო კოსტუმზე არც უნდა მეოცნება თუ იმ ბაზრობიდან მთელს გამოღწევა მინდოდა.
ისეტრიულად დავრბივარ ერთი დახლიდან მეორეში. შევიჭყიტე ყველა მაღაზიაში. შორტი მინდა თქო რომ ვეუბნები გამყიდველს, ეს უკანასკნელი კაცის ბოქსიორებს მაწვდის!
საბოლოოდ მთელმა ბაზრობამ გაიგო, რომ ვიღაც გიჟი ეწვიათ, გადაძახილებთან ერთად ახალგაზრდა გამყიდველებიც დამყვებიან ერთი დახლიდან მეორეში. მერე ერთმანეთს გადასძახ-გადმოსძახეს და მთელს ბაზარში ორდადორი კაბა იპოვეს. წარმოიდგინეთ სიტუაცია, ბაზრობის ერთ შეწეულ მაღაზიაში ვდგევარ სახეალეწილი, ხელში მიჭრავს ორი სარაფანი. ერთ ბიჭს მეზობელი დახლიდან სარკე მოაქვს და ჩემს წინ დგება, მის უკან ერთი 10 კაცს მოუყრია თავი და სეირით ტკბებიან. არ ვიბნები და პირდაპირ შარვალზე ვიცმევ ლურჯ კაბას... Oh! Beautifu! l Beautiful! -აღმოხდა იქ შეკრებილ მაყურებელს.. ვიხდი და მეორეს ვიცმევ.. Beautiful! Beautiful! -ისევ იმეორებს ჩემი მაყურებელი.. თანხას ვიხდი (უცნაურად იაფს) და ტაქსიში ვბრუნდები..
"Where you've been?!" - მეკითხება სასტუმროს აუზთან წამოკოტრიალებული მეგობარი. "შოპინგზე"- ვპასუხობ მოკლედ, რატომღაც არ მომინდა მისთვის მთელი ისტორიის მოყოლა...
რა თქმა უნდა არ მაქვს შოპინგის ამსახველი ფოტოები :(...
ბოლოს წინა მზის ჩასვლა იორდანიაში
#6 უკან
ამანში შუადღისას დავბრუნდი, ჩემი თვითმფრინავი შუაღამისას მიფრინავს. ჩემს თანამგზავრს ვეუბნები, რომ მინდა მეგობარს დავემშვიდობო და რაიმონდთან მივდივარ. თავადაც მომყვება. რაიმონდი არ მხვდება, თუმცა მისი სასტუმროს მენეჯერი ჩაით გვიმანსპინძლდება და სახელებს გვეკითხება და მერე სიცილს ვერ იკავებს "Jordan and Tea are drinking Tea in Jordan" !
საღამოს ინგლისელის მეგობარი გოგოსთვის საჩუქრის შერჩევით ვაგრძელებთ. აღიარებს, რომ საბოლოო ჯამში მაინც გაუმართლა ჩემთან დამგზავრებაში, სხვა თუ არაფერი შენს გამო ყველაფერზე ფასს მიკლებენო...
ცოტა ხანში ქუჩაში ჰოლანდიელს ვხვდებით, უდაბნოსკენ მიმავალ მარშუტკაში, რომ გავიცანით. ერთად ვყიდულობთ ტკბილეულს მსოფლიოში ყველაზე მაგარ მაღაზიაში და იქვე ტროტუარზე ჩამომსხდრები შევექცევით ადგილობრივების გაოცებული მზერის ქვეშ..
შემდეგი დილის 6 საათზე უკვე სტამბულში ვარ.. წვიმს, ცივა, იორდანიული თბილი მზის შემდეგ სახეს ცივი ქარი მიყინავს. შემდეგი ფრენა მხოლოდ ღამის 12 საათზეა. აეროპორტიდან გამოვდივარ მეტროთი, ტაქსიმზე ამოვდივარ და პირველივე ჰოსტელის კარს ვუტეხ ბრახა-ბრუხს. "ცარიელი ადგილი მხოლოდ მიქს დორმიტორიში გვაქვს" -მეუბნება ნახევრად მძინარი ბიჭი... ვიღებ თქო ვეუბნები და რის ვაი-ვაგლახით ამაქვს ჩემი ტყვიასავით დამძიმებული ზურგჩანთა მეორე სართულზე.
ოთახში 4 ორსართლიანი საწოლი დგას, აქედან 6 ადგილი უკვე დაკავებულია... ჩანთას კუთხეში ვაყუდებ, ერთ-ერთ ცარიელ ლოგინზე ვიკავებ ადგილს და ვითიშები..
რამოდენიმე საათში თენდება და მზის ნაცვლად ძილს უხერხული ჩურჩული მიფრთხობს... თავს ვწევ და ოთახში გაოცებულ 6 წყვილ თვალს ვეფეთები. 6 იტალიელი ყმაწვილი უხერხულად მიღიმის... მათ ზურგს ვაქცევ, ამ მომენტში არ მაინტერესებს არაფერი ძილის გარდა.. ლიბანური, სირიული და იორდნიული ემოციების შემდე 6 იტალიელთან ერთად გაღვიძება დიდი ვერაფერი მოვლენაა ჩემთვის.
მეგობარს ვემშვიდობები და "Before you go to Jordan" სიტყვებით ჩემი იორდანიული ფოტოების ალბომის ლინკს ვუგზავნი: იორდანიის ფოტოები იხილეთ აქ.Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com3tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-71999541698737760632013-08-29T14:02:00.001-07:002016-02-02T20:34:08.177-08:00ჩემი ბოლო მოგონებები სირიაზეპირველივე მოგზაურობისას მოვჯადოვდი ახლო აღმოსავლეთური სიტუაციით, მისი ეგზოტიკით, ველური ხალხითა და გულუბრყვილო სიკეთით. მივხვდი, რომ მარტო 2 კვირა არ იყო საკმარისი აქაურობის შესაცნობად და გადავწყვიტე რეგიონში სხვა ქვეყნებიც მომეარა. თუმცა ეს არც ისე მარტივი დასაგეგმი აღმოჩნდა, როცა ჩემი მოგზაურობის შემდეგ მთელს ახლო აღმოსავლეთში არაბულმა გაზაფხულმა იფეთქა. თუმცა, როგორც მჩვევია ხოლმე, შვებულება არ გადავდე, არ გავიფუჭე და ბილეთი ვიყიდე თბილისი-ბეირუთი & ამანი-თბილისი. ჯერ არ ვიცი, თუ როგორ გადავკვეთავ მათ შორის მდებარე სირიას, სადაც უკვე სამოქალაქო ომია გაჩაღებული. ბეირუთში მოვიფიქრებ, დავამშვიდე თავი.
05.10.2011 თბილისი
ერთი მეგობარი მყავს, პესიმისტი, კირკიტა, ყველაფერში ცხვირს ყოფს და თარს პროგნოზებს აკეთებს. როცა რამე განზრახვა მაქვს, ყველაზე მეტად სწორედ მისი პესიმისტური პროგნოზის მეშინია, რადგანაც როგორც წესი, ყოველთვის მართლდება.
თვითმფრინავის გაფრენამდე რამოდენიმე საათია დარჩენილი. ზურგჩანთა ჩავალაგე და კარებთან მივაყუდე ჩემი მეგობრების ლოდინში, აეროპორტში რო უნდა წამიყვანონ. მაინცდამაინც ეხლა ჩამოვიდა დედაჩემი სტუმრად და როგორც სჩვევია ოთახში ნერვიულ ბოლთას სცემს. ვატყობ უნდა რომ გამომკითხოს დეტალები, მაგრამ კითხვის დასმის ეშინია. მე პასუხის გაცემის მეშინია, მზერას ვარიდებ და ინტერნეტში ვიქექები ბოლოჯერ.
სწორედ ამ დროს ეს ჩემი მეგობარი მიგზავნის ლინკს- "სირიის და ლიბანის საღვართან სამხედრო შეტაკება მოხდა"-ო დიდი ასოებით იუწყებოდა BBC.
-რა გინდა?! რატომ მიგზავნი ამ ლინკს? ხომ იცი რომ ბეირუთში მივდივარ!
მპასუხობს მოკლედ:
-არ წახვიდე სირიაში!
-რატომ უნდა წავიდე?
-გიჟი რომ ხარ და ჯიუტი იმიტომ!
(ნაცდათო, სინამდვილეთ ამ თვისების გამო მიყვარხარ ძალიან :) )
12.10.2011 ბეირუთი
უკვე 5 დღეა ბეირუთში ვარ და თავს მაინც უცნაურად ვგრძნობ. მიუხედავად იმისა რომ ჩამოსვლისთანავე კარგ თავგადასავალში გავეხვიე (სხვა დროს დავწერ), გავიცანი საინტერესო ხალხი, ვიყავი კინო ფესტივალზე და არაბულად ვუყურე სამოქალაქო ომის თემაზე გადაღებულ ფილმს. ტრიპოლიში მე და ჩემს მეგობრებს საპნის სახელოსნოს მეპატრონემაც უფასო ექსკურსია მოგვიწყო და სურნელოვანი საპნებითაც დაგვასაჩუქრა (დღემდე მაქვს). ამ და კიდევ უამრავი საინტერესო ფაქტის მიუხედავად შიგნიდან ვგრძნობ, რომ უნდა დავტოვო აქაურობა, თან რაც შეიძლება მალე. არა იმიტომ, რომ აქ საფრთხე მელის, არა, უბრალოდ ვგრძნობ, რომ თუ ეხლა არ წავალ, შემდეგ უკვე ვეღარასოდეს მოვხვდები სირიაში.
ტრიპოლიში გაცნობილ ფრანგებთან ერთად ბალბეკში წასვლა გადავწყვიტეთ და სანამ მათ შევხვდებოდი, ჩემი ჰოსტელის წინ მდებარე ავტოსადგურში შევიარე, ვიცოდი, რომ სწორედ იქედან გადიოდა დამასკოს მიმართულებით ავტობუსები. ერთი სანდომიანი მოხუცი დისპეჩერი ვიპოვე და დახმარება ვთხვოვე.
-იცით მე იორდანიაში მივდივარ. თვითმფრინავის ბილეთი ვერ შევიძინე, დამაგვიანდა.. ამიტომაც მაინტერესებს, არის თუ არა შესაძლებელი დამასკოს გავლით, რომ წავიდე ავტობუსით ამანში?
მიყურებს თვალებგაფართოებული
-კი, შესალებელი არის...
-და საშიში არ არის? აცხადებენ რომ საზღვარი ჩაკეტილია ლიბანსა და სირიას შორის...რომ შეტაკებებია -კითხვებს ვაყრი ჩვეული სისწრაფით.
-ეს დამასკოს გარეთ, თორემ დამასკოში არ არის საშიში - მითხრა და უცნაურად ჩაეღიმა.
რატომღაც დავუჯერე ამ უცნობ ადამიანს, ავტობუსის ბილეთი ვიყიდე და საკმაოდ კარგ ხასიათზე გავემართე ბალბეკის დასათვალიერებლად.
საღამოს BBC-იმ მთელს მსოფლიოს აუწყა, რომ დამასკოს შემოგარენში შეტაკებები მოხდა. შევვარდი Lonely Planet-ის ფორუმზე. დამასკოს თემაში ერთი იუზერი იწერებოდა, რომ იმ მომენტში იქ იმყოფებოდა და ქალაქის ცენტრში სიწყნარე იყო. იმ წამსვე მივწერე პირადი მესიჯი. მივწერე, რომ ვარ მარტო მოგზაური გოგო, რომ მეორე დღეს ვაპირებ სირიაში წასვლას ავტობუსით და იქედან კი იორდანიაში გადასვლას. ვთხოვე მოეწერა, თუ რა ხდებოდა იმ მომენტში დამასკოში, ასევე რომელ სასტუმროში იყო გაჩერებული, რომ მეც იქ დავბინავებულიყავი.
ჩემდა გასაოცრად მალევე მიპასუხა და კიდევ უფრო გავოცდი, როცა ისიც მარტოდ მოგზაური ქალი აღმოჩნდა. მომწერა იმ იაფფასიანი ჰოსტელის დასახელებაც სადაც იმ მომენტში იმყოფებოდა. ვიცოდი ეს ადგილი, ზედ დამასკოს ცენტრში, გვერდით ქუჩაზე მთელი სამთავრებო ოფისები, მათ შორის ფინანსთა, სოფლის მეურნეობის და სხვა სამინისტროებია განლაგებული - კარგი დასაბომბი ადგილია. ბოლოს კი თავისი წერილი დაახლოებით ასე დაასრულა - მე თავს ნორმალურად ვგრძნობ და იმედია შენც შემოგიშვებენ ქვეყანაშიო...
13.10.2011 ავტოსადგური
დილის 06.50-ზე უკვე სადიპეჩეროსთან ვარ ატუზული, ზურგზე ჩანთით, მხარზე ფოტოაპარატით, ერთ ხელში ბილეთით და მეორეში Lonely Planet-ის წიგნით.
გამოვიდა ჩემი სანდომიანი დისპეჩერი, უხერხულად გაიღიმა და "Very sorry, no bus to Damascus.." -ო მეუბნება საკმაოდ მშვიდი სახით.
გავშრი, შევშფოთდი , რატომ მეთქი ვკითხე
-არ ჩამოვიდა, ალბათ არ გამოუშვეს საზღვარზე - აგრძელებს ასევე მშვიდად.
-აბა მე რა ვქნა?!
-შენ არ იდარდო, აგერ ტაქსი გვყავს და იმას გაგაყოლებთ!
დღემდე არ მესმის, როგორ ან რატომ არ შემეშინდა, ან რატომ არ დავფიქრდი ცოტათი მეტად (მეც რისკების ანალიტიკოსი ვიყავი რა!) და კარგი მეთქი იმ წამსვე დავთანხმდი ამ შემოთავაზებას.
ჩამსვეს ტაქსშიც. ასეთ ძველ და დანჯღრეულ მანქანაში ცხოვრებაში არ ვმჯდარვარ, ბაბუაჩემის 21-იც კი მასთან შედარებით საუცხოო ფორმაში იქნებოდა. მე მძღოლის გვერდით მოვკალათდი, უკან 2 არაბი ჩასკუპდა და საზღვრისკენ გავემართეთ კი არა და წავხრიგინდით.
საზღვარი
არ მაქვს ვიზა. სადაც მივდივარ იმ ქვეყანაში სამოქალაქო ომია. წითელი თმები უკან მაქვს შეკრული, ტატუზე კი სანტავიკი მაქვს დაკრული და ვდგევარ მარტო, ეჭვიანი მესაზღვრეების მიერ ალყაშემორტმული. ერთიანად დავპატარავდი, ამათ ფონზე ნამდვილი ლილიპუტი ვარ.
ჩემი იმ წამინდელი მინაწერი წიგნზე ციკლიდან 'რა არ უნდა დამავიწყდეს'
ჩავრჩი
ვაღიარებ, რომ ჩამოსვლამდე მეშინოდა ძალიან. მეშინოდა იმისი რაც შეიძლებოდა დამხვედროდა და რაც შეიძლებოდა გადამხდენოდა. მეშინოდა, რომ ეს ომი შცვლიდა ხალხს, რომ ეჭვის თვალით შემხედავდნენ და არც თუ პატარა შარს გადამყრიდნენ კიდევ მეშინოდა, რომ ჩემი პირველი შთაბეჭდილება გაბათილდებოდა და გული გამიტყდებოდა.
ინტერნეტ კაფიდან გამოსულმა ომაელთა მეჩეთს მივაშურე, მოვისხი რუხი მოსასხამი, შევედი ეზოში, ძირს დავჯექი და ერთ-ერთ კოლონას მივეყრდენი. მახსოვს, ვიგრძენი ისევ ის, რომ სახლში ვარ. რომ არაფერი ცუდი არ დამემართება და ის, რომ სწორად მოვიქეცი ეხლა, რადგან ეხლა აქ ვარ ... და უეცრად დავმშვიდდი ...
როგორც შარშან, ეხლაც ყველას ირანელი მომლოცველი ვგონივარ, თვით ირანელი ქალებიც კი ჩემთან ახლოს სხდებიან და სპარსულად მიწყებენ საუბარს. მერე ვხვდები რატომაც "You have Iranian eyes!" - მითხრა ერთმა თურქმა წლების წინ სტამბულში..
ისევ მოვწონვარ აქაურ ბავშვებს, ვერ გამიგია რატომ.. ისევ ჩემთან ერთად უხარიათ ფოტოების გადაღება.
სერიოზული ავტოპორტრეტი
ქალაქში ძველებურად თავაწეული დავდივარ. უკვე თამამად ვიღებ ფოტოებსაც. ბაზარში ისევ ყველა მიღიმის, მეც ვუღიმი და კვლავინდებურად ხან კანფეტს მჩუქნიან და ხანაც თხილს მიყრიან მუჭში. "რატომ უმართლებს ამას ყოველთვის ასე, მე რატომ არავინ არაფერს არ მჩუქნის?!" - აღშფოთება ვერ დამალა ჩემმა ახალგაცნობილმა სიმპატიურმა ავსტრალიემა მეგობარმა. "იმიტომ, რომ ახალგაზრდა ქალია, ყველას მუდამ უღიმის და უკანაც იგივე უბრუნდება" - განუმარტა იმ უცნაურმა ინგლისელმა ქალმა, მე რომ დამეხმარა აქ ჩამოღწევაში.
მაგრამ აი ღიმილი ნამდვილად ვერ დამეხმარა ტრადიციული აბაიას (მოსასხამის) ყიდვაში. გამწვანებამდე ვევაჭრე გამყიდველს და ბოლოს ფასი 70-დან 20 ევრომდე ჩამოვიყვანე ფასი. მანც მეძვირა, მაგრამ იყოს, კრიზისია, უჭირთ თქო-გავიფიქრე ჩემთვის. გამყიდველმა ბონუსად ჩემტან ფოტოს გადაღება მთხოვა და მეც გული არ დავწყვიტე..
ჩემი საყვარელი სანაყინეც ძველებურად ხალხით სავსე იყო და ულვაშებიანი და ღიპიანი მენაყინეც კვლავინდებურად კეთილად მიღიმოდა დახლს მიღმა. ისევ საოცრებები ჩაუტარა შოკოლადის ბურთულას და ჩემდამი პატივისცემით გამოტახვის ნიშნად ზედ სხვადასვა არომატების ნაყინის ნაცეცები მიაწება. ისევ გამწვანდა შურით ჩემი მეგობარი ავსტრალიელი, "მე ამ კაცს შარშანდელიდან ვახსოვარ, მუდმივი კლიენტი ვიყავი!" - ეხლა მე დავამშვიდე.
არა და შოკოლადის ნაყინის ყიდვა მინდოდა უბრალოდ :)
ისევ საათობით ჩავიკარგე გრანდ ბაზარში. ისევ გავიჟღინთე საპნის, სუნელებისა და ყავის სურნელით. ისევ შევიარე ჩემი საყვარელი ტყავის ჩანთების მაღაზიაში და ის საფულე ვიყიდე დღემდე რომ დამაქვს თილისმასავით. ნაცნობ შარფების მაღაზიაშიც შევიარე ის ვარდისფერი შარფი ვიყიდე ირანი, ეგვიპტე, კენია, პაკისტანი, მადაგასკარი და კუბა რომ მომატარა.
როგორ მენატრება ეს ჭრელი და ათასი სურნელით გაჟღენთილი ბაზარი
ისევ მთხოვეს ცოლობა, ამჯერად ხალიჩების მაღაზიის მეპატრონემ სახელადაც რომ ალადინი ერქვა.
-I'm single
-Oh, you are a singer?!
-No, no, not singer, single!
(ეს დიალოგი არც მახსოვდა, ეხლა აღმოვაჩინე, რომ ბლოკნოტში მქონია მინაჩხაპნი და დამთბა)
ქუჩაში ნაყიდი ფალაფელის სენდვიჩიც ისევ ძველებურად მეგემრიელა, მაგრამ მაინც ჩემებურად ავუწეწე ნერვები მის გამყიდველს: "პომიდორიმეტი დაამატე, მაიონეზი არ მინდა!. "
რესტორანშიც ისევ უამრავი კერძი მოგვიტანეს სასაცილო ფასად.
ძველი ქალაქის ქუჩებშიც ისევ რუკისა და წიგნის გარეშე დავდიოდი და ჩემს მეგობრებს, მათ შორის ინგლისელს 4ჯერ რომ იყო აქ ნამყოფი, იქეთ ვუწევდი გიდობას. ავსტრალიელი იშმუშნებოდა უხერხულად, მე კი ვეცადე ამეხსნა, რომ ამ ქალაქში აუცილებლად უნდა დაიკარგო თქო, მაგრამ არ გამომივიდა.
ომაელთა მეჩეთთან მდებარე ჩაიხანაც კვლავინდებურად ხალხით იყო სავსე, მაგრამ თუ შარშან ადგილი ვერ ვიპოვე, ისე იყო ტურისტებით გადაჭედილი, წელს მხოლოდ 4 უცხოელი უცხოელი ვიყავით და რაღაცნაირად მეუხერხულა ეს ფაქტი.
სასტუმროს პერსონლაში ისევ ძალიან გამიმართლა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გამიმართლა თანამგზავრებში.
მე რა თქმა უნდა აქაც გიჟად შემრაცხეს. "You are risk manager and you are here! You are the worst risk manager in the world!" - აი სწორედ ასეთი ეპითეტი დავიმსახურე, როცა ჩემი ისტორია მოვყევი.
მერე ერთ-ერთმა მითხრა. "შენ ისე გიყვარს სირია, ვფიქრობ ირანიც მოგეწონება, აუცილებლად უნდა წახვიდე!" - სწორედ მისი სიტყვების შემდეგ დავიწყე სერიოზული ფიქრი ირანში წასვლაზე.
ერთ-ერთ საღამოს ერთ მეგობარს შუა დამასკოში მოუნდა იტალიური პასტის ჭამა და 3 სულელი გიჟი ვეძებდით წიგნში ნახსენებ იტალიურ რესტორანს ცენტრალურ უბანში. სამტავრებო შენობები შემაშინებლად მდუმარედ გამოიყურებოდნენ. დღემდე მახსოვს, სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ სიჩუმეს აქვს ხმა. საშინელი ხმა!
ამ ძიებაში ერთ-ერთ სასტუმროს ჩავუარეთ, რომლის წინ სრიალა ფილაქანი იყო დაგებული და ჩვენც 5 წლის ბავშვებიბვით გასრიალობანა ვითამაშეთ ამოდენა ხალხმა. დღემდე მართლა მაინტერესებს, თუ რატომ არ მოვიდა მაშინ პოლიცია და არ გვკითხა მინიმუმ ვინაობა.
(c) Gregoire C
მადლობა ჩემს ფრანგ მეგობარს ძალიან დაგვიანებით, მაგრამ მაინც რომ გამომიგზავნა ეს ვიდეო
ბოლო საღამოს მზე ისევ ომაელთა მეჩეთიდან გავაცილე. ისევ ავიტუზე კუთხეში ფოტოაპარატით. ისევ ყვირილით მოერეკებოდა ხალხს მრისხანე დაცვის კაცი. მერე ისევ მოვიდა ჩემთან, ისევ გამიღია და ისევ მითხრა "თუ გინდა შედი, გადაიღე ფოტოები!"
ამჯერად ბავშვები აღარ იყვნენ
გზა
დილით ადრე დავტოვეთ დამასკო მე და ჩემმა ინგლისელმა მეგობარმა. ავტოსადგურში ტაქსი ვიქირავეთ და ამანის საზღვრისაკენ გავემართეთ. მახსოვს როგორ მითხრა, ეხლა დერაას უნდა ჩავუაროთ და ფოტოაპარატი არ ამოიღოო. ცოტა ავღელდი. ვიგრძენი, რომ ის სიმშვიდე რაც დამასკოში ყოფნისას მქონდა, ნელ-ნელა მეცლებოდა.
კიდევ უფრო მეტად მაშინ ავნერვიულდი, როცა ჩვენმა მძღოლმა მანქანა გადააყენა და საბარგულში და კარებებს შორის შავი მართკუთხა ფორმის პაკეტების დამალვა დაიწყო. გული გამიცივდა შიშისგან და გავშრი. იმ ქალს მივუტრიალდი, სახეზე შემატყო გაოგნება. "ნუ გეშინია, თუ საზღვარზე რამე გვიპოვეს, ჩვენ არაფერი მოგვივა, ჩვენ ტურიტები ვართ!"
ვერაფერი დამამშვიდებელი სიტყვებია ღემრთმანი. როცა კაცმა საბარგულისაკენ გაიწია, მანქანიდან გადმოვხტი და თავზე დავადექი. შემეშინდა ერთ-ერთი ეს პაკეტი ჩემს ჩანთაში არ ჩაედო.
უარესად გავფითრდი საზღვარს რომ მივუახლოვდით. ავტომატიანმა მებაჟეებმა ჩანთები გადმოგვაღებინეს და მანქანის ჩხრეკა დაიწყეს. ჩხრეკა პრინციპში გადაჭარბებით ნათქვამია, ხელები მიუფათურ-მოუფათურეს, მაგრამ მე ისეთი ვინერვიულე, რომ დღემდე მახსოვს ის საშინელი ფიქრები. ვნერვიულობდი იმიტომ, რომ იმ ქვეყნიდან სადაც სამოქალაქო ომია კონდტრაბანდა გადამაქვს მეორეში! და ეს იმ დრო როცა ჟურნალისტებს სდევნიან, ქვეყანაში არ უშვებენ, ან იტაცებენ, მე კი პროფესიული კამერა მიდევს ჩანთაში! ყველაფერ ამასთან ერთად დედაჩემმა და მამაჩემმა არც იციან სად ვარ. რა სინდისით, ან როგორ უნდა მივაწვდინო ხმა "დე, მე სირიაში დამიჭირეს!"..
და ის იყო, გონებაში ჩემი მომავლის ყველაზე საშინელი სცენარი დავხატე, რომ მძღოლმა გამომაფხიზლა და წავედითო მანიშნა.
იორდანელმა მებაჟემ საკმაოდ მეგობრულად მკითხა რამდენი ხნით მოდიხარ ჩვენი ქვეყნის სანახავადო, მეთქი 10 დღით. ერთ თვიან ვიზას გირტყამ მარავალჯერადი შესვლით იცოდე დაბრუნდი მალეო და ცალი თვალი ჩამიკრა ..
ჩემი სირიული მოგონებები, ნაწილი 1
ჩემი სირიული მოგონებები, ნაწილი 2
Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com2tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-14554557303272660052013-08-28T15:08:00.001-07:002015-05-11T12:39:40.681-07:00ჩემი სირიული მოგონებები - ნაწილი 2ხანდახან მართლა არის მომენტი, როცა გრძნობ, რომ "დროა" და მიუხედავად იმისა, რას გირჩევენ "საღად" მოაზროვნეები, სწორედ მაშინ უნდა გააკეთო რამე, წახვიდე, ნახო, დაიკარგო, აღმოაჩინო, იგრძნო, თქვა და დაწერო! თორემ დრო სწრაფად გადის და სიტუაცია კი კიდევ უფრო სწრაფად იცვლება და ვერასოდეს დაიბრუნებ იმ გაშვებულ წამს. მე "გამიმართლა" როცა 3 წლის წინ მხოლოდ ჩემს ინტუიციას, თუ შინაგან ხმას დავუჯერე, რადგან ასეთ სირიას ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავ. ცუდია, რომ ყველა ის სიტყვა რაც მაშინ თავში მიტრიალებდა, მაშინვე არ დავწერე და ვთქვი. ეხლა ვზივარ, ფოტოებს დავყურებ და ვცდილობ გავიხსენო რას განვიცდიდი. მართალია ეს ეხლა ისე უკვე აღარ ჯღერ, მაგრამ მაინც გიზიარებთ.
პოსტის პირველი ნაწილი იხილეთ -> აქ
#7.
ახლად შეძენილ გერმანელ მეგობრებთან ერთად დავტოვე პალმირა. ერთი წყვილი ალეპოში მიდიოდა, მეორე ჰამაში, მე დამასკოში და გადავწყვიტეთ ერთად გვექირავებინა მინი ავტობუსი და გზად კრაკ დე შევალიეშიც შეგვევლო. სიმართლე ვთქვა არც მქონდა გეგმაში ამ ციხის მონახულება, მაგრამ მისმა მასშტაბებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ეს ჯვაროსნების ცნობილი ციხე სიმაგრე, თავის დროზე სალადინსაც კი ვერ აუღია, სმაგაიეროდ სამოქალაქო ომის დროს უხვად დაუშინეს ყუმბარები და რაც და რიჩარდ ლომგულის, მამლუქები და შემდეგ ოტომანების ხელში არ მოსვლია, ერთიანად აუნაზღაურეს.
მანქანა ჰომსის ავტოსსადგურთან გამიჩერეს, მერე ჩანთან პირდაპირ ჰაერში "მესროლეს". მე და გერმანელებმა ერთმანეთი გადავკოცნეთ და მინი ავტობუსი ისე ჩაყლაპა მანქანების ტალღამ, რომ გონზე ვერც მოვეგე.
სადგურის კარებთან ორმა პოლიციელმა გამაჩერა და პასპორტი მომთხოვა. ამხედ–დამხედეს, სახელზე გაეცინათ "Tea?!" და "ველკომო" მითხრეს.
შევაბიჯე ოვალური ფორმის დარბაზში, სადაც ირგვლივ პატარ–პატარა კომპანიის ოფისები იყო ჩალაგებული. ოფისები გადაჭარბებული ნათქვამია, უფრო "ბუტკები" შეეფერებათ, წინ არაბული დაკლაკნილი ასოებით ეწერა აბრებზე მიმართულებები და "ზაზივალკები" ამ მიმართულებების დასახელებებს გაჰკიოდნენ გაურკვეველი ინტონაციით: "ჰალაბ, ჰალაბ, ჰალაბ!", "დიმაშქ, დიმაშქ!", "ლუბლან!" ცოტა არ იყოს და დავიბენი. მერე ბატონი გურამის ნასწავლი არაბულიდან გამახსენდა, რომ დამასკო არბულად არის "დიმაშქ". მივაჭერი იმ კაცს, ვინც ამ სიტყვას გაიძახოდა და ჩემი 2 სიტყვა არაბულით ავუხსენი, რომ დამასკოში მივდიოდი. სალაროსთან მიმიყვანა, რაღაც უთხრა მოლარეს და მანაც ბილეთი გამომიწოდა, რომელზეც პასტით წაეწერა არაბულად თვით გასვლის დროც კი. და როცა გავაპროტესტე, ნორმალური ბილეთი მომეცით მეთქი,ზურგმოტეხილ სკამზე მიმითითეს, აჯობებს აქ დაელოდო და ჩვენ გეტყვითო.
დაველოდე...
ცოტა ხანში, მოდის ჩემთან ის კაცი, ვინც ბილეთი მაყიდინა, ხელით მანიშნა წამომყევიო. ავიკიდე ჩანთა და გავედევნე გარეთ. ავტობუსი ისე იყო გაჩერებული, წარწერა ვერ დავინახე. კაცმა ჩანთა საბარგულში დამადებინა, ამაცილა სალონში, ჩემს ადგილზე დამსვა, ბილეთი გამომართვა, რაღაც "Good Luck"-ის მსგავსი ჩაილაპარაკა და ჩავიდა.
ის იყო დავიძარი და მეც ცოტათი დავწყნარდი, რომ ავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა. უცებ კარები იღება და ამორბის ჩემი გამცილებელი. გაწითლებულმა და აქოშინებულმა, ხელი წამავლო და ჩამომათრია ქვემოთ. ვერ ვხდები რა ხდება, მაგრამ "ჩანთა" თქო გავკივივარ... მძღოლი ჩანთას გვაწვდის. "very sorry, very sorry, no bus"-ბურდღუნებს ეს კაცი. შემიყვანეს უკან სადგურში, აქ დაჯექიო მიმითითეს ისევ იმ გატეხილ სკამზე და ისტერიულად ტელეფონზე რეკვა დაიწყეს.
შემდეგ, როგორც გავარკვიე, სულ სხვა - ლიბანის ავტობუსში ჩავუსვივარ შეცდომით. გონებაში წარმოვიდგინე, რა კარგ თავგადასავალში აღმოვჩნდებოდი შუაღამეს დამასკოს ნაცვლად ლიბანის საზღვარს რომ მივდგომოდი და გული გამიცივდა..
ცოტა ხანში სადგურში ახალგაზრდა ბიჭი შემოვარდა. ზუსტად მახსოვს, ქერა თმები ჰქონა, ცისფერი უნიფორმის პერანგი ეცვა და იმოდენა ცისფერი თვალები ჰქონდა, რომ გაოცებული მივაშტერდი... ჩემზე მიანიშნეს, გამიღიმა, გამომყევიო მანიშნა, ჩემი ჩანთა მხარზე მოიგდო და გასასვლელისკენ გაემართა. ბიჭს გავედევნე, მე კი ის კაცი გამომეკიდა, ვისი წყალობითაც, ვინ იცის სად მივდიოდი. "დიმაშქ?" ვკითხე ამ ყმაწვილს, "კიო"... გავირბინეთ ავტოსადგურის უკანა ეზო. დამასკოს ავტობუსი, რომელიც თურმე უკვე გასულიყო სადგურიდან, მოებრუნებინათ და სადგურის გარეთ შუა ქუჩაში გაეჩერებინათ. ჩანთა საბარგულში შეაგდეს, სალონში ამაცილეს, ადგილზე მიმითითეს. ბილეთიც არ მქონდა მქონდა, ის ნაგლეჯიც წინა ავტობუსში ჩაჯდომისას გამომართვეს. "Dont Worry"-იო გამიღიმა სიმპატიურმა ყმაწვილმა. "ჩემმა გამცილებელმა" კი, თავდახრილმა, ისევ ბოდიშების მოხდა დაიწყო. არაფერია თქო იქეთ დავამშვიდე და ჩასვლისას ხელიც კი დავუქნიე დამშვიდობების ნიშნად.
ავტობუსი დაიძრა, მზე უკვე ჩასვლას აპირებდა როცა ჰომსიდან გამოვედით. გვერდით მჯდომ გოგონას გავხედე სირიისთვის "შეუფრებლად" მოღეღილ თეთრ მკერდზე ჯვარი რომ ეკიდა. ვკითხე შენც დამასკოში მიდიხარ თქო, კიო... და რატომღაც ისე დავმშვიდდი, რომ ჩამეძინა. მხოლოდ მაშინ გამეღვიძა დამასკოს შესასვლელში უზარმაზარ რკინის ჩაიდანს, რომ ჩაუქროლა ავტობუსმა -"ალადინთან მოვედი!"
#8
როგორც კი ფეხი დავდგი, მივხვდი რომ სამუდამოდ მოვიწამლე დამასკოს სიყვარულით. დღემდე მახსოვს, რომ ვიგრძენი თითქოს სახლში მოვედი და ისეთი სიმშვიდის შეგრძნება დამეუფლა, რომ ყველა ღელვა სადღაც გაქრა. არ მაწუხებდა ის, რომ ირგვლივ ახლო აღმოსავლეთური ქაოსი სუფევდა, აუზაურით, ხმაურით, ბაცაცი ტაქსისტებით და გიჟი მძღოლებით, რომლებმაც შეიძლება გზაზე გადასვლისას მანქანა დაგაჯახონ!
სამაგიეროდ, შემემეძლო დამევიწყებინა ყოველგვარი რუკა და წიგნიც და საათობით დავკარგულიყავი დამასკოს ძველ ქალაქში. აქ შეგიძლია უბრალოდ დაადგე ამ მიხვეულ მოხვეულ ქუჩებს იარო უგზო-უკვლოდ, საბოლოო ჯამში მაინც ომაელთა მეჩეთთან მოხვდები, მაგრამ მანამდე შენს თვალწინ მთელი სამყაროს ისტორია ჩაიქროლებს დაწყებული ბიბლიური ლეგენდებში ნახსენები ადგილებიდან, რომაელების, ჯვაროსნების და ოტომანებით დამთავრებული. მიდიხარ და გგონია ისტორიის წიგნის ფურცლები იშლება პარალელურად.
აქ ბერძნულ ეკლესიებს კათოლიკური და სომხური ეკლესიები ცვლის, მეჩეთებს-სინაგოგები და ა.შ. დაუსრულებლად ..
აქ მე ყველა მიღიმოდა, მეც ყველას ვუღიმოდი და "ლამაზი თვალების" გამო მართლა გამიადვილდა ცხოვრება.
ქუჩაში ვიღაც პურს აცხობდა და რომ ჩავუარე პირდაპირ თონიდან აღებული მომაწოდა ჰაერში.. მეორემ ჯიბეში თხილი ჩამიყარა... მოხუცმა ხელოსნებმა ყუთების გაკეთების ტექნიკა მასწავლეს.
ერთმა პარფიუმერმა დიდი ჭიკით ჩაი დამალევინა - ძალიან დაღლილი სახე გაქვსო, მერე ჩემი თხოვნით არეული არომატებით სუნამო გამიკეთა და მაჩუქა (მეორე წელს მთელი ბაზარი შემოვიარე და ვეძებე ეს ბიჭი, მაგრამ ვეღარ ვიპოვე)...
აქაურ ბაზარში მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ნაყინის შევჭამე. ღიპიანმა და ულვაშებიანმა მენაყინემ ხელთათმანიანი ხელი ჩაყო ალუმინის ქვაბში და შემდეგ ჟონგლიორივით ჰაერში ააბურთავა უზარმაზარი შოკოლადის ბურთულა, მერე ფისტაშკებით სავზე ქვაბში ჩააგდო, გააგორავ-გამოაგორავა, ბოლოს ასევე უზარმაზარ ვაფლში მოათავსა და ამ სანახაობით გაოგნებულს მომაწოდა ღიმილით.
აქაურ ბაზარში ხშირად ვიკარგებოდი საპნისა და სუნელების რიგებში, სანამ კარდამონიანი ყავის ყავისა და ზაფრანის სუნით არ გავიჟღინთებოდი ბოლომდე.
რატომღაც არ მეშინოდა დღისითა და ღამით მარტოდ-მარტოს ხეტიალი ამ მიხვეულ-მოხვეულ ლაბირინთებში, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის ყურადღებას მაინც ვიქცევდი.
აქ მოხვედრამდე არ მეგონა, რომ თურმე შეიძლება ომაელთა მეჩეთის გვერდით ანტიკვარიატის მაღაზიაში იჯდე, ჩაის სვამდე მუსულმან და ორ ბუსიტთან ერთად და ჭეშმარიტ ღმერთზე საუბრობდე.
და ყველაფერ ამას რომ თავი დავანებოთ, აქ არის ომაელთა მეჩეთი. ადგილი სადაც ყველაზე მეტად გეფიქრება ადამიანს და ამ დროს გიჩნდება სურვილი, რომ არც არაფერზე იფიქრო. ადგილი სადაც მუდამ უამრავი ხალხია, მაგრამ იმოდენა სივრცის შეგრძნებაა, რომ სუნთქავ. როგორც კი ფეხ ადგამ, მაშინვე გრძნობ რომ სხვა სამყაროში ხარ და დანარჩენი სხვა, მსოფლიო, ხალხი, ფიქრები, შეზღუდვები, ღელვები, ყველაფერი ეს მისი კარიბჭის მიღმა რჩება.
აქ შეგიძლია საათობით იჯდე მარტო, გვერდით მჯდომმა კი უხმოდ მუჭში ჩაგიყაროს მზესუმზირა, ან თხილი, ან კიდევ ბავშვებმა კანფეტები მოგირბენინონ კისკისით და მერე ისევ უკან გაიქცნენ და შორიახლოს მჯდომ დედებს ამოეფარნონ..
აქ სალადინის საფლავთან ოჯახებით მოდიან და მუხლს იყრიან მოწიწებით, ცოტა მოშორებით კი იოანე ნათლისმცემლის თავს ცემენ თაყვანს გოდებით.
აქ შეიძლება ზედ მეჩეთში მოგვარდეს ვინმე შავთვალება არაბი, გამოგიცხადოს ერთი ნახვით შემიყვარდიო, მერე სურათი გადაგიღოს და ამაყად დაამატოს "მე ამას დედაჩემს ვაჩვენებ!"
#9
სირიაში წასვლამდე tripadvisor-ისა და lonelyplanet-ის ფორუმებზე ვპოსტავდი და ერთი იუზერი ძალიან დამეხმარა სასარგებლო რჩევებით. მერე აღმოვაჩინე რომ დამასკოში ჰოსტელიც ჰქონდა და გადავწყვიტე მასთან გავვჩერებულიყავი. საოცარი ადგილი იყო. ჩემთვის ეს პირველი ჰოსტელი იყო სადაც გავჩერებულვარ და ატმოსფერომ ნამდვილად "მომაჯადოვა". პირველად დავბინავდი ერთ კანადელთან და ახალ ზელანდიელ გოგონასთან ერთად ოთახში. მერე გავიცანი რაიმონდი -ჰოსტელის მეპატრონეც. საოცარი ადამიანი, დიდთან დიდი და პატარასთან პატარა. ასეთი სიცოცხლით სავსე და ხალისიანი კაცი მეორე არ შემხვედრია. როცა გაიგო, როგორ გადმოვკვეთე სირიის საზღვარი მარტომ, ასეთი ახსნა მოუძებნა ამ ფაქტს:"Georgia... Georgia.. Aaa! Shevardnadze! He was a clever guy!!" .
რაიმონდის ჰოსტელი ზედ ქალაქის ისტორიულ გალავანზე იდგა. იმ გალავანზე, ბიბლიაში რომ არის თურმე ნახსენები.. კადრში რომ კიბე ჩანს ეს პირდაპირ ჰოსტელის აივნიდან არის ჩამოშვებული. ერთ საღამოს, რაიმონდმა გამოგვიცხადა ექსკურსიაზე უნდა წაგიყვანოთო. მკითხეს გარისკავ კიბით ჩასვლას თუ კარებით და ქუჩით ისარგებლებო. მეც რა თქმა უნდა თავი გამოვიდე და შვეული კიბით დავეშვი ქვემოთ, თუცა მიწაზე ფეხი დავდგი თუ არა, მაშინ შევამჩნიე ბოძი, თურმე უფრო მამაცები კიბის ნაცვლად ბოძით ეშვებიან ქვემოთ.
მე კი დიდი ჭკუით არასოდეს არ გამოვირჩეოდი, ჰოდა გადავწყვიტე გამეხსენებინა ბავშვობა, ჩემი ჩანთა და ფოტოაპარატი ბიჭს მივაჩეჩე, ბოძს ხელები შემოვაჭდე და ქვემოდან ზემოთ ავცოცდი... რატომღაც ჰოსტელის მთელი პერსონალი ისე გავაოცე, მთელი დარჩენილი დღეები ამ ამბავს მიხსენებდნენ.
იმ საღამოს ამიყვანეს მთაზე სადაც ლეგენდის თანახმად კაენმა აბელი მოკლა და საიდანაც მთელი დამასკო მოსჩანს განათებულ-გაბრწყინებული. პარადოქსია, მაგრამ სწორედ ამ ადგილს ირჩევენ თურმე თვითმკვლელობისათვის ყველაზე ხშირად. ალბათ არის რაღაც ესთეტიური და რომანტიულიც იმაში, რომ სწორედ ასეთია შენი ბოლო კადრი სიკვდილის წინ.
#10
მეჩეთში გაცნობილ ორ გოგოსთან ერთად გავემართე მაალულაში. ეს პატარა სოფელი, მთის წვერზეა შეფენილი და მისი უნიკალურობისათვის მარტო ის ფაქტია საკმარისი, რომ იქ ხალხი ჯერ კიდევ საუბრობს არამეულ ენაზე (რაზეც ქრისტე საუბრობდა თავის დროზე).
მეორე დღეს უკვე უნდა დამეტოვებინა დამასკო და რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა, უკან მიმეჩქარებოდა. გოგოების ლაი-ლაიმაც ძალიან დამღალა, დავემშვიდობე და დანჯღეული 'მარშუტკით' დავბრუნდი უკან დამასკოში.
ომაელთა მეჩეთში სწორედ იმ დროს მივედი, როცა მოლა გულის განმგმირავი კივილით აცილებდა მზეს. მალე ჩამობნელდა კიდეც და დაცვამ ხალხის გამოდევნა დაიწყო ამ უზარმაზარი ეზოდან. მე იმ იმედით, რომ ღამის განათებით ერთ-ორ ფოტოს გადავღებდი, გამოსასვლელში ავიტუზე მორიდებით, თან ხელში კამერა უხერხულად მიჭირა, ეს მკაცრი დაცვა ისე მოერეკებოდა ამ ხალხს მეჩეთითან, რომ შემეშინდა.
ის იყო ხალხისგან სულ დაცარიელდა ეზო და მეც ერთი-ორი კადრი გავაჩხაკუნე, რომ უეცრად თავზე წამომადგა ეს უშველებელი ახმახი, მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩხუბის ნაცვლად მეგობრულად გამიღიმა და და ხელი მანიშნა შედი ეზოშიო. ვერ დავიჯერე, "შეიძლება შევიდე თქო" კითხვა გავუმეორე. კიო, თავი დამიქნია, შედიო..
სიხარულით შევფრინდი და ისტერიულად დავიწყე ფოტოების გადაღება. არ მომწონს არცერთი! მინდოდა ისეთი კადრი გადამეღო პოსტ-ქარდებზე რომ ატანენ ხოლმე. მაგრამ არ მაქვს შტატივი და მე კიდევ დღემდე ვერ ვისწავლე, როგორ გადავიღო ღამით კარგი ფოტოები. ვბრაზდები ჩემს თავზე!
ამ ისტერიკაში კადრში ბავშვები შემომიხტნენ. გავბრაზდი, რა მაინც დამაინც ეხლა მოუნდათ, როცა წუთებს ვითვლი სანამ ეს ახმახი დაცვის კაცი გადაიფიქრებს და აქედან გამაძევებს! და ის იყო მთავარი მინარეტის გადაღებას ვაპირებდი, რომ ბავშვები ერთმანეთს დაედევნენ და ერთმა ზედ ცხვიწინ ჩამიქროლა. ჯანდაბა, ისევ გამიფუჭეს კადრი!
რამოდენიმე თვის შემდეგ სწორედ ეს კადრი National Geographic-მა მოახვედრა ახლო აღმოსავლეთის ალბომში, ვიცი დიდი გრანდიოზული მიღწვა არ არის, მაგრამ მე მაინც მეამაყება დღემდე..
http://travel.nationalgeographic.com/travel/countries/your-middle-east-photos/#/umayyad-mosque-damascus-syria_31491_600x450.jpg
#11
ღამე იყო დამასკო რომ დავტოვეთ და თურქეთის ქალაქ ანტაკიაში გავემართეთ. ვიცი, რომ იქ ავტოსადგურია და იქედან რამენაირად ტრაბზონამდე მოვხვდები, შემდეგ უკვე ბათუმამდე ჩაღწევასაც არაფერი არ უნდა. ავტობუსში ერთადერთი ქალი ვარ. ჩემს წინ მოხუცი სირიელი ზის და "აანისეს" - ქალიშვილოს მეძახის. ვცდილობ დავიძინო, მაგრამ არ მეძინება. მოხუცმა ყურძნის უზარმაზარი მტევანი მიწილადა, გამცილებელსაც შევებრალე და ქილა პეპსი მაჩუქა.
ანტაკიის სადგურში რომ მივედით დილის 3 საათი იქნებოდა. ყველა ჯიხური ჩაბნელებული ჩაკეტილი იყო. ერთი მორიგე მოლარე გავაღვიძე ბოლოს და ტრაბზონამდე ბილეთი ვიყიდე. თუმცა ავტობუსი მხოლოდ მეორე დრეს გადიოდა. ღამე აქ უნდა გავათენო! მიმოვიხედე, ერთ-ერთ 'სკამეიკაზე' ზურგჩანთაზე მწოლიარე ბიჭი დავინახე და მასთან ახლოს მივედი, ჩემი ჩანთა იქვე დავაგდე და მოვკალათდი. ბიჭს გაეღვიძა, სტუდენტი აღმოჩნდა იაპონიიდან, მეორე დღეს სირიაში აპირებდა გადასვლას. შემდეგ ჩემი მეგობარი მოხუციც შემოგვიერთდა, ჩანთიდან არაბული ყავით სავსე თერმოსი ამოიღო, მას სირიიდან გამოყოლებული ლავაში, მოხარშული კვერცხი და ყველიც მოაყოლა და მე და იაპონელი მიგვიწვია. ასე გემრიელად ცხოვრებაში არ მიჭამია არაფერი. ბოლოს თერმოსი შეინახა, დაგვემშვიდობა და გაუჩინარდა.
ღამე იაპონელის ფეხებთან გავათენე, ზურგჩანთაზე წამოწოლილმა, სახეზე ჩემი შარფი დავიფარე, რადგანაც თავზემოთ ანთებულ ნათურა თვალებში მეჭყიტებოდა. და მაშინ როცა გვედით სკამზე ვიღაც თურქ კაცებმა ბარაქიანი ხვრინვა ხვრივა ამოუშვეს, მე ძალიან ტკბილად ჩამეძინა.
მეორე დილით იაპონელი წავიდა სირიაში. დამშვიდობებისას დარჩენილი სირიული ფული და რუკები გავატანე. ჯერ თვალები გაუფართოვდა, არ ელოდა, მერე ისე გაიღიმა, იაპონელებს რომ არ სჩვევიათ.
ტრაბზონამდე მთელი 30 საათი ვიმგზავრე ავტობუსით. იქ უფრო პატარა ავტობუსში გადავჯექი და თურქულ ხოფამდე ჩავედი. იქაც მომიწია ტრანსპორტის ცვლილება და უკვე ტრადიციული ქართული მარშუტკით მოვადექი საზღვარს. აჭარელი მებაჟე შეცბა, როცა საბაჟოზე ზურგჩანთა აკიდებული, თმაგაწეწილი და სახეალეწილი გამოვცხადდი. ამხედ-დამხედა და პირდაპირ გულიდან აღმოხდა:
-სად იყავი კი მარა?!
-სირიაში!
-რა იყო მერე ფეხით მოდიხარ?!
-კი!-ვუპასუხე მე და სანამ გონზე მოეგებოდა ჩანთა შევაგდე სკანერში..
Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com2tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-67908521413556593202013-08-26T13:39:00.002-07:002015-09-10T20:42:20.049-07:00ჩემი სირიული მოგონებები - ნაწილი 1
ამას წინათ ჩემი დაქალის კომენტარმა ცოტა არ იყოს და შოკში ჩამაგდ': "не люблю я мусульман, они дикие какие то".. თუმცა, რომ დავფიქრდე ჩემი მეგობრების 99.5% სწორედ ასე ფიქრობს. შეიძლება იმიტომ, რომ ერთადერთი შეხება ახლო აღმოსავლეთთან ჰქონიათ თურქეთ-ეგვიპტის სახით და ისიც უმეტეს წილად ტრადიციული ტურიზმში დასაქმებულ მომსახურე პერსონალთან (ანუ, ხალხთან ვინც დღე და ღამ ტურისტების გაყვლეფაზე მუშაობენ), ან კიდევ შთანთქავენ სხვადასხვა მედია საშუალებებით გადმოცემული ინფორმაციას...
იმ ფონზე, როცა მთელი მსოფლიო ელოდება სირიული ამბების განვითარებას, გამიჩნდა სურვილი გამეზიარებინა ჩემი პირველი მოგზაურობის მოგონებები. სულ რაღაც რამდენიმე დღეში 3 წელი გახდება ამ მოგზაურობიდან და დღემდე ვთვლი, რომ ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო, როცა მეგობრები სტამბულში მივატოვე და მარტოდ-მარტო, უვიზოდ და უგზო-უკვლოდ მივაშურე საზღვარს..
ცოტათი დიდი პოსტი გამომივა და ალბათ ბევრი მეგობარი არც კი წაიკითხავს, მაგრამ მაინც ვეცადე ქრონოლოგიურად დამელაგებინა ძირითადი ჰაილაიტები:
#1
ერთი ჩემი საყვარელი გამონათქვამი ამბობს: "მთავარია პირველი ნაბიჯის გადადგმა გარისკო, თორემ როცა უკვე გზას ადგახარ, უნდა გაირბინო ბოლომდეო". დაახლოებით ასე დამემართა, როცა სირიაში მარტო წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო ჩემი პირველი ნაბიჯი და მერე უკვე არაფერს აღარ ჰქონდა უკვე მნიშვნელობა. სტამბულში საკონსულოში უარი მითხრეს ვიზაზე, მეორე დღეს მთელი ავტოსადგური შემოვირბინე და მე-13 ნომრის ოფისში ბოლო დარჩენილი ბილეთი ვიყიდე ალეპოს მიმართულებით. (ძველი პოსტია ამ თემაზე )
შემდექ, მთელი ღამე ვიმგზავრე სირიელ-თურქებით სავსე ავტობუსით (მარტო მე ვიყავი 'ტურისტი') და მეორე დღეს პირდაპირ საზღავრს მივადექი. საბაჟოზე პოლიციამ უფროსის კაბინეტში შემათრია და დაკითხვა მომიწყო. მე რატომღაც არ დავიბენი, თვალები ცრემლებით ავივსე და ბოლოს ერთი სირიელი ყმაწვილის თავმდებობით ვიზაც მივიღე. (ცოტა უფრო ვრცლად აქ მიწერია)
#2
ალეპოში ჩემი სასტუმრო, იმის გამო შევარჩიე, რომ ისტორიულ ცენტრში მდებარეობდა და ციტადელთან ყველაზე ახლოს იყო. ალეპოს ძველი ქალაქი კი სხვა არაფერია თუ არა დიდი ბაზარი. თუ ოდესმე ყოფილხართ ქაიროს, ან სტამბულის ბაზარში, დაივიწყეთ! მათ არაფერი აქვთ საერთო ახლო-აღმოსავლეთის ბაზართან! ალეპოში კი ნამდვილი ახლო აღმოსავლეთური სული სტრიალებს.. ჩინური ნაგავის ნაცვლად, იქვე დახლებზე ატყავებენ ცხვარს, გვერდით ქათამს თავს აცლიან, მის გვერდით უზარმაზარი სუნელების მთებია ღმართული და იმის იქეთ კიდევ ტყავები კიდია გასაშრობად და ასე დაუსრულებლად. ქონის, სისხლის, სანებლებისა და ვინ მოსთვლის კიდევ რისი სუნი ერთად არის არეული და ისე გეჭრება ცხვირში, რომ სუნთქვა გიჭირს... თან ყურადღებით უნდა იყო, თუ დროულად ვერ მოასწარი განზე გადგომა, ვიღაცამ შეიძლება საქონლის ნაწლავებიანი ვარცლი სახეში შემოგასხას..
http://www.dar-halabia.com/
მე კიდევ, რომელმაც ჯერ კიდევ წინა საღამოს დავტოვე სტამბული, დილით საზღვარზე დაკითხვის შემდეგ მივიღე ვიზა, ისეთი არაქათ გამოცლილი ვარ, რომ გუგლიდან ამობეჭდილი რუკა უკურმა მიჭირავს ხელში და არ ვიცი რა მიმართულებით შევუხვიო ამ სურნელოვან ლაბირინთში. ვიღაც ბიჭი წამომეწია 'Hey, hotel is here!' მანიშნა, გავყევი და რამდენიმე მოსახვევის გავლის შემდეგ აღმოვჩნდი სასტუმროსთან..
ბარგი დავტოვე, გამოვიცვალე, ვეცადე ადამიანის სახე დამებრუნებინა, გარეთ გამოვედი ისევ იმ ქაოსურ ლაბირინთში აღმოვჩნდი. რა თქმა უნდა ფოტოაპარატი დამალული მაქვს. რამადანის ბოლო დღეა და ჰაერში ისეთი დაძაბული მუხტი ტრიალებდა, რომ თავი არ ამიწევია ისე დავადექი პირველივე ფართე გზას.. ვიღაცამ ქათმის ნაპუტებით სავსე ცხელი წყალი ზედ ფეხებთან დამიღვარა.. ფეხს ავუჩქარე... ვიღაც მხარზე მექაჩება, ვიღაც კიდევ რაღაცას მეძახის, მე გზას ვაგრძელებ და თან მომსდევს ეს ბაზრის გუგუნი.. გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა და ლამის თავქუდმოგლეჯილმა გავირბინე დარჩენილი მანძილი.. მგონი მაშინ შემეშინდა ყველაზე მეტად. არა, იმიტომ არა, რომ ეს ხალხი რაიმეს დამიშავებდა, არამედ იმის შემეშინდა, ვაითუ ამოდენა გზა იმედგაცრუებისათვის გამოვიარე თქო.
#3
ბაზრიდან პირდაპირ ალეპოს ციტადელთან აღმოვჩნდი რომლის წინ სივრცეს უკვე გადახრილი მზე ანათებდა ოქროსფრად... ხალხი სეირნობდა და რამადანის დასრულებამდე საათებს ითვლიდა. ზუსტად ორი წამი დამჭირდა, რომ თვალი მომევლო მოედნისათვის. მთელს ამოდენა არეში მარტო ორი ტურისტი ბიჭი დავინახე, ერთი ქერა, მეორე აზიატი ციტადელს რომ ფოტოებს უღებდნენ.
დიდხანს არ დავფიქრებულვარ და პირდაპირ მათკენ გავიქეცი, გზად ფოტოაპარატი ამოვიღე. ერთ-ერთს მივაჩეჩე და სურათი გადამიღე თქო ვთხოვე. სურათი სულ ცალ ფეხზე მეკიდა, უბრალოდ მინდოდა ადამიანებს გამოვლაპარაკებოდი და შოკიდან გამოვსულიყავი. ინგლისელმა, მე არა, აგერ ჩემი მეგობარი იღებს კარგ სურათებსო. ბიჭმა სურათი გადამიღო, გამოველაპარაკეთ და ზუსტად 2 წუთში დავმეგობრდით. დღემდე ეს ორი ადამიანი განსაკუთრებულად მახსოვს, პირველი შოკის მერე მათთან გატარებული რამოდენიმე საათმა საშუალება მომცა აზრები დამელაგებინა, დავწყნარებულიყავი. რომ გაიგეს, რომ სრულიად მარტო ვმოგზაურობ და თან ეს ჩემი პირველი მოგზაურობაა, ნადვილ გიჟად შემრაცხეს. მერე ტაქსი გააჩერეს და ერთმანეთს გადავეხვიეთ, წარმატებები ვუსურვეთ და დავიშალეთ.
თუმცა ჩემი პირველი დღის თავგადასავლები ამით არ დასრულებულა. როგორც კი ტაქსი დაიძრა და მიმოვიხედე, მივხვდი, რომ ძალიან მწარედ დავიკარგე, ისე რომ ისევ სათავგადასავლო ფილმში მგონია თავი. მივდივრ ბნელ, მიწურებით სავსე ძველ ქალაქში. გზად ხალხი
ჩუმდება და ჩურჩულს მაყოლებს. ბოლოს, სადღაც ტუპიკში რომ მოვხვდი, მაშინ უკვე ძალიან შემეშინდა. საიდანღაც მომავალი ერთი ორმეტრიანი ბიჭი დავინახე, ჯერ დავეჭვდი, მაგრამ შემდეგ გამბედაობა მოვიკრიბე და დახმარება ვთხოვე. ამ გიგანტმა, ხელი უხმოდ ჩამკიდა და სასტუმრომდე კარგა მანძილი ასე ხელჩაკიდებულმა მატარა. როცა მადლობის გადახდა დავიწყე, რაღაც ჩაიბურტყუნა, ალბად 'რისი მადლობაო', თავი ჩუმად დამიკრა და გაქრა.
# 4
სამი დღე ვბოდიალე ალეპოში მარტოდ-მარტო. ბოლოს ძალიან მომბეზრდა ასე ხეტიალი. ორჯერ ავედი ციტადელში, სამჯერ დავარტყი წრე ძველ ქალაქს.
ვიყავი მეჩეთში და პირველად შევიმოსე ნამდვილი მართლმორწმუნე მუსულმანივით. თუმცა ხალხის ყურადრებაც მაინც მივიქციე.
ქუჩაში უფასოდ გამიმასპინძლდნენ ფალაფელით და ამ ფაქტმა ისე გამაკვირვა, რომ დღემდე მახსოვს მისი გემო.. ქალაქის მუზეუმშიც ერთ მოხუც გიდს შევებრალე ეულად რომ დავეხეტებოდი და უფასო ექსკურსია მომიწყო მთელი 2 საათი.
ბოლოს უკვე ბაზრის ლაბირინთბშიც თავაწეული დავდიოდი, იმიტომ კი არა, რომ იქაურ ბინადრებს შევეჩვიე, არა უბრალოდ რამადანი დასრულდა, ფესტივალი დაიწყო და მთელი ბაზარი დაიკეტა-დაცარიელდა, სამაგიეროდ კი ქუჩები აივსო მოზეიმე ხალხით.
ერთადერთი რაც მაწუხებდა პატარა ბავშვები იყვნენ, რომლებმაც სხვა გასართობი ვერ იპოვეს და მე დამსდევდნენ სტვენით და შეძახილებით და სათამაშო იარაღებით ნასროლი ტყვიებით დამალურჯეს!..
პატარა ტერორისტები შევარქვი მე მათ
-სად მიდიხარ შემდეგ? -მეკითხება ერთი ავსტრალიელი, ბოლო დრეს შემთხვევით ერთმანეთი რომ აღმოვაჩინეთ ქალაქის ქუჩებში. ისეთი დაბნეული იყო ჩაის დასალევად შეცდომით ალეპოურ კაცების კლუბში შემიყვანა (!!!)
-პალმირაში - ვპასუხობ მე და თან ნერვიულად ვაკვირდები გვერდით მაგიდებზე კარტის მოთამაშე და ჩილიმის ბოლში გახეულ კაცებს. ისინი კი იცოცხლე, მე დიდი ინტერესით მათვალიერებენ..
-მანდ რა ხდება?
-ყველაზე ლამაზი მზის ამოსვლაა მსოფლიოში! შენ საით მიდიხარ?
-მე დამასკოში მივდივარ და მერე ბოსრაში.
-ბოსრაში რა ხდება?
-ყველაზე დიდი და კარგად შენახული ამფითეატრია ახლო აღმოსავლეთში!
#4
ფოტოს ვიღებდი და იქაც 'შემომიხტა' კადრში(!!)
გზა ალეპოდან პალმირამდე საინეტერესო იყო და სასიამოვნოც იქნებოდა ჩვენს ახალგაზრდა მძღოლს მთელი გზა ჩემი ჩქმეტის მცდელობაში რომ არ გაეტარებინა. ბოლოს იმდენად შევწუხდი, რომ გურულად შევუკივლე-შევუღრინე. უკან მსხდომ გერმანელ წყვილს შევებრალე და კაცმა ადგილი გამიცვალა. არა და შეხედავდი და სიმპატიური იყო ის ვიღაც მახმუდი, მეც თავით-ფეხებამდე შეფუთული ვიყავი, მაგრამ რას გაიგებ... შეიძლება სწორედ ამას გულისხმობდა ჩემი დაქალი, როცა ამბობდა ველურები არიანო..
თუმცა ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ მეორე დღეს შემთხვევით პალმირაში ქუჩაში დამინახა და ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა. "შევაშინე"! (მეხერხება ზოგადად კაცების შეშინებაც)
იმ დილანდელი შთაბეჭდილებებიდან, ყველაზე მეტად ალბათ ის გრძნობა მახსოვს, რაც ევფრატის გადასვლისას მქონდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ იყო იქ რაღააც, განსხვავებულად ამაღელვებელი.
#5
დილით ადრე მოლას დავასწარი გაღვიძება. ბნელოდა როცა სასტუმროს პირველ სართულზე ჩავედი. მხარზე აპარატი მაქვს გადაკიდებული, ხელში მეგობრის ნათხოვარი შტატივი მიჭირავს. ფეხაკრეფით ჩავიარე კიბეები, ის იყო კარები უნდა გამეღო და გარეთ გავსულიყავი, რომ ტახზე მძინარ ბიჭს გაეღვიძა და გზა გადამიღობა.
-სად მიდიხარ?! ეხლა ღამეა! საშიშია!
-ვიცი რომ ღამეა, მაგრამ მზის ამოსვლას უნდა შევხვდე ნანგრევებში!
-გაგიჟდი?! ჯერ არ გაგიშვებ, ეხლა იქ მარტო რომ მიხვიდე, შეიძლება ვინმემ შეგაშინოს და რაიმე დაგიშავოს!
ბიჭმა ძალით დამსვა ტახტზე და ცხელი ყავაც მომიტანა.
ვწრიალებ, ვცქმუტავ, არ ვიცი როგორ დავუსხლტე... ნანგრევებში მიმეჩქარება... ვიცი, რომ მზის ამოსვლას პალმირას ნაქალაქარში უნდა შეხვდე, ამბობენ რომ ერთ-ერთი საოცარი სანახაობააო. მეჩქარება, ჩემი მასპინძელი კი თავისას არ იშლის და უაზრო კითხვებით გულს მიწყალებს: "მარტო როგორ მოგზაურობ ქალი? საიდან ხარ ასეთი გულადი? რა გინდა მარტო ნანგრევებში, ჩვენ ცხენები გვყავს და ცხენების ტური შეგიძლია საღამოს შეუერთდე..." სწრაფად მივახალე, რომ "არსებობს ასეთი ქვეყანა საქართველო, სადაც ჩემნაირი სულელი გოგონები ცხოვრობენ. რომ ცხენები ძალიან მიყვარს და არაბულ ცხენზე არ ვმჯდარვარ, მაგრამ ტურის არც დრო მაქვს და არც ფული"...
მადლობა გადავუხადე და მისი ისტერიკის მიუხედავად ქუჩაში გავიქეცი.
სიბნელეში ვერ ვიპოვე ნაქალაქარის კარიბჭე და ზედ ღობეზე გადავძვერი.
შტატივი გავშალე და ზედ ფოტოაპარატი დავამაგრე. ქარმა დაუბერა, წააქცია, შტატივი გატყდა.
ცივა!..
ლამისაა ვინანო, რომ არ დავრჩი თბილ სასტუმროში სტუმართმოყვარე არაბ მასპინძელთან და ცხელ ყავასთან..
და მერე ნელ-ნელა ცამ ფერი იცვალა...
ცოტა ხანში მზეც გამოჩნდა..
და ირგვლივ ყველაფერი ვარდისფრად აელვარდა... შემდეგ უკვე ქარის ღმუილიც აღარ მესმოდა, არც მციოდა. უბრალოდ მზე მიხაროდა, მზეს მე ვუხაროდი და გული ლამის ამოვარდნაზე მქონდა..
და ბოლოს, როგორც ფილმებშია, უეცრად მზის ფონზე კადრში მხედარი შემოიჭრა :)
თავიდან გავბრაზდი, კადრი გამიფუჭა! თუმცა შემდეგ ახალგაზრდა ახლოს მოვიდა, გამიღიმა : 'Tea, Georgia?' იკითხა და ცხენიდან ჩამოხტა.
გამიკვირდა, ვერ ვიცანი.. კი მეთქი.. ეს ცხენი შენო და ლაგამი მომაწოდა. დავიბენი, ვერ გავიგე რა უნდოდა..
"გავიგე ცხენები გიყვარს და დრო და ფული არ გაქვს ტურისთვის, ეს შენ, შეგიძლია აქ ისეირნო !"
ზედმეტია იმის თქმა, თუ როგორი ბედნიერი ვიყავი მაშინ
ეხლა ისიც არ ვიცი ცოცხალია თუ არა ეს ახალგაზრდა, ჰომსიდან იყო როგორც მახსოვს და ეს ქალაქი კი ლამის მიწასთან გაასწორეს :(.
#6
შემიყვარდა პალმირა. შემიყვარდა მისი ისტორიისა და ზენობიას გამო. მისი მზის და იმ თბილი ფერის გამო, სიცივეშიც რომ გათბობს. უკეთილშობილესი მასპინძლების გამო. იმ სანდომიანი მძღოლი ბედუინის გამო, ტელეფონის ნომერი მხოლოდ იმიტომ, რომ მომცა თუ რაიმე შარს გადაეყარე არ მოგერიდოს ჩემი შეწუხებაო!
შემიყვარდა კლდიდან მზის ჩასვლის ცქერაც, მაშინ როცა ციტადელი წითლად იღებება და ირგვლივ უდაბნოს სილით დაფარული ნანგრევები რაღაცნაირად ნათდება.
დილის 10 საათზე უნდა დაგვეტოვებინა პალმირა. ისევ მოლას დავასწარი გაღვიძება, რომ მზეს დავმშვიდობებოდი. ამჯერად ბიჭმა გამიშვა, იცოდა აზრი არ ჰქონდა ჩემთან კამათს. თუ ვინმემ რამე გითხრას ჩვენი სახელი ახსენეო-დამიბარა.
ვდგევარ ერთ-ერთი კედლის ნანგრევზე მზის ამოსვლით ვტკბები და აპარატს ვაჩხაკუნებ როგორც შემეფერება. გვერდით ბედუინი მოგოგმანდა თავისი აქლემით და ისევ "გამიფუჭეს" კადრი...
და უცებ მესმის ნაცნობი "Hey you!' ..
როგორც აღმოჩნდა, ალეპოში შემხვედრ ავსტრალიელს ისე აღვუწერე პალმირას მზის ამოსვლა, რომელიც მე თვითონაც არ მქონდა ნანახი, რომ გზა გაიმრუდა და ეხლა იდგა ჩემს გვერდით ჩამონგრეულ კედელზე მძინარი და უცქერდა უხმოდ.
მერე მომიტრიალდა, დიდი მადლობაო და წავიდა...
გაგრძელება იხილით აქ
Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com3tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-57931116254568301082013-07-23T06:46:00.001-07:002016-01-18T01:46:40.362-08:00ჩემი უცნობი ნაცნობები
ყველა ჩემი მეგობარი, ნაცნობი და ვისაც არ ეზარება მეკითხება, თუ როგორ ვძლებ მოგზაურობისას მარტო. ალბათ ფიქრობენ, რომ აბსოლიტურ სიჩუმეში და სიცარიელეში ვარ ხოლმე. რეალურად კი "მარტო" თითქმის არასოდეს არ ვარ.
როდესაც პირველად წავხეტიალდი მარტოდმარტო, აღმოვაჩინე ჩემთვის ყველაზე საინტერესო რამ: ამ დროს გზად გვხდება იმდენი უამრავი უცნაური, შენგან განსხვავებული, ან პირიქით შენი მსგავსი ადამიანი, რომ ეს რაღაცნაირად გზრდის. ამავე დროს არ გჭირდება ითამაშო ვინმე, ან რამე, ის ხარ რაც ხარ. ზოგი შენ გაოცებს თავისი თავგადასავლებით, ზოგს კიდევ შენ აოცებ. თუ მოგწონს ადამიანის კომპანია, შეიძლება იხეტიალო მასთან ერთად ერთი დღეც და მეტიც. ბევრჯერ საკუთარი მარშუტი შემიცვლია საინტერესო მეგზურების გამო, ბევრჯერ კი მათ შეუცვლიათ თავიანთი და თქვენ წარმოიდგინეთ ბევრჯერ სულ სხვა ქვეყანაში, სხვა მოგზაურობის დროსაც კი მოგვიხერხებია ერთმანეთის ნახვა. თუ არ მოგწონს თანამგზავრი, ეტყვი კარგად იყავიო და იშლებით მშვიდობიანად. ცხოვრება გაცილებით მარტივია იქ, ეს აქ არის, რომ მას ვართულებთ უამრავი ფსევდო წინაპირობებითა და მოგონილი შეზღუდვებით.
თუმცა, პირველი აფრიკული მოგზაურობის შემდეგ რაღაცნაირი გრძნობა დამრჩა. უფრო სწორედ, როცა წინათ თავად ვცდილობდი ხოლმე კონტაქტში შესვლას, ეხლა პირიქით, რატომღაც ვცდილობდი თავი შორს დამეჭირა ყველასგან, ჩემი Lonely Planet-ის წიგნიც კი არ ამიჭრელებია ელ-ფოსტისა მისამართებითა და ტელეფონის ნომრებით, როგორც ეს ადრე ხდებოდა ხოლმე. და როცა დავფიქრდი, თუ რა მომწონდა ყველაზე მეტად იმ ადამიანებში, ვინც გზად მხვდებოდნენ, ალბათ ეს არის ის გაოცების გრძნობა, როცა მეორე ადამიანი შენ გაოცებს და ამ გაოცებით იხიბლები. ეს ადამიანები გიზიარებენ გამოცდილებას, თაგადასავლებს, ხშირად თავიანთი თავგადასავლებით, ან უბრალოდ მსოფლმხედველობით, გამბედაობით ისე გაოცებენ, რომ მათგან ამ თვისებებს 'იპარავ', ოცნებებს 'იპარავ' და ა.შ. დაუსრულებლად.
პირველად სირიაში 2010–ში ერთმა ქალმა გამაოცა, როცა მითხრა 7 თვეა რაც მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობო. ის ქალი შემდეგ Facebook-ზე დამიმეგობრდა და ამ 7 თვის შემდეგ კიდევ 9 თვე იმოგზაურა, ჯამში 16 თვე გამოუვიდა (ზედმეტია ვახსენო, თუ როგორი შავი შურით ვათვალიერებდი მის ფოტოებს). მაშინ, ანუ ჩემი პირველი მოგზაურობის დროს, პირადად მე ხალხს იმით ვაკვირვებდი, თუ როგორ გავრისკე, პირველი სოლო ტრიპი სირიაში, ვიზის, ენის ცოდნისა და კონტაქტების გარეშე...
მეორედ მაროკოში გამაოცა ავსტრალიელმა ყმაწვილებმა, მათ ავსტრალიიდან დაეწყოთ მოგზაურობა, სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, მონღოლეთი, ევროპა მოეარათ და მე სადღაც მაროკოს სამხრეთში მეთევზეების სოფელში, კარტის სათამაშო მაგიდასთან შემხვდნენ... მაშინ მე ხალხს ჯერ კიდევ იმით ვაოცებდი, როგორ ვმოგზაურობდი მარტო, ამჯერად მაროკოში... შემდეგ სხვა ქვეყნებში ბევრი ავსტრალიელი გადამეყარა და მივხვდი, რომ ისინი უბრალოდ იმდენად შორს არიან ყველაფრისაგან, სხვაგვარად არ შეუძლიათ. დღეს ეს სიმპატიურ ქერა-მწვანეთვალება ავსტრალიელები აღარ მაოცებენ, მათი უბრალოდ ძალიან მშურს...
მესამედ ისევ სირიაში გამაოცა ქალმა 2011-ში, რომელიც ჩემი საყვარელი Lonely Planet–ის ფორუმზე გავიცანი. ამ ისტორიას მოვყვები: გავიჭედე ლიბანში, წესით უნდა წავსულიყავი იორდანიაში, მაგრამ თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა 'დამაგვიანდა'. ამ დროს ვიღაც ფორუმზე პოსტავს, რომ არის დამასკოში და იქ "სიწყნარეა". მაშინვე მივწერე, ასე და ასე ვარ, ახლო აღმოსავლეთში ვმოგზაურობ მარტო და ხვალვე ჩამოვალ დამასკოთი თუ სიწყნარეა მანდ თქო. ვთხოვე, ადგილი შეანახინე ჰოსტელს ჩემთვის თქო. თუ როგორ ჩავაღწიე დამასკომდე ვიღაც ორ არაბთან ერთად ეს უკვე ცალკე ისტორიაა და რომელიღაც პოსტში მგონი უკვე დავწერე.
სასტუმროს რომ მივადექი, ძალიან გარკვევით ავუხსენი, თქვენთან ვიღაც ქალია, სახელი არ ვიცი მაგრამ იმის ოთახში დამაბინავეთ თქო.. მიხვდნენ ვისზეც ვამბობდი, 2 ქალი ტურისტის მეტი იმ დროს არავინ იყო დამასკოში. ეს ქალი მწერალია, ცოტა უცნაური, ცოტა გიჟი, მაგრამ საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა და ამბებს ისეთი ემოციით ყვებოდა დღემდე თვალწინ მიდგას. იმ დღემდე გარდაცვლილ ქმარს მისტიროდა, რომლის გამოც რელიაგიაც კი შეიცვალა თავის დროზე. ყოველ წელს 3-4 თვე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა, წერდა და ჩემნაირ უცნაურ ხალხთან ერთობოდა... მე თითქმის არასოდეს მისმენდა, მაგრამ უცებ ისეთ რამეს მეტყოდა, თითქოს დიდი ხნის მეგობარივით კარგად მიცნობდა. შემდეგ მოგზაურობა ერთად გავაგრძელეთ იორდანიამდე, იქ დავიშალეთ... გზად ისეთი ამბავი გადაგხვდა, ეგეც ცალკე ისტორიაა. ამის შემდეგ ამ ქალის გაცნობის და მასთან ერთად გადახდენილი თავგადასავლებით ვაოცებდი ზოგიერთებს...
ირანში ბევრმა ვინმემ გამაოცა, მაგრამ განსაკუთრებით მოხუცი ავსტრალიერი წყვილით მოვიხიბლე. ორივენი 70-ს გადაცდენილები იყვნენ. კაცს ანტიკვარული მოტოციკლი ყავდა და ავსტრალიიდან ბელგიაში მიდიოდა ოვერლენდით. ბელგიაში ოქტომბერში სპეციალური რალი იგეგმებოდა და იქ უნდა მივიღოთ მონაწილეობაო. ცოლს, მოტოციკლზე ჯდომა არ შეეძლო, ავტობუსით, ან მატარებლით ჩადიოდა ერთი ქალაქიდან მეორეში და იქ ელოდებოდა ქმარს... არ იცით როგორ დამთბა გულში მათ, რომ ვუსმენდი და ცოტათი შემშურდა...
ვფიქრობ, რომ ეგვიპტეში ძალიან გამიმართლა. აქ ერთმა ძალიან გამაოცა, სხვები კი მომეწონენ. აქ მივხვდი იმასაც, რომ ადამიანები უკვე ნაკლებად მაოცებენ, მაგრამ მივხვდი, თუ რატომ მომწონს ზოგ-ზოგიერთი მათგანი. მათ ერთი საერთო აქვთ, რაგინდ განსხვავებული ეროვნების, რელიგიის ან უბრალოდ კანის ფერის მქონენი არ უნდა იყვნენ, ყველამ გადადგა ერთი დიდი დაბიჯი ცხოვრებაში. წავიდა. ერთ ერთმა ასეთმა მორიგი გულისამაჩუყებელი დაშორებისას მაჩუქა წიგნი და თან დამიბარა-"ეს წიგნი მე დამეხმარა და იმედია შენც დაგეხმარება"... თუმცა, ჩემდა და მისდა სამწუხაროდ წიგნმა ჯერ ვერ მიშველა. თუმცა ჯერ იმედი მთლად არ დამიკარგავს, ბოლო თავს არ ვკითხულობ, იმ იმედით, რომ როცა წავიკითხავ მეც ავდგები და 'წავალ'.
როდესაც ჩემი ბოლო ხეტიალისას არშემდგარი კუბის ტრიპიდან პირდაპირ აფრიკაში აღმოვჩნდი, სადაც ფეხი არ უნდა გადამედგა, ვისაც არ უნდა შევხვედრილიყავი ჩემი ისტორია 'I supposed to be in Cuba right now' მაშინვე ყველას აინტერესებდა, აოცებდა და ყურადღების ცენტრში ექცეოდა. რატომღაც ეხლა მე აღმოვჩნდი სხვებისათვის სიგიჟის, გაბედულობის და იღბლიანობის მაგალითი, მაშინ როცა მე ასეთი ადამიანების გზად გადაყრას ვიყავი მიჩვეული... და ეს არ მომეწონა. არ მომეწონა ის, რომ არ გამაოცა არავინ. არც ლამაზმა სამხრეთ აფრიკელმა ტანზანიამდე, რომ ველიკით ჩამოვიდა, არც ომის ჟურნალისტმა, არც რუსმა მოხუცმა წყვილმა- მათი უბრალოდ შემშურდა, (მეც მინდა 60 წლისამ ვიღაც ჩემნაირთან ეგრე ვიწანწალო).. ამიტომაც, მიუხედავად ყველაფრისა, თავგადასავლებისა, ფერადი ფოტოებისა, გულის სიღრმეში მაინც მცირე სიცარიელეს გრძნობა დამრჩა...
მივხვდი, რომ რაც დრო გავა, ალბათ ადამიანები უფრო ნაკლებად გამაოცებენ. ეს საწყენია, იმიტომ რომ ყველას გვჭირდება ეს 'აჰ!' გრძნობა. გჭირდება შეხვდე ამ უცნაურ და ჭრელ ადამიანებს. საჭიროა, რომ ასეთმა შენგან განსხვავებულმა, შენი გარემოსთვის შეუფერებლებმა სუფთა ჰაერი შემოიტანონ, ბევრ რამეზე შეხედულებები შეგიცვალონ, ახალი იდეები, ოცნებები ჩაგინერგონ, ან ძველი სურვლები ამოგიქექონ და მათ განსახორციელებლად გამბედაობა გიწილადონ.
რომ ვაღიარო, ჩემი და თქვენი ცხოვრება საშინლად აუტანელი იქნებოდა, მხოლოდ ერთმანეთის, ან ჩვენი მსგავსი ადამიანების გარემოცვაში, რომ გაგვეტარებინა.
Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com1tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-50620718044646720782013-07-06T03:05:00.001-07:002013-08-27T07:32:28.429-07:00Are u f*ng kidding me?!აი ზუსტად ეგეთი რეაქცია ჰქონდა ერთ ახალგაზრდას, როცა ქაიროში, ნაირობისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩასხდომის ლოდინში ჩემი ისტორია მოვუყევი.. გასაგები მიზეზების გამო, იმ მომენტში ჩვეულებრივზე მეტად ენაწყლიანი ვიყავი და სრულიად უწყინარ კითხვებზე, 'რას საქმიანობ? ჟურნალისტი ხარ? ვისზე მუშაობ? რატომ მიდიხარ კენიაში?' ავდექი და 5 წუთში მოვუყევი, რომ ჟურნალისტი არ ვარ, რომ ჯერ კიდევ 3 დღის წინ კუბაში მივდიოდი, მაგრამ 2 დღის წინ კენიის ბილეთი ვიყიდე, 1 დღის წინ კი Lonely Planet-ის წიგნი შევიძინე ისტიკლალზე შემთხვევით დარბევას გადარჩენის წიგნების მაღაზიაში, იმ დროს როცა ტაქსიმზე მიტინგის საყურებლად მივდიოდი... ავუხსენი, რომ ჩემი ამ 'უჩვეულო' ენაწყლიანობის მიზეზი სტრესი და ცოტათი, შიშიც იყო...
ვლაპარაკობ ჩქარა, სიცილით, ერთ ამოსუნთქვაში, პარალელურად ჩანთას ვაწვდი მებაჟეს სკანერში გასატარებლად, ქამარს ვიხსნი და თავიდან ვიკეთებ. ვხედავდი ბიჭს სახე ეცვლებოდა, მაგრამ მე ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებდა იმ მომენტში. საბოლოოდ მაშინ 'გაგიჟდა, როცა ჩემი პროფესია ვუთხარი, თავისი აპარატურით გატენილი ჩანთები იატაკზე დაყარა და გაბრაზებულმა მითხრა, რაებს მატყუებ, გამოტყდი ვისზე მუშაობო... ჩვენი საუბარი იმით დამთავრა, რომ ჩასხდომამდე უკვე სამსახური შემომთავაზა თავის გუნდში, რომელიც კონგოში მიდიოდა აჯანყებულების ჩასაწერად. მე შენნაირი ღბლიანი არ ვარ და ცოტათი შენი იღბალი მიწილადე, სწორედ ეხლა ძალზედ მჭირდებაო...
სიმართლე რომ ვაღიარო, ზოგადად არ ვთვლიდი არასდროს რომ გიჟი ვარ, ან სულელი, ანუ თუნდაც იღბლიანი . უბრალოდ, როცა რამე გინდა და ცხვირ წინ ერთ კარს გიკეტავენ, მაშინ კეთილი უნდა ინებო და მეორე გამოაღო, თუ არა და წუწუნის უფლებაც არ გექნება მომავალში.
ყურებს არ ვუჯერებდი, პრინციპში არც თვალებს, როდესაც მითხრეს, 'უკაცრავად, მაგრამ კუბაში ვერ გაგიშვებთ'... პანიკა რა თქმა უნდა მქონდა, მთელი 5 წუთი. სწორედ ამ პანიკის დროს მებაჟეს მობილური გამოვტაცე ხელიდან და მეგობარს დავურეკე, მგონი შარში გავები და ყოველი შემთხვევისათვის ფული ჩამირიცხე მეთქი. მებაჟეს თვალები გაუფართოვდა, მაგრამ არაფერი არ მითხრა კიდევ კარგი...
ჰოდა, ჩემი მოგზაურობის მანძილზე და შემდეგაც, ბევრს ვფიქრობდი იმ ჩემი ახალი მეგობრის სიტყვებზე, 'You are very lucky girl!' და ეხლა უკვე ვაღიარებ მართლა 'იღბლიანა' ვარ. ყოველ შემთხვევაში, რამოდენიმე საკითხში ნამდვილად გამიმართლა, ვეცადე ცოტა დამელაგებინა:
გამიმართლა, რომ როდესაც კუბაში არ გამიშვეს, პანიკა დიდხანს არ გამიგრძელდა, რამოდენიმე წუთში დავწყნარდი, აეროპორტიდან გამოვედი, ზურგჩანთა ჰოსტელში დავაგდე, გვერდით ინტერნეტ-კაფეში შევედი, გავშალე უვიზო ქვეყნების სია და ახალი ვარიანტის შერჩევა დავიწყე და გამიმართლა, რომ ვიპოვე;
გამიმართლა, რომ იმ აეროპორტში იმ ბიჭს შევხვდი და ბევრი სასარგებლო რჩევა მომცა, მათ შორის ზანზიბარში წასვლის იდეაც მომაწოდა;
გამიმართლა, რომ დაჟინებული თხოვნის მიუხედავად კონგოში არ გავყევი აჯანყებულებთან;
გამიმართლა, რომ ადამიანებთან მიმართებაში მე-6 გრძნობა, თუ ინტუიცია მაქვს, რომელსაც ჯერ არასდროს მოვუტყუებივარ და მოგზაურობებში ხშირად გადავურჩენივარ ხიფათებს, ზოგჯერ დიდს;
გამიმართლა, რომ სწორედ იმიტომ ავირჩიე საფარის კომპანია, რომ სეილსმენი ჯოშუა მომეწონა ერთი შეხედვით. არა და ნორმალური ადამიანი 1 წლით ადრე გეგმავს და აკეთებს რესერჩს საფარიზე. მე კიდევ, ნაირობიში ჩაფრენის შემდეგ პირველივე დილით ცენტრალურ ქუჩაზე პირველივე ოფისში შევვარდი, რომლის ლოგოც მომეწონა და ჩემი ისტორია უკვე მეორედ მოვუყევი იქაურ გაყიდვების მენეჯერს და შემდეგ 5 წუთი ველოდე სანამ ეს უკანასკნელი კისკის დაასრულებდა;
გამიმართლა, რომ სწორედ ისეთი პროგრამა შემომთავაზა, როგორიც მინდოდა, როცა მინდოდა და რა ფასშიც მაწყობდა (ნუ, ცოტა ვევაჭრე);
ზანზიბარისკენ მიმავალს ჩამეძინა თვითმფრინავში (დილის 7 საათი იყო). გამიმართლა, რომ სწორედ იმ მომენტში გამეღვიძა როცა კილიმანჯაროს თავზე მივფრინავდით;
უკან მომავალსაც გამიმართლა, უფრო ლამაზი კილიმანჯარო ვიხილე ღრუბლებში გახვეული;
გამიმართლა, რომ უმეტესი თანამგზავრები კარგი შემხვდნენ, ისეთები ტვინს რომ არ გიბურღავენ და არ გძაბავენ და შენს სივრცეში არ იჭრებიან. ვთვლი რომ 'ცუდ' თანამგზავრებშიც გამიმართლა, რადგანაც ახალი კულტურული განსხვავებები დავიჭირე და ეს კარგია;
გამიმართლა, მეგობრებში, ახლად გაცნობილებში, მაგრამ უფრო მეტად ძველებში. იმათში ვისაც დილის 5 საათზე გააღვიძებ და ისიც დაგეხმარება, იმათში ვინს საელჩოს ააწიოკებს, ან თუნდაც იმათში ვინც უბრალო მოკითხვით, რაღაცნაირად 'გამაგრებს';
გამიმართლა, რომ ვნახე ლომი. არა იმიტომ, რომ ცხოველი ვნახე, არამედ იმ შეგრძნების გამო, რაც მაშინ მქონდა, ასეთი 'გაჟრიალებებისათვის' ნამდვილად ღირს ცხოვრება;
ნამდვილად ვთვლი, რომ გამიმართლა, ყველა 'არ გამართლებაში', რადგანაც ყველაფერი იყო ახალი, შესაბამისად დავიწყე ფიქრი და მსჯელობა ახალ თემებზე და ეს ყოველთვის კარგია. იმედია ჭკუაც ვისწავლე ცოტა;
მოკლედ, გამიმართლა იმაში, რომ კუბაში ვერ წავედი. გამიმართლა, რომ აფრიკაში მოხვდი სწორედ ეხლა, სწორედ ასე დაუგეგმავად და მოუმზადებლად. გამიმართლა, რომ ერთ დღეს ვგეგმავდი მეორე დღეს სად წავსულიყავი და როგორ და ამ ყველაფრის შემდეგ მაინც მთელი დვბრუნდი;
თუმცა, შეიძლება ეს ყველაფერი გამართლება კი არა უკვე გამოცდილებაა. როცა წამოსვლის წინ იმ სეილსმენს ვუყვებოდი ისეტორიებს რაც ბოლო 16 დღის განმავლობაში გადამხდა,ბევრი იკისკისა, ბევრი მეხუმრა, მაგრამ ბოლოს დაამატა 'you know how to survive!' და მე ეს დასკვა ძალიან გამიხარდა. უფრო მეტადაც კი..
Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com3tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-16174128677957167612013-04-27T08:41:00.001-07:002013-10-08T04:23:45.580-07:00რატომ არ ხარ ბედნიერი?!ერთხელ ერთი შემთხვევით გადამეყარა ერთ ქვეყანაში. ცოტა ხანის ერთად სიარულის შემდეგ მკითხა, "როგორ შეგიძლია გამუდმებით ასეთი ბედნიერი იყო. შენი მშურსო"... მაშინ ვუთხარი, რომ სახლში სულაც არ ვარ ბედნიერი. არაფერი უთქვამს, თვეების შემდეგ დედამიწის მეორე მხარედან წერილი მომწერა: "I was really shocked when you told me that you were not really as happy as i saw you ... ბევრი ბლა ბლა..  but I know if you are not happy in something, you must change it. it is not who you are.. "
როგორც ყოველთვის მემართება, მაშინ ამ წერილს ყურადღება არც მივაქციე, მაგრამ მერე, როცა ჩემდა მოულოდნელად კვლავ შევხვდი ამ უცნაურ ადამიანს, გამახსენდა მისი სიტყვები, უფრო სწორად მისმა ისტორიებმა საკუთარ თავზე გამახსენეს და გადამაკითხეს ყველა წერილი ხელახლა...
საერთოდ, ადამიანებს ხშირად გვიჭირს ხოლმე კითხვებზე პასუხების პოვნა, მაშინაც კი თუ ეს პასუხები ცხვირწინ გვაქვს. ჰოდა მეც დავფიქრდი, რეალურად რა მხდის ბედნიერს? უბედურს? როდის ვარ მართლა ბედნიერი და როდის უბრალოდ ვიღიმები? ჩემმა მეგობარმაც ერთხელ მითხრა: "როცა შენს სურათებს ვუყურებ როცა სხვაგან ხარ, გეტყობა რომ ბედნიერი ხარ, აქ ასეთი სახე არ გაქვს"...
გადავწყვიტე დამეჯერებინა მეგობრისთვის და მეცადა მეპოვნა პასუხები... ამ დროს გამახსენდა რაზე ვოცნებობდი ბავშვობიდან. გამახსენდა, თუ რატომ წავიწერე მაინცდამაინც ეს სიტყვა მხარზე. ის, რომ გზიდან გზაზე გადასვლა ყოველთვის მახარებს, სახლში დაბრუნება კი ყოველთვის ცუდ ხასიათზე მაყენებს. ის რომ, დღემდე არ მიყიდია მანქანა და არ ამიღია იპოთეკური სესხი, იმიტომ რომ ქვეცნობიერად ყოველთვის აქედან გაქცევაზე ვფიქრობ. ისიც გამახსენდა, რომ ყველაზე კარგად მომავალზე მაშინ მეფიქრება როცა აქედან შორს ვარ, როცა აქ ვარ ისე ვიძირები უაზრო ყოველდღიურობაში, რომ რეალურ მნიშვნელოვან საკითხებზე საფიქრელი დრო არ მაქვს.
მივხვდი იმასაც, როცა აქ ვარ პრიორიტეტებიც მეცვლება. უფრო მოკლევადიან საკითხებზე ვხვდები ორიენტირებული. აქ კითხვებია, რომელ ბარში დავსხდეთ შარდენზე, წითელი ფეხსაცმელი ვიყიდო კიდევ ერთი, თუ შავი კაბა? ჯანდაბა! რეალურად მე ხომ ეს არც ვარ! თუმცა თავად ვიზრუნე ამ სახის შექმნაზე... აქ წიგნის კითხვის დროც არ მაქვს, იმიტომ რომ მორიგი იდიოტური სერიალის სერია გამოდის, ან FB -ზე იდიუტორი სტატუსების დალაიკებით ვარ გართული და სხვისი ვითომ "ჟიზნენნი" ციტატების კოპირებით. ნერვებს ვიშლი ისეთ თემებზე სამსახურში, ან მის გარეთ, რომელიც მართლა სასაცილიოა მაკრო მასშტაბით. და ეს არის ყოველდღიურობა. დღე გადის ისე, რომ რეალურად ღირებულს არაფერს არ ვაკეთებ. აქ ადამიანი უბრალოდ ცდილობ სხვას აყვე და ბოლოს ყველაფერი ლიფტში გადაღებული ფოტოთი სრულდება..
თითქოს ახალი არაფერი აღმომიჩენია, თუმცა როცა ეს ყველაფერი ერთ მწკრივში დავალაგე, მივხვდი, რომ თუ ასე გავაგრელე ვერასოდეს ვიქნები ბედნიერი. კიდევ ბევრი წელი გავა, წელიწადში 2-ჯერ გავალ შვებულებაში და იმ 1 თვის განმავლობაში ვიქნები ბედნიერი, დანარჩენი 11 თვე კი, ისევ ასე ვივლი შიგნიდან დაგრუზული, გარედან გაღიმებული. ან კიდევ, იქნებ დროა ამ სურათზე წაწერილ მოტივატორს დავუჯერო??
რეალურად რისთვის არის ეს ჯანდაბა ცხოვრება და ახალგაზრდობა?! რეალურად რა გამახსენდება წლების შემდეგ? ისევ ამ უაზრო თავს მოხვეულ სტრესში და პრობლემებში უნდა გავფლანგო ეს დრო? მაინცდამაინც ისევ ინტერნეტში ნაპოვნმა სურათმა უნდა შეგვახსენოს, რომ ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა და დრო კი ძვირფასი მისი ასე გასაფლანგავად?!
პ.ს. მადლობა ჩემს უცნაურ ნაცნობებს, გზად რომ მხვდებიან და ტვინს მირევენ-მილაგებენ..
Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com1tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-59801371332488767042013-03-27T12:50:00.004-07:002013-03-27T12:57:46.568-07:00Adventure without Risk is Disneyland05.10.2011 თბილისი
ერთი მეგობარი მყავს, პესიმისტი, კირკიტა, ყველაფერში ცხვირს ყოფს და თარს პროგნოზებს აკეთებს. ყველაზე მეტად, როცა რამე განზრახვა მაქვს, მეშინია მისი პესიმისტური პროგნოზის, იმიტომ რომ როგორც წესი მართლდება...
თვითმფრინავის გაფრენამდე რამოდენიმე საათია დარჩენილი. ჩანთა ჩალაგებულია და კარებთან აყუდებულია...დედაჩემი ოთახში ბოლთას სცემს, უნდა რომ გამომკითხოს დეტალები, მაგრამ ვატყობ, რომ კითხვის დასმის ეშინია... მე პასუხის გაცემის მეშინია, მზერას ვარიდებ და ინტერნეტში ვიქექები ბოლოჯერ.
ამ დროს მეგობარი მიგზავნის ლინკს, "სირიის და ლიბანის საღვართან სამხედრო შეტაკება მოხდა"-ო იუწყებოდა BBC.
-"რა გინდა? რატომ მიგზავნი ამ ლინკს? ხომ იცი რომ ბეირუთში მივდივარ!"
პასუხი მოკლედ
-"არ წახვიდე სირიაში!"
-"რატომ უნდა წავიდე?"
-"გიჟი რომ ხარ და ჯიუტი იმიტომ!"
12.10.2011 ბეირუთი
ბალბეკში წასვლამდე, ჰოსტელის წინ მდებარე ცენტრალურ ავტოსადგურში გადავედი. სანდომიან მოხუც დისპეჩერს დახმარება ვთხოვე.
-"იცით მე იორდანიაში მივდივარ. თვითმფრინავის ბილეთი ვერ შევიძინე, დამაგვიანდა.. ამიტომაც მაინტერესებს, არის თუ არა შესაძლებელი დამასკოს გავლით რომ წავიდე ავტობუსით ამანში?"
მიყურებს თვალებგაფართოებული
-"კი, შესალებელი არის..."
-"და საშიში არ არის? აცხადებენ რომ საზღვარი ჩაკეტილია ლიბანსა და სირიას შორის...რომ შეტაკებებია.."
-"ეს დამასკოს გარეთ, თორემ დამასკოში არ არის საშიში"
დავუჯერე... ავტობუსის ბილეთი ვიყიდე... დილის 7 საათზე აქ იყავიო დამარიგა სანდომიანმა მოხუცმა (მართლა ვენდე) და ბალბეკის სანახავად წავედი..
საღამოს BBC-იმ მთელს მსოფლიოს აუწყა, რომ დამასკოს შემოგარენში შეტაკებები მოხდა...
Lonely Planet-ის ფორუმზე შევძვერი დამასკოს თემაში. იქ ერთი იუზერი იწერებოდა, რომ იმ მომენტში დამასკოში იმყოფებოდა. მივწერე, ხვალ ვაპირებ მანდ ჩამოსვლას და რა სიტუაცია არის იქნებ მითხრა თქო. ვთხოვე სასტუმროს დასახელებაც მოეწერა.
მიპასუხა.. აღმოჩნდა ერთი უცნაური მოგზაური ქალი, იმ იაფფასიანი ჰოსტელის დასახელებაც მომწერა სადაც იმ მომენტში იმყოფებოდა, ზედ დამასკოს ცენტრში, გვერდით ქუჩაზე რომ სამინისტროებია განლაგებული, ანუ გემრიელი დასაბომბი ადგილია... იქვე მოაყოლა, მე თავს ნორმალურად ვგრძნობ და იმედია შენც შემოგიშვებენ ქვეყანაშიო...
13.10.2011 ბეირუთის ავტოსადგური
დილის 06.50-ზე უკვე დასიპეჩეროსთან ვარ ატუზული, ზურგზე ჩანთით, მხარზე ფოტოაპარატით, ერთ ხელში ბილეთით და მეორეში Lonely Planet-ის მეგზურით.
გამოვიდა ჩემი სანდომიანი დისპეჩერი, უხერხულად გაიღიმა და "Very sorry, no bus to Damascus.." -ო მეუბნება... გავშრი, შევშფოთდი , რატომ მეთქი ვკითხე
-"არ ჩამოვიდა, ალბათ არ გამოუშვეს საზღვარზე"-მეუბნება მშვიდად..
-"აბა მე რა ვქნა?"
-"შენ არ იდარდო, აგერ ტაქსი გვყავს და იმას გაგაყოლებთ!"
დღემდე არ მესმის, როგორ ან რატომ არ შემეშინდა. კარგი მეთქი.
ჩამსვეს ტაქსში. თუ შეიძლება წარმოიდგენოთ უძველესი და დანჯღრეული მანქანა, ეს უფრო უარესი იყო. არ მეფიქრებოდა. უკან 2 არაბი ჩასკუპტა და ასე გავემართეთ სირიისკენ.
არც იმაზე მიფიქრია, რომ იმ მომენტში არავინ იცოდა სად, როგორ, რანაირად ვიყავი..
საზღვარი
არ მაქვს ვიზა. სადაც მივდივარ იმ ქვეყანაში სამოქალაქო ომია. ვარ მარტო ეჭვიანმა მესაზღვრეებმა წრე შემომარტყეს..
ახმახმა და ულვაშებიანმა მებაჟეებმა, ალმაცერად ამხედ-დამხედეს, აქ რა გინდაო, საით მიდიხარო. გავლით ვარ მეთქი, იორდანიაში მივდივარ თქო.
-"ჟურნალისტი ხომ არ ხარ? , ტელევიზიაზე, გაზეთზე ხომ არ მუშაობ?" -ეს კითხვა მინიმუმ 10-ჯერ მაინც დამისვეს.
ხმა გავიმტკიცე
-"არა, ბანკში ვმუშაობ!" - ჯიუტად ვიმეორებ და ცალი ხელით მხარზე გადაკიდებულ ჩანთავს ვებღაუჭები, ისე რომ ყველა ძარღვი მებერება. ჩანთაში ჩემი Canon 7D მიდევს, მის შემხედვარეს, ვინ დაიჯერებს რომ ამ დროს, აქ ამ აპარატით უბრალო სულელი გურული ვარ...
მართლა არ მესმის, როგორ გამიმართლა მაშინ ეგრე... მართალია გამომცდელი კითხვები დამისვეს, მაგალითად რას ნახავო დამასკოში. სულ ზეპირად ჩამოვარაკრაკე ჩემი საყვარელი ადგილები. ჩემი გამომცდელი იმ უბნელი ყოფილა, რომელზეც ვთქვ ყველაზე მეტად მიყვარს მეთქი. გაიღიმა და ვიზა ჩამირტყა...
ეს ყველაფერი იმიტომ გამახსენდა, რომ რამოდენიმე კვირის წინ ჩემი პირადი მეილის დალაგებისას დრაფტებში გაუგზავნელი წერილი ვიპოვე. აი ისიც:
13.10.2011 დამასკო
Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-314274603096530046.post-8378694862315463362013-03-22T09:37:00.002-07:002014-07-22T04:54:48.410-07:00ტკბილი მოგონებები კაპაბადოკიაზეერთი ჩემი მეგობარი ამჟამად მოგზაურობს თურქეთში. ვურჩიე რომ ნახოს კაბადოკია. დღეს წერილი მივიღე მისაგან, სადაც მთხოვდა მიმეწერე ჩემი რეალური აზრი ამ ადგილზე...
დავიწყე უზარმაზარი მეილის წერა, თუ რა ლამაზია იქაურობა. განსაკუთრებით როგორი შთამბეჭდავია ფერად-ფერდი კლდეები მზის ჩასვლისას, როცა მტვერი ცხრება და ირგვლივ ყველაფერი უფრო კაშკაშა და მკვეთრი ხდება... მინდოდა მიმეწერა, თუ რა ლამაზი გამოდის ფოტოები და ა.შ... მაგრამ ბოლოს მიხვდი ერთს, რეალურად გარემო კარგად, ან ცუდად გამახსოვრდება არა იმიტომ, თუ როგორი სილამაზის მატარებელია, არამედ რაიმე კონკრეტული ისტორიის გამო. შეიძლება 'გაგიმართლოს' და ასეთი ისტორია გადაგხდეს, თუ არა და საერთოდაც არ დაგამახსოვრება არაფერი (ეს ცუდ მოგონებაზე უარესია ჩემი აზრით)...
ალბათ მე გამიმართლა...
მზე გადაიხარა, მტვერი ჩაცხრა, კლდეები ვარდისფრად აელვარდა და მეც ერთ-ერთ ასეთ კლდეზე ფოტოს გადასაღებას ავბობღდი.
პოზიორობა რომ დავასრულე, მეგობარს ჩემი მაშინდელი სამოყვარულო Canon გამოვართვი და ირგვლი გაშლილი სივრცის გადაღება დავაპირე.
კი დავაპირე, მაგრამ რეალურად მხოლოდ ერთი კადრის გაჩხაკუნებაღა მოვასწარი, ის იყო მარცნივ, თუ მარჯვნივ მოტრიალებას ვაპირებდი, რომ ბაც.. ფეხი დაცურდა და აი ამ სურათზე რომ ვზივარ, სწორედ იმ კლდიდან პირდაპირ ზურგით გადავვარდი ქვემოთ.
დღემდე მახსოვს ეს გრძნობა. რაღაც მომენტში 10-ვე თითით კლდეზე მოჭიდება ვცადე, თუმცა შედეგად მხოლოდ 10-ვეზე ფრჩხილები და ტყავი ავიძრე და ისევ დაღმა გავაგრძელე ვარდნა უფსკრულში. ბოლოს სადღაც ქვემოთ ჩემი ზურგჩანთა პატარა ბუჩქს გამოედო და გავჩერდი.
მახსოვს ვიწექი ასე ზურგზე და მეშინოდა ხელისა და ფეხის განძრევა. მეშინოდა აღმომეჩინა, რომ რაიმე მოვიტეხე, ხმის ამოღებისაც მეშინოდა. აზრზე არც მაშინ მოვსულვარ, როდესაც თავს მეგობრები წამომადგნენ ჩემზე არანაკლებ შეშინებულები...
წამომაყენეს... ფეხზე დავდექი... გავიარე... ჩემდა გასაკვირად, არაფერი მომიტეხავს, გადაყვლეფილ თითებსა და მუხლ-იდაყვს თუ არ ჩავთვლით... მეგობრებთან არაფერი შევიმჩნიე, თუმცა მახსოვს ყბა როგორ ამიკანკალდა. კბილებს მთელი ძალით ვაწვებოდი კანკალის შესაჩერებლად და კითხვებზე არ ვპასუხობდი, არ მინდოდა შემმჩნეოდა შიში ამითი და სხვები შემეშფოთებინა...
დღეს ეს ყველაფერი უკვე მოგონებაა, მაგრამ სწორედ ამ მოგონების გამო კაბადოკია დღემდე განსაკუთრებული ადგილია ჩემთვის, არა თავისი ქრისტიანული და უნიკალური არქიტექტურული ძეგლების გამო, არც იმიტომ, რომ აქ ერთთერთი ყველაზე ლამაზი მზის ჩასვლის ცქერაა შესალებელი. ეს ადგილი მახსენებს, რომ გადავრჩი... იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვით არის გაბუქებულ-გაზვიადებული და სინამდვილეში არც ისეთი საფრთხე მელოდა, როგორც ეხლა ვფიქრობ, თუმცა ...
ჰოდა მეგობარს, როგორ გინდა ეხლა ეს ყველაფერი მიწერო და აუხსნა?..
პ.ს. ესეც ის 'იღბლიანი' კადრი, რომლის გამოც მე ლამის კისერი წავიმტვრიე, აპარატი კი დავამტვრიე
Teohttp://www.blogger.com/profile/01154405456271181951noreply@blogger.com0