July 16, 2014

Out of Africa or Life is All About How You Handle Plan B

"Life is all about how you handle plan B" - ამ საკმაოდ ბანალურ გამოთქმას ინტერნეტში გადავაწყდი წლების წინ და რატომღაც დამამახოვრდა. და ეხლა როცა ჩემი არ შემდგარი კუბის მოგზაურობა მახსენდება, სხვა ვერაფერი აღწერს მას ისე ზუსტად, როგორც ეს სიტყვები.

"კოკა ყოველთვის წყალს არ მოგიტანსო" - ყოველი მოგზაურობის წინ მაფრთხილებს მეგობარი ნაცდათო, მაგრამ ვინ უჯერებს. კუბისთვისაც ისევ ისე დაუფიქრებლად ვიყიდე ბილეთები, ისევ გაფრენამდე 2 დღის ადრე მივიღე Lonely Planet-ის წიგნი და გულიანად შევინახე ზურგჩანთაში, "აეროპორტში და სტამბულში გადავხედავ"-ის იმედით. შესაბამისად, გადამხდა ის, რაც გადამხდა.


Loosing my Luck

სტამბულში წესით 1 დღე უნდა გავჩერებულიყავი, სანამ ჰავანაში გავფრინდებოდი. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ ჩემმა იღმალმა აშკარად ზურგი მაქცია. ჯერ იყო და ცნობილი პარკის გამოსვლების გამო (რომელიც ზუსტად იმ დილით დაიწყო) ჩემს ჰოსტელამდე 3 საათით დაგვიანებით მივაღწიე. მერე მიტინგზეც გავედი და მომწამვლავი გაზიც ოხრად ვიყნოსე.

May 27, 2014

მაროკოული მოზაიკა

"Ты что офигела?!"- აი სწორედ ეს სიტყვები აღმოხდათ თვითმფრინავში გაცნობილ რუს ტურისტებს, როცა ვუთხარი რომ მაროკოში მარტო ჩამოვედი და 3 კვირა მარტოდ მარტო ვაპირებდი მხოლოდ ჩემს ზურგჩანთასთან და ფოტოაპარატთან ერთად მოგზაურობას. როცა გაიგეს რომ ქართველი, ვარ ჯერ იყო და აეროპორტში ყველა კაცს თვალები დაუბრიალეს "А ну ка отвалите от нашей девочки грузинки!" სიტყვებით, თითქოს მაგათი ნათესავი ვყოფილიყავი, შემდეგ კი გულით მთხოვეს მათ მხიარულ კომპანიას შევერთებოდი. მე რა თქმა უნდა ზრდილობიანი უარი ვუთხარი, თუმცა გულის სიღრმეში ძალიანაც დამთბა - სასიამოვნოა ყურადღება და სითბო იმათგან, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელი.

ეს ქალი 5 გზის ჩემპიონი იყო ბოდიბილდინგში
აფეთქებული კაფე ჩემი ფანჯრებიდან



March 14, 2014

Pakistani Zindabad!

ჯერ კიდევ არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი, თუ რა იყო პაკისტანის მოგზაურობაში განსაკუთრებული მოვლენა. ყოველ ჯერზე, როცა მორიგ ქვეყანაში მივდივარ, ყოველთვის მეშინია, რომ ამჯერად მაინც არაფერი არ გამაკვირვებს. თუმცა შეიძლება საერთოდაც არ არის აუცილებელი გაეხვე რაიმე შარში, ან ჩაიდინო რაიმე განსაკუთრებული 'გმირობა'. მოგზაურობის ხიბლი ხომ სწორედ იმ ჩეულებრივ წვრილმანი მოვლენების მშვენიერების დანახვაში, სახლში მყოფებს რომ გვავიწყდება ხოლმე მათი მნიშვნელობა.

#ქორწილი

მთელ $6-ად დავჯავშნე ჰოსტელი ლაჰორის ხმაურიან უბანში. აეროპორტიდან გამოსულმა ჯერ დიდხანს ვეძებე, შემდეგ მე-3 სართულზე ჩემი ზურგჩანთა დიდი ვაი ვაგლახით ავათრიე და პასპორტიც მოვიმარჯვე რომ რეგისტრაცია გამევლო. სწორედ ამ დროს ერთი გოგონა მომვარდა და სტანდარტული 'გამარჯობა, გაგიმარჯოს, საიდან ხარ'-ის შემდეგ მეკითხება:
- ქორწილში მივდივარ, წამოხვალ ჩემთან ერთად?
- მმ, კი მინდა, მაგრამ როდის მიდიხარ?
- აი ამ წამს მივდივარ!
- კი მაგრამ პრობლემა ხომ არ არის?
- ეს პაკისტანია! რა თქმა უნდა არ არის პრობლემა!

January 3, 2014

შემთხვევით თანამგზავრები

ვნერვიულობ სამხრეთ სუდანზე. უფრო სწორედ ერთ ფრანგ გოგონაზე  უგანდაში ენტებეს აეროპორტში რომ შევხვდი ტანზანიისკენ მიმავალი. თვითმფრინავის მომლოდინეებს შორის მხოლოდ ორი თეთრკანიანი მანდილოსანი, უფრო სწორედ, ბეკპეიკერებივით გამოწყობილები ვიყავით და ერთმანეთი მაშინვე შევამჩნიეთ. მერე დარ ეს სალამის აეროპორტშიც ვიზის მისაღებადაც ერთად ვიდექით რიგში და ბრაზიან მებაჟეებაც რიგ რიგობით ვუღიმოდით.

December 27, 2013

Dear Santa - ანუ საახალწლო სურვილები ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვის

დიდხანს ვფიქრობდი საახალწლო სურვილებზე, რა ჩამეფიქრებინა და როგორ. ადრე საქართველოს ბანკში დაფაზე მარკერით ვწერდით ხოლმე ჩვენ-ჩვენს საახალწლო სურვილებს და რაგინდ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ყოველთვის მისრულდებოდა ნაწილი. ან რატომ უნდა ყოფილიყო პრინციპში გასაკვირი, მე ხომ მთელი მომავალი წელი მათ ასრულებაზე ვმუშაობდი, მაგრამ მაინც :).
წელს არც საქართველოს ბანკში ვარ, არც დაფა მაქვს და არც მარკერი, ჰოდა გადავწყვიტე აი აქვე ჩამოვწერო ის რაც მინდა ჩემს თავს, ჩემს ყველაზე ახლობელ მეგობრებს და უბრალოდ იმათ ვუსურვო, ვინც ამ პოსტს წაიკითხავს.

მოკლედ ასე, 2014-ში მე ჩემს თავს და თქვენ გისურვებთ:

December 22, 2013

გამორჩეული მოგზაურობა ირანში


"რა გინდა გოგო ირანში?!"- ვისაც არ დაეზარა ყველამ ეს კითხვა დამისვა გამგზავრებამდე. ალბათ ზოგს გული მართლა შესტკიოდა, ზოგიც ალბათ თავისივე გამოგონილი თეორიის სიმართლეში რწმუნდებოდა.
მე არც მაშინ და მითუმეტეს არც ეხლა არ მესმის რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სხვა რას ფიქრობს. მე ყოველთვის იმიტომ მივდივარ, რომ ჩემი საკუთარი შთაბეჭდილებები შევიქმნა, ჩემი საკუთარი მოგონებები მოვაგროვო, ჩემი 'დაუჯერებელი' თავგადასავლები გადამხდეს და უკან ცოტათი შეცვლილი დავბრუნდე.

 უცნაურია რომ ეს მოგზაურობა იყო ყველაზე უსაფრთხო და თითქმის მონოტონური. თუმცა, ეს მოგზაურობა მაინც განსაკუთრებულად მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მანდ არ გადამილახავს საზღვარი უვიზოდ საომარი მდგომარეობის ქვეყანაში, არ ავმძვრალვარ 59 მეტრიან ტაძრის სახურავზე, არ დამდევნებია აქლემი შესაჭმელად, არც კონტრაბანდისტებთან ერთად გადამიზიდავს ტვირთი, არც ჩემი მოკვლა უცდიათ და არც მიმავალ ავტობუსს გასჩენია ცეცხლი მაშინ როცა შიგნით ვიჯექი...

და მაინც იყო იქ რაღაც განსაკუთრებული.

November 18, 2013

აფრიკიდან

- ჰა რა ქენი, ჩამოიტანე ფერადი მოგონებები აფრიკიდან? - მომიკითხა ჩემმა მეგობარმა facebook-ზე;
-შენ წარმოიდგინე და კი მოვახერხე ერთი-ორი ფერადი მოგონების მოგროვება...
მერე საუბარი ვეღარ გავაგრძელე და რადგანაც ალბათ ამ პოსტს წაიკითხავს, მირჩევნია აქ დავწერო, ბარემ სხვისთვისაც ვისაც არ ეზარება კითხვა...

არადა, წესით არც არაფერი არ უნდა გადამხდენოდა, სამოგზაუროდაც არ  მივდიოდი. წინასწარვე შეგუებული ვიყავი, რომ მთელი დღეები სასტუმროს საკონფერენციოში ვიქნებოდი გამოკეტილი დილიდან საღამომდე.

მაგრამ ...


#1

- დიდი მადლობა შენი ღია ბარათისათვის! ყოველთვის მიხარია შენგან ახალი ამბების გაგება, განსაკუთრებით როცა მოგზაურობ! - მომდის შეტყობინება ერთი მეგობრისგან, შარშან მაისში 2 დღით რომ დამემგზავრა ირანში და იმის შემდეგ დედამიწის სხვადასხვა წერტილებიდან რომ ღია ბარათებით ვუზიარებთ ერთმანეთ ჩვენ-ჩვენი მოგზაურობის ფერად ემოციებს. 
-უგანდიდანაც გამოგიგზავნი 1 კვირაში!
- მე კიდევ ინდოეთიდან!

მერე ერთმანეთისათვის გეგმების გაზიარებას ვიწყებთ და აღმოვაჩენთ, რომ მე უგანდისკენ, ის კი ინდოეთისკენ მიმავალი ერთ და იგივე დღეს სტამბულში ვიქნებით..

...
თვითმფრინავი სტამბულში კი დაჯდა განრიგის მიხედვით, მაგრამ სანამ საბაჟო კონტროლი გავიარე, მეტროში ჩავჯექი და ქალაქამდე მოვაღწია 45 წუთი გადაცდა იმ დროს, რომელზეც შეხვედრა გვქონდა დათქმული. თუმცა როცა სახელეწილი და აქოშინებული შევვარდი ჩემს საყვარელ ჩაიხანაში, მეგობარს საყვედური რა თქმა უნდა არ დასცდენია. 
1.5 საათში ერთმანეთს სხაპა-სხუპით ვუყვებით რაც ამ წელიწად ნახევარზე მეტი ხნის მანძლზე გადაგხვდენია. უცნაურია, ხშირად დამიფიქსირებია, თუ როგორ ვიხსნებით ერთმანეთთან რეალურად სრულიად უნცნობი ადამიანები და ხანდახან როგორ უკომპლექსოდ და ზედმეტი შეზღუდვების გარეშე შეგვიძლია სწორედ ასეთ უცნობ ნაცნობებს გადავუშალოთ ხოლმე გული და მოვუყვეთ ის ამბები, რასაც ხშირად გვერდით მჯომს არ ვუზიარებთ. მართალია, ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ როცა ასეთი გამონაკლისი ადამიანები გხვდებიან გზად, მათთან შესახვედრად და ჩაის დასალევად აეროპორტიდან გამოქცევაც არ დაგენანება. 
ვსაუბრობთ ყველაფერზე, პირადზე, სამსახურზე, მოგზაურობაზე, გეგმებზე. საურისას ჩემს წილ ტკბილეულთან ერთად მისასაც ვსანსლავ. მერე საათზე ვიხედები და ჩემდა გულის დასაწყვეტად ვხვდები რომ ჩვენი დაშლის დროა. 
ტრამვაის გაჩერებისკენ მიმავალს ფოტოს გადაღებას ვთხოვ. რატომღაც უკვირს და უხერხულად ეღიმება. მე კიდევ პირდაპირ ვეუბნები, რომ ძალიან მიხარია მისი ნახვა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ბელგიელია, მე ქართველი, ერთმანეთს ირანში გადავეკვეთეთ, ეხლა კი, ამ მომენტში მე უგანდაში, ის კიდევ ინდოეთში მიმავალი ორივენი ვდგევართ აია სოფიას წინ. რატომღაც მიყვარს ჩემი ცხოვრების ასეთი მომენტები...
მერე, როგორც მჩვევია, ისევ უკანმოუხედევად ვჯდები ტრამვაიში და მხოლოდ რამოდენიმე გაჩერების შემდეგ, ჩემდაუნებურად ვაცნობიერებ, რომ დაჰკრავდა ამ ყველაფერს რაღაც უიმედო რომანტიზმის ელფერი... 
არ იქნა შენი გამოსწორება თათია! ვეჩხუბები საკუთარ თავს და ცხვირს Lonely Planet-ის მორიგ წიგნში ვრგავ.

#2

გამგზავრებამდე 3 დღით ადრე ვარკვევ, რომ უგანდაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი არის რაფტინგი და თუ დროში ჩემსავით შეზღუდული ხართ, მეც გირჩევთ სხვა ყველაფერი დაივიწყოთ და ირაფტინგოთ ჩემი Lonely Planet-ის წყალობით ვიპოვე კომპანია, რომელმაც შემომთავაზა, ერთადერთი შანსი დაგეხმაროთ, არის რომ პირდაპირ აეროპორტიდანვე წაგიყვანოთ ჯინჯაში -ნილოსის სათავეებთან და რაფტინგის შემდეგ უკან ენტებეში დაგაბრუნოთო. არც კი დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი მაგათ წინადადებას. 
გამგზავრებამდე ჩემს სკეპტიკოსი მეგობარი მეკითხება თუ რა სირთულისაა რაფტინგი, მგონი 3 თქო, ვპასუხობ.. ეგ არაფერიაო მეუბნება მეგობარი, მაგრამ ვაი როცა თვითმფრინავში მჯდომი ვკითხულობ წიგნში რომ 3 კი არა, ძირითადად 4-5-ის და შიგადაშიგ 6-ის სირთულის მონაკვეთებიც არის მარშტზე. "ვაი შენს დღეს თათია!" - ვეჩხუბები ჩემს თავს, მაგრამ დიდადაც არა, ეხლა დაღლილი ვარ და ხვალ მოვიფიქრებ ადგილზე თუ როგორ გამოვძვრე!
...
ჩემს გვერდით მჯდომი მგზავრების შეშფოთებული ჩურჩული ძილს მიფრთხობს. უკან მჯომ ინგლისელ ბიჭებს ვეკითები რა ხდება თქო.. უამინდობის გამო ვერ ვჯდებით აეროპორტშიო, მპასუხობონ თავადაც შეშფოთებულები. ავნერვიულდი. ისედაც ყოველი წუთი სათვალავზე მაქვს, ეხლა კი თუ თვითმფრინავი თუ ვერ დაჯდა, Goodbye Nile and Rafting! 

ბევრს ეცადა ჩვენი კაპიტანი, ორჯერ დაარტყა წრე ენტებეს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს გამოგვიცხადა საწვავი გვითავდებაო და რუანდაში გადაგვაფრინა. რუანდაში! ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დილის 4 საათის ნაცვლად უკვე 6 საათი იყო როცა ამომავალი მზის და ვიქტორიას ტბის ფონზე ჩვენმა თვითმფრინავმა დაჯდომა მოახერხა უგანდის მიწა წყალზე.



 და მაშინ, როცა მგონია რომ ჩემი მძღოლი ალბათ უკვე დაიღალა ლოდინით და რაფტინგზე უკვე არც უნდა ვიოცნებო, ჰოი საოცრებავ, იქ არ დგას?!
-აზრი აქვს ეხლა ჩემს ჯინჯაში წამოსვლას? -ვეკითხები და გულში იმედი მაქვს, რომ რაიმე იმედიანს მეტყვის..
- რაფტინგს ვერ მიუსწრებ - მპასუხობს უდარდელად და თან ჩანთას უკანა სავარძელზე ათავსებს - მაგრამ მე დამავალეს წამოიყვანეო და წავიდეთ!
უცნაურია, მაგრამ მაინც ვჯდები მის დანჯღრეულ მინი ავტობუსში და დაძრული არ არის, რომ განწირულუი ხმით ვიწყებ ზუზუნ-წუწუნს: "იქნებ, რამენაირად ვიჩქაროთ? იქნებ მაინც მივუსწროთ? ეხლა რომელი საათია? 7? რამდენია საათია ჯინჯამდე? აა 3 საათი?.. იქნებ რაიმე შანსი არსებობს რომ 8-ის ნაცვლად უფრო გვიან დაიწყონ?!"

ეტყობა, ძალიან მობეზრდა ამ კაცს ჩემი გაბმული წუწუნის მოსმენა, ან იქნებ მართლა გულით შევებრალე? მე ხომ მართლა გულით მინდოდა რაფტინგზე მოხვედრა. უეცრად ტელეფონი მოიმარჯვა, გადარეკა, მერე მე გამომიწოდა და ჰა უფროსს ესაუბრეო... 
ვიღაც ინგლისური აქცენტის მქონე ახალგაზრდა ბიჭს  ნახევარ წუთში მოვუყევი მთელი ისტორია. ავუხსენი, რომ უგანდაში მხოლოდ 1 თავისუფალი დღე მაქვს და ერთადერთი შანსია ნილოსის სათავეები ვნახო და ვირაფტინგო. ბიჭმა მისმინა, მერე ღრმად ამოისუნთქა და შენ ჩვენს ბანაკში აღარ მოხვიდე, მძღოლს უთხარი პირდაპირ ნავების დაშვების წერტილთან მიგიყვანოსო და მე აქ ამათ რაც შემიძლია დავაკავებო..

გზად რამდენჯერმე გადარეკ-გადმორეკა კიედვ ჩემმა მძღოლმა: "ეხლა საუზმეს მორჩნენ.. ეხლა ავტობუსი ნავების დაშვების წერტილისკენ წავიდა... ეხლა მივიდნენ." თან გზად ისეთი სისწრაფით მიქრის, რომ ორივე ხელით სავარძელს ვარ ჩაბღაუჭებული. გული ასე დიდი ხანია არ გაუეხათქავს არცერთ მძღოლს ჩემთვის..

ასეთ საუცრებებს ჩავუქროლეთ რეაქტიული სისწრაფით -"for cooking" - ამიხსნა მძღოლმა

ძალიან მომეწონა უგანდა, ის რაც ელვის სიწრაფით მიმავალი მარშუტკიდან დავინახე და ვფიქრობ, რომ ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები

როგორც იქნა მივაღწიეთ! ყველანი ნავებში უკვე არიან ჩამსხდარნი. ორივე ხელით მივათრევ ჩემოდანს საპირფარეშოსთან, ვიღაც რომ მიმითითა, გამოცვლა აქ შეიძლებაო. ელვის სისწრაფით ვიცვლი და მხოლოდ ამის შემდეგ კითხულობ სად დავტოვო ჩემი ჩემოდანი თქო. და არა მარტო - ლეპტოპი, ფული და პასპორტიც. პასპორტიც! "აი იმ ავტობუსში"-იო მანიშნებენ ნახევრად დაჟანგულ ავტობუსზე ყველა ფანჯარა და კარი რომ ღია აქვს..
ფიქრის და რისკების ანალიზის დრო არ მაქვს, ვიღაც გამურული ბიჭი ჩემს ჩემოდანს მიათრევს, მე მივდევ და სავარძელზე "მზრუნველად" ვათავსებ ლეპტოპის ჩანთას, მთელი ჩემი ცხოვრება და "თავისუფლება" რომ არის შიგ მოთავსებული.
მერე თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ მდინარის პირას და იმ ერთადერთ ნავში ვხტები, რომელიც არის დარჩენილი ნაპირზე.

ის იყო ნავი ნაპირს მოშორდა და ჩვენმა უსიმპატიურესმა ინსტრუქტორმა ბობმა ძირითადი წესების ახსნა დაიწყო, რომ ჩემდა გულის გასახეთქად ვაცნობიერებ - ნილოსი სათავეებთანაც ისეთივე განიერი და უძიროა, როგორც იქ ქვემოთ ეგვიპტეში!
"ეხლა ნავს ამოვატრიალებ" - ამბობს ბობი. ასეთი მეთოდი აქვს, რომ წინასწარ გააკეთოს ყველა იმ მომენტის სიმულაცია, რაც ქვემოთ დინებას წაღებულებს შეიძლება გადაგხვდეს .. და უეცრად აკანკალებული ვეუბნები:
-იცით, მე ცურვა არ ვიცი... - ყველა ჩუმდება და მე მიყურებს.
- რას ქვია ცურვა არ იცი! აბა აქ რა გინდა?! -მეკითხება თვალებ გაფართოებული ინსტრუქტორი და ერთიანი შეშფოთებული კითხვების ტალღა უვლის მთელს ნავსაც: "სულ არ იცი? საერთოდ ვერ ცურავ? როგორ შეიძლება ცურვა არ იცოდე?!" 
-მოდი ასე მოვიქცეთ. შენ ეხლა ადექი და წყალში გადახტი და ეცადე იტივტივო... -მეუბნება ბობი
-არ შემიძლია ეგრე.. -ვეუბნები, თან ვგრძნობ რომ მუხლები მიკანკალებს და იმასაც ვხვდები, რომ ცივი წყალი აქ არაფერ შუაშია.
-Sweet! - ბიჭის ნილოსივით მუქი მწვანე თვალები უცებ ამ წყალივით ყინულივით ცივი ხდება -ეხლა შენ ან გადახტები წყალში, ან ჩემი ნავით უბრალოდ ვერ დაეშვები! - მეუბნება და ვხვდები რომ მართლა არ მაქვს სხვა გზა. არ გაჭრის ამასთან გულის ამაჩუყებელი ტირილი. ან უნდა გადავხტე თავით ამ უძირო სიმწვანეში, ან უნდა დავემშვიდობო რაფტინგს, ან რაც უარესია, სამარცხვინოდ სხვის ნავში გადაჯდე .

არა რასისტი არ ვარ, არც არასოდეს ვყოფილვარ, გთხოვთ სწორედ გამიგოთ. მაგრამ როცა არჩევანი დგება ამ მწვანე (თუნდაც ყინულივით) ცივ თვალებიანსა და სხვას შორის - ღრმად ვისუნთქავ და ვხტები ცივ და უძირო სიმწვანეში!.

და მერე იყო, ყველაზე ბნელი, მწვანე, ცივი და გრძელი 3 წამი ჩემს ცხოვრებაში. ასე არასოდეს არ შემშინებია და შემცივებია ცხოვრებაში. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ წყალი სხეულში შემივიდა, ძარღვებში სიხლს შეერია და გული მომიყინა შიგნიდან...

ბოლოს და ბოლოს ჟილეტმა თავის ქნა და ამომაგდო ზედაპირზე.. სხვები ამ დროს გართულები იყვნენ, ბობს ნავი გადმოეტრიალებინა და ასწავლიდა ამ სიტუაციაში რა ექნათ.. ჩემთან კაიაკი მოცურდა, მოვეჭიდე.. ბიჭმა შემხედა და რატომ გეშინია ეგრეო მკითხა. წყლის მეშინია თქო ვუპასუხე. დიახ, წყლის მეშინია, პანიკურად და ისიც კი არ მიმცირებს ამ შიშს, რომ ჟილეტი მაცვია და ჩაფხუტი მახურავს...

ბოლოს ბობმა აგვკრიფა ნავზე პანტა-პუნტად მოტივტივეები და დავეშვით მდინარეზეც...


http://nalubalerafting.com/ - რეკომენდაციას ვუწევს! ნამდვილი პროფესიონალები არიან!-სიმპატიურებიც :) 

ეხლაც თითქოს არ მჯერა, რომ მე ეს მე გადამხდა. ხანდახან ეჭვი მეპარება ხოლმე საკუთარ ადეკვატურობაში. თუმცა, გასამართლებელს ყოველთვის ვპოულობ სიტყვებით - "სამაგიეროდ გასახსენებელი მექნება!" -გასახსენებელი და ცოტა სატრაბახოც :). 

რა თქმა უნდა არ ვნანობ, პირიქით! მოგვიანებით ჩემს კოლეგებს ვუყვები ამ ამბავს, მერე ერთი მომიტრიალდა  და : "You went to white water rafting and you can't swim?! Are you crazy?!!" . "F*ck!  მაინც შევირცხვინე თავი! " -ვფიქრობ გულში და თან უხერხულად ვიჩეჩავ მხრებს.


მეორეჯერაც იგივეს გავაკეთებდი, იმის მიუხედავად, რომ ისევ პანიკურად მეშინია წყლის!

#3
დანარჩენზე არ მოვყვები. არც მზის დაბნელებაზე და არც იმაზე ზანზიბარზე გადაფრენა მხოლოდ იმიტომ, რომ თევზი ვჭამო იმ უცნაურ ბუნგალოს რესტორანში ზედ ინდოეთი ოკეანეში რომაა, დიდი ვერაფერი თავგადასავალია. არც იმაზე მოგაწყენთ, როგორ ვათრიე ორი უზარმაზარი ანანასი ზანზიბარიდან ტანზანიამდე და იქედან სტამბულის გავლით თვილისში და ბოლოს კი ბებოს გავუგზავნე. მე თუ არა, სხვა ვინ გაასინჯებს მას მსოფლიოში ყველაზე ტკბილ ანანსს, ისეთს როგორიც თავად არის ჩვენთვის..

#4 
ტანზანიიდან მომავალს, სწორედ იმ მომენტში გამომეღვიძა, როცა ცა ათასგვარ ფერად შეღება ამომავალი მზის სხივებმა. სად არ შევხვდერივარ მზის ამოსვლას, ვისთან ერთად და რა განსაკუთრებული ისტორიებით, მაგრამ ალბათ ყველაზე გულის გამწურავად ლამაზი სწორედ ეს მზის ამოსვლა იყო ჩემთვის. 




და უცებ მთელი გულით შემშურდა მისი...იმისი, ვინც ალბათ ზუსტად ასეთივე მზის ამოსვლას ბევრჯერ უყურებს ალბათ... და ისევ "არ იქნება შენი გამოსწორება თათია!!" - ვეჩხუბები საკუთარ თავს... 

October 20, 2013

ვიწრო და პატარა მსოფლიო

ცოტა ხანში აფრიკაში მივფრინავ. თრეველ კომპანიამ ვერა და ვერ გადაწყვიტა, თუ როგორ დაეჯავშნათ ჩემთვის მარშუტი. საბოლოოდ მომიბოდეშეს, ერთი დამატებითი დღე მოგიწევს დარ ეს სალამში გაჩერებაო, მაგრამ კომპენსაციისათვის შეგიძლია ზანზიბარში გადახვიდე, ულამაზესი კუნძულია და რაიმე საინტერესოს აუცილებლად იპოვიო.. რა თქმა უნდა გულითადი მადლობა გადავუხადე და მეტი არაფერი მიხსენებია, თქვენ კი ჩემს ბოლო ზანზიბარული ბოლო დღის მოგონებას გაგიზიარებთ...
...

მას მსოფლიოში ყველაზე მწვანე თვალები და გაბურძგნული თმები ჰქონდა. როცა წინ ჩავუარე ისეთმა გაუცებულმა შემომხედა და ისე აუკიაფდა ეს თვალები გარუჯულ სახეზე, რომ მეც ძალაუნებურად ფეხი შევანელე. ეტყობოდა, ძალიან გაუკვირდა თეთრი და წითელთმიანი გოგოს დანახვა ამ გამურული ხალხით გატენილ სანაპიროზე და მიუხედავდ იმისა, რომ ირგვლივ უამრავი ცარიელი სკამი იყო, რა თქმა უნდა მასთან მივედი და "შეიძლება დავჯდე თქო" ვკითხე.. "Oh, please do it!" - დღემდე მახსოვს როგორი ინტონაციით აღმოხდა.. 


ლამაზმანი სამხრეთ აფრიკიდან იყო, კეიპტაუნიდან დაიწყო და ტანზანიამდე ველოსიპედით ჩამოვიდა. მაჩვენებს განვლილი გზის ფოტოებს და ვიდოებს თუ როგორ ხტება ვიქტორიას ჩანჩქერიდან ფეხზე თოკ გამობმული. მერე მე ვუყვები ჩემს ისტორიებს და "You are f*ing crazy"-საც ვიმსახურებ.. დღეს ვიწრო ქუჩებში ხეტიალით, ფერდი მერკურის ბარში ლუდის სმით, სანაპიროზე მზის ჩასვლის ცქერითა და იქვე გრილზე შემწვარი თევზის ჭამით ვაგრძელებთ.

მოკლედ, იდეალური რომანტიული ფილმის სიუჟეტი გამოვიდოდა, თუმცა ჩემი პოსტის თემა ამჯერად ეს სულაც არ არის. ნუ, ოდესმე შეიძლება ეგეთებიც დავწერო, ოღონდ ეხლა არა.  ეხლაც იმიტომ ვახსენე, რომ მის გარეშე ქვემოთ ისტორიას ვერ მოვისმენდი.


მოგვიანებით სანაპიროზე ჩემი მეგობარი ებრაელი გოგონა ვიპოვეთ, აი ის წინა დღეს რომ გავიცანი და ერთად ვიგერიებდით ნარკო ბარიგებს პლაჟზე... ცოტა ხანში შემოგვიერთდნენ ჰოსტელის მეპატრონე ქალი და მისი მეგობარი გაურკვევლი რჯულის გამურული და ფერად ქუდებიანი ახალგაზრდები. ვსხედვართ ასე პარკში პორტის წინ, წინვე გაგვიშლია მოსაწევი შიშა და წრეში ჩამოატარებით ვეწევით. ჩვენს ირგვლივ უამრავი ხალხი ირევა, ფუსფუსებს, ანალოგიურად ჭამენ-სვამენ და ერთობიან. მეორე დღეს 7 საათზე ბორანით უნდა დავბრუნდე აფრიკის კონტინენტზე, მაგრამ ეს რატომღაც არ მადარდებს და თავს უცნაურად მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ ამ ქაოსსა და გაურკვევლობაში.

და უეცრად წინ ერთმა ახალგაზრდამ ჩაგვიარა, გამჭირვალე სათვალეებით, ხაკისფერი მაისურით, შორტებითა და სანდლებით.  გრძელიტალღოვანი თმები მხრებზე ეცემოდა და მოგრძო სახეს კიდევ უფრო უგრძელებდა... ჩაგვიარა თუ არა მე და სამხრეთ აფრიკელს ერთდროულად აღმოგვხვდა "Hi Jesus!"... არ ვიცი, იქნებ ზედმეტი მოგვივიდა ზანზიბარის ცნობილი შიშა, მაგრამ ფაქტია, ბიჭი მოტრიალდა მოვიდა ჩვენთან და გაბრაზების ნაცვლად გაგვიღიმა. "აი ასე არის სულ" შეწუხებულმა ჩაილაპარაკა და არც დაელოდა ჩენს შემოთავაზებას იქვე წინ მოკალათდა. 
საინტერესო ვინმე აღმოჩნდა, ისრაელიდან. ჯარი დაამთავრა და მიატოვა ყველაფერი. ცოტა ხანში მე, ლამაზმანი და ებრაელი გოგო თავის სახლში მიგვიპატიჟა, იქვე პარკის გადაღმა რომ ჰქონდა ნაქირავები. სამხრეთ აფრიკელი და ჩემი მეორე მეგობარი გოგოც სიხარულით დასთანხმდნენ. 

ხანდახან ვფიქრობ, რომ როცა ვმგზაურობ, ადამიანებს ზედმეტად ვენდობი ხოლმე და ურიგო არ იქნება, უფრო მეტი სიფრთხილე რომ გამოვიჩინო მომავალში. თუმცა იმ მომენტში დებილივით რომ არ წავხეტიალებულიყავი ამ სრულიად უცხო ხალხთან ერთად, ალბათ იმ მოგზაურობაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ამბავსაც ვერ მოვისმენდი. ამ ისტორიას ოდესმე გავალამაზებ, განვავრცობ და რამე კარგ სიუჟეტადაც გამოვიყენებ (თუ არ დამეზარა), ამიტომაც მადლობა ჩემს ებრაელ მასპინძელს.
ისტორია ამ ებრაელის ორ ტყუპ ძმაკაცზეა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მართალია, იქნებ ებრაელს უნდოდა ჩვენზე შთაბეჭდილების მოხდენა, ან იქნებ ჩემი მტკიცების მიუხედავად რომ "არ ვბოლდები", მაინც იმოქმედა ჩემზე ცნობილმა "ზანზიბარულმა", მაგრამ ფაქტია, რომ იმ ღამესვე სასტუმროში მისულს არ დამეზარა და ბლოკნოტში ჩავიწერე შემდეგი:

ტყუპების მშობლებმა ერთმანეთი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს კიევში გაიცნეს. ქალი უკრაინელი ებრაელი იყო, კაცი - სამედიცინოს სტუდენტი ტანზანიიდან. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და მალე ტყუპებიც მოევლინენ ამ ქვეყანას, მაგრამ არაფერი არ გრძელდება სამუდამოდ. დრო შეიცვალა და ცოტა ხანში კაციც იძულებული შეიქმნა უკან გაბრუნებულიყო სამშობლოში. ქალს ამ ფაქტმა გული ისე ატკინა, რომ შვილებს გვარი შეუცვალა ხელი დაავლო და ისრაელში გადაბარგდა.
დრო გავიდა, ბავშვები გაიზარდნენ და ჯარში წავიდნენ. იქ ჩემს ებრაელ მეგობარს შეხვდნენ, აი იმას იესო ქრისტეს, რომ ჰგავდა ძალიან. ბავშვები უმამომაბს ძალიან განიცდიდნენ და გადაწყვიტეს ჯარის შემდეგ რადაც არ უნდა დაჯდომოდათ მამა მოეძებნათ. რა თქმა უნდა საუკეთესო მეგობარმაც დახმარება აღუთქვა. 
ჯარი დაამთავრეს და ტყუპებმა და მათმა მეგობარმა ერთად მიაშურეს დარ ეს სალამს. წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ საიდან უნდა დაეწყოთ ძიება. ერთადერთი რაც იცოდნენ იყო გვარი და ის, რომ 20 წლის წინ რომელიღც ჰოსპიტალში მუშაობდა ექიმად. მეგობრებიც ადგნენ და ყველა ჰოსპიტალის კარებზე დააკაკნეს და არქივები გადაქექეს. ბოლოს,  დიდი ხნის ძების შემდე, ერთ-ერთი ჰოსპიტალის თანამშრომელმა გაიხსენა ასეთი სახელის მქონე ექიმი. აღმოჩნდა, რომ მას მედიცინა მიეტოვებინა და პოლიტიკაში გადაბარგებულიყო. ისიც გაიგეს, რომ ტაგას პროვინციაში მოღვაწეობდა. მიაშურეს ტაგასაც და ძალიან გაოცდნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ეს კაცი მთელი პროვინციის გუბერნატორი ყოფილა - ამავე დროს პროვინციის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანი. 
ძალიან დაბნეული, ცოტათი შეშფოთებული 3 მეგობარი, გუბერნატორის კარს მიადგნენ. როგორც ჩემი მეგობარი ყვებოდა, როცა დაცვამ კითხა, თუ რა გადაეცათ გუბერნატორისათვის, ვინ გკითხულობსო, ძმებმა ერთდროულად მიუგეს "თქვენი შვლებიო!".
დაცვა გატრიალდა და მეგობრები რამოდენიმე ხანმოკლე და ყველაზე გრძელი წუთი ელოდნენ მის უკან დაბრუნებას.. ბოლოს გამოჩნილა "I've been waiting for my sons" -ო  გუბერნატორის ამ სიტყვებით.

მითხარით, რომ მსგავსება მე არ მომლანდებია
ვერ აგიღწერთ გამომეტყველებას, რაც ჰქონდა ჩემს ებრაელ მასპინძელს ამ მომენტის მოყოლისას. თითქოს თავადაც იპოვა მამა მამაშინ. თვალები უბრწყინავდა და წინადადებებს შორის ამატებდა, აუცილებლად იქნებიან ერთად ისინი, ვისაც ეს ბედით უწერიათო...

ბიჭებმა მამა  იპოვეს, მამამ შვილები.. ცოტა ხანში მეგბარს მობეზრდა სტუმართმოყვარეობით სარგებლობა ბარგი ჩაალაგა და მადაგასკარში გადაბარგდა (მეც მეუბნებოდა, აუცილებლად წადი, მოგეწონებაო)... წლები გავიდა, ბიჭები დაიფანტნენ, გაიზარდნენ და 4 წლის შემდეგ, ისევ შიეკრიბნენ 3-ვენი ისევ დარ ეს სალამში და ეხლა უკვე საკუთარი საქმის დაწყებას აპირებდნენ. ერთ სასტუმროს ზანზიბარში ხსნიდნენ, მეორეს არუშაში. წინ მიმავალი დიდი გეგმები ჰქონდათ. იყო რაღაც მართლაც ამაღელვებელი ამ ამბავში და მთელს ისტორიაში და ეს მეგობარიც ისე ყვებოდა, რომ 3-ვენი გულისყურით ვუსმენდით.

....

ბოლოს მოსაწვი ჩაიფერფლა და მეც დავემშვიდობე მეგობრებს. ავიღე ფოტო აპარატი და უკანმოუხედავად გამოვიხურე ყველა კარი. დღემდე არ მესმის ასე რატომ მოვიქეცი მაშინ. ეხლა კი უკვე ძალიან ვნანობ. პირადად მე ვეუბნებოდი ყველას, რომ არასოდეს არ უნდა გაწყვიტო არავისთან კონტაქტი, მაშინაც კი თუ დარწმუნებული ხარ, რომ ადამიანს ვერასოდეს შეხვდები და რამოდენიმე წუთის წინ მოყოლილმა ისტორიამაც ვერაფერი მასწავლა :(. ვერ ვისწავლე დღემდე, რომ დედამიწა არის ძალიან ვიწრო და პატარა, არასოდეს არ იცი სად მოხვდები და ვის შეხვდები (again and again). მაშინ მეგონა, რომ ამ ადგილებში არასოდეს არ დავბრუნდებოდი და მათაც ვერასოდეს შევხვდებოდი და რატომ მეგონა ასე, ეს კი გაუგებარია, ადრეც ხომ დავბრუნებულვარ და შევხვედრივართ კვლავ და კვლავ...

ზემოთ მოყოლილი ისტორიით და ჩემი საკუთრი სხვებით, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს მსოფლიო შეიძლება იყოს საოცრად ვიწრო და პატარა თუ არის სურვილი და გწყალობს მცირედი იღბალიც... როგორც ეს ებრაელი ბიჭი იტყოდა, თუ იღბლიანი ხარ ბრუნეის მოსახლესაც შეხვდები, იმისდამიუხედავად, რომ ძალიან ცოტანი არიან და შესაბამისად სადმე სხვა ქვეყანაში მათთან შეხვედრის შანსი ფაქტიურად 0 არისო....

ეხლა ეს მოგონებიბი იმიტომ ამომიტივტივდა, რომ ცოტა ხანში ჩემდა გასაოცრად ისევ იმ არემარეში ვბრუნდები, გამახსენდა ის ერთი ლამაზი დღე სამხრეთ-აფრიკელ ექსტრემალთან და უცნაური ისტორია ებრაელი ბიჭის მეგობრებზე, ეხლა რომ საშინლად მაინტერესებს მართალი იყო თუ არა ეს უკრაინელ-ებრაელების ტანზანიური თავგადასავალი, ან როგორ დასრულდა მათი ოცნებები-გეგმები. იქნებ მართლა ყველაფერი გამოიგონა იმ ჩვენმა მასპინძელმა, ან სულაც მე მოვბოდე ეს ისტორია?  თუმცა ამას ალბათ ვერასოდეს ვერ გავიგებ. ნუ, თუ რა თქმა უნდა ზანზიბარში არ გადავალ და იმ უცნაური ებრაელის კარებზე არ დავაკაკუნებ და ვეტყვი "Hi Jesus!"

October 6, 2013

იორდანიული მოგონებები

-Did you also have an accident in Petra? - მეკითხება ერთი, ჯერ ირანში შემდეგ კი ეგვიპტეში რომ დამემგზავრა.. ჩემსავით მასაც ისევ უდაბნოსკენ გაუწია გულმა და ეხლა რჩევებისთვის გამიხსენა.
-Not really.. - ვპასუხობ საკმაოდ ამაყი, მაგრამ მერე მახსენდება და ვუყვები, თუ როგორ დავკარგე ტელეფონი პეტრას კლდეებში ძრომიალისას, როგორ დამებლოკა ყველა პლასტიკური ბარათი ბედუიონებთან ერთად უდაბნოში წასვლამდე და რომ არა ჩემი ბანკირი მეგობრების დისტანციური დახმარება, რომელიმე ბედუინის მე-9 ცოლობა არ ამცდებოდა.
- Why I'm not surprised?! As you say - Lucky you! -რა თქმა უნდა არ უკვირს, ერთობლივი ეგვიპტური თავგადასავლების შემდეგ ჩემგან უკვე აღარაფერი აღარ უკვირს.

მასთან საუბარისას გაოცებული აღმოვაჩენ, რომ მახსოვს საკმაოდ ბევრი დეტალი და თუ მოვინდომე, ალბათ მშვეინერ Guide book-საც დავწერ. აღმოვაჩინე, რომ ველაპარაკები Lonely Planet-ის ტემბრით და კიდევ უფრო მძაფრად მომინდა მათთან მუშაობა (Someday!) ..

მარშუტი დავგეგმეთ, სასტუმროებიც ისეთები შევარჩიეთ, ჩვენნაირებს რომ ადვილად შეხვდეს. ისეთი კმაყოფილების გრძნობა მაქვს, თითქოს მეც მივდივარ მასთან ერთად.

მეკითხება რითი იყო ეს მოგზაურობა გამორჩეული სხვებისგან. ვუამბობ ისტორიებს. ნაწილი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ აქვს მოსმენილი.. მერე ერთად მივდივართ დასკვნამდე, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, რას ათვალიერებ, მთავარი ამ დროს, რაც გამახსოვრდება და რაც წლების შემდეგაც კი გათბობს და გაღიმებს, არის ის წვრილმანი, უმნიშვნელო დეტალები და მინი ისტორიები, რომლებიც ნებისმიერ მოგზაურობას თავგადასავლის ელფერს სძენს. სწორედ ამ წვრილ-წვრილი ისტორიების გამო არის ჩემი მოგზაურობები განსხვავებული თქვენისგან და თქვენი კი ჩემისაგან. ამ ისტორიებს ქმნი თავად. შენზეა დამოკიდებული, რომ ერთი ჩეულებრივი მოვლენა აქციო განსაკუთრებულ მოგონებად.

ესეც ჩემი იორდანიული მოგონებები:


#1 - რაიმონდი

ის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადამიანია ვინც შემხვედრია. პირველად მას სირიაში შევხვდი ჩემი პირველი მოგზაურობისას. უფრო სწორედ, ჯერ ინტერნეტ ფორუმზე გავიცანი, შემდეგ დამასკოში მის ჰოსტელში დავბინავდი და მოვიხიბლე მისით.
როგორც ჩანს თვითონაც დავამახსოვრდი, რადაგანაც როცა შემდეგ წელს უკვე ბეირუთში გაჩხერილი ვგეგმავდი იორდანიაში გადასვლას სირიის გავლით და ისევ ფორუმზე ვპოსტავდი, მიცნო და მომწერა. მიამბო, რომ თავად სირიაში აღარ ცხოვრობს შექმნილი პრობლემების გამო, რომ ეხლა ამანში დაიდო ბინა და ახალ სასტუმროს ხსნის. მომწერა, დამასკოში თუ ჩახვალ ჩემს ჰოსტელში გაჩერდი უსასყოდლოდ და იქაური პერსონალიც ყველაფერში დაგეხმარებაო. მთხოვა, იორდანიაშიც რომ ჩამოხვალ ჩემთან გაჩერდი, სასტუმრო ჯერ არ გამიხსნია მაგრამ ადგილს გამოგიებნიო. ძალიან გამიკვირდა და გავოცდი.

დამასკოში სხვადასხვა მიზეზის გამო სხვა ჰოსტელში გავჩერდი, ახალ გაცნობილ მეგობრებთან ერთად რომ ვყოფილიყავი.  ამანშიც ვარჩე ხალხით სავსე ჰოსტელში დავბინავებულიყავი, თან მომერიდა რაიმონდის კართან გამოვცხადებულიყავი. მაგრამ ძალიან გავოცდი როცა ჰოსტელის მისაღებში დამიბარეს ტელეფონზე გთხოვენო. კიდევ უფრო გამიკვირდა როცა რაიმონდმა მომაკითხა, მანქანით მთელი ქალაქი დამათვალიერებინა, ვახშამით გამიმასპინძლა და ბოლოს მსოფლიოში ყველაზე მაგარ ტკბილეულის მაღაზიიდან დატვირთული გამომიშვა.. და ეს იმ დღეს, როცა მე კონტრაბანდისტ ტაქსისტთან ერთად გადავკვეთე სირია-იორდანიის საზღვარი და ნერვიულობისგან გაფითრებული და თვალებ გაფართოებული ვერც ვაცნობიერებდი რომ უკვე სამშვიდობოს ვარ.

რაიმონდს ჩემი მეგობარიც იცნობს..  ისიც ჩემსავით შეყვარებულია მასზე თავისი შორეული სირიული მოგზაურობის შემდეგ და ეხლა აპირებს მის სასტომროში დაბინავებას. ჩემგან დიდ მოკითხვებსა და გულწრფელ Hug-ს ვატან. "რა თქმა უნდა გადავცემ!" - მპირდება და მეც მჯერა.

თუ რომელიმე თქვენგანი იორდანიაში მოგზაურობას გადაწყვეტს, გულით გირჩევთ აქ გაჩერებას :http://www.ammanpashahotel.com/


# 2 -პეტრა

არასოდეს არ მინდოდა პეტრას ნახვა. ყველა მეუბნებოდა, რომ საოცრად ლამაზია, მაგრამ მაინც არ მიმიწევდა მისკენ გული. მაგრამ იყო ერთი რამ - ჩემი წიგნის გარეკანს ამშვენებდა ბედუინის ფოტო, რომელიც უზარმაზარი ტაძრის სახურავზე გამოჭიმულიყო. ვიცოდი, რომ ეს ტაძარი პეტრაში იყო და რა თქმა უნდა ჩემს თავს დავპირდი იგივე ადგილას გადავიღებდი ფოტოს უკვე წიგნით ხელში.

მე და ერთმა მხიარულმა კანადელმა ამანი სადღაც დილის 5 საათზე დავტოვეთ. ავტობუსში ძილი ამომავალი მზის სხივებმა დამიფრთხო.  პეტრას კარიბჭემდე ჯერ ფრანგ-ირლანდიელი გოგო-ბიჭის უცნაურ წყვილთან ერთად ვიარე, გოგო გაუთავებლად ბაზრობდა თავისი მოგზაურბის დეტალებზე და რაღაცნაირად მოვახერხე რომ ხალხში დავკარგვოდი. ცოტა ხანში ისევ გადავეყარე ჩემს კანადელ მოგზაურს და გზა ადგილობრივი ბედუინების შეძახილების ფონზე ერთად გავაგრძელეთ. "Hi!" "Where  are you from? " "Donkey donkey like Ferrari! With air conditioning! "  ეს ბედუინები ისეთი გამხდრები არიან, ვოცდები და უნებლიედ ვიწყებ ფიქრს, თუ რაში უდგათ სული. მეგობარმა ვერ გაუძლო შავგრემანი ბედუინის შარმს და მონასტრამდე გზა ჯორზე ამხედრებულმა გააგრძელა. მე ადგილობრივ ფერარიზე უარი ვთქვი და ფეხით ავიარე 800 საფეხურიანი კიბე.

ავაღწიე! ვიპოვე მონასტერი, ის რომელიც ჩემი წიგნის ყდაზეა გამოსახული.

ვიპოვე კანადელი მეგობარიც... ვზივარ მონასტრის წინ და ვუყურებ როგორ ეფლირტავება პეტრას ყველაზე სიმპათიური ბედუინი ტურისტ გოგონებს. აგერ ერთს ჩაით გაუმასპინძლდა.. ვფიქრობ მივიდე თუ არა მასთან და გამოცნაურო. ვიცი ვინც არის, საერთო ნაცნობი გვყავს, ლონდენელი ლი და ავსტრალიელი ქვინი, შარშან რომ გავიცანი სირიაში. ვიცი რომ, ლიმ ჩემზეც მიწერა რამოდენიმე დღის, შეიძლება  კიდეც დამეხმაროს და ტაძრის სახურავზე ამიყვანოს.. მაგრამ ბიჭი აშკარად დაკავებულია ქერა გოგონათი, სად მე და სად მოკლე შორტებიანი სლავური გარეგნობის ქალი..

ადგილს ვიკავებ კანადელის და ჰოლანდიელის შორის და სანამ ჩემს შეკვეთილ პიტნის ჩაის მომიტანენ, ამსტერდამის ნარკოტიკებზე საუბარში ვერთვები...
-როგორ შეიძლება ამ ტაძრის სახურავზე აძრომა? - ვეკითხები ბედუინს პიტნის ჩაი, რომ მომიტანა.
-შენთვის? არანაირად! - მიყურებს და ირონიულად ეცინება.
-კი მაგრამ ეს ფოტო ხომ ამ ტაძრის სახურავზეა გადაღებული?!- ვაგრძელებ და ცხვირწინ წიგნის გარეკანს ვუფრიალებ
-ეგ გამონაკლისია! ტურისტებისათვის კი აქ ასვა არ შეუძლება! პოლიციას ხედავ?! დაგიჭერენ მცდელობისთვისაც კი!
ზურგი მაქცია და წავიდა.. ჰოლანდიელი და კანადელი გაოცებით მიყურებენ. "Are you crazy?!" მეკითხება ერთი. "შეიძლება მანდ ასვლა! მაქვს ნანახი ფოტოები ინტერნეტში!" -ვაგრძელებ ჯიუტად. უბრალოდ მთავარია გავარკვიო როგორ.
ისევ მივედი მუსტაფასთან. ისევ გავუღიმე, თვალები ჩავუკარი, ცრემლით ავივსე... არაფერი არ სჭრის. "პოლიცია დაგვიჭერს!" მეუბნება ჯიუტად.

ბოლო გზა მრჩება.
-იცი მე საიდან ვარ?! მე ვარ საქართველოდან, გსმენია ამ ქვეყანაზე?
-არა -მპასუხობს აშკარად გაღიზიანებული
-ჰოდა წარმოიდგინე რა შორს ვართ, რომ არც კი გსმენია ჩვენზე. მე კიდევ ბავშვობიდან ვოცნებობ აქ მოხვედრაზე და ამ ტაძრის სახურავზე აძრომაზე! (სახე ეცვლება ნელ-ნელა) მთელი 3 წელი ვაგროვებდი ფულს აქ რომ ჩამოვულიყავი და ოცნება ამესრულებინა! და შენ კიდევ მეუბნები ეს შეუძლებელია?! არ მივდივარ აქედან, სანამ იქ არ ამიყვან! - ვგრძნობ, რომ კისერზე ყველა ნერვი მებერება და თვალები მიწითლდება. არც მრცხვენია რომ ასე უნამუსოდ ვიტყუები.
-ჰოდა იჯექი აქ სანამ არ მოგბეზრდება! -ზურგს მაქცევს და მიდის.
დავჯექი, არ ვინძრევი. ჰოლანდიელი წავიდა, დამშვიდობებისას დამცინავად მისურვა Good Luck. რონდას ეტყობა, რომ აშკარად ერთობა სანახაობათ, იქვე ახლოს მოკალათდა და ფოტოების თვალიერება დაიწყო..

ხალხი ნელ-ნელა იშლება. თვით სიმპატიურმა ბედუინმაც კი შორტებიანი ქერა გოგოს გაცილება დაიწყო ქვემოთ. ბოლოს აღმოჩნდა რომ მთელს კომპლექსში მხოლოდ მე, რონდა, მუსტაფა და პოლიცილები დავრჩით. მე ურჩად მიჭირავს წიგნი, ვუყურებ ტაძარს და მუსტაფას ყოველ-გავლა გმოვლაზე "It's my dream!" გავიძახი. ბოლოს პოლიციელებმაც დაიწყეს ქვემოთ ჩასვლა. აი მაშინ კი წამოვფრინდი და მივვარდი ბედუინს.
-ეს ჩემი ბოლო შანსია! დამეხმარე ავისრულო ოცნება. იცოდე მთელს ცხოვრებას დამინგრევ, ვერ წავალ აქედან აქ თუ არ ავედი. მე გურული ვარ! ჩვენ ცოტა გიჟები ვართ, იცოდე რამეს ჩავიდენ! გავიშალე წითელი თმები..
არ ვიცი რომელმა ჩემმა ტყუილმა იმოქმედა, ან იქნებ მართლა განწირული სახე მქონდა, ბედუინმა ხელი ჩამკიდა და წამოეთრიეო ჩაიბურტყუნა..

მერე იყო ცოცვა მაღლა 59 მეტრის სიმაღლის კლდის ტაძარზე.

თავიდან კი მივძვრებოდი გაბედულად, მერე სიმაღლემ იმატა და მასთან ერთად სიმაღლის შიშიც გამიმძაფრდა.. მუსტაფამ იგრძნო და ფოტო აპარატი გამომართვა..

ავაღწიე! სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში არც მჯეროდა, რომ მართლა ავცოცდებოდი. მაშნაც კი როცა განწირული სახით ვევედრებოდი ამ ბიჭს.. მაგრამ, თუ არ ეცდები, ვერასოდეს ვერ გაიგებ გაგიმართლებს თუ არა!


მერე მუსტაფამ თავზე თავისი ხელით წამიკრა თავსაფარი და გადამიღო ფოტო Lonely planet-ის სტილში


(c) Rhonda Lucas




არასოდეს არ დამავიწყდება ის გრძნობა რაც მაშინ მქონდა. გრძნობა "მე ეს შევძელი" - მაშინ როცა საერთოდ არ ელოდები მას და ცოტა სინდისიც ქენჯნაც იყო, ეს ბიჭი რომ მოვატყუე.

მაგრამ ერთი რამ ცხადია, ხედი ზემოდან ყოველთვის უკეთესია და შენც ყველაფერი უნდა იღონო მის სანახავად, თუ გინდა რომ შენი საკუთარი მოგონება შექმნა!


სწორედ ამ ფოტოს National Geographic-ყიდის :)
...

ჩემს მეგობარს ბედუინ მუსტაფასთან მოკითხვას ვაბარებ. არ ვიცი დღესაც იმ კაფეში მუშაობს თუ არა, ან ვახსოვარ თუ არა, მაგრამ მაინც...


#3 Petra by Night 

უკვე ღამდებოდა მე და რონდამ ტაძრიდან რომ დავიწყეთ დაშვება. მე იმ ღამით ღამის პეტრას ტურის ბილეთი მქონდა უკვე შეძენილი. რონდამაც მოისურვა მხარი ამიბას. ვხვდებით, რომ კომპლექსიდან გასვლას უკვე აზრი არ აქვს. პირველივე ტაძართან ვჩერდებით, ადგილს ძელ სკამზე ვიკავებთ და ერთმანეთს ვეკვრით გაყინულები. უცნაურია, ეს ადგილი ჯერ კიდევ მზის შუქზე ათობით ათასი ტურისტით იყო სავსე, ეხლა კი ვზივართ მხოლოდ მე და რონდა აბსოლიტურ უკუნეთში და მდუმარებაში ერთმანეთს მიხუტებულები და სიცივისგან აკანკალებულები.
ცოტა ხანში ბედუინები გამოჩნდნენ, ისინი ვინც ღონისძიებისათვის უნდა მოამზადონ გარემო.
თავიდან ძალიან უკვირთ ჩვენი დანახვა, ბილეთებს გვიმოწმებენ და შემდეგ თერმოსიდან ჩამოსხმულ ცხელ ჩაისაც კი  გვთავაზობენ. ბოლოს ვიღაცამ პეჩენიის ნატეხი გვიწილადა. უეცრად დამთბა და თვალები გამინათდა..

ცოტა ხანში ამ ჯგუფის წინამძღოლი მოდის საქმიანი წინადადებით: "მაინც ტუილად ხართ, არ გინდათ დაგვეხმაროთ და თან გათბებით კიდეც". რა თქმა უნდა სიხარულით წამოვხტი, ერთ ბედუინს ფანარი ვეთხოვე, მეორე მასწავლის სანთლებს როგორ მოვახვიო ქაღალდი და ქვიშაში მყარად ჩავარჭო... თან არც მჯერა... ღამის პეტრას უამრავი ფოტო მაქვს ინტერნეტში ნანახი, მაგრამ მე თუ ჩემი ხელით გავანათებდი მას ნამდვილად არ მეგონა.

ცოტა ხანში ტურისტებიც მოგროვდნენ და ადგილები დაიკავეს. ჩემგან განსხვავებით მომზადებულები არიან შტატივებით... ვინანე, რატომ არ არ მაქვს თან ჩემი შტატივი.. "ვერ გადავიღებ კარგ ფოტოს!" გავიფიქრე და ის იყო ხასიათი უნდა გამფუჭებოდა, რომ ერთმა ბედუინმა, აი ჩაი ვინც დამალევინა, გვერდით გამიყვანა, ერთი კლდის უცნაურად გამოშვერილ ადგილზე მიმითითა "აქედან ყველაზე კარგი ხედია" მითხრა და გვერდით მოკალათდა, აშკარად აინტერესებს თუ როგორ კადრს გადავიღებ...


აი ეს სანთლები ჩემი ჩარჭობილია!



#4 უდაბნო

მე და  ჩემმა ინგლისელმა მეგობარმა პეტრა ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე დავტოვეთ და ადგილობრივების მინი ავტობუსით გავემართეთ უდაბნოსკენ. გზა საკმაოდ მხიარულად გავლიეთ, ჰოლანდიელი ფიზიკოსისა და მეხსიკელი ბიოლოგის კომპანიაში. მათ ფონზე რომ არ დავჩაგრულიყავი მეც თავი გამოვიდე მათემატიკოსი ვარ მეთქი (მერე რა რომ ყოფილი).

მოვიხიბლე წითელი უდაბნოთი. სულის შეკვრამდე მომეწონა მისი ხასხასა ქვიშა, მშვიდი ცა და იდუმალი კლდეები.



მომეწონა ჯიპებით გადასერილი ქვიშის საოცარი პეიზაჟები.


და შემიყვარდა აქაური მზრის ჩასვლაც




არ მომეწონა ჩემი ინგლისელი თანამგზავრი, დღემდე რომ ვერ მაპატია პეტრას კანიონებში მიტოვება. მაგრამ მაინც მე ამედევნა უდაბნოს ტურში და სხვა ნაცნობების კითხვაზე: "Are you traveling together?",  "We are traveling alone, but together"- ო პასუხობდა ჩემს ნაცვლად.

მომეწონა ბედუინების ბანაკი და ბედუინი სალიმი, უფრო სწორად მომეწონს მისი ათასგვარი ისტორიების მოსმენა, მაშინ როცა მე ზურგზე დაწოლილი ავცქეროდი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და გვერდით კი თავად ბედუინი იყო მოკალათებული.. ერთადერთი, რაც იმ მომენტში იდილიას და რომანტიკას მიფუჭებდა ეს წუწუნა ინგლისელი იყო, გაუთავებლად რომ შტატივს ეჩალიჩებოდა ღამის ცის ფოტოს გადასაღებად.

და მერე ბედუინიც და ინგლისელიც სადღაც გაუჩნარდნენ. აღარ მესმოდა არც ერთის წუწუნი, არც მეორეს უდაბნოს ისტორიები.  უეცრად ვიგრძენი, რომ ეს მე ვარ მარტოდმარტო აქ მიწაზე გაშოტილი. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ჰაერში ვლივლივებ და მგონია ხელის თუ გავიწვდენ ვარსკვლავებს მივწვდები. (აშკარად ნაკლები უნდა დამელია ბედუინების ვისკი, ხომ  მაფრთხილებდნენ, მასთან ფრთხილადო!)


....

უკან აქლემებზე ამხედრებულები ვბრუნდებით. სანამ ქარავანი დაიძრებოდა ინგლისელის აქლემს ყურთან მოვეფერე...

ქარავანი დაიძრა, მე წინ მივდივარ, უკან ინგლისელი მომყვება თავისი აქლემით. და უცებ ზურგზე რაღაც ვიგრძენი... აქლემს იმდენად მოეწონა ალერსი, ისევ მოუნდა, ან თავად გამოხატა სიყვარული და ცდილობს მიკბინოს! "გაწიე იქეთ!" ვუკივივარ გაცოფებულ-შეშინებლი.. "არ შემიძლია" იძახის გაოცებული ინგლისელი.. ისევ გამოიწია აქლემი და ისევ ჩაავლო კბილები ჩემს მოსასხამს. "გაწიე იქეთ!"

საქმე იქამდე მივიდა, გიდმა დაუგეგმავად დაგვასვენა და ქარავანში ისე გადააგვადგილა, რომ  აქლემს არ დავეკბინე. და მაშინ როცა აქლემს ვტუქსავ უმსგავსო საქციელისათვის, ინგლისელმა ერთადერთი ღირებული რამ გააკეთა მთელს ჩვენს ერთობლივ ტრიპში - ყველაზე მაგარი ფოტო გადამიღო.


You are very very bad camel!!!

ყველა აქლემი ერთნაირია რა! ერთხელ მიუალერსებ და მერე ჰგონიათ, რომ შენი შეჭმის უფლება აქვთ!!


#5  შოპინგი

უდაბნოდან წითელ ზღვაზე ამოვყავი თავი ინგლისელ-ფრანგ თანამგზავრებთან ერთად. ჩემი ზურგჩანთა გატენილია კოჭებამდე შარვლებითა და მუხლებამდე პერანგებით. უნდა ვიშოპინგო!
ჩვენი სასტუმრო აქაბადან 10 წუთის სავალზეა მანქანით. სასტუმროს წინ ტრასაზე დავდექი და პირველივე ტაქსი, ჩემებურად გავაჩერე. არაბული 2 სიტყვა ვიცი, ტაქსისტმაც 2 სიტყვა ინგლისური იცის, მაგრამ ერთმანეთის მშვენივრად გვესმის.  ვეუბნები, რომ ღარიბი სტუდენტი ვარ, ღარიბი ქვეყნიდან, რომ ცოტა ფული მაქვს და იაფიანი მოკლემკლავებიანი მაისურის ყიდვა მინდა. ტაქსისტმაც, "I will help you" -ო, ისეთ იაფიან ადგილას წაგიყვან, სადაც ჩემი ოჯახი დადისო.

მიჰქრის ტრასაზე და მიყვება უამრავ ისტორიას: "მოპირდაპირე მხარეს ეგვიპტეა, მის შემდეგ ისრაელი, უკან საუდის არაბეთი"- იშვერს ხელებს.. ვიგებ, რომ ჰყავს 9 შვილი, 9-ვე ბიჭი.. აქლემის რძეს სვამს-ადგილობრივი ვიაგრას... მამამისი ინდიანა ჯონსში არის გადაღებული...
ქალაქამდე საკმაოდ მხიარული მგზავრობის შემდეგ მანქანაც გამიჩერა და მოვედითო მითხრა.. ჩვეული სისწრაფიდ შევვარდი იმ შესასვლელში, რომელზეც მიმითითა და დახლებს შორის გავჩერდი. აი მაშინ კი მივხვდი, რომ ტაქსისტმა ცოტათი გადაამეტა. ყოფილხართ ლილოში?  წარმოიდგინეთ ლილოს ბაზრობა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ყველა გამყოდველი ახალგაზრდა კაცია და ქალი კი თუ ვინმე ჩითავს, მხოლოდ თავით ფეხამდე ჩადრში გახვეული. ჩემმა კეთილსმყოფელმა ტაქსისტმა მართლაც ისეთ ადგილას მომიყვანა, სადაც ტურისტები არასოდეს დადიან და მხოლოდ ადგილობრივები შოპინგობენ. ამაზე, დახლებზე გამოფენილი ჩადრ-აბაიებიც მიუთითებდნენ.
ვდგავარ ამ დახურულ სივრცეში, ვიკრიჭები უაზროდ და პირველივე ახალგაზრდას ვეკითხები "შორტები გაქვს? სარაფანი? " ალბათ ძალიან გადავიღალე წინა დღეებში გადატანილი ემოციებით. ჩვეული მოკრძალება სადღაც გაუჩინარდა, ერთადერთი რაც მინდოდა, სარაფნის, ან მაისურის, ან შორტის ყიდვა იყო. გასაგებია, რომ საცურაო კოსტუმზე არც უნდა მეოცნება თუ იმ ბაზრობიდან მთელს გამოღწევა მინდოდა.

ისეტრიულად დავრბივარ ერთი დახლიდან მეორეში. შევიჭყიტე ყველა მაღაზიაში. შორტი მინდა თქო რომ ვეუბნები გამყიდველს, ეს უკანასკნელი კაცის ბოქსიორებს მაწვდის!
საბოლოოდ მთელმა ბაზრობამ გაიგო, რომ ვიღაც გიჟი ეწვიათ, გადაძახილებთან ერთად ახალგაზრდა გამყიდველებიც დამყვებიან ერთი დახლიდან მეორეში. მერე ერთმანეთს გადასძახ-გადმოსძახეს და მთელს ბაზარში ორდადორი კაბა იპოვეს. წარმოიდგინეთ სიტუაცია, ბაზრობის ერთ შეწეულ მაღაზიაში ვდგევარ სახეალეწილი, ხელში მიჭრავს ორი სარაფანი. ერთ ბიჭს მეზობელი დახლიდან სარკე მოაქვს და ჩემს წინ დგება, მის უკან  ერთი 10 კაცს მოუყრია თავი და სეირით ტკბებიან. არ ვიბნები და პირდაპირ შარვალზე ვიცმევ ლურჯ კაბას... Oh! Beautifu! l Beautiful!  -აღმოხდა იქ შეკრებილ მაყურებელს.. ვიხდი და მეორეს ვიცმევ..  Beautiful! Beautiful! -ისევ იმეორებს ჩემი მაყურებელი.. თანხას ვიხდი (უცნაურად იაფს) და ტაქსიში ვბრუნდები..

"Where you've been?!" - მეკითხება სასტუმროს აუზთან წამოკოტრიალებული მეგობარი. "შოპინგზე"- ვპასუხობ მოკლედ, რატომღაც არ მომინდა მისთვის მთელი ისტორიის მოყოლა...


რა თქმა უნდა არ მაქვს შოპინგის ამსახველი ფოტოები :(...


ბოლოს წინა მზის ჩასვლა იორდანიაში


#6 უკან

ამანში შუადღისას დავბრუნდი, ჩემი თვითმფრინავი შუაღამისას მიფრინავს. ჩემს თანამგზავრს ვეუბნები, რომ მინდა მეგობარს დავემშვიდობო და რაიმონდთან მივდივარ. თავადაც მომყვება. რაიმონდი არ მხვდება, თუმცა მისი სასტუმროს მენეჯერი ჩაით გვიმანსპინძლდება და სახელებს გვეკითხება და მერე სიცილს ვერ იკავებს "Jordan and Tea are drinking Tea in Jordan" !

საღამოს ინგლისელის მეგობარი გოგოსთვის საჩუქრის შერჩევით ვაგრძელებთ. აღიარებს, რომ საბოლოო ჯამში მაინც გაუმართლა ჩემთან დამგზავრებაში, სხვა თუ არაფერი შენს გამო ყველაფერზე ფასს მიკლებენო...
ცოტა ხანში ქუჩაში ჰოლანდიელს ვხვდებით, უდაბნოსკენ მიმავალ მარშუტკაში, რომ გავიცანით. ერთად ვყიდულობთ ტკბილეულს მსოფლიოში ყველაზე მაგარ მაღაზიაში და იქვე ტროტუარზე ჩამომსხდრები შევექცევით ადგილობრივების გაოცებული მზერის ქვეშ..

.........

შემდეგი დილის 6 საათზე უკვე სტამბულში ვარ.. წვიმს, ცივა, იორდანიული თბილი მზის შემდეგ სახეს ცივი ქარი მიყინავს. შემდეგი ფრენა მხოლოდ ღამის 12 საათზეა. აეროპორტიდან გამოვდივარ მეტროთი, ტაქსიმზე ამოვდივარ და პირველივე ჰოსტელის კარს ვუტეხ ბრახა-ბრუხს. "ცარიელი ადგილი მხოლოდ  მიქს დორმიტორიში გვაქვს" -მეუბნება ნახევრად მძინარი ბიჭი... ვიღებ თქო ვეუბნები და რის ვაი-ვაგლახით ამაქვს ჩემი ტყვიასავით დამძიმებული ზურგჩანთა მეორე სართულზე.

ოთახში 4 ორსართლიანი საწოლი დგას, აქედან 6 ადგილი უკვე დაკავებულია... ჩანთას კუთხეში ვაყუდებ, ერთ-ერთ ცარიელ ლოგინზე ვიკავებ ადგილს და ვითიშები..
რამოდენიმე საათში თენდება და მზის ნაცვლად ძილს უხერხული ჩურჩული მიფრთხობს... თავს ვწევ და ოთახში გაოცებულ 6 წყვილ თვალს ვეფეთები.  6 იტალიელი ყმაწვილი უხერხულად მიღიმის... მათ ზურგს ვაქცევ, ამ მომენტში არ მაინტერესებს არაფერი ძილის გარდა.. ლიბანური, სირიული და იორდნიული  ემოციების შემდე 6 იტალიელთან ერთად გაღვიძება დიდი ვერაფერი მოვლენაა ჩემთვის.

.......

მეგობარს ვემშვიდობები და  "Before you go to Jordan" სიტყვებით ჩემი იორდანიული ფოტოების ალბომის ლინკს ვუგზავნი: იორდანიის ფოტოები იხილეთ აქ.

August 29, 2013

ჩემი ბოლო მოგონებები სირიაზე

პირველივე მოგზაურობისას მოვჯადოვდი ახლო აღმოსავლეთური სიტუაციით, მისი ეგზოტიკით, ველური ხალხითა და გულუბრყვილო სიკეთით. მივხვდი, რომ მარტო 2 კვირა არ იყო საკმარისი აქაურობის შესაცნობად და გადავწყვიტე რეგიონში სხვა ქვეყნებიც მომეარა. თუმცა ეს არც ისე მარტივი დასაგეგმი აღმოჩნდა, როცა ჩემი მოგზაურობის შემდეგ მთელს ახლო აღმოსავლეთში არაბულმა გაზაფხულმა იფეთქა. თუმცა, როგორც მჩვევია ხოლმე, შვებულება არ გადავდე, არ გავიფუჭე და ბილეთი ვიყიდე თბილისი-ბეირუთი & ამანი-თბილისი. ჯერ არ ვიცი, თუ როგორ გადავკვეთავ მათ შორის მდებარე სირიას, სადაც უკვე სამოქალაქო ომია გაჩაღებული. ბეირუთში მოვიფიქრებ, დავამშვიდე თავი.

05.10.2011 თბილისი

ერთი მეგობარი მყავს, პესიმისტი, კირკიტა, ყველაფერში ცხვირს ყოფს და თარს პროგნოზებს აკეთებს. როცა რამე განზრახვა მაქვს, ყველაზე მეტად სწორედ მისი პესიმისტური პროგნოზის მეშინია, რადგანაც როგორც წესი, ყოველთვის მართლდება.
თვითმფრინავის გაფრენამდე რამოდენიმე საათია დარჩენილი. ზურგჩანთა ჩავალაგე და კარებთან მივაყუდე ჩემი მეგობრების ლოდინში, აეროპორტში რო უნდა წამიყვანონ. მაინცდამაინც ეხლა ჩამოვიდა დედაჩემი სტუმრად და როგორც სჩვევია ოთახში ნერვიულ ბოლთას სცემს. ვატყობ უნდა რომ გამომკითხოს დეტალები, მაგრამ კითხვის დასმის ეშინია. მე პასუხის გაცემის მეშინია, მზერას ვარიდებ და ინტერნეტში ვიქექები ბოლოჯერ.
სწორედ ამ დროს ეს ჩემი მეგობარი მიგზავნის ლინკს- "სირიის და ლიბანის საღვართან სამხედრო შეტაკება მოხდა"-ო დიდი ასოებით იუწყებოდა BBC.
-რა გინდა?! რატომ მიგზავნი ამ ლინკს? ხომ იცი რომ ბეირუთში მივდივარ!
მპასუხობს მოკლედ:
-არ წახვიდე სირიაში!
-რატომ უნდა წავიდე?
-გიჟი რომ ხარ და ჯიუტი იმიტომ!
(ნაცდათო, სინამდვილეთ ამ თვისების გამო მიყვარხარ ძალიან :) )

12.10.2011 ბეირუთი

უკვე 5 დღეა ბეირუთში ვარ და თავს მაინც უცნაურად ვგრძნობ. მიუხედავად იმისა რომ ჩამოსვლისთანავე კარგ თავგადასავალში გავეხვიე (სხვა დროს დავწერ), გავიცანი საინტერესო ხალხი, ვიყავი კინო ფესტივალზე და არაბულად ვუყურე სამოქალაქო ომის თემაზე გადაღებულ ფილმს. ტრიპოლიში მე და ჩემს მეგობრებს საპნის სახელოსნოს მეპატრონემაც უფასო ექსკურსია მოგვიწყო და სურნელოვანი საპნებითაც დაგვასაჩუქრა (დღემდე მაქვს). ამ და კიდევ უამრავი საინტერესო ფაქტის მიუხედავად შიგნიდან ვგრძნობ, რომ უნდა დავტოვო აქაურობა, თან რაც შეიძლება მალე. არა იმიტომ, რომ აქ საფრთხე მელის, არა, უბრალოდ ვგრძნობ, რომ თუ ეხლა არ წავალ, შემდეგ უკვე ვეღარასოდეს მოვხვდები სირიაში.
...
ტრიპოლიში გაცნობილ ფრანგებთან ერთად ბალბეკში წასვლა გადავწყვიტეთ და სანამ მათ შევხვდებოდი, ჩემი ჰოსტელის წინ მდებარე ავტოსადგურში შევიარე, ვიცოდი, რომ სწორედ იქედან გადიოდა დამასკოს მიმართულებით ავტობუსები. ერთი სანდომიანი მოხუცი დისპეჩერი ვიპოვე და დახმარება ვთხვოვე.

-იცით მე იორდანიაში მივდივარ. თვითმფრინავის ბილეთი ვერ შევიძინე, დამაგვიანდა.. ამიტომაც მაინტერესებს, არის თუ არა შესაძლებელი დამასკოს გავლით, რომ წავიდე ავტობუსით ამანში?
მიყურებს თვალებგაფართოებული
-კი, შესალებელი არის...
-და საშიში არ არის? აცხადებენ რომ საზღვარი ჩაკეტილია ლიბანსა და სირიას შორის...რომ შეტაკებებია -კითხვებს ვაყრი ჩვეული სისწრაფით.
-ეს დამასკოს გარეთ, თორემ დამასკოში არ არის საშიში - მითხრა და უცნაურად ჩაეღიმა.

რატომღაც დავუჯერე ამ უცნობ ადამიანს, ავტობუსის ბილეთი ვიყიდე და საკმაოდ კარგ ხასიათზე გავემართე ბალბეკის დასათვალიერებლად.
საღამოს BBC-იმ მთელს მსოფლიოს აუწყა, რომ დამასკოს შემოგარენში შეტაკებები მოხდა. შევვარდი Lonely Planet-ის ფორუმზე. დამასკოს თემაში ერთი იუზერი იწერებოდა, რომ იმ მომენტში იქ იმყოფებოდა და ქალაქის ცენტრში სიწყნარე იყო. იმ წამსვე მივწერე პირადი მესიჯი. მივწერე, რომ ვარ მარტო მოგზაური გოგო, რომ მეორე დღეს ვაპირებ სირიაში წასვლას ავტობუსით და იქედან კი იორდანიაში გადასვლას. ვთხოვე მოეწერა, თუ რა ხდებოდა იმ მომენტში დამასკოში, ასევე რომელ სასტუმროში იყო გაჩერებული, რომ მეც იქ დავბინავებულიყავი.
ჩემდა გასაოცრად მალევე მიპასუხა და კიდევ უფრო გავოცდი, როცა ისიც მარტოდ მოგზაური ქალი აღმოჩნდა. მომწერა იმ იაფფასიანი ჰოსტელის დასახელებაც სადაც იმ მომენტში იმყოფებოდა. ვიცოდი ეს ადგილი,  ზედ დამასკოს ცენტრში, გვერდით ქუჩაზე მთელი სამთავრებო ოფისები, მათ შორის ფინანსთა, სოფლის მეურნეობის და სხვა სამინისტროებია განლაგებული - კარგი დასაბომბი ადგილია. ბოლოს კი თავისი წერილი დაახლოებით ასე დაასრულა - მე თავს ნორმალურად ვგრძნობ და იმედია შენც შემოგიშვებენ ქვეყანაშიო...


13.10.2011 ავტოსადგური

დილის 06.50-ზე  უკვე  სადიპეჩეროსთან ვარ ატუზული, ზურგზე ჩანთით, მხარზე ფოტოაპარატით, ერთ ხელში ბილეთით და მეორეში Lonely Planet-ის წიგნით.
გამოვიდა ჩემი სანდომიანი დისპეჩერი, უხერხულად გაიღიმა და "Very sorry, no bus to Damascus.." -ო მეუბნება საკმაოდ მშვიდი სახით.
გავშრი, შევშფოთდი , რატომ მეთქი ვკითხე
-არ ჩამოვიდა, ალბათ არ გამოუშვეს საზღვარზე - აგრძელებს ასევე მშვიდად.
-აბა მე რა ვქნა?!
-შენ არ იდარდო, აგერ ტაქსი გვყავს და იმას გაგაყოლებთ!
დღემდე არ მესმის, როგორ ან რატომ არ შემეშინდა, ან რატომ არ დავფიქრდი ცოტათი მეტად (მეც რისკების ანალიტიკოსი ვიყავი რა!)  და კარგი მეთქი იმ წამსვე დავთანხმდი ამ შემოთავაზებას.
ჩამსვეს ტაქსშიც. ასეთ ძველ და დანჯღრეულ მანქანაში ცხოვრებაში არ ვმჯდარვარ, ბაბუაჩემის 21-იც კი მასთან შედარებით საუცხოო ფორმაში იქნებოდა. მე მძღოლის გვერდით მოვკალათდი, უკან 2 არაბი ჩასკუპდა და საზღვრისკენ გავემართეთ კი არა და წავხრიგინდით.

საზღვარი

არ მაქვს ვიზა. სადაც მივდივარ იმ ქვეყანაში სამოქალაქო ომია. წითელი თმები უკან მაქვს შეკრული, ტატუზე კი სანტავიკი მაქვს დაკრული და ვდგევარ მარტო, ეჭვიანი მესაზღვრეების მიერ ალყაშემორტმული. ერთიანად დავპატარავდი, ამათ ფონზე ნამდვილი ლილიპუტი ვარ.

-აქ რა გინდა?! საით მიდიხარ?! -მაყრიან კითხვებს მკაცრი ტონით.
- გავლით ვარ... იორდანიაში მივდივარ... თვითმფრინავის ბილეთი ვერ ვიყიდე...
-ჟურნალისტი ხომ არ ხარ!? ტელევიზიაზე, გაზეთზე ხომ არ მუშაობ?! -ეს კითხვა მინიმუმ 10-ჯერ მაინც დამისვეს. 
-არა, ბანკში ვმუშაობ! - ჯიუტად ვიმეორებ და ცალი ხელით მხარზე გადაკიდებულ ჩანთავს ისე ვებღაუჭები, ისე რომ ყველა ძარღვი მებერება. შიგ ჩემი Canon 7D მიდევს, რომ მიპოვონ ვინ დაიჯერებს რომ ამ დროს, აქ ამ აპარატით უბრალოდ სულელი ტურისტი ვარ.
დღემდე მართლა არ მესმის, როგორ გამიმართლა მაშინ ეგრე. ისიც მართალია, რომ გამომცდელი კითხვები ბევრი დამისვეს, მაგალითად რას ნახავო დამასკოში. ჰოდა სწორედ იქ გავილექსე და სულ ზეპირად ჩამოვარაკრაკე ჩემი საყვარელი ადგილები. ერთ-ერთს, რომელიც ყველაზე აგრესიულად მიტევდა უსეცრად სახე გაებადრა
-ბაბ თუმა იცი? -მეკითხება უცნაური ხმით.
- როგორ არა, მე შარშან ბაბ შარქიზე ვცხოვრობდი და ბაბ თუმაზე ყოველ დღე მივდიოდი! 

და შემდეგ ეს კაცი სადღაც გაუჩინარდა, მერე დაბრუნდა, გამომყევიო მანიშნა, სალაროსთან ვიზის საფასური გადამახდევინა, რიგში ჩემთან ერთად ჩადგა, რაღაც ჩაულაპარაკა გისოსებს მიღმა მჯდომ მეორე მებაჟეს, ცოტა იკამათეს და ბოლოს მორიდებით გამომიწოდა პასპორტი - "ტრანზიტული ვიზა გაქვს და მხოლოდ 3 დღე შეგიძლია ქვეყანაში დარჩეო"  მაცნობა.
ჩემი იმ წამინდელი მინაწერი წიგნზე ციკლიდან 'რა არ უნდა დამავიწყდეს'

დამასკო

ტაქსმა ავტოსადგურში დამტოვა ტრადიციულ ქაოსსა და ხმაურში. პირველივე ტაქსის მძღოლს შეუვაჭრებლად ჩავუხტი მანქანაში და ჩემი უცნობი მეგობრის ჰოსტელში გაყვანა ვთხოვე. ტაქსის მძღოლი იმდენად იყო გაოცებული ჩემი იქ გამოცხადებით, რომ უჩვეულო სიჩუმით მატარა მთელი გზა. მეც ხმა არ ამომიღია და გული ფანცქალით ვუყურებ ქუჩებს. თითქოს არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ისეა როგორიც მახსოვს. დამასკოს უნივერსიტეტის კორპუსებს რომ ჩავუარეთ, სკვერში სტუდენტები კვლავ მხიარულად ირეოდნენ. 
განსხვავება მაშინ ვიგრძენი, როცა ჩემს ჰოსტელს მივუახლოვდით. შენობებზე და ხიდებზე პრეზიდენტის მხარდასაჭრი ტრანსპარატები იყო გაკრული. ხალხი ჩვეულ რიტმში მიმოდიოდა, ტრანსპარატები კი მდუმარედ ეკიდნენ და იყო ამ მდუმარებაში რაღაც გულის შემკუმშავი.

ჰოსტელის მიმღებში მჯდომი ბიჭი ჩემმა გამოჩენამ ხომ გააოცა, მაგრა, კიდევ უფრო გაოცდა როცა გამოვუცხადე "იცით თქვენთან ერთი ინგლისელი ქალია დაბინავებული, სახელი არ ვიცი, მაგრამ ძალიან გთხოვთ მის ოთახში განმათავსეთ!"
...
შუადღე იყო როცა გამოვედი ჰოსტელიდან და არც მეტი, არც ნაკლები ჩემი საყვარელი ძველი ქალაქისკენ გავემართე მარტოდ-მარტო. ფოტო აპარატი შენახული მაქვს. სიმ ბარათის ჩართვა არ მინდა, რა ვიცი მაინც არ ღირს. მივდივარ ჩვეულზე უფრო ნელი ტემპით და ვცდილობ გარემოს დავაკვირდე. ვფრთხილობ, მეშინია. რა თქმა უნდა ვერ ვრისკავ აპარატი ამოვიღო და გავაჩხაკუნო. გავიარე ბაზარი, თითქოს არაფერი შეცვლილა. ისევ უამრავი ხალხი ტრიალებს... უცებ ერთმა გამყიდველმა გამიღიმა. გამიღიმა ისე, როგორც ადრე მიღიმოდნენ. 
დამავიწყდა მეხსენებინა, რომ არც დედამ, არც მამამ და არც სხვა ახლობელმა არ იცოდნენ ჩემი ადგილ-სამყოფელი. მხოლოდ 3 ადამიანს გავანდე ჩემი განზრახვა წინა ღამით და დავუბარე, თუ არ გამოვჩნდი რამოდენიმე დღე მერე ატეხეთ განგაში თქო. ეხლა კი უნდა მეპოვნა ინტერნეტ კაფე და გამეგებინებინა მათთვის, რომ ცოცხალი ვარ. 
ომაელთა მეჩეთს ისე ჩავუარე არც შევსულვარ, მზის ჩასვლისას მოვალ მანდ, გავიფიქრე და ჩემს ნაცნობ ინტერნეტ კაფეს მივაშურე, შარშან რომ ვსტუმრობდი ყოველ დღე. 
იქ უკვე სხვა ბიჭი დამხვდა. ბოლო ხმაზე ჰქონდა ჩართული მუსიკა რომელშიც "სურია, სურია! ... ასად, ასად!" -ს უმღერდა ადგილობრივი ახალგაზრდა. 
მოვკალათდი და ქვემოთ რომ სურათზე ჩანს სწორედ ამ წერილის აკრეფვა დავიწყე. არ ვიცი რატომ არ დავაჭირე მაშინ Enter-ს ხელი, ალბათ Facebook-ით ვაცნობე მათ რომ ცოცხალი ვარ. დიდი ხნის მერე კი პირადი მეილის დალაგებისას დრაფტებში აღმოვაჩინე და შევინახე.




ჩავრჩი

ვაღიარებ, რომ ჩამოსვლამდე მეშინოდა ძალიან. მეშინოდა იმისი რაც შეიძლებოდა დამხვედროდა და რაც შეიძლებოდა გადამხდენოდა. მეშინოდა, რომ ეს ომი შცვლიდა ხალხს, რომ ეჭვის თვალით შემხედავდნენ და არც თუ პატარა შარს გადამყრიდნენ კიდევ მეშინოდა, რომ ჩემი პირველი შთაბეჭდილება გაბათილდებოდა და გული გამიტყდებოდა.

ინტერნეტ კაფიდან გამოსულმა ომაელთა მეჩეთს მივაშურე, მოვისხი  რუხი მოსასხამი,  შევედი ეზოში, ძირს დავჯექი და ერთ-ერთ კოლონას მივეყრდენი. მახსოვს, ვიგრძენი ისევ ის, რომ სახლში ვარ. რომ არაფერი ცუდი არ დამემართება და ის, რომ სწორად მოვიქეცი ეხლა, რადგან ეხლა აქ ვარ ... და უეცრად დავმშვიდდი ...

...
როგორც შარშან, ეხლაც ყველას ირანელი მომლოცველი ვგონივარ, თვით ირანელი ქალებიც კი ჩემთან ახლოს სხდებიან და სპარსულად მიწყებენ საუბარს. მერე ვხვდები რატომაც "You have Iranian eyes!"  - მითხრა ერთმა თურქმა წლების წინ სტამბულში..

ისევ მოვწონვარ აქაურ ბავშვებს, ვერ გამიგია რატომ.. ისევ ჩემთან ერთად უხარიათ ფოტოების გადაღება.
სერიოზული ავტოპორტრეტი


ქალაქში ძველებურად თავაწეული დავდივარ. უკვე თამამად ვიღებ ფოტოებსაც. ბაზარში ისევ ყველა მიღიმის, მეც ვუღიმი და კვლავინდებურად ხან კანფეტს მჩუქნიან და ხანაც თხილს მიყრიან მუჭში. "რატომ უმართლებს ამას ყოველთვის ასე, მე რატომ არავინ არაფერს არ მჩუქნის?!" - აღშფოთება ვერ დამალა ჩემმა ახალგაცნობილმა სიმპატიურმა ავსტრალიემა მეგობარმა. "იმიტომ, რომ ახალგაზრდა ქალია, ყველას მუდამ უღიმის და უკანაც იგივე უბრუნდება" - განუმარტა იმ უცნაურმა ინგლისელმა ქალმა, მე რომ დამეხმარა აქ ჩამოღწევაში.


მაგრამ აი ღიმილი ნამდვილად ვერ დამეხმარა ტრადიციული აბაიას (მოსასხამის) ყიდვაში. გამწვანებამდე ვევაჭრე გამყიდველს და ბოლოს ფასი 70-დან 20 ევრომდე ჩამოვიყვანე ფასი. მანც მეძვირა, მაგრამ იყოს, კრიზისია, უჭირთ თქო-გავიფიქრე ჩემთვის. გამყიდველმა ბონუსად ჩემტან ფოტოს გადაღება მთხოვა და მეც გული არ დავწყვიტე..


ჩემი საყვარელი სანაყინეც ძველებურად ხალხით სავსე იყო და ულვაშებიანი და ღიპიანი მენაყინეც კვლავინდებურად კეთილად მიღიმოდა დახლს მიღმა. ისევ საოცრებები ჩაუტარა შოკოლადის ბურთულას და ჩემდამი პატივისცემით გამოტახვის ნიშნად ზედ სხვადასვა არომატების ნაყინის ნაცეცები მიაწება. ისევ გამწვანდა შურით ჩემი მეგობარი ავსტრალიელი, "მე ამ კაცს შარშანდელიდან ვახსოვარ, მუდმივი კლიენტი ვიყავი!" -  ეხლა მე დავამშვიდე.

არა და შოკოლადის ნაყინის ყიდვა მინდოდა უბრალოდ :)

ისევ საათობით ჩავიკარგე გრანდ ბაზარში. ისევ გავიჟღინთე საპნის, სუნელებისა და ყავის სურნელით. ისევ შევიარე ჩემი საყვარელი ტყავის ჩანთების მაღაზიაში და ის საფულე ვიყიდე დღემდე რომ დამაქვს თილისმასავით.  ნაცნობ შარფების მაღაზიაშიც შევიარე ის ვარდისფერი შარფი ვიყიდე ირანი, ეგვიპტე, კენია, პაკისტანი, მადაგასკარი და კუბა რომ მომატარა.

როგორ მენატრება ეს ჭრელი და ათასი სურნელით გაჟღენთილი ბაზარი



ისევ მთხოვეს ცოლობა, ამჯერად ხალიჩების მაღაზიის მეპატრონემ სახელადაც რომ ალადინი ერქვა.
-I'm single
-Oh, you are a singer?!
-No, no, not singer, single!
(ეს დიალოგი არც მახსოვდა, ეხლა აღმოვაჩინე, რომ ბლოკნოტში მქონია მინაჩხაპნი და დამთბა)

ქუჩაში ნაყიდი ფალაფელის სენდვიჩიც ისევ ძველებურად მეგემრიელა, მაგრამ მაინც ჩემებურად ავუწეწე ნერვები მის გამყიდველს: "პომიდორიმეტი დაამატე, მაიონეზი არ მინდა!. "
რესტორანშიც ისევ უამრავი კერძი მოგვიტანეს სასაცილო ფასად.

ძველი ქალაქის ქუჩებშიც ისევ რუკისა და წიგნის გარეშე დავდიოდი და ჩემს მეგობრებს, მათ შორის ინგლისელს 4ჯერ რომ იყო აქ ნამყოფი, იქეთ ვუწევდი გიდობას. ავსტრალიელი იშმუშნებოდა უხერხულად, მე კი ვეცადე ამეხსნა, რომ ამ ქალაქში აუცილებლად უნდა დაიკარგო თქო, მაგრამ არ გამომივიდა.

ომაელთა მეჩეთთან მდებარე ჩაიხანაც კვლავინდებურად ხალხით იყო სავსე, მაგრამ თუ შარშან ადგილი ვერ ვიპოვე, ისე იყო ტურისტებით გადაჭედილი,  წელს მხოლოდ 4 უცხოელი უცხოელი ვიყავით და რაღაცნაირად მეუხერხულა ეს ფაქტი.

სასტუმროს პერსონლაში ისევ ძალიან გამიმართლა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გამიმართლა თანამგზავრებში.


მე რა თქმა უნდა აქაც გიჟად შემრაცხეს. "You are risk manager and you are here! You are the worst risk manager in the world!" - აი სწორედ ასეთი ეპითეტი დავიმსახურე, როცა ჩემი ისტორია მოვყევი.

მერე ერთ-ერთმა მითხრა. "შენ ისე გიყვარს სირია, ვფიქრობ ირანიც მოგეწონება, აუცილებლად უნდა წახვიდე!" - სწორედ მისი სიტყვების შემდეგ დავიწყე სერიოზული ფიქრი ირანში წასვლაზე.

ერთ-ერთ საღამოს ერთ მეგობარს შუა დამასკოში მოუნდა იტალიური პასტის ჭამა და 3 სულელი გიჟი ვეძებდით წიგნში ნახსენებ იტალიურ რესტორანს ცენტრალურ უბანში. სამტავრებო შენობები შემაშინებლად მდუმარედ გამოიყურებოდნენ. დღემდე მახსოვს, სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ სიჩუმეს აქვს ხმა. საშინელი ხმა!
ამ ძიებაში ერთ-ერთ სასტუმროს ჩავუარეთ, რომლის წინ სრიალა ფილაქანი იყო დაგებული და ჩვენც 5 წლის ბავშვებიბვით გასრიალობანა ვითამაშეთ ამოდენა ხალხმა. დღემდე მართლა მაინტერესებს, თუ რატომ არ მოვიდა მაშინ პოლიცია და არ გვკითხა მინიმუმ ვინაობა.



(c) Gregoire C

მადლობა ჩემს ფრანგ მეგობარს ძალიან დაგვიანებით, მაგრამ მაინც რომ გამომიგზავნა ეს ვიდეო
...
ბოლო საღამოს მზე ისევ ომაელთა მეჩეთიდან გავაცილე. ისევ ავიტუზე კუთხეში ფოტოაპარატით. ისევ ყვირილით მოერეკებოდა ხალხს მრისხანე დაცვის კაცი. მერე ისევ მოვიდა ჩემთან, ისევ გამიღია და ისევ მითხრა "თუ გინდა შედი, გადაიღე ფოტოები!"

ამჯერად ბავშვები აღარ იყვნენ

გზა

დილით ადრე დავტოვეთ დამასკო მე და ჩემმა ინგლისელმა მეგობარმა. ავტოსადგურში ტაქსი ვიქირავეთ და ამანის საზღვრისაკენ გავემართეთ. მახსოვს როგორ მითხრა, ეხლა დერაას უნდა ჩავუაროთ და ფოტოაპარატი არ ამოიღოო. ცოტა ავღელდი. ვიგრძენი, რომ ის სიმშვიდე რაც დამასკოში ყოფნისას მქონდა, ნელ-ნელა მეცლებოდა.
კიდევ უფრო მეტად მაშინ ავნერვიულდი, როცა ჩვენმა მძღოლმა მანქანა გადააყენა და საბარგულში და კარებებს შორის შავი მართკუთხა ფორმის პაკეტების დამალვა დაიწყო. გული გამიცივდა შიშისგან  და გავშრი. იმ ქალს მივუტრიალდი, სახეზე შემატყო გაოგნება. "ნუ გეშინია, თუ საზღვარზე რამე გვიპოვეს, ჩვენ არაფერი მოგვივა, ჩვენ ტურიტები ვართ!"
ვერაფერი დამამშვიდებელი სიტყვებია ღემრთმანი. როცა კაცმა საბარგულისაკენ გაიწია, მანქანიდან გადმოვხტი და თავზე დავადექი. შემეშინდა ერთ-ერთი ეს პაკეტი ჩემს ჩანთაში არ ჩაედო.

უარესად გავფითრდი საზღვარს რომ მივუახლოვდით. ავტომატიანმა მებაჟეებმა ჩანთები გადმოგვაღებინეს და მანქანის ჩხრეკა დაიწყეს. ჩხრეკა პრინციპში გადაჭარბებით ნათქვამია, ხელები მიუფათურ-მოუფათურეს, მაგრამ მე ისეთი ვინერვიულე, რომ დღემდე მახსოვს ის საშინელი ფიქრები. ვნერვიულობდი იმიტომ, რომ იმ ქვეყნიდან სადაც სამოქალაქო ომია კონდტრაბანდა გადამაქვს მეორეში! და ეს იმ დრო როცა ჟურნალისტებს სდევნიან, ქვეყანაში არ უშვებენ, ან იტაცებენ, მე კი პროფესიული კამერა მიდევს ჩანთაში! ყველაფერ ამასთან ერთად დედაჩემმა და მამაჩემმა არც იციან სად ვარ. რა სინდისით, ან როგორ უნდა მივაწვდინო ხმა "დე, მე სირიაში დამიჭირეს!"..

და ის იყო, გონებაში ჩემი მომავლის ყველაზე საშინელი სცენარი დავხატე, რომ მძღოლმა გამომაფხიზლა და წავედითო მანიშნა.

იორდანელმა მებაჟემ საკმაოდ მეგობრულად მკითხა რამდენი ხნით მოდიხარ ჩვენი ქვეყნის სანახავადო, მეთქი 10 დღით. ერთ თვიან ვიზას გირტყამ მარავალჯერადი შესვლით იცოდე დაბრუნდი მალეო და ცალი თვალი ჩამიკრა ..


ჩემი სირიული მოგონებები, ნაწილი 1

ჩემი სირიული მოგონებები, ნაწილი 2