ეხლაც მინდა ჩემს ბოლო მოგზაურობაზე დავწერო. კერძოდ კი იმ ადამიანებზე, რომელთა წყალობითაც ის მუდამ გამორჩეული იქნება ჩემთვის.
...
ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული ადამიანის ნახვის სიხარულით მიმიწევდა გული ლისაბონისაკებ. მას პალმირა ჰქვია, იტალიელია, ერთმანეთი წლების წინ უგანდაში გავიცანით, მაშინ როცა ეროპორტიდან პირდაპირ ნილოსის სათავეზე სარაფტინგოთ გავიქეცი და აქოშინებული ჩავუხტი ნავში აფრიკაში მომუშავე ექიმებს საზღვრებს გარეშე. მერე რა რომ ცურვა არ ვიცოდი და წყლის პანიკური შიშიც მქონდა, სამაგიეროდ გვერდით მეჯდა გოგონა, რომელიც მამხნევებდა და სახელად ერქვა პალმირა - რა თქმა უნდა ამ სახელის პატრონი, ისედაც განწირული იყო ჩემი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.
ჩემი აფრიკული თავგადასავალი უფრო დეტალურად აქ მაქვს აღწერილი ->აფრიკიდან და აღარ დავწვრილმანდები. ეხლა უბრალოდ იმას გიამბობთ, თუ როგორ მივიქციეთ მე და პალმირამ სიმპათიური ფრანგი სპეცნაზელების ყურადღება მეზობელ ნაში რომ ისხდნენ და რამოდენიმე საათი სამხედრო სიმღერებისა და ათასგვარი აკრობატული ილეთებით უძირო ნილოსში ხტომით გვაწონებდნენ თავს. თუმცა ჩვენდა გასაკვირად, რაფტინგის დასასრულს საკმაოდ მოკრძალებულად მოვიდნენ და საერთო ფოტოს გადაღება გვთხოვეს.
ეს მომენტი უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე ფერადი, ღიმილიანი და პოზიტიური მოგონებაა ჩემს ცხოვრებაში |