March 14, 2014

Pakistani Zindabad!

ჯერ კიდევ არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი, თუ რა იყო პაკისტანის მოგზაურობაში განსაკუთრებული მოვლენა. ყოველ ჯერზე, როცა მორიგ ქვეყანაში მივდივარ, ყოველთვის მეშინია, რომ ამჯერად მაინც არაფერი არ გამაკვირვებს. თუმცა შეიძლება საერთოდაც არ არის აუცილებელი გაეხვე რაიმე შარში, ან ჩაიდინო რაიმე განსაკუთრებული 'გმირობა'. მოგზაურობის ხიბლი ხომ სწორედ იმ ჩეულებრივ წვრილმანი მოვლენების მშვენიერების დანახვაში, სახლში მყოფებს რომ გვავიწყდება ხოლმე მათი მნიშვნელობა.

#ქორწილი

მთელ $6-ად დავჯავშნე ჰოსტელი ლაჰორის ხმაურიან უბანში. აეროპორტიდან გამოსულმა ჯერ დიდხანს ვეძებე, შემდეგ მე-3 სართულზე ჩემი ზურგჩანთა დიდი ვაი ვაგლახით ავათრიე და პასპორტიც მოვიმარჯვე რომ რეგისტრაცია გამევლო. სწორედ ამ დროს ერთი გოგონა მომვარდა და სტანდარტული 'გამარჯობა, გაგიმარჯოს, საიდან ხარ'-ის შემდეგ მეკითხება:
- ქორწილში მივდივარ, წამოხვალ ჩემთან ერთად?
- მმ, კი მინდა, მაგრამ როდის მიდიხარ?
- აი ამ წამს მივდივარ!
- კი მაგრამ პრობლემა ხომ არ არის?
- ეს პაკისტანია! რა თქმა უნდა არ არის პრობლემა!



ჰოდა იქვე კუთხეში მივაყუდე ჩემი ზურგჩანთა და ჩემოდანი, ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და ამ გოგონას გავედევნე. კიბეებზე ჩამავალს კი ერთი ჩინელიც შემოგვიერთდა. თვად ქორწილი  ხომ საოცრება იყო, ფერების და მუსიკის ზეიმი. მაგრამ ყველაზე საოცარი ის ფაქტი იყო, რომ აეროპორტიდან 5 წუთის მოსული მანდ აღმოვჩნდი. ეს გერმანელი გოგონა იცნობდა ერთი რიქშას მძღოლს, რიქშას მძღოლი იცნობდა მუსიკოსს ძმებს, ეს უკანასკნელები კი ქორწილში იყვნენ დამკვრელებად მიწვეულები.
ყველაზე მაგარი პაკისტანელი ძმები. უფროსი აბსოლიტური ყრუა, მაგრამ ისე საოცრად უკრავს რომ გაგიჟდება კაცი!
თუმცა პირადად მე ყოველთვის მიზიდავს მოგზაურობაში, ის რომ შეიძლება რაღაც საოცარ ისტორიაში გავეხვე სრულიად დაუგეგმავად. ის, რომ ხანდახან მხოლოდ ღიმილია საკმარისი ადამიანების კეთილგანწყობის დასამსახურებლად.

ქორწილში ნამდვილი საპატიო სტუმარი 'გავიჩთე'. ჯერ იყო და ყველა ინტერესით გვათვალიერებდა მე და ჩემს მეგობარს, საიდან ხართ, სიძის მხრიდან ხართ თუ პატარძლისო. როცა გაიგეს რომ მუსიკოსების 'ახლობლები' ვიყავით კიდევ უფრო მეტად გაუხარდათ. ათეული ადამინის საოჯახო ალბომში აღმოვჩნდი გამოჭიმული, ჩემს გერმანელ და ჩინელ მეგობართან ერთად ფარდულში მოფარებული თბილ ვისკისაც გეახელით - გცივათ თქვენო და საიდან გაგვიჩინეს არ ვიცი.

მე და გერმნანელმა სიძს გამოცილების ცერემონიაშიც კი მივიღეთ მონაწილეობა

და მის გვერდითაც დავიკავეთ საპატიო ადგილი, მანამ სანამ პატარძალი მოვიდა და არ გაგვყარა :).

'Bride is very fat! very very fat! You'll see!'-ჩუმად ჩამჩურჩულა ერთმა ჭორიკანამ და სხვები კი დაეთანხმნენ. პატარძალი რომ გამოჩნდა ამ გოგომ თვალებით მომძებნა და გამიღიმა "გითხარი"-ს ნიშნად.

- გათხოვილი ხარ? - მეკითხებიან ქალები
- კი ვარ -ვპასუხობ მე, ასე დამარიგა გერმანელმა, ჩვენი ასაკის ქალებისათვის ეს დიდი სირცხვილია აქო.
- მაჩვენე აბა შენი ქმრის სურათი!- მომთხოვა ერთმა და ერთბაშად 5 თავი მომაჩერდა ინტერესით. არ დავიბენი, და რამოდენიმე წამის ძიების შემდეგ მობილურშ ერთ-ერთი მეგობრის ფოტო ამოვარჩე და ვაჩვენე -"აი ეს არის!" სიტყვებით. დიდი იტერესით ათვალიერეს, მობილური ხელიდან -ხელში გადააწოდეს და ბოლოს დამიბრუნეს - "შენ უფრო ლამაზი ხარ!" სიტყვებით.
უძინარი, უმაკიაჟო და დაღლილი აეროპორტიდან პირდაპირ ქორწილში

საღამო მუსიკოსებთან ერთდ ერთ მაგიდასთან და ერთი თეფშიდან ბრინიჯის ჭამით დავასრულე.

აი ამ ყმაწვილის ფონზე ვიგრძენი რომ უკვე დავბერდი :(

#წვრილმან-წვრილმანები

ერთხელ ერთი შემთხვევით გავიცანი ირანში და შემდეგ ერთადაც ვიმოგზაურეთ ეგვიპტეში. როცა ის სამშობლოში ბრუნდებოდა და მე კი კაიროში მივდიოდი, სადაც რევოლუცია იყო და ყოველ დღე ათეულ ადამიანებს ხოცავდნენ მოედანზე, ამ სიტყვებით დამემშვიდობა: "You'll be OK! You are an experienced traveler!" - მაშინ ძალიან გამიხარდა მისგან ეს სიტყვები, იმ მომენტში და დღესაც ეს ადამიანი იყო მოგზაურის ეტალონი ჩემთვის.

იმის მერე დრო გავიდა და მე უფრო მეტ შარში გავეხვიე და გამოვძვერი კიდეც. როცა პაკსტანზე ვამბობდი წასვლა მინდა მეთქი, ყველა უკლებლივ მეუბნებოდა "გაგიჟდი?! რა გინდა მანდ?!". არ ვიცი ის მეგობარი იყო მართალი და უკვე მართლაც გამოცდილი მოგზაური ვარ, იღბლიანი ვარ, ან იქნებ უბრალოდ პაკისტანელი ხალხი არ არის ისეთი როგორიც აქ წარმოგვიდგებიან მედიის თვალით. ფაქტი ერთია, პაკისტანის მოგზაურობა იყო ჩემს მოგზაურობებს შორის ყველაზე უსაფრთხო და უექსტრიმო.

ლაჰორში საათობით ვიკარგებოდი მარტოდმარტო ძველი ქალაქის მიხვეულ მოხვეულ ლაბირინთებში. ძალიან ბევრ ძველ ქალაქში ვყოფილვარ და დღემდე მიზიდავს ეს გაურკვეველი სიჭრელე და სიბინძურე. არის იქ რაღაც გასხვავებული,  ის რაც თვალს ჭრის და ყნოსვის რეცეფტორებს აღიზიანებს



წავედი ინდოეთის საზღვართან, რათა მენახა დროშების დაშვების ცერემონია და მაშინ როცა ინდოეთის მხარე გადაჭედილი იყო ტურისტებით, პაკისტანის მხარეს მხოლოდ ერთიტურისტი ვიყავი.
მათთან ერთად გავკიოდი მთელს ხმაზე - Pakistani Zindabad!

კიდევ ერთი ფოტო ჩემი სულელური კოლექციისათვის

ამ ცერემონისაათვის საგულდაგულოდ არჩევენ საუკეთესო გარეგნობის კაცებს, შეუფერებლად მაღლები რომ არიან თან
მძღოლმა 5 წუთით დაგვტოვა და ჩვენც დრო ვიხელთეთ
იქაურ რიქშას მძღოლებს თბილისელი ტაქსისტებივით ვევაჭრებოდი და ერთხელაც არ დავკარგულვარ 10 მილიონიან ქალაქში. პრინციპში ეს არც ისე ძნელი იყო, მერე რა რომ ინგლისური 1 სიტყვა არ იციან, მთელმა პაკისტანმა იცის Charman Ice Cream -ცნობილი სანაყინე ჩვენი ქუჩს გადაღმა რომ იყო და სადაც არ უნდა გამეჩერებინა რიქშა, უპრობლემოდ მოვდიოდი უკან ჰოსტელში


თუმცა ამ რიქშებით მგზავრობა კი არის ნამდვილი ექსტრიმი


ერთ საღამოს ჰოსტელისკენ მომავალს გზა გადაკეტილი დაგხვდა. ათასობით ქალი ზედ ქუჩაზე იჯდა, ზოგს პლედები მოეხვია და იწვა კიდეც. უკან პოლიციელები იდგნენ შეიარაღებულები და საკმაოდ მშვიდი სახით აკვირდებოდნენ მათ.




როგორც შემდეგ ამ ქალებთან საუბრისას გავარკვიე, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული პაკისტანელი ქალები აპროტესტებდნენ კონტრაქტის კაბალურ პირობებს. რაღაც უცნაური გრძნობა იყო იქ პაკისტანში ამ აქციის დანახვა, უეცრად საოცარი პატიცისცემით აღვივსე ამ ქალების მიმართ, თვიანთ უფლებებს რომ იცავენ ასე მდუმარედ და რა თქმა უნდა გულგრილად ვერ ჩავუარე.





ერთ დღესაც ჰოსტელის მენეჯერის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად მე და ჩემი მეგობარი ჩინელი მაინც გავეშურეთ ფერადი სატვირთო მანქანებს სანახავად. "იქ პაშტუ ხალხი ცხოვრობს და არ არის უსაფრთხო ტურისტებისათვისო" - გვარწმუნებდა ეს კაცი.

კი მაშინებდა ჰოსტელის მენეჯერი, უცნაური ხალხი არის მანდო, მაგრამ არ დავუჯერე



საბოლოოდ ერთ-ერთ მანქანაში აღმოვჩნდით გამოკეტილი მძევლად. ცოტა უცნაური გრძნობაა ერთი 5 კაცი რომ არის შეყუჟული დიდი მანქანის სალონში და 20 წყვილი თვალი კი ქვემოდან მოგჩერებია.

თან ამ დროს ერთი ყმაწვილი ბასრ დანას ატრიალებს შენს ცხვირწინ, ბოლოს კი ამ დანით გათლილ ვაშლს გაწვდის მაზუთიანი ხელით.

მაგრამ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ღიმილმა აქაც მიშველა :)


თუმცა ამ დღის მოვლენად ნამდვილად არის ეს მოხუცი მხატვარი. საიდანღაც რომ გამოძვრა, გაგვართრია გვერდით რათა თავისი მოხატული კედელი ეჩვენებინა. როცა დაინახა ფოტოს გადაღება მინდოდა, დიდი ქუდი მოიხადა და თითი მაღლა აწია, მე მგონი იმ წარწერის ციტირებას ახდენდა რაც ამ ფერად კედელზე ჰქონდა მიწერილი

ვფიქრობ ყველაზე იღბლიანი კადრია ამ მოგზაურობაში

ვიყავი Sufi Night-ზე, ყოველ ხუთშაბათს ღამით რომ იმართება და იქაურებისათვის ნამდვილი მოვლენაა. ჩემმა ძველმა მეგობარმა მუსიკოსებმა მიცნეს თავიანთ ფეხებთან გამინთავისუფლეს ადგილი, რა სიამაყით ვიჯექი ნეტავი გენახეთ - "მე ამათი მეგობარი ვარ!". ვიჯექი და ვუსმენდი ამ საოცარ მუსიკას, ვუცქერდი საოცარ ცეკვას და ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა მეც ვიჟღინთები ჰაშიშის კვალით, ტრანსში წასული ყმაწვილები, რომ აბოლებდნენ ჩემს ირგვლივ. ბოლოს ერთმა ასეთმა კანფეტებით სავსე ჯამი მაჩუქა, რა თქმა უნდა თან ჩამოვიტანე და დღემდე ყრია შიგ პაკისტანური ტკბილეული..

პაკისტანს უდაოდ ყველაზე გემრიელი ქუჩის საჭმელი აქვს. სულ რაღაც ნახევარ დოლარად შეგიძლია იყიდო უგემრიელესი შაურმა, ან სულ რაღაც 2 დოლარად მთელი დღის საჭმელი შუკვეთო ჩემს საყვარელ ქუჩის რესტორანში. როგორ მომენატრა კეთილ ღიმილიანი მზარეული და მისი უგემრიელესი კერძები.
  
ამ ყველაფერში 4 დოლარი გადავიხადეთ 2-მა
აქ ყველას ძალიან უყვარს ფოტოების გადაღება. როცა მარტო დავბოდიალებდი ქუჩაში მაჩერებდნენ და ფოტოების გადაღებას მთხოვდნენ, მაგრამ საკმარისი იყო ვინმე ადგილობრივთან ერთად მომხვდარიყავი, რომ მას ნებართვას სთხოვდნენ ჩემთან ერთად გადაეღოთ ფოტო. ასე და ამგვარად ასეულობით ადამიანის საოჯახო ალბომში მოვხვდი :).

ჯერ ერთი მოვიდა ფოტოს გადაღების თხოვნით და სანამ ჩემმა გიდმა ფოტოაპარატი მოიმარჯვა, ასეთ 'გაუგებრობაში' გავიჩთე

დუბლი 2 

თუმცა ყველა ფოტოთაგან რაც აქ გადამიღია, ეს ყველაზე მეტად მიყვარს
ამ ბავშვებმა მთელი ყურანი ზეპირად იციანო მითხრა, ჩემმა პაკისტანელმა გიდმა

# ანარკალი

-ანარკალი ნახე? - მეკითხება ერთი უცნაური მოხუცი, ჰოსტელში საუზმის დროს თავზე რომ წამომადგა და თავისთან სახლში რომ დამპატიჟა სტუმრად
- არა, ვყოფილვარ მანდ ჯერ..
-იქ ეხლა სანახავი ბევრი არაფერია, მარტო ბაზრობაა, მაგრამ ანარკალის ისტორია ხომ იცი? უნდა გაიარო იმ ქუჩებზე აუცილებლად...
- არა, არ ვიცი ეს ისტორია
..
ჰოდა, არ დაიზარა, გვერდით მომიჯდა და მომიყვა. მე თვითონაც არ ვიცი რატომ მოახდინა ამ ისტორიამ ასეთი განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩემზე. რომანიტული გულისგამტეხავი ისტორიები არც ცხოვრებაში გვაკლია და არც წიგნ-ფილმებში, მაგრამ რატომღაც პაკისტანის ხსენებაზე იმ დღის შემდეგ ყოველთვის ანარკალი წარმომიდგება ხოლმე თვალწინ და ეს ქვეყანა ამ ქალის სახელთან ასოცირდება.
...
ის ერთი უბრალო მოცეკვავე იყო, რომელსაც ზეცამ განსაკუთრებული ნიჭი და სხვებისგან გამორჩეული გარეგნობა უბოძა. ერთხელაც ანარკალი ერთი გატუტუცებული და განებივრებული ბიჭის საპატივცემულოდ გამართულ წვეულებაზე ცეკვავდა. ცეკვავდა ისე, რომ მის გარშემო ყველაფერს ალი ედებოდა ვნებისაგანო, ჰოდა ბიჭის ყურადღებაც მიუპყრია და როგორც ლეგენდები ამბობენ გულიც იმაზე წამს დაუპყრია. დამავიწყდა მეხსენებინა, რომ ეს გატუტუცებული ბიჭი უფლისწული სალიმი იყო  იმპერატორ აკბარის საამაყო ვაჟი (შემდეგში იმპერატორი ჯაჰანგირი), რომელთა სახელებსაც პაკისტანის სახელმწიფოობას უკავშირებენ დღემდე.

ჯაჰანგირსა და ანარკალის შორის ისეთი რომანი გაჩაღებულა, რომ ამაყ უფლისწულს გადაუწყვეტია მოცეკვავე ცოლად შეერთო. ეს რომ იმპერატორმა აკბარმა გაიგო, ისე განრისხებულა, რომ ქალი შეიპყრო და ციხეში გამოკეტა. ბევრი მცდელობის შემდეგ პრინცმა და მისმა მეგობრებმა შეძლეს ანარკალის ციხიდან განთავისუფლება. უფლისწულმა იცოდა, რომ იმპერატორი არასოდეს მისცემდა უფლებას თვისი ბედი მდაბიო ქალისათვის დაეკავშირებინა და საკუთარი ჯარით შეუტია იმპერატორის მრავალრიცხოვან არმიას. რა თქმა უნდა უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა და საკუთარი მამის ტყვეც აღმოჩნდა.
მამამ მარტივი არჩევანი შესთავაზა ტახტის მემკვიდრეს: ან ანარკალი გაეცა, ან სიკვდილით დასჯილიყო. და მაშინ როცა ამას არავინ არ მოელოდა გაზულუქებული და გატუტუცებული უფლისწულმა, მან სიკვდილით დასჯა ამჯობინა საყვარელი ქალის გაწირვას.

თუმცა, როცა ანარკალიმ გაიგო ეს ამბავი, მიაშურა იმპერატორის კარს და მუხლმოდრეკილი შეავედრა აკბარს თავისი სიცოცხლე უფლისწულის სანაცვლოდ. მე თუ მკითხავთ გაიძვერა იმპერატორმა ისედაც იცოდა რომ ასე მოხდებოდა და ქალი არ დაუშვებდა საყვარელი ადამინის სიყვდილს თავის სანაცვლოდ, ამიტომაც სიხარულით გაანთავისუფლა თავისი ვაჟი, ანარკალის სიკვდილით დასჯა კი ბრძანა. თუმცა ბოლო თხოვნა მაინც შეუსრულა ქალს და 1 ღამე აჩუქა საყვარელთან რომ გაეტარებინა.
ამბობენ, ჯერ კიდევ ღამე იყო და ჯაჰანგირსაც ტკბილად ეძინა თბილ საწოლში ანარკალი ჩუმად რომ გაიპარა სიკვდილის შესახვედრადო. იმასაც ამბობენ, აკბარი იმდენად იყო გამწარებული მოცეკვავეზე, რომ მისი ცოცხლად ციხის კედელში ჩაყოლება ბრძანაო. ამით თავისი ვაჟიც დასაჯა და მას საყვარლის საფლავზე მუხლის მოდრეკვის საშუალებაც კი წაართვაო.
...
ბევრი ვიარე უბანში სადაც ლეგენდის თანახმად ანარკალი ჩააყოლეს კედელს და დღემდეც მის სახელს ატარებს. ვეცადე დამეჭირა რაიმე ენერგია, თუმცა უშედეგოდ. მერე ერთმა პაკისტანელმა მეგობარმა მითხრა, რომ ამ ამბავს სხვა უფრო ბედნიერი დასასრულიც აქვსო. ზოგის ვერსიით აკბარმა ბოლოს მაინც ვერ გაიმეტა ანარკალი სასიკვდილოდ და სიცოცხლე შეუნარჩნა იმ პირობით, რომ სამუდამოდ გაეცლებოდა მის სამეფოს და უკან არასოდეს დაბრუნდებოდა და არც საყვარელს ნახავდაო. იმასაც ამბობენ ჯაჰანგირმა იხსნა ანარკალი ბოლო წამს სიკვდილისაგან და სიცოცხლის ბოლომდე საიდუმლოდ ერთად ცხოვრობდნენო.

თუმცა მე თუ მკითხავთ ამ სამი დასასრულთაგან ყველანი ერთნაირად სევდიანია. სევდიანია სიკვდილი სიყვარულისთვის, მასთან სამუდამოდ დაშორება, ან კიდევ სიცოცხლის ბოლომდე დამალული ყოფნა.


# რაღაც დასკვნის მაგვარი

შვებულების ბოლო საღამოს ბადშაჰის მეჩეთს მივაშურე ღამის ფოტოების გადასაღებად. შესასვლელში მკაცრმა დაცვამ შტატივი ჩამომართვა - არ შეიძლება ამის შეტანაო. ძალიან გავბრაზდი, შევედი მეჩეთის ეზოში და მიწაზე ფეხმორმულმა ვცადე ფოტოს გადაღება. ბევრი ვიწვალე სანამ ნორმალურ კადრს მივიღებდი, მერე უეცრად ავიხედე და ვიგრძენი...

საოცარი სანახავია ეს ადგილი, თითქმის ცარიელი და მდუმარე. ზიხარ მიწაზე ფეხმორთხმული და თითქოს სივრცე გეღვრება სულში. მერე რაღაცნაირად მშვიდდები, ფოტოს სულ ფეხზე იკიდებ და იწყებ სუნთქვას!


6 comments:

  1. A well articulated and true depiction of reality about Pakistan.
    Keep writing!

    "Pak Georgia Friendship Zindabad"


    regards
    Syed Asim Bukhari

    ReplyDelete
  2. (y) კარგია, როგორც ყოველთვის, საინტერესო ამბით და სურათებით :*

    ReplyDelete
  3. გადასარევი ფოტოებია, განსაკუთრებით იორდანიის. შეიძლება გკითხო რა აპარატით იღებ? :)

    ReplyDelete
  4. Dear Teo,
    Greetings,
    I am also a vivid traveller, my profession takes me to lot of places. Many times I have been to Tblisi and areas around. It was a great experience. There is no better way to know about people and culture then traveling in person and walking down the streets, meeting locals and enjoying local cuisine. Pakistan being a very diverse country, every city has its own pulse, values and norms. Lahore amongst them is the cultural heartland, it's the food capital of Pakistan and its people are the most hearty. As your pictures show, you had the most inner experience of Lahore. You just didn't end up into a five star hotel and the high society but literally experienced the sights and sounds of the real Lahore and its 13 million population. You had the unique experience of navigating the streets of Lahore, intermingling with its people, living their life, enjoying the local food. Riding Rakshaws (Tuk Tuk), attending a local wedding. Visiting the historic Badshahi Mosque and the Lahore Fort is a must on every travelers itenary. Flag lowering ceremony at Wagah Border is an experience in its own. You gained a travel experience which will bring back good memories, it's quite heartening to learn from an experienced traveler like you that Pakistan is a safe place to travel on all counts, and people there are friendly and helpful. Just to add on, Most families will even offer a place to stay and sumptuous food (specifically when they feel comfortable with you, this offer mostly applies to female travelers, for men traveling without family, such offers are limited to families who know you personally) indeed as a traveller some basics do apply for your own safety.

    I wish you happy journeys always. Thanks for visiting my Pakistan. For future travels do consider northern parts of Pakistan, you will not just enjoy a hospitable welcome but also nature in its most awe aspiring way. If you plan so then do let me know and I shall give you some more ideas and advice.

    Regards,
    Jamal

    ReplyDelete