ყოველი მოგზაურობა ასოცირდება რაიმესთან, ჩემი ეგვიპტური დღეები კი მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება როგორც The Sunset-Sunrise Trip. მართლაც, აქამდე არსად იმდენი მზის ამოსვლა ჩავსლას არ შევსწრებივარ, რამდენსაც ეგვიპტეში და დღესაც თითქმის 2 წლის თავზე სულ მათბობს ამ ზამთრის მზიანი დღეების მოგონებები.
მზე, ქაირო და რევოლუცია
ქაიროს ჩამავალ მზეს ტაქსის ფანჯრიდან მოვკარი თვალი, აეროპორტიდან Downtown-ში რომ მოვყავდი. შავტუხა მძღოლს დიდხანს ვეკამათე ფასზე, 100 ეგვიპტური ფუნტიდან 50-ზე შევთანხმდით ($8) და შემდეგ კი საბოლოოდ კი მის მიერ დაბრუნებული ხურდა ის დაკლებული 50 ფუნტი იქვე ჰოსტელის ძიებისას სადღაც ქუჩაში დავკარგე, ახია ჩემზე!.