October 26, 2014

On the Roof of Africa or How (not) to climb Mt Kilimanjaro

ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოგონებებია, თუ როგორ ვისხედით ოზურგეთში ზამთარში შეშის ღუმელთან პატარა მაგიდის ირგვლივ სუფრაზე მე ბაბუა და ბაბუას ძმა. ისინი ბაბაუას დაწურულ ღვინოს წრუპავდნენ და მე კი თავიანთი ახლაგაზრდობის ამბებს მიამბობდნენ. ძირითადად ეს ბაბუას გიჟური თავგადასავლები იყო, რომელსაც თავისი ფილოსოფიის პროფესორი ძმა მე-3 პირში მიყვებოდა, ბაბუა ხანდახან ეწინააღმდეგებოდა, "მაიცა კაცო, ეს მასე არ იყო!" და თავის ვერსიას ყვებოდა, გარეთ კიდევ დიდი ფიფქებით ბარდნიდა თოვლი....
საერთოდ ბაბუას ხშირად უყვარდა შვილიშვილებისთვის ათასი ისტორიების მოყოლა, ხანდახან რაღაცაებს წერდა კიდეც.  როცა გავიზარდე და დამჯერი ხუთოსანი გოგოდან გიჟ მოგზაურად გადავიქეცი, მივხვდი რომ ოჯახის წევრებიდან ყველაზე მეტად სწორედ ბაბუას დავემსგავსე. ალბათ ოდესმე მეც მასავთ მოვუყვები ჩემს ისტორიებს შვილიშვილებს, ჩემი და კი გზადაგზა გამაწყვეტინებს თხრობას და თავის ემოციებს ჩააქსოვს, თუ როგორ ინერვიულა როცა მე სადღაც აფრიკაში, თუ აზიაში ვიყავი.

მაგრამ სანამ ეს მოხდება, ბლოგს ვწერ, ჯერ მეგობრებისათვის გასაზიარებლად და იმიტომ რომ დეტალები არ დამავიწდეს.

......

კილიმანჯაროს დალაშქვრის იდეა მას შემდეგ ამეკვიატა, რაც შარშან ზანზიბარიდან ნაირობიში მიმავალმა დარ ეს სალამის აეროპორტში ორი ახალგაზრდა გავიცანი ეხლახანს რომ ჩამოვიდნენ მთიდან და ისეთი აღტაცებულები და დამუხტულები იყვენ ემოციებით, რომ მეც გადმომდეს. მერე ჩემმა თვითმფრინავმა სწორედ კილიმანჯაროს გადაუფრინა თავზე და სწორედ მაშინ როცა აი ამ ფოტოს ვუღებდი მწვერვალს, ჩემს თავს დავპირდი - აქ აუცილებლად დავბრუნდები მეთქი.

ჰოდა დავბრუნდი კიდეც.