გუშინ საერთო მეგობრის ქორწილში დიდი ხნის უნახავი მეგობრები შევიკრიბეთ. ვსაუბრობდით ამა თუ იმ თემაზე. შევეხეთ 4 წლის წინ მოხვეჭილ MBA სტატუსსაც. შალვა, რომელიც ერთ-ერთი უნიჭიერესი ფინანსისტი იყო ჩვენს ჯგუფში, ამტკიცებდა რომ კარგი CEO არ არსებობს ფინანსების კარგი ცოდნის გარეშე და თუ კიდევ არ გინდა CEO გამოხვიდე საერთოდ რატომ აბარებ მაშნ MBA-ზეო.
შემდეგ მე მომიტრიალდნენ და მკითხეს რას ფიქრობო. ჰოდა მეც ვუთხარი, რომ პირადად მე არ მაინტერესებს არც ფინანსები და არც CEO-ობა, იმიტომ რომ არცერთი არ მიყვარს და ბედნიერს არ მხდის. შესაბამისად, ბოლო დროს ვცდილობ აღარ დავიტვირთო გონება იმ თემაზე ფიქრით და დრო კი აღარ გავფლანგო იმ საქმის კეთებითა და ისეთი კარიერის აწყობით, რომელიც მე არ გამხდის რეალურად ბედნიერს და დავამატე, რომ მომავალში კვლავ საქმიანობის სფეროს შეცვლას ვაპირებ.
მეგობრების რეაქცია იყო ცალსახა: "გვეგონა ამას კიდევ უფრო ადრე იტყოდი და გააკეთებდიო".