December 24, 2014

Goodbye 2014!

რაღაცნაირი გრძნობა მაქვს ეს წელი რომ მთავრდება, აი თითქოს მთელი წელი ისე მონოტონურად გავიდა, რომ არაფერი მოხდა...
ჰოდა როცა დავფიქრდი, მივხვდი ყველაფერი ცხოვრების სტილის შეცვლის ბრალია. ადრე თუ ბანკის რიტმით ვცხოვრობდი, ეხლა სახლის ჩუსტებში ვატარებ სამუშაო კვირის 30% -ს მინიმუმ. და თუ ადრე 12 სმ-იან ქუსლებზე აკოწიწებული შეხვედრიდან-შეხვედრაზე გადავრბოდი მითინგ რუმებში, ეხლა ერთი სკაიპ ქოლიდან მეორეზე ვერთვები და წარმოდგენა არა მაქვს თუ როგორ გამოიყურებიან ჩემი კოლეგების 98% რეალურ ცხოვრებაში. თვითონაც არ აქვთ წარმოდგენა პრინციპში, თუმცა ალბათ თვლიან, რომ საცარი ღიმილი მაქვს და ცხოვრებას დღემდე ვარდისფერი სათვალეებით ვუყურებ :))

თანამდებობისათვის შეუფერებელი ფოტო მიყენია :)


მოკლედ, ამ 2014-ის მიწურლს რატომღაც მომინდა წლის შეჯამება გამეკეთებინა და ყველა ამ კარგი,  ცუდი, თუ ჭკუის სასწავლებელი მომენტებისათვის  მადლობა გადამეხადა.

მაშ ასე, პა პუნქტამ:



#წლის weirdo

ამ კატეგორიაში უდაოდ ავღანეთის კონსულია ლიდერი. ვიზის მისაღებად ბაქოში, ჯერ ნამცხვრებითა და  ჩაით გამომასპინძლდა, ჯიბეებიც კანფეტებით გამიტენა და ბოლოს ჩემი პასპორტის დაბრუნების სანაცვლოდ პაემანზე გაყოლა მომთხოვა (თან პასპორტს ხელში ატრიალებს და არ მიბრუნებს, პასუხს ელოდება!).
იმ დღეს მთელი ჩემი დიპლომატიური "სქილების" და ტყუილების კორიანტელის  ჩართვა დამჭირდა საელჩოდან თავის დასაღწევად. უდაოდ წლის კი არა, ერთ-ერთი ყველაზე weird სიტუაცია იყო ჩემს ცხოვრებაში.


# წლის გამართლება

წელს ძალიან გამიმართლა, რომ პაკისტანში გამიშვეს მივლინებით. გამიმართლა, რომ მნიშვნელოვან მომენტებში, ყოველთვის ვუჯერებ მხოლოდ ჩემს გულსა და ინტუიციას და არა იმას თუ რას ამბობენ  ჩემი კეთილსმსურველები ჩემს გარშემო. გამიმართლა, რომ ჩემი უფროსების, მეგობრებისა თუ ნათესავების პროტესტის მიუხედავად ( "პაკისტანში და ავღანეთში საბოდიალოთ გაგზარდე ასე სიმწრით?!" (c) დედაჩემი) მაინც მოვხვდი ლაჰორში, სწორედ იმ დღეს, იმ საათზე და იმ წუთებში. სულ რაღაც 5 წუთით რომ დამეგვიანებინა ჰოსტელში მისვლა, ვერასოდეს  ვერ აღმოვჩნდებოდი პაკისტანურ ქორწილში, მით უმეტეს ვერ მივიღებდი მონაწილეობას ტრადიციულ საქორწილო რიტუალში. ეს უდაოდ წლის ყველაზე ფერადი, ემოციური და ამაღელვებელი საღამო იყო მთელი წლის მანძლზე. აი ისეთი, საკუთარ თავს რომ ვეკითხებოდი: ნუთუ ეს მართლა ხდება!


გამიმართლა იმაშიც, რომ ერთხელ ჰოსტელის გზაზე მომავალმა ქალების გაფიცვას გულგრილად ვერ ჩავუარე და ის ფოტო გადავიღე, რომელის წყალობითაც შემდეგ შვებულებას უფასოდ დავისვენებ.



ესეც პოსტი ამ მოგზაურობაზე Pakistani Zindabad!


# წლის ყველაზე უიღბლო პაემანი

ეს უდაოდ ათენში მქონდა. ხანდახან ცხოვრება გაძლევთ შანს ადამიანებს და ის უნდა გამოიყენოთ სწორედ იმ მომენტში. წინააღმდეგ შემთხვევაში, წლები ყველაფერს იმდენად ამძიმებს და ართულებს ახალი პერსონაჟებით ორივეს ცხოვრებაში, რომ იმ გაშვებული წამის დაბრუნება წარმოუდგენელი რამ არის ძალიანაც რომ გინდოდეთ.
და ეს განსაკუთრებით საწყენია, თუ ეს მეორე ადამიანი ყველაზე მაგარი travel buddy არის ვისთან ერთადაც ოდესმე გიმოგზაურია. მაგრამ არა უშავს, было поучительно.

კიდევ ერთხელ გამახსენდა ის ავადსახსენებელი საფერავის ბოთლის ისტორია. არ "გამაზოთ" რომანტიული მომენტები მეგობრებო, როცა ის გეძლევათ.


# წლის ყველაზე იდიოტური საქციელი

რაც დრო გადის წესით გამოცდილება უნდა დამიგროვდეს ამდენი მარტო მოგზაურობის შემდეგ. მე კიდევ სისულელს-სისულელეზე ვაკეთებ. აი მაგალითად, თურქეთში მიმავალმა, უკვე დაჯავშნული მარშუტი ბოლო დღეს შევცვალე, ახალი ბილეთი ვიყიდე და Online Check in-იც კი გავიარე და თბილისის აეროპორტში კი აღმოვაჩინე, რომ თურმე წინა დღის ბილეთი მიყიდია. უკან გამოფრენისას კი უკვე სტამბულის აეროპორტში აღმოვაჩნე, რომ ჩემი ბილეთი გაუქმებულია! მოვახერხე და ამ გადაცვლა-გადმოცვლაში გავაუქმე სწორი ბილეთი არასწორის ნაცვლად..

და ყველაფერი იმისათვის, რომ არ დამმგზავრებოდა ერთი ჩემი ძველი ნაცნობი "კარმას გამიფუჭებს!" მიზეზით. თუმცა, მეორეს მხრივ, მარშრუტი რომ არ შემეცვალა ვერც სანლიურფაში მოვხვდებოდი, ვერც ევფრატის წყლით გავგრილდებოდი და თან ავადსახსენებელი ISIS-ის წყალობით ღმერთმა უწყის კიდევ როდის იქნება ამ ადგილებში  მარტოდ ხეტიალი ისევ უსაფრთხო.




#წლის უბედური შემთხვევა

ჯერ ერთი ავარია


ზუსტად ორი კვირის თავზე კიდევ მეორე


და საერთოდ მთელი ზაფხული იყო ერთი დიდი "უბედური შემთხვევა" იყო. კარგია რომ ჩაიარა.


#ყველაზე რთული კვირა ჩემს ცხოვრებაში


არ მახსოვს ცხოვრებაში ოდესმე ფიზიკურად და ემოციურად ისე გამჭირვებოდეს, როგორც კილიმანჯაროზე. ვერც კი ვარკვევ რა იყო უფრო რთღული, როცა პირველ ღამეს, თავით ბოლომდე გაწუწულმა და გაყინულმა აღმოვაჩინე რომ მომატყუეს იმ შავტუხებმა, თუ ის შემდეგი 5 დღე მზისგან დამწვარი და 3-ჯერ უფრო მეტად დასიებული სახით ფეხებს ძვლის მივათრევდი აღმართ - აღმართ, თუ ის, ქვემოთ ჩამოსვლისას მუხლების აუტანელი ტკივით თვალებიდან სიმწრის ცრემლები რომ მდიოდა და თან უღარ ტყეშ ჩემი გიდი "მეჩალიჩებოდა".

თუმცა ნამდვილად ვიცი, რომ სწორედ იმ მომენტში როცა მთის მწვერვალზე მზის ამოსვლას ვუმზერდი, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი.  წლის ყველაზე მაგარი "მე ეს შევძელი" გრძნობა იყო ეს.


და შემდეგ კი ეს ყველაზე რთული კვირა, ალბათ ყველაზე ტკბილად გამახსენდება.
მართლაც!
ჩემი ბლოგპოსტი  How (not) to Climb Mt Kilimanjaro  რატომღაც ყველაზე პოპულარული პოსტია რაც კი აქამდე დამიწერია.


#ყველაზე უღიმღამო ტრიპი

ამერიკა. თუ შეილძლება, რომ სამოგზაუროდ წახვიდე ყველაზე ცუდ დროს და ცუდ პირობებში ეს ტრიპი იყო.  რაღაც მომენტში იმდენად შეუფერებელი ვიყავი იმ მომენტში ამერიკისათვის,  რომ თავი უცხო სხეულად ვიგრძენი. ოდესმე ალათ დავბრუნდები, ოღონდ წელიწადის სხვა დროს და მარტო არა.
თუმცა ბროდვეის მიუზიკლები და ამერიკული ჩიზქეიქები მომეწონა, თან ძალიან.


#წლის კარგი ამბები

რაგინდ გასაკვირიც არ უნდა იყოს წელი ყველაზე წარმატებული იყო ჩემი არ არსებული ფოტო კარიერისათვის ვიდრე ყველა გასული ერთად აღებული. გავიმარჯვე BBC Travel-ის 2 კონკურსში: Images that changed our perspective და Your colourful life ასევე "გამოვიჭიმე" BBC.com -ის homepage-ზეც.

დღემდე მეცინება ამაზე

ჩემი ფოტოები Instagram-ზე გადააშეარეს @Lonelyplanet , @travelChannel, @Intrepidtravel, @Tourizm_Iran, @African_portraits @Dame_traveler და სხვა უამრავმა იუზერმა, რომელთა ნიუს ფიდები ჩემი პირადი შთაგონების წყარო რომ არის.

National Geographic Traveler-ის ფეედში ვერ მოვხვდი სამწუხაროდ წელს :( 

ცალკე თემაა Getty Images კონკურსში გამარჯვება. პაკისტანური ფოტოს წყალობით ვოლვოს მსოფლიო რეგატაზე არა მარტო 2 კვირით წავალ და პირადად გავიცნობ ამ ადამიანებს   http://www.teamsca.com/  (მე ხომ აღფრთოვანებაში მოვყავარ ეგეთ ქალებს), არამედ, ფოტოგრაფადაც ვიმუშავებ! ეს უკანასკნელი კი ფაქტიურად წლის კურიოზია.

მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ ეს გამიხარდა ამ ამბავში :"We will also provide you with practical tuition in the form a workshop with a photographer from Getty Images and Team SCA to help to further develop your skill set. "

*********

ჰოდა აი ასე გემშვიდობები 2014 წელო. მადლობა ყველა ამ მომენტისთვის და იმათთვისაც, რაც აქ არ დამიწერია. მადლობა იმისათვის, რომ რეალურ საფრთხეებს ნაკაწრებით გადავურჩი ისევ. ყველა იმ  მომენტისათვის რამაც ჭკუა მასწავლა და განსაკუთრებით იმათთვის რაც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში.

 შარშან ვრცელი საახალწლო სურვილების პოსტი დავწერე. თუმცა წელს დამეზარა ახალი სიის მოფიქრება, ამიტომ ისევ აქტუალურ პუნქტებს ვუსურვებ ჩემს თავს და თქვენ, ვინც ამ პოსტ კითხულობთ ამ ძველი  საახალწლო სურვილების სიიდან.

ამ პოსტს კიდევ აი ასეთი ბანალური სურვილებით დავასრულებ :)







2 comments:

  1. არის რაღაც რასაც ნიჭი, მონდომება და ნებისყოფის სიმტკიცე ჰქვია, სამივე ერთად ქმნის სწორედაც წარმატებას :) go ahead! you can do it! Nini

    ReplyDelete