January 14, 2016

Goodbye 2015!

"Our lives, I’ve realized, are nothing more than a series of moments—if you miss the moment, you miss your life."  
დღეს "ნამდვილი გურული ახალი წელია"... რაღაცნაირი გრძნობა მაქვს, აი ჯერაც რომ ვერ გამოფხიზლებულხარ ხანგრძლივი ჯეტლაგიდან და უკვე რომ ხვდები ერთი ეტაპი დამრთავდა შენს ცხოვრებაში და რაღაც ახალი იწყება. ჯერ არ იცი ის ახალი რა იქნება, მაგრამ გული გიგრძნობს რომ არანაკლებ საინტერესო "პირადი მოგზაუროა" გელის წინ. გარეთ ქარი ღმუის, ჩემი ბინა ნახევრად დანგრეულია, მოკლედ შესანიშნავი მომენტია განვლილი წლის შესაჯამებლად.  თუმცა ეს ცოტა რთული საქმეა, 2015 წელი ხომ სავსე იყო უამრავი დიდი თუ პატარა კატასტროფით, მაგრამ საბედნიეროდ უფრო მეტი იღბლიანი და სულის შემკვრელი მომენტებით გაჯერებული. აი ისეთი მომენტებით, დღემდე რომ ვეკითხები საკუთარ თავს "ნუთუ ეს მართლა გადამხდა?"- კითხვას.

რა თქმა უნდა გასაკვირი არაა რომ ყველა მომენტი რაღაცნაირად მოგზაურობას და ფოტოებს უკავშირდება. მათ შორის პორტუგალიის მოგზაურობა ნამდვილად დარჩება როგორც ყველაზე მზიანი, ფერადი, თბილი და საოცარი მოგზაურობა ჩემს ცხოვრებაში. განსაკუთრებით კი მეორე კვირა. ყველაფერი გასაოცარი და უცხო იყო აქ ჩემთვის. გრძნობა მქონდა რომ პარალელურ სამყაროშ მოვხვდი, სადაც ყველა გარუჯული და გულით მომღიმარია, სინათლეს და დადებით ენერგიას რომ ასხივებენ უსასყიდლოდ. სადაც თავად ლუიშ ფიგუ  გისურვებს "Good Luck" -ს და შვედეთის პრინცესა გართმევს ხელს დამშვიდობებისას. სადაც წყლის შიში გავიწყდება და ყოველ დღე იახტების რბოლას ნავიდან ადევნებ თვალს, ბოლოს კი იმდენად გიმართლებს რომ ნავის ანძაზე აძრომის პატივიც გხვდება (ჰო კაი, ბიჭს მოვეწონე და მაგიტომ ამიშვა, მაგრამ მაინც) და სადაც მოგზაურობას და ყველაზე-ყველაზე რომანტიული პაემნით ასრულებ (ოდესმე დავწერ ამაზეც, ბლოგზე არა, წიგნში). Simply love this week! 








უფრო ვრცლად  კი აქ მიწერია ძველ პოსტში -> Amazing People Everywhere!

საოცარია რამდენი კარგი ადამიანი არსებობს დედამიწაზე. მე კი ნამდვილად იღბალა ვარ, რადგანაც ბედი ყოველთვის კარგ ადამიანებთან შეხვედრით მასაჩუქრებს ხოლმე. აი ისეთებით როგორც ის შემთხვევითი პორტუგალიელი ბიჭი, ჩემი უგანდაში გაცნობილი იტალიელი მეგობრის დაკარგული ჩანთა რომ იპოვა ლისაბონში და მე მომწერა თბილისში იქნებ გააგებინო მეგობარს მე რომ მაქვს მისი ჩანთაო.

კიდევ ამერიკელი ჯენა, თავისი მოგზაურობის ბოლო დღეს რომ იპოვა ჩემი დაკარგული აიფონი ლისაბონში და მთელი 2 საათი მელოდა იქნებ მობრუნდესო. საბოლოოდ ჩვენი ისტორია BBC-ზეც მოხვდა :) -> Five stories of human kindness

სანდომიანი პორტუგალიელი ტაქსის მძღოლი, დაკარგული აიფონი რომ დამიბრუნა ლისაბონში. ან მაღაზიის გამყიდველი მადაგასკარზე, წიგნი რომ დამრჩა მის მაღაზიაში და ყდაზე მიწერილ ნომრებზე რეკავდა ჩემთვის ხმის მოსაწვდენად. ან კიდევ ესპანელი ბიჭი, მთელი ქუჩა რომ მსდია მადრიდში ჯიბიდან ამოვარდნილი თავსაბურავის დასაბრუნებლად და მერე ხალხის ტალღაში გაქრა უკვალოდ!
ყოველი ასეთი ადამიანი და მომენტი ისეთი ძვირფასია რომ მათი უბრალო მოგონებაც კი მათბობს ამ ცივ და რუხ ზამთარში;

გასული ზაფხული იყო მართლაც გამორჩეული. მე და ჩემს მეგობრებს დევიზად გვქონდა "არც ერთი შაბათ-კვირა თბილისში" და ძალი არ დავიშურეთ მის შესასრულებლად. მიყვარს ჩემი ამწვანებული მთა ბარი და ჩემი მოხეტიალე მეგობრები!





როცა ძალადობის მსხვერპლი ხარ, გაწუწული ხარ, გცივა მაგრამ მაინც გთბილა იმიტომ რომ .. <3

Life is all about how we make our dreams come true! - სულაც არ ვაპირებდი მადაგასკარზე წასვლას. თუმცა, სწორედ მაშინ როცა ავარიაში მოყოლილი და ცხვირგატეხილი წალკიდან თბილისში მოვყავდი სასწრაფოს, მივხვდი რომ ჩემი ცხოვრება ნებისმიერ წამს შეიძლება დასრულდეს. ამიტომ იმაზე მეტი დანაშაული საკუთარი თავის მიმართ არ იქნებოდა თუ არა აუხდენელი ოცნებებით გამგზავრება იმ ქვეყნად. 
მეც საავადმყოფოდან სახლში მოსული მივუჯექი ინტერნეტს და ჰოი საოცრებავ! პირველივე მოძიებით მე-3-ედ ფასად ვიპოვე მადაგასკარის ბილეთი, რომელიც უკანასკნელი 2 წლის მანძილზე 10-ჯერ მაინც მომიძიებია და მიუწვდენელი ფასის გამო უარი მითქვვამს ამ ქვეყანაზე. ამ მოგზაურობაზე მალე დავწერ ვრცლად ბლოგზე. უბრალოდ ეხლა იმის თქმა მინდა, რომ მაინდამაინც ავარიაში მოხვედრა არ არის საჭირო იმის გასაცნობიერებლად, რომ არავითარ შემთხვევაში არ ღირს ჩვენს ოცნებებზე უარის თქმა. ახდენილ ოცნებებზე ძვირფასი და ღირებული მაინც არაფერი გაგვაჩნია და ეს განცდილი ემოციები და მოგონებები კი ერთადერთია რისი წაღებაც იმქვეყნად ძალგვიძს.


ჩემი ცხოვრება სავსეა კატასტროფებით, რომელთა შედეგადაც ყოველთვის ყველაზე საოცარ ადგილას ვხვდები. ეს ტენდენცია უკვე აღარ მაკვირვებს, უბრალოდ ვტკბები :)

ჩემი დაბადების დღე წლის ყველაზე საოცარ მოგონებად დარჩება ალბათ. განა იმიტომ რომ მადაგასკარზე შევხვდი ყველაზე ლამაზ პარკში მთის მწვერვალზე ყველაზე საოცარ განთიადს მარტოკა. არა, უფრო იმიტომ, რომ ეს 3 დღიანი ჰაიკინგი შეიძლებოდა ყოფილიყო წლის ყველაზე ცუდი მოგონება და რაღაც მომენტში არსებული სიტუაციის მიმართ ჩემი დამოკიდებულების შეცვლამ აბსოლიტურად შეცვალლა მთელი შემდგომი მოვლენები. ეს ვრცელი ისტორიაა, დრამატული,  იმედია მალე დავწერ ბლოგზე. ეხლა კი უბრალოდ ის მიხარია, რომ ეს გამოცდილება და გაკვეთილი მაჩუქა 2015-მა.


"მე"-სთან მარტო დარჩენილი მთის მწვერვალზე მივხვდი, რომ არაფრის დიდებით არ გავცვლიდი აი ამ მომენტს თუნდაც მხიარულ წვეულებაზე, თუნდაც საყვარელ ადამიანებთან. 



გადავავლე თვალი გასული წლის განმავლობაში ჩემს ფოტო "წარმატებებსაც" და მიხვდი რომ უნდა შევეშვა "I am not a photographer"-ის ძახილს. 

ბრიტანული ყვითელი პრესის DailyMail-ის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მათ მიერ გამოქვეყნებული პაკისტანის სტატიის წყალობით იმდენი პოზიტივი მივიღე პაკისტანელებისაგან, რომ დღემდე მათბობს. როგორც მივხვდი საკმაოდ "პოპულარული" გავხდი პაკისტანში, თუმცა არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ღირდა უსასყიდლოდ ამ ფოტოების მიცემა პრესისათვის ამდენი ხალხის გაბედნიერების სანაცვლოდ. 

 სტატია იხილეთ აქ -> My Amazing Trip to Pakistan


იგივე Daily Mail-მა პალმირას სტატატიაში კი აურია დეტალები, თუმცა ამ სტატიის წყალობით BBC-ზე მოვხვდი, ამიტომაც აღარ ვწუწუნებ. სტატია იხილეთ აქ ->Palmyra

თავად  BBC-ზე წელს ნამდვილი ბენეფისი მქონდა. ჯერ იყო და BBC_Travel-მა და BBC_Earth-მა აშეარეს ჩემი ფოტოები სოციალურ ქსელებში.



ყველაზე მეტად მოულოდნელი კი BBC_World_Service-თან ინტერვიუ იყო. მართლაც რომ დიდი იღბალია საჭირო კვირის განსაკუთრებულ "ფოტოგრაფად" დაგასახელონ, როცა არც კი ხარ ფოტოგრაფი და ფოტოების გადაღებაც მოგზაურობებში შეხვედრილი ადამიანებისგან გაქვს ნასწავლი. როცა ინტერვიუსთვის ვემზადებდით გადაცემის რედაქტორმა მკითხა რა ფოტო პროექტით იყავი პალმირაშიო. მეც ვუთხარი რომ ფოტო პროექტი კი არა ჩემი პირველი მოგზაურობა იყო ახლო აღმოსავლეთში და ფოტოების გადაღებაც ამ მოგზაურობაში დავიწყე თქო. 
-" კი მაგრამ რას საქმიანობ?" - დაინტერესდა რედაქტორი;
-" ეხლა მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში ვმუშაობ, Business Continuity ანალიტიკოსი ვარ. იმ დროს კიდევ ბანკში ვმუშაობდი რისკ ანალიტიკოსად"- ვუხსნი მეც.
ხანგრძლივი პაუზის მერე - " This is Hilarious!" - ემოციებს ვერ ფარავს :).

მართალია ტვინი წავიღე ჩემი აქცენტზე წუწუნით, თუმცა მაინც მემაყება აქ მოხვედრა და რაც მთავარია, ვეცადე ხალხისთვის მეჩვენებინა რა საგანძურს ვკარგავთ. გულდასაწყვეტია რომ უშედეგოდ :( . 



Guardian_Travel რომ შენი ფოლოვერია Instagram-ზე და შენს ფოტოს ალაიქებს / აშეარებს ეგ კიდევ არაფერი, მაგრამ საშობაო მისალოც ბარათზეც რომ გამოგჭიმავს, მაინც სულ სხვაგვარი გრძნობაა.



შარშან ამ დღეს ვერც კი ვიოცნებებდი რომ Getty Images ლონდონის გალერეაში გამოიფინებოდა ჩემი ფოტოები. ვერც იმას ვერ წარმოვიდგენდი, რომ წიგნში დამბეჭდავდნენ და ვერც იმას სიტყვით გამოსვლას თუ მთხოვდნენ. იმაზე ხომ ვერც ვიოცნებებდი ჩემი აბდა-უბდა სპიჩს შემდეგ Getty Image-ს ერთ-ერთი ტოპ მენეჯერი თუ მოვიდოდა და მეტყოდა "You are so inspiring, you have to talk in public about your trips more!" -ნუ რაღაც მსგავსს.

უკან ფოტოზე ლისაბონელი ლუიზაა. ფოტოს რომ ვუღებდი მომიტრიალდა და მითხრა "I am the witch and I like you! " :) 


ბრიტანულ პრესას რუსულიც არ ჩამორჩა და Комсомольская Правда -შიც გამომყვეს როგორც "არაჩვეულებრივი" ჰობის პატრონი  Есть женщины!... Хип-хоп в 90 лет спляшут и вокруг света пройдут

გასული წელი ნამდვილად იყო მოგზაურობების წელი. არა და წლის დასაწყისში არსად წასვლას არ ვგეგმავდი. თუმცა მე ხომ მოგზაურობის ღმერთს ვუყვარვარ მე კი ის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ვერც წარმოვიდგენდი, რომ ლონდონში ისედაც ბოლო წამს იღბლიანად აღმოჩენილი ჩემს საყვარელ BBC-ის სათაო ოფისში მომიწყობდნენ კერძო ექსკურსიას. 10 000 მადლობა ნათია აბრამიას ამისათვის!




და ბოლოს "თავისუფლების კუნძული კი არა და რა მინდოა წვენებში"

ბოლო დღეა კუბაზე და გამწარებული ვეძებ WI-FI-ის წერტილს. წინა დღეს საკმაოდ მწარე მეილი გავუგზავნე ერთ სულიერს და მაინტერესებს მომწერა თუ არა პასუხი. მახსოვს, რომ ინტერნეტი ცენტრალურ მოედანზე 5 ვარსკვლავიან სასტუმროსთან იჭერს და ტელეფონ მომარჯვებულმა მივაშურე ფოიეს. მხოლოდ მაშინ მიმოვიხედე ირგვლივ როცა იატაკზე გახლართულ სადენებს ფეხი გავდე და მივხვდი რომ რაღაც ფილმის გადასაღებ მოედანზე შევბოდიალდიშემთხვევით. იქვე მდგარ კეთილ ღიმილიან ბიჭს ვკითხე რას იღებენ თქო  და "House of Lies"-სო მითხრა. მსახიობი შიგნით არის და შეგიძლია ნახოო. 
რა თქმა უნდა მეილიც დამავიწყდა, ადრესატიც და სასტუმროშიც ჭეშმარიტი გურული სისწრაფით შევვარდი და ისეთი ისტერიულად დავიწყე ფოტოების გადაღება, რომ ლამის რეპეტიციაც ჩავუშალე ჯგუფს. ბოლოს პერსონალის რისხვაც დავიმსახურე და ის იყო კარგად დამტუქსეს და გარეთ მოცდა მთხოვეს, რომ ერთი გოგონა მოვიდა და გამომყევიო მითხრა, იქვე შორიახლოს მდგარ 2 ლამაზ სარაფნებში გამოწყობილ გოგონასთან ერთად დამაყენა და სანამ იმის კითხვას მოვასწრებდი აქ რა მინდა თქო "Action!" დაიძახა რეჟისორმა...

სცენაში ესენი სასტუმროდან გამოდიან და მანქანაში სხდებიან, მე კიდევ ამ სასტუმროს წინ დავსეირნობ უწყინარი სახით, ჩემი დახეული ზურგჩანთითა და გაწეწილი თმებით
კუბის მოგზაურობა კიდევ 2 რამედ ღირდა. ერთი რომ ნამდვილი მატარებლის მემანქანედ ვიქეცი მთელი 10 წუთი


უკვე ვიცი რას ვუსურვებ საკუთარ თავს 2016 წელს. ვუსურვებ, რომ საკუთარი მანქანის მემანქანე გამხდარიყოს :) 

და მეორეც ის, რომ შობის დღეს შარშანდელი ოცნება ამისრულეს და ცურვა მასწავლეს. ჰო, როგორც იქნა ცურვა ვისწავლე, შობის დღეს, კარიბის ზღვაში. 

დასასრულს ჩემს თავს, ჩემს მეგობრებსა და ყველას ვინც ეხლა ამ ბლოგს კითხულობს ვუსურვებ ისეთი სულის შემკვრელ მომენტების სიუხვეს 2016 წელში, რომელთა უბრალო მოგონება ისევ გულს და მუცელს შეგვიკუმშავს და მემილიონჯერ გაგვამეორებინებს - "Love you Life!". 

2 comments:

  1. მეც მინდა მქონდეს წითელი თმა :)

    ReplyDelete